პროგნოზი

პაციენტები კარგად რეაგირებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე სიმპტომების ალაგებით 24-48 საათის განმავლობაში, თუმცა არსებობს რეციდივის ალბათობა მუდმივი ინფექციის გამო. მძიმედ დაავადებულ პაციენტებს კარგი პროგნოზი აქვთ, თუ არ არის გართულებები. ფილტვის, გულის და ინტრავასკულური გართლებები შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს.[1] სიკვდილიანობამ შეიძლება 20%-ს მიაღწიოს არა ნამკურნალებ პაციენტებში.[1][14] ორსულ ქალებში ნაყოფის სიკვდილობა ძალიან მაღალია.[31]

რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ დაფიქსირდა მხოლოდ ეპიზოდურად.[29] ტესტირებისთვის კულტურების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, გაურკვეველი რჩება, მკურნალობის წარუმატებლობები გამოწვეულია რეზისტენტობით, თუ დაავადების პროგრესირებით უფრო ვირულენტური შტამების ან მასპინძელი ფაქტორებისგან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას