მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

≥8 წლის ბავშვები და არაორსული მოზრდილები

Back
1-ლი რიგის – 

ტეტრაციკლინი ± ჟანგბადი

ტეტრაციკლინი პრიორტეტული მკურნალობაა.[14]

პერორალური თერაპია ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძმის დაავადების დროს. ინტრავენური თერაპია ნაჩვენებია მძიმედ დაავადებულ პაციენტებში (ანუ, ფილტვის დაავადების ნიშნებით დიფუზური ჩართვით და ცხელებით, სეფსისით, დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციით, ან სხვა ორგანოების ჩართულობის ნიშნებით, როგორიცაა ელენთა ან ღვიძლი). პასუხი ჩვეულებრივ ვლინდება 24-48 საათში.

მკურნალობის კურსი ცვალებადია; ამასთან, ჩვეულებრივ, 2 - 3 კვირაში საკმარისია რეციდივის თავიდან ასაცილებლად. 6 კვირიანი კურსი შესაძლოა აუცილებელი გახდეს ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მძიმე დაავადება აქვთ.

მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტები ჟანგბადით თერაპიას საჭიროებენ.

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 2.2 მგ / კგ პერორალურად ორჯერ დღეში 1-ელ დღეს, რასაც მოჰყვება 2.2 მგ / კგ დღეში ერთხელ ან ორჯერ; ან 4.4 მგ / კგ ინტრავენურად პირველ დღეს, რასაც მოჰყვება 2.2 მგ / კგ დღეში ერთხელ ან ორჯერ; მოზრდილები: 100 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 1-ელ დღეს, რასაც მოჰყვება 100 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ; ან 200 მგ ინტრავენურად პირველ დღეს, რასაც მოჰყვება 100 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ

ან

ტეტრაციკლინი: ბავშვებში: 25-50 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 250-500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში

Back
მე-2 რიგის – 

მაკროლიდი ან ფლუოროკინოლონი ± ჟანგბადი

მაკროლიდები (მაგ: ერითრომიცინი, აზითრომიცინი) და ფტორქინოლონები (მაგ: მოქსიფლოქსაცინი) ალტერნატიულ მეორე რიგის თერაპიას წარმაოდგენს, როდესაც ტეტრაციკლინები უკუნაჩვენებია. ერითრომიცინი, ალბათ, საუკეთესო ალტერნატივაა, თუმცა, მძიმე შემთხვევებში, შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს, ვიდრე ტეტრაციკლინი და შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის 6 კვირიანი კურსი. ასევე გამოიყენება აზითრომიცინი, თუმცა, დაფიქსირებულია გარკვეული რეზისტენტობა.[29]

პერორალური თერაპია ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძმის დაავადების დროს. ინტრავენური თერაპია ნაჩვენებია მძიმედ დაავადებულ პაციენტებში (ანუ, ფილტვის დაავადების ნიშნებით დიფუზური ჩართვით და ცხელებით, სეფსისით, დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციით, ან სხვა ორგანოების ჩართულობის ნიშნებით, როგორიცაა ელენთა ან ღვიძლი). პასუხი ჩვეულებრივ ვლინდება 24-48 საათში.

მკურნალობის კურსი ცვალებადია; ამასთან, ჩვეულებრივ, 2 - 3 კვირაში საკმარისია რეციდივის თავიდან ასაცილებლად. 6 კვირიანი კურსი შესაძლოა აუცილებელი გახდეს ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მძიმე დაავადება აქვთ.

მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტები ჟანგბადით თერაპიას საჭიროებენ.

პირველადი პარამეტრები

ერითრომიცინი: ბავშვები: 50 მგ/კგ/დღე პერორალურად 2-4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად ყოველ 6 სთ-ში

ან

ერითრომიცინის ლაქტობიონატი: ბავშვები: 50 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით 6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე; მოზრდილები: 500-1000 მგ ინტრავენურად ყოველ 6 სთ-ში, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე

მეორეული ვარიანტები

აზიტრომიცინი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად 1-ელ დღეს, რასაც მოსდევს 5 მგ/კგ დღეში ერთხელ; 500 მგ პერორალურად/ინტრავენურად 1-ელ დღეს, რასაც მოსდევს 250 მგ დღეში ერთხელ

მესამე ვარიანტები

მოქსიფლოქსაცინი: მოზრდილები: 400 მგ პერორალურად/ინტრავენურად 24 საათში ერთხელ

Back
მე-3 რიგის – 

ქლორამფენიკოლი ან რიფამპიცინი ± ჟანგბადი

მესამე ხაზის მკურნალობის ვარიანტები მოიცავს ქლორამფენიკოლსა და რიფამპიცინს, თუმცა არსებობს მრავალი მედიკამენტაშორისი ურთიერთობა, რომელიც ზღუდავს რიფამპიცინის გამოყენებას.

პერორალური თერაპია ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძმის დაავადების დროს. ინტრავენური თერაპია ნაჩვენებია მძიმედ დაავადებულ პაციენტებში (ანუ, ფილტვის დაავადების ნიშნებით დიფუზური ჩართვით და ცხელებით, სეფსისით, დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციით, ან სხვა ორგანოების ჩართულობის ნიშნებით, როგორიცაა ელენთა ან ღვიძლი). პასუხი ჩვეულებრივ ვლინდება 24-48 საათში.

მკურნალობის კურსი ცვალებადია; ამასთან, ჩვეულებრივ, 2 - 3 კვირაში საკმარისია რეციდივის თავიდან ასაცილებლად. 6 კვირიანი კურსი შესაძლოა აუცილებელი გახდეს ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მძიმე დაავადება აქვთ.

მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტები ჟანგბადით თერაპიას საჭიროებენ.

პირველადი პარამეტრები

ქლორამფენიკოლი: ბავშვები და მოზრდილები: 50-100 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად დაყოფილი დოზებით ყოველ 6 სთ-ში, მაქსიმუმი 4000 მგ/დღეში

ან

რიფამპიცინი: ბავშვები: 100 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილ დოზებად ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 600 მგ/დღე; მოზრდილები: 600 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 12-24 საათში ერთხელ

Back
პლიუს – 

ოფთალმოლოგიური ერითრომიცინი ადგილობრივად

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

C psittaci კონიუქტივიტისთვის რეკომენდებულია ტოპიკური ერითრომიცინი.[4]

პირველადი პარამეტრები

ერითრომიცინი ადგილობრივად: (0.5%) ქვედა კონიუნქტივაზე დატანა ორჯერ დღეში

<8 წლის ბავშვები და ორსული ქალები

Back
1-ლი რიგის – 

მაკროლიდი ± ჟანგბადი

ერითრომიცნი არის პირველი რიგის მკურნალობა ბავშვებში. აზითრომიცინი შეიძლება გამოვიყენოთ ალტერნატივის სახით. მაკროლიდები ორსულებში უპირატესი ვარიანტია.

პერორალური თერაპია ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძმის დაავადების დროს. ინტრავენური თერაპია ნაჩვენებია მძიმედ დაავადებულ პაციენტებში (ანუ, ფილტვის დაავადების ნიშნებით დიფუზური ჩართვით და ცხელებით, სეფსისით, დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციით, ან სხვა ორგანოების ჩართულობის ნიშნებით, როგორიცაა ელენთა ან ღვიძლი). პასუხი ჩვეულებრივ ვლინდება 24-48 საათში.

მკურნალობის კურსი ცვალებადია; ამასთან, ჩვეულებრივ, 2 - 3 კვირაში საკმარისია რეციდივის თავიდან ასაცილებლად. 6 კვირიანი კურსი შესაძლოა აუცილებელი გახდეს ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მძიმე დაავადება აქვთ.

მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტები ჟანგბადით თერაპიას საჭიროებენ.

პირველადი პარამეტრები

ერითრომიცინი: ბავშვები: 50 მგ/კგ/დღე პერორალურად 2-4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად ყოველ 6 სთ-ში

ან

ერითრომიცინის ლაქტობიონატი: ბავშვები: 50 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით 6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე; მოზრდილები: 500-1000 მგ ინტრავენურად ყოველ 6 სთ-ში, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე

მეორეული ვარიანტები

აზიტრომიცინი: >6 თვის ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად 1-ელ დღეს, რასაც მოსდევს 5 მგ/კგ დღეში ერთხელ; 500 მგ პერორალურად/ინტრავენურად 1-ელ დღეს, რასაც მოსდევს 250 მგ დღეში ერთხელ

Back
მე-2 რიგის – 

ქლორამფენიკოლი ან ტეტრაციკლინი ± ჟანგბადი

ქლორამფენიკოლი არის შესაფერისი მეორე რიგის ვარიანტი; ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ბავშვებსა და ორსულ ქალებში.

გრეის სინდრომი (ასევე ცნობილია როგორც ნაცრისფერი ბავშვის სინდრომი), ცირკულარული კოლაფსის ერთგვარი სახეობა, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია, აღინიშნა ნაადრევად დაბადებულ ბავშვებსა და ახალშობილებში, რომლებიც იღებენ ქლორამფენიკოლს და უფრო იშვიათად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულ ქალებში ქლორამფენიკოლის უსაფრთხოების მხარდამჭერი მონაცემების ნაკლებობაა და ის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ, თუ სარგებელი დედისთვის გადაწონის რისკებს ნაყოფისთვის. ის არ უნდა გამოვიყენოთ უახლოეს ვადაში ან მშობიარობის დროს გრეის სინდრომის რისკის და ახალშობილის ძვლის ტვინის სუპრესიის გამო. განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული მეძუძურ ქალებშიც.

ტეტრაციკლინი რეკომენდებული არ არის ნაყოფის ძვალ-სახსროვან სისტემაზე მავნე ზემოქმედების გამო, თუმცა გამოიყენება უკიდურეს შემთხვევებში სიცოცხლის გადასარჩენად, როდესაც ერითრომიცინი არაეფექტურია.[35][36] დოქსიციკლინის გამოყენება ფიქსირდება ერთ-ერთი შემთხვევის ანგარიშში.[37]

ზოგადად, რეკომენდებულია, რომ ტეტრაციკლინები არ გამოიყენოთ < 8 წლის ასაკის ბავშვებში ( < 12 წლამდე ასაკი ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი) კბილების ფერის შეცვლის რისკის გამო; თუმცა, მათი გამოყენება შეიძლება მცირეწლოვან ბავშვებში, თუ სარგებელი აღემატება რისკებს, განსაკუთრებით სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში, როდესაც სხვა თერაპიები არ არის ეფექტური.[14]

მკურნალობის კურსი ცვალებადია; ამასთან, ჩვეულებრივ, 2 - 3 კვირაში საკმარისია რეციდივის თავიდან ასაცილებლად. 6 კვირიანი კურსი შესაძლოა აუცილებელი გახდეს ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მძიმე დაავადება აქვთ.

მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტები ჟანგბადით თერაპიას საჭიროებენ.

პირველადი პარამეტრები

ქლორამფენიკოლი: ბავშვები და მოზრდილები: 50-100 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით ყოველ 6 სთ-ში, მაქსიმუმი 4000 მგ/დღეში

მეტი

ან

ტეტრაციკლინი: ბავშვებში: 25-50 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 250-500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში

Back
პლიუს – 

ოფთალმოლოგიური ერითრომიცინი ადგილობრივად

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

C psittaci კონიუქტივიტისთვის რეკომენდებულია ტოპიკური ერითრომიცინი.[4]

პირველადი პარამეტრები

ერითრომიცინი ადგილობრივად: (0.5%) ქვედა კონიუნქტივაზე დატანა ორჯერ დღეში

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას