ეპიდემიოლოგია

ინფექცია ვლინდება სპორადულად ან ეპიდაფეთქების სახით. ეპიდაფეთქებები უფრო ხშირია იხვის ან მეფრინველეობის ფერმების, ასევე სასაკლაოების და გადამამუშავებელი ფაბრიკების მუშებს შორის.[6][7]

ყოველწლიურად 25 - 50 შემთხვევა დასტურდება ინგლისსა და უელსში.[8] 2010 წლიდან, აშშ-ში ყოველწლიურად 10-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, 2017 წელიდან კი 5 შემთხვევა.[9] აფეთქება დაფიქსირდა ვირჯინიასა და ჯორჯიაში ფრინველის სასაკლაოების ორი ქარხნის მუშათა შორის, 2018 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე (13 დადასტურებული შემთხვევა).[10]

ერთი მეტა ანალიზით გამოვლინდა, რომ არაჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევათა დაახლოებით 1% განპირობებული იყო Chlamydia psittaci-ით ცვალებადობით 0% - 6.7%.[11] თუმცა, ჰოლანდიურმა კვლევამ ნახველის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) (სადაც მისი გაკეთება შესაძლებელი იყო) შემთხვევათა 4,8%-ში არაჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევის სახით გამოავლინა C psittaci.[12]აღრიცხვიანობა შესაძლოა შეზღუდოს იმ ფაქტმა, რომ C psittaci-ით და სხვა ორგანიზმებით, განსაკუთრებით Chlamydophila pneumoniae-ით, გამოწვეული დაავადებების კლინიკური დიფერენციაცია შესაძლოა რთული იყოს.

ფრინველების დაახლოებით 5% - 8% ინფიცირებულია, ხოლო ფრინველების 465 სახეობა მგრძნობიარეა ამ მიკროორგანიზმის მიმართ, უფრო ხშირად თუთიყუშისებრთა ფრინველები, განსაკუთრებით ტალღოვანი თუთიყუშები და ავსტრალიური თუთიყუშები.[1][13]C psittaci შტამები, რომლებიც აინფიცირებს თუთიყუშის მსგავს ფრინველებს და შინაურ ფრინველებს, უფრო ვირულენტურია და შეიძლება დააინფიციროს ყველა ასაკობრივი ჯგუფი აეროზოლური ნაწილაკების ან ინფიცირებულ ნაზალურ სეკრტებთან, ფეკალიებთან ან ქსოვილთან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.[1][7]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას