ეტიოლოგია
ობლიგატური, ინტრაუჯრედული, გრამ-უარყოფითი ბაქტერია Chlamydia psittaci-ით გამოწვეული ინფექცია.[1] ფრინველებთან კონტაქტი, მაგალითად, შინაური ცხოველების ფრინველების მფლობელებთან, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ზოოპარკებსა ან ცხოველების მაღაზიებში, ვეტერინარებად, მეფრინველეობასა და ველური ბუნების მუშაკებად და სადიაგნოსტიკო ლაბორანტებად, ითვლებიან ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ.[14] ადამიანის ინფიცირება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოსთან არაპირდაპირი ექსპოზიციის შედეგად.[14]
Chlamydia psittaci ინფექციასთან ასოციაცია ფრინველებთან და ცხოველებთან ექსპოზირებულ ადამიანებში ცნობილია 1870-იანი წლებიდან.[15] თუმცა, დაზარალებულ პაციენტთა დაახლოებით 25% უარყოფს კონტაქტს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არ ხდება უსიმპტომო, მაგრამ ინფიცირებულ ფრინველთან ან ძუძუმწოვართან კონტაქტის ამოცნობა.[14]
ინფექციების უმრავლესობის შეძენა ხდება ფსიტაკინის (თუთიყუშის ტიპის) ფრინველებთან ექსპოზიციით, განსაკუთრებით კი ტალღოვან თუთიყუშთან და ავსტრალიურ თუთიყუშთან. თუმცა, ტრანსმისია ასევე ფიქსირდება არაფსიაქინური ფრინველებიდანაც, უხშირესად მტრედებისგან, ასევე შინაური ფრინველებისგან, მტაცებელიფრინველებისგან, იხვებისა და სანაპიროს ფრინველებისგან.[14][16]
კომერციულად გამოზრდილ ინდაურებთან, სხვა შინაურ ფრინველებთან და ძუძუმწოვრებთან, ან დაინფიცირებულ ქსოვილებთან ოკუპაციურმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიტაკოზის ეპიდაფეთქებები.[7] ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა იხვის, ინდაურისა და სხვა მეფრინველეობის ფერმებში, სასაკლაოს მუშაკთა შორის და გარეულ მტრედებში.[1][6][7][17][18][19][20][21][22][23] ასევე არის ინფორმაცია ეპიდაფეთქებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნიდერლანდებში ფრინველების შოუსთან და ვეტერინარულ სასწავლო კლინიკებში.[24][25][26] გარკვეულ შტამებს, რომლებიც აინფიცირებენ შინაურ ფრინველებს და თუთიყუშის მსგავს ფრინველებს, აქვთ ტენდენცია იყვნენ უფრო ვირულენტურები.[1][7]
ადამიანისგან ადამიანზე გადაცემა იშვიათად მიიჩნევა და შეიძლება უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს.[6][27][28]
პათოფიზიოლოგია
C psittaci აქვს მკაფიო ორფაზიანი განვითარების ციკლი, რომელიც შედგება ინფექციური ელემენტარული სხეულისგან (EB) და რეპლიკაციური ფორმისგან, რომელსაც ეწოდება რეტიკულური სხეული (RB). EB მიუერთდება მასპინძელ უჯრედს და ხდება მისი ენდოფაგოციტირება ან შთანთქმა რეცეპტორ-გაშუალებული პროცესებით, რომლებიც არ არის კარგად შესწავლილი. უჯრედის შიგნით მოხვედრის შემდეგ, მიკროორგანიზმი ერთვება ჩანართ სხეულში, სადაც ადგილი აქვს არაეფექტურ ლიზოსომური შერწყმას, რაც უზრუნველყოფს ჩანართი სხეულის გადარჩენას. მიკროორგანიზმი აწარმოებს პროტეინებს, რომლებიც მონაწილეობს ჩანართი სხეულის მემბრანაში. EB გარდაიქმნება RB-დ, რომელიც რეპლიკაციას განიცდის ორმაგი გაყოფის შედეგად, რომელიც ქმნის შუალედურ სხეულებს, სადაც ქრომატინი კონდენსირდება, EB-იდ გარდასაქმნელად. EB-ები თავისუფლდება მასპინძელი უჯრედიდან უჯრედის ლიზისის ან ჩანართი სხეულის ეგზოციტოზის მეშვეობით, უჯრედის ინტაქტურად (დაზიანების გარეშე) დატოვებით და შეუძლიათ მიმდებარე უჯრედების დაინფიცირება. ამას ადგილი აქვს ინფიცირების შემდეგ 36-დან 48-მდე საათის განმავლობაში.[1]
C psittac-ის ადვილად კულტივირდება პერმისიული უჯრედების ხაზებში, მათ შორის HEP-2 და ბუფალოს მწვანე მაიმუნების უჯრედებში, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო, აეროზოლური ნაწილაკების მარტივად წარმოქმნის გამო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Chlamydia psittaci-ით ინფიცირებული HEp-2 უჯრედები შეღებეს ფლუორესცინ იზოთიოციანატ-კონიუგირებული მონოკლონური ანტისხეულებზე ქლამიდიის (1000X) ლიპოპოლისაქარიდების მიმართპროფესორ დებორა დინის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ინფექციის გადაცემა ხდება აეროზოლიზებული ნაწილაკებით ან პირდაპირი კონტაქტით ფეკალიებთან, ცხვირის სეკრეტებთან, ბუმბულთან ან ქსოვილთან. არსებობს მიკროორგანიზმის 8 ცნობილი გენოტიპი და, სავარაუდოდ, ორგანიზმთა უმეტესობაში; ყველა შეიძლება გადაეცეს ადამიანებს.[14][13] ინკუბაციური პერიოდი 5-დან 14 დღემდე გრძელდება.[14]
განვითარების ხანგრძლივი ციკლი და მიკროორგანიზმის შენარჩუნების უნარი, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ქრონიკულ ინფექციას, უფრო გავრცელებულ ფილტვის ან სისტემურ დაავადებას და ანტიბიოტიკებით მკურნალობის რეჟიმების წარუმატებლობას. გარკვეული შტამები აგრეთვე უფრო ვირულენტურად ითვლება. შესაბამისად, წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია ანტიბიოტიკების უფრო გრძელი კურსი, თუმცა ზოგიერთ პაციენტს შეიძლება კვლავ ჰქონდეს მუდმივი ინფექცია. არსებობს აზიტრომიცინის მიმართ გარკვეული რეზისტენტობის შესახებ ჩანაწერები.[29]
რეციდივის და მუდმივი ინფექციების ხარისხი უცნობია ეპიდემიოლოგიური კვლევების და ინფექციის შესაფასებლად სენსიტიური და სპეციფიკური ტესტების არარსებობის გამო.
კლასიფიკაცია
ტაქსონომია[3]
რიგი: Chlamydiales; ოჯახი: Chlamydiaceae; გვარი: ქლამიდია; სახეობა: Chlamydia psittaci.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას