დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
ტემპერატურული რეაქცია ოპერაციაზე
ანამნეზი
ცხელება, რომელიც ვლინდება ოპერაციიდან პირველ 48 საათში, თვითლიმიტირებადია
გასინჯვა
როგორც წესი ნორმალურია
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- სისხლის კულტურები:
ნეგატიური
საშარდე გზების ინფექცია
ანამნეზი
დიზურია, გახშირებული შარდვა, მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება, ტკივილი ბოქვენზედა არეში, ჰემატურია, შარდსადენის მუდმივი კათეტერი, მღვრიე შარდი
გასინჯვა
მომატებული მგრძნობელობა ბოქვენზედა არეში
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
დადებითია ნიტრიტების და ლეიკოციტური ესტერაზას მიმართ
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
გამომწვევი მიკროორგანიზმის დეტექცია
სხვა გამოკვლევები
ჭრილობის ინფექცია
ანამნეზი
ჭრილობის ტკივილი როგორც წესი, ვლინდება ოპერაციიდან სულ მცირე, 48 საათის შემდეგ
გასინჯვა
ჭრილობის ერითემა, მტკივნეულობა, ჩირქოვანი გამონადენი
პირველი გამოკვლევა
- ჭრილობის კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
მეტი
სხვა გამოკვლევები
პნევმონია
ანამნეზი
ხველა, ქოშინი, გულმკერდის პლევრიტული ტკივილი, ხანგრძლივად მიმდინარე ოპერაცია, გახანგრძლივებული ენდოტრაქეული ინტუბაცია
გასინჯვა
ბრონქული სუნთქვა, კრეპიტაცია, შესუსტებული სუნთქვა
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებული ლეიკოციტები
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
უნილატერალური ინფილტრაცია, შეხორცება, გამონაჟონი, კავიტაცია
- ნახველის კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
სხვა გამოკვლევები
- სისხლის კულტურები:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
მეტი
ზედაპირული თრომბოფლებიტი
ანამნეზი
კათეტერის ჩადგმის ადგილზე ტკივილი, განსაკუთრებით, ცენტრალური ვენური კათეტერის შემთხვევაში
გასინჯვა
ერითემა და მტკივნეულობა კათეტერის ადგილზე, ჩირქოვანი გამონადენი ვენური კათეტერის გამოსვლის ადგილზე
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- ჩირქოვანი გამონადენის კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
მეტი - ულტრაბგერითი გამოკვლევით:
აბსცესი ან თრომბოზი
კათეტერთან დაკავშირებული ინტრავასკულური ინფექცია
ანამნეზი
ინტრავასკულური კათეტერების, განსაკუთრებით, ცენტრალური ვენური კათეტერის არსებობა
გასინჯვა
ტაქიკარდია, ჰიპოტენზია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებული ლეიკოციტები
- სისხლის კულტურები:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
მეტი
სხვა გამოკვლევები
აბდომინური აბსცესი
ანამნეზი
მუცლის ახლადგამოვლენილი ტკივილი, მუცლის შებერილობა, ღებინება, ყაბზობა
გასინჯვა
პიკური ცხელება, წარმონაქმნი მუცლის ღრუში, კეროვანი მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებული ლეიკოციტები
- სისხლის კულტურები:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
- მუცლის ღრუს CT:
ინტრააბდომინური აბსცესის გამოვლენა
მეტი
სხვა გამოკვლევები
უცხო სხეულით გამოწვეული ინფექცია
ანამნეზი
ანამნეზში ორთოპედიული იმპლანტების, ენდოვასკულური მოწყობილობების, შუნტის და სტენტების ჩადგმა; შეშუპება, ერითემა ან ტკივილი პროთეზის ადგილზე
გასინჯვა
სუბფებრილური ცხელება, პროთეზირებული სახსრის მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა; გულის შუილი; ჯეინვეის დაზიანებები, ოსლერის კვანძები, როთის ლაქები ინფექციური ენდოკარდიტის დროს
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებული ლეიკოციტები
- სისხლის კულტურები:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
სხვა გამოკვლევები
- ჭრილობის გამონადენის კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
- სინოვიური სითხის კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
- ქსოვილოვანი კულტურის ბაქტერემიული ანალიზი:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
- სარქვლის პროთეზის რენტგენი:
იმპლანტის მორყევა
მეტი - ტექნეციუმ-მეთილენდიფოსფონატით სცინტიგრაფია ლეიკოციტების სკანირებასთან ერთად:
სარქვლის პროთეზის ინფექციის გამოვლენა
Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტი
ანამნეზი
დიარეა, მუცლის ტკივილი და შებერილობა, ანტიბიოტიკების გამოყენება წინა კვირის განმავლობაში
გასინჯვა
მუცლის შებერილობა, ილეუსი
პირველი გამოკვლევა
- განავლის ანალიზი C difficile-ს ციტოტოქსინზე:
დადებითი
სხვა გამოკვლევები
- FBC:
მომატებულია ლეიკოციტები. ფულმინანტური კოლიტის დროს ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება იყოს 30000-50000/მიკროლიტრამდე.
სეფსისი
ანამნეზი
ლოკალური ინფექციის სიმპტომები, არასპეციფიკური სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან კანკალს, თავბრუსხვევას, გულისრევას და ღებინებას, კუნთების ტკივილს, დაბნეულობის შეგრძნებას ან დეზორიენტაციას; შეიძლება იყოს რისკფაქტორების ანამნეზი (მაგ., იმუნოსუპრესია, ორსულობა ან პოსტნატალური პერიოდი, სისუსტე, ახლახან გადატანილი ოპერაცია ან ინვაზიური პროცედურები, ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენება ან კანის მთლიანობის დარღვევა)
გასინჯვა
ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ცხელება (>38℃) ან ჰიპოთერმია (<36℃), გახანგრძლივებული კაპილარული ავსება, აჭრელებული ან ნაცრისფერი/ფერფლისფერი კანი, ციანოზი, ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, ფსიქიკური მდგომარეობის მწვავე ცვლილება, შარდის გამოყოფის შემცირება
პირველი გამოკვლევა
- სისხლის კულტურა:
შეიძლება დადებითი იყოს მიკროორგანიზმზე
მეტი - შრატის ლაქტატი:
შეიძლება იყოს მომატებული >2 მმოლ/ლ (>18 მგ/დლ), რაც დაკავშირებულია უარყოფით პროგნოზებთან; ხოლო >4 მმოლ/ლ (>36 მგ/დლ) შემთხვევაში პროგნოზი კიდევ უფრო უარესია
მეტი - სისხლის საერთო ანალიზი:
ლეიკოციტების რაოდენობა >12×10⁹/ლ (12,000/მიკროლიტრი) (ლეიკოციტოზი); ლეიკოციტების რაოდენობა <4×10⁹/L (4000/მიკროლიტრი) (ლეიკოპენია); ან ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა >10% მოუმწიფებელი ფორმებით; თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა
მეტი - C- რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
- სისხლში შარდოვანა და შრატში ელექტროლიტები:
შრატის ელექტროლიტები შეიძლება სცილდებოდეს ნორმის ფარგლებს; სისხლში შარდოვანა შეიძლება მომატებული იყოს
- სისხლის შრატის კრეატინინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
შეიძლება აჩვენოს მომატებული ბილირუბინი, ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა და გამაგლუტამილტრანსფერაზა
მეტი - კოაგულოგრამა:
შესაძლოა იყოს ანომალიური
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება, განვითარდეს აციდოზი, ჰიპერკაპნია, ანიონების სიჭარბე, მეტაბოლური აციდოზი
სხვა გამოკვლევები
- ელექტროკარდიოგრამა:
შეიძლება გამოჩნდეს იშემიის ნიშნები, მოციმციმე არითმია ან სხვა სახის არითმია; შეიძლება იყოს ნორმალური
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
შესაძლოა აჩვენოს კონსოლიდაცია; ავლენს ცენტრალური ვენური კათეტერის და ტრაქეის მილის პოზიციას
- შარდის მიკროსკოპული კვლევა და კულტურა:
შესაძლოა გამოვლინდეს ნიტრიტები, ცილები, ან სისხლი; ლეიკოციტოზი; მიკროორგანიზმების არსებობა ვლინდება
- ნახველის დათესვა:
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
- ხერხემლის პუნქცია:
შესაძლებელია სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის მატება, მიკროსკოპულად მიკროორგანიზმების გამოვლენა და დადებითი ბაქტერიოლოგია
მეტი
ჰემატომა
ანამნეზი
ტკივილი, ნაოპერაციები ადგილის შეშუპება ან მასზე ზეწოლა; ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, გულყრები მომატებული ინტრაკრანიული წნევის ფონზე, სუბდურული ან ეპიდურული ჰემატომის შედეგად
გასინჯვა
ცხელება, მოძრავი შეშუპება ჭრილობის არეში; ჰიპოტენზია, კომა, რომელიც გამოწვეულია ინტრაკრანიული წნევის მომატებით, სუბდურული ან ეპიდურული ჰემატომის გამო; იშვიათად ვლინდება კომპარტმენტ სინდრომი ნაოპერაციევ კომპარტმენტში (ყველაზე მაღალი ალბათობით ორთოპედიული ტრავმული დაზიანების გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ)
პირველი გამოკვლევა
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ჰიპოექოგენური სითხის გროვა
სხვა გამოკვლევები
- კომპარტმენტის წნევის გაზომვა:
ცვლადი; დიფერენციული წნევა დიასტოლური წნევის 20-30 მმ.ვწყ.სვ. ფარგლებში ითვლება ფასციოტომიის მყარ ჩვენებად
- თავის CT სკანირება:
სუბდურული ან ეპიდურული ჰემატომა
ღრმა ვენების თრომბოზი
ანამნეზი
დაზიანებული კიდურის შეშუპება და ტკივილი, ცხელება ვლინდება ოპერაციიდან მეორე კვირაში ან მოგვიანებით
გასინჯვა
ქვედა კიდურების ასიმეტრიული შეშუპება, წვივების მტკივნეულობა, პალპირებადი თრომბოზული ვენა, უელსის ქულა ≥2 მიუთითებს ღრმა ვენების თრომბოზის მაღალ რისკზე.
პირველი გამოკვლევა
- ქვედა კიდურების დუპლექსის ულტრაბგერა:
თრომბოზის გამოვლენა
სხვა გამოკვლევები
ფილტვის ემბოლია
ანამნეზი
ქოშინი, გულმკერდის პლევრიტული ტკივილი, ქვედა კიდურების შეშუპება, დაზიანებული კიდურის ტკივილი, თუ ვლინდება ღრმა ვენების თრომბოზი
გასინჯვა
ცხელება, ტაქიკარდია, ჰიპოქსემია, ჰიპოტენზია, უელსის ან ჟენევის მოდიფიცირებული ქულა >4
პირველი გამოკვლევა
- არტერიული სისხლის აირები:
ჰიპოქსია და ჰიპოკაპნია
- ფილტვის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTPA):
ემბოლიის დეტექცია
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
ატელექტაზები, დიაფრაგმის ერთი თაღის აწევა, გამოკვეთილი ფილტვის ცენტრალური არტერია, ოლიგემია ემბოლიზმის უბანში
მეტი - ელექტროკარდიოგრამა:
არასახარბიელო პროგნოზზე მიუთითებს წინაგულოვანი არითმია, ჰისის კონის მარჯვენა ტოტის ბლოკადა, დაბალი Q კბილები, პრეკორდიული T კბილის ინვერსია და ST სეგმენტის ცვლილებები
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ვენტილაციურ-პერფუზიული (V/Q) სკანირება:
ფილტვის ემბოლია უფო სავარაუდოა, როცა ვენტილაციის უბანში არ აღინიშნება პერფუზია
მეტი
იშვიათია
მედიკამენტური ცხელება
ანამნეზი
ცხელება ჩვეულებრივ იწყება გამომწვევი მედიკამენტის მიღების დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში, გამომწვევი მედიკამენტის ანამნეზი (მაგ., ჰიდროქსიშარდოვანა, პროპილთიოურაცილი, იოდიდები, ჰეპარინი, ალოპურინოლი, იმუნოგლობულინები, სალიცილატები, ფენიტოინი, ჰიდრალაზინი, პროკაინამიდი, ფუროსემიდი და თიაზიდური დიურეზულები)
გასინჯვა
გამონაყარი
პირველი გამოკვლევა
- შეწყვიტეთ გამომწვევი მედიკამენტების მიღება:
ცხელების ან გამონაყარის კუპირება
მეტი
სხვა გამოკვლევები
მიოკარდიუმის ინფარქტი
ანამნეზი
გულმკერდის ცენტრალურ ნაწილზე ზეწოლა, მოჭერის ან სიმძიმის შეგრძნება; ტკივილის ირადიაცია ყბასა ან ზედა კიდურებში; ტკივილთან დაკავშირებული გულისრევა, ღებინება, დისპნოე, თავბრუსხვევა, სისუსტე; რისკფაქტორებია: მოწევა, ასაკი (მამაკაცები >45 წლის, ქალები >55 წლის), ნაადრევად განვითარებული კორონარული არტერიების დაავადების ოჯახური ანამნეზი, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, დიაბეტი, ინსულტი ან პერიფერიული არტერიების დაავადება
გასინჯვა
საუღლე ვენების შებერილობა, S4 გალოპის რითმი, ჰოლოსისტოლური შუილი (მიტრალური რეგურგიტაცია), ორმხრივი ხიხინი ბაზალური სეგმენტების არეში; ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია ან ჰიპოქსია, იშემიის სიმძიმეზე დამოკიდებულებით.
პირველი გამოკვლევა
- ელექტროკარდიოგრამა:
ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი (MI): ST-სეგმენტის ელევაცია >1 მმ ორ ან მეტ ანატომიურად მოსაზღვრე განხრებში ან ჰისის კონის მარცხენა ტოტის ახლადგანვითარებული ბლოკადა; ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე ინფარქტი: არასპეციფიკური; ST სეგმენტის დეპრესია ან T-კბილის ინვერსია
- გულმკერდის რენტგენზე:
ნორმაშია ან ვლინდება გულის უკმარისობის ნიშნები, მაგ. ალვეოლების საზღვრების გამოხატვა
- გულის ენზიმები:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP):
ნორმის >99 პერცენტილი
- კორონარული ანგიოგრაფია:
კორონარული არტერიის კრიტიკული დახშობა ან მისი შევიწროების ნიშნები
ინსულტი
ანამნეზი
სისუტე, მხედველობის დაკარგვა, აფაზია
გასინჯვა
ატაქსია, მხედველობის ველის დეფექტი, კეროვანი სისუსტე ან კრანიული ნერვის დისფუნქცია
პირველი გამოკვლევა
- თავის ტვინის CT:
ჰემორაგიული ინსულტი: დაზიანებულ უბანში სიგნალის გაძლიერება; იშემიური ინსულტი: დაჩრდილვა (სიბნელე) ტვინის პარენქიმაში; რუხი და თეთრი ნივთიერების დიფერენცირების შეუძლებლობა, ღარების დაბლაგვება; ჰიპერატენუაცია (სიკაშკაშე) არტერიაში მიუთითებს სისხლძარღვის სანათურში მდებარე კოლტზე
მეტი - თავის ტვინის MRI:
იშემიური ინსულტი: მწვავე იშემიური ინფარქტი დიფუზურად შეწონილ გამოსახულებაზე გამოისახება სიკაშკაშით; მოგვიანებით სტადიაზე T2 გამოსახულებებზე ასევე შეიძლება ჩანდეს სიგნალის გაძლიერება იშემიის უბანში
სხვა გამოკვლევები
ალკოჰოლური აღკვეთა
ანამნეზი
ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და მისი უეცარი შეწყვეტა ჰოსპიტალიზაციის გამო; ტრემორი, გულისრევა, კონფუზია, ჰალუცინაციები
გასინჯვა
ცხელება, დელირიუმი, ტრემორი, ტაქიკარდია
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
ცხიმოვანი ემბოლია
ანამნეზი
დიდი ტრავმა ან დიდი ორთოპედიული ოპერაცია, ვლინდება ოპერაციიდან 48-72 საათში
გასინჯვა
პეტექიური გამონაყარი, ჰიპოქსემია
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენზე:
მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე მიმანიშნებელი დიფუზური ინტერსტიციული სურათი
მეტი - გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია):
დიფუზური, "დამსხვრეული მინის" მსგავსი სურათი
სხვა გამოკვლევები
ტრანსფუზიაზე რეაქცია
ანამნეზი
ვლინდება სისხლის გადასხმისას ან გადასხმიდან 1 საათის შემდეგ, დისპნოე, შფოთვა
გასინჯვა
ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, მსტვინავი სუნთქვა
პირველი გამოკვლევა
- პლაზმის დათვალიერება ცენტრიფუგირების შემდეგ, შეუდედებელი ვენური სისხლის ნიმუშში:
ვარდისფერ-წითელი ჰემოგლობინემიის გამოვლენიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში
- ცენტრიფუგირების შემდეგ მიღებული შარდის დათვალიერება:
ჰემოგლობინემიის დროს სუფთა წითელი ფერისაა
სხვა გამოკვლევები
- ABO ტიპირება:
შეიძლება შეუთავსებელი იყოს რეციპიენტთან
- პირდაპირი ანტიგლობულინის (კუმბსის) ტესტი:
მოცირკულირე ერითროციტებზე ანტი-A, ანტი-B ან ანტი-AB IgG დეტექცია
ტრანსპლანტის მოცილება
ანამნეზი
ანამნეზში ორგანოს გადანერგვა, შეუძლოდ ყოფნა, ოლიგურია თირკმლის მოცილების დროს, ქოშინი ფილტვის მოცილების შემთხვევაში, სიყვითლე და სისხლდენა ღვიძლის მოცილებისას; სიმპტომები შეიძლება იყოს ზემწვავე (წუთებსა ან საათებში) ან მწვავე (კვირებში)
გასინჯვა
სიყვითლე და ეკქიმოზები (ღვიძლი)
პირველი გამოკვლევა
- ქსოვილის ბიოფსია:
ავლენს ტრანსპლანტის მოცილებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს
სხვა გამოკვლევები
ტოქსიური შოკის სინდრომი
ანამნეზი
ჭრილობის წინმსწრები ინფექცია, კონფუზია, შეუძლოდ ყოფნა, დიარეა, ღებინება, სუნთქვის დარღვევა
გასინჯვა
დიფუზური მაკულური დესქვამაციური ერითროდერმა, მაღალი ცხელება, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ცუდი კაპილარული ავსება, ტაქიპნოე, მწვავე კონფუზია, შარდის გამოყოფის შემცირება, ჰიპოთერმია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტები >12,000/მიკროლიტრში ან <4000/მიკროლიტრში
- სისხლის კულტურები:
Staphylococcus aureus ან A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის იდენტიფიცირება
მეტი
სხვა გამოკვლევები
ნაოპერაციევი ქსოვილის იშემია
ანამნეზი
სწრაფად გამოვლენილი, ძლიერი ტკივილი დაზიანებულ არეში, დაუყოვნებელი ცხელება პოსტოპერაციულ პერიოდში
გასინჯვა
ტაქიკარდია, ჰიპოტენზია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტოზი, ანემია, ჰემოკონცენტრაცია
- არტერიული სისხლის აირები:
აციდოზი
- სისხლში ლაქტატის კონცენტრაცია:
მოამტებულია
- დიაგნოსტიკური ლაპაროტომია:
ნეკროზი, ნაოპერაციევი ქსოვილის განგრენა
სხვა გამოკვლევები
- ანგიოგრაფია:
მკვებავი სისხლძარღვის დეფექტი
პოდაგრის გამწვავება
ანამნეზი
სახსრების მწვავედ გამოვლენილი მტკივნეულობა ოპერაციიდან 1-17 დღის განმავლობაში; ძირითადად ეხება მეტატარსოფალანგურ სახსრებს, მუხლებს ან კოჭებს
გასინჯვა
ერთი ან რამდენიმე სახსრის შეშუპება, სიმხურვალე და სიწითლე.
პირველი გამოკვლევა
- სასახსრე სითხის ასპირაცია:
ლეიკოციტების რაოდენობა >2 x 10⁹/ლ (>2000/მკლ); ნემსის ფორმის, უარყოფითი ორმაგი სხივთტეხის კრისტალები
მეტი
სხვა გამოკვლევები
ფსევდოპოდაგრის გამწვავება
ანამნეზი
სახსრების მწვავედ გამოვლენილი ძლიერი მტკივნეულობა ოპერაციიდან 1-17 დღეში; მუხლები და მაჯა ყველაზე ხშირად ზიანდება
გასინჯვა
ერთი ან რამდენიმე სახსრის შეშუპება, სიმხურვალე და სიწითლე.
პირველი გამოკვლევა
- სასახსრე სითხის ასპირაცია:
ლეიკოციტები >2 x 10⁹/ლ (>2000/მკლ); რომბისებრი ან პლეომორფული ფორმის, სუსტად დადებითი ორმაგი სხივთტეხის კრისტალები
მეტი
სხვა გამოკვლევები
მწვავე პანკრეატიტი
ანამნეზი
ეპიგასტრიუმის ტკივილი, ირადიაციით ზურგში, გულისრევა, ღებინება
გასინჯვა
მუცლის ღრუს მომატებული მგრძნობელობის სხვადასხვა ხარისხი, ჩვეულებრივ მეტად ეპიგასტრიულ არეში; ტაქიკარდია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შეიძლება გამოჩნდეს ასციტი, ნაღვლოვანი კენჭები, ნაღვლის საერთო სადინარის გაფართოება და გადიდებული პანკრეასი
მეტი - მუცლის CT სკანირება ორალური და ინტრავენური (IV) კონტრასტით:
შეიძლება გამოვლინდეს პანკრეასის ანთება, პერიპანკრეასული დაჭიმვა, კალციფიკატები ან სითხის დაგროვება; ადასტურებს ან გამორიცხავს ნაღვლოვან კენჭებს
მეტი - MRI/მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (MRCP):
შესაძლოა გამოვლინდეს კენჭები, სიმსივნეები, პანკრეასის დიფუზური ან სეგმენტური გადიდება უწსორო კონტურებით და პანკრეასული ცხიმის ატენუაცია, ნეკროზი ან ფსევდოცისტები
მეტი
ქოლეცისტიტი კალკულოზის გარეშე
ანამნეზი
პარენტერული კვება, მძიმე პაციენტები
გასინჯვა
მარჯვენა ზედა კვადრანტის ძლიერი ტკივილი, ირადიაციით მარჯვენა გვერდში, მტკივნეულობა, მერფის დადებითი ნიშანი
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებული ლეიკოციტები
- ექოსკოპია:
გასქელებული ნაღვლის ბუშტი, კენჭების არარსებობა, ემფიზემური ნაღვლის ბუშტი
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ჰიპერბილირუბინემია, ტუტე ფოსფატაზა და შრატში ამინოტრანსფერაზების მსუბუქი მომატება
სხვა გამოკვლევები
სერომა
ანამნეზი
ჭრილობის უმტკივნეულო შეშუპება
გასინჯვა
უმტკივნეულო, მოძრავი შეშუპება ჭრილობის არეში
პირველი გამოკვლევა
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ანექოგენური სითხის გროვა
სხვა გამოკვლევები
ავთვისებიანი ჰიპერთერმია
ანამნეზი
უეცრად გამოვლენილი ცხელება საინჰალაციო საანესთეზიო პრეპარატის ან სუქცინილქოლინის (სუქსამეთონიუმის) შეყვანიდან 12 საათში
გასინჯვა
ცხელება >40°C (104°F), კუნთების რიგიდობა, ჰემოდინამიკური არასტაბილურობა
პირველი გამოკვლევა
- სისხლის შრატის ელექტროლიტები და არტერიული სისხლის აირები:
მეტაბოლური აციდოზი
- საინჰალაციო საანესთეზიო პრეპარატების შეწყვეტა:
სიმპტომების ნაწილობრივი კუპირება
- დანტროლენით საცდელი მკურნალობა:
სიმპტომების კუპირება
სხვა გამოკვლევები
ჰიპერთირეოზის გამწვავება
ანამნეზი
ანამნეზი ძირითადად ცნობილია, სიცხის აუტანლობა, ოფლიანობა, წონის კლება, გულის ფრიალი
გასინჯვა
ჩიყვი, ოფთალმოპათია (გრეივსის დაავადების შემთხვევაში)
პირველი გამოკვლევა
- ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი:
დაბალი
- შრატში თავისუფალი თიროქსინი:
მოამტებულია
- შრატში თავისუფალი ან საერთო ტრიიოდთირონინი:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
ფეოქრომოციტომის გამწვავება
ანამნეზი
ანამნეზი ძირითადად ცნობილია, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, დიაფორეზი, ეპიზოდური სიფერმკრთალე
გასინჯვა
ჰიპერტენზია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია
პირველი გამოკვლევა
- შრატში თავისუფალი მეტანეფრინები და ნორმეტანეფრინები:
მოამტებულია
- 24 საათში შარდში კატექოლამინების, მეტანეფრინების, ნორმეტანეფრინებისა და კრეატინინის განსაზღვრა:
მოამტებულია
მეტი - კატექოლამინები პლაზმაში:
შეიძლება მომატებული იყოს
სხვა გამოკვლევები
- მუცლისა და მენჯის MRI:
T2 შეწონილ გამოსახულებებზე ვლინდება ჰიპერინტენსიური დაზიანებები ღვიძლზე
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის მწვავე უკმარისობა
ანამნეზი
ანამნეზი ძირითადად ცნობილია, პაციენტებს აქვთ მწვავე ავადმყოფობის სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, თავბრუსხვევა და ჰიპოტენზია
გასინჯვა
ფიზიკური ორთოსტაზი, ჰიპერპიგმენტაცია
პირველი გამოკვლევა
- შრატში კორტიზოლი:
დაბალი
- ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი შრატში:
მომატებულია თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობის დროს
სხვა გამოკვლევები
გადასხმასთან დაკავშირებული ინფექცია
ანამნეზი
შემცივნება, ჟრჟოლა ბაქტერიული ან დასავლეთ ნილოსის ვირუსული ინფექციის დროს
გასინჯვა
ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ცუდი კაპილარული ავსება, ტაქიპნოე, მწვავე კონფუზია, შარდის გამოყოფის შემცირება, ჰიპოთერმია ბაქტერიული ინფექციის დროს
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებულია ლეიკოციტები, რაც დამოკიდებულია ინფექციაზე
- სისხლის კულტურები:
ბაქტერიის იდენტიფიცირება
- იმუნოფერმენტული კვლევა დასავლეთ ნილოსის ვირუსზე:
დადებითია დასავლეთ ნილოსის ვირუსის ინფექციისას
სხვა გამოკვლევები
ფონური ავთვისებიანი მდგომარეობები
ანამნეზი
ცხელება, შეციება, წონის კლება, ანამნეზში პირველადი სიმსივნის ლოკალიზაციის ნიშნები (მაგ., თავის ტკივილი ან ფსიქიკური სტატუსის ცვლილება მიუანიშნებს თავის ტვინის სიმსივნეზე, ხოლო ხველა- ფილტვის სიმსივნეზე)
გასინჯვა
ჰეპატოსპლენომეგალია, ხიხინი და პერკუსიით მოყრუებული ხმიანობა
პირველი გამოკვლევა
- საეჭვო ზონის კტ:
სიმსივნე
სხვა გამოკვლევები
- საეჭვო კერის ბიოფსია:
ავთვისებიანი უჯრედები
ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომი მენინგიტი
ანამნეზი
ანამნეზში ნეიროქირურგიული ოპერაცია, თავის ტკივილი, კისრის კუნთების რიგიდობა, ფოტოფობია
გასინჯვა
ჰემორაგიული გამონაყარი, კერნიგის ნიშანი
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებული ლეიკოციტები
- ხერხემლის პუნქცია:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
მეტი
სხვა გამოკვლევები
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ
ანამნეზი
ცხელება ნეიროქირურგიული ოპერაციიდან 48 საათის განმავლობაში, კეფის ძლიერი ტკივილი, ფოტოფობია, გულისრევა, ღებინება
გასინჯვა
ცნობიერების დონის დაქვეითბა, თვალშიდა ჰემორაგია
პირველი გამოკვლევა
- თავის CT-ით:
მომატებული სიმკვრივის არეები ბაზალურ ცისტერნებში, ძირითად ნაპრალებსა და ღარებში
სხვა გამოკვლევები
- ხერხემლის პუნქცია:
სისხლიანი ცერებროსპინური სითხე (ქსანთოქრომია)
შუა ყურის ანთება ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციის შემდეგ.
ანამნეზი
ოტალგია, ანამნეზში თავსა და კისერზე ქირურგიული ჩარევა
გასინჯვა
დაფის აპკის გამობერილობა, მირინგიტი
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- ტიმპანომეტრია:
დაბალი დამყოლობა
- ტიმპანოცენტეზი და კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
სინუსიტი ნაზოგასტრული მილის ჩადგმის შემდეგ
ანამნეზი
ანამნეზში ხანგრძლივად ჩადგმული ნაზოგასტრული მილი, ცხვირის დახშობა და გამონადენი
გასინჯვა
სინუსის მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- სინუსის CT სკანირება:
სინუსის ლორწოვანი გარსის გასქელება, ჰაერი-სითხის დონე, სინუსის დაჩრდილვა
სანერწყვე ჯირკვლების ანთება
ანამნეზი
ტკივილი, დისფაგია
გასინჯვა
სახის უნილატერალური შეშუპება ყბაყურა ჯირკვლის არეში, ჩირქის შემცველი ექსუდატი სანერწყვე ჯირკვლებიდან
პირველი გამოკვლევა
- ჯირკვლის ექსუდატის კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
- სახის რადიოგრაფია:
სიალოლითები
სხვა გამოკვლევები
- დაზიანებული ჯირკვლის CT:
სიალოლითები
მეტი
კავერნოზული სინუსის თრომბოზი ყელ-ყურ-ცხვირის ან ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ
ანამნეზი
ანამნეზში თავსა და კისრზე ქირურგიული ჩარევა ან ნეიროქირურგიული ოპერაცია, თავის ტკივილი, ლეთარგია, სწრაფად გამოვლენილი მწვავე ტოქსიკური სიმპტომები
გასინჯვა
პერიორბიტული შეშუპება, ქემოზი და პროპტოზი, მზერის ლატერალური დამბლა, ოფთალმოპლეგია, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
გამოხატული პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტოზი; ანემია
- სისხლის კულტურა:
სეფსისის მქონე პაციენტებში გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
- პირველადი ინფექციური კერიდან აღებული ჩირქოვანი სითხის ან ქსოვილის მიკროსკოპული კვლევა ან კულტურა:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
- თავის ტვინის მაღალი გარჩევადობის CT საკონტრასტო ნივთიერებით:
პათოლოგიური ავსების დეფექტები, კავერნოზული სინუსების ლატერალური ამობერილობა
სხვა გამოკვლევები
- თავის MRI საკონტრასტო ნივთიერებით:
კავერნოზული სინუსების გადიდება, ლატერალური კედლების ამობერილობა, მაგარი გარსის გამკვრივება; შეიძლება გამოვლინდეს სოლისებრი სინუსის პათოლოგია
მეტი
ოსტეომიელიტი ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ
ანამნეზი
ბოლოდროინდელი ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის ისტორია, თანდათანობითი დაწყება ძვლის ტკივილით, სიმხურვალე და შეშუპება, ცხელება
გასინჯვა
ცხელება, მტკივნეულობა, ერითემა, სიმხურვალე, შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მომატებული ლეიკოციტები
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მომატებულია (>70 მმ/სთ)
- CRP:
მომატებულია (>95.2 ნანომოლი/ლ [>10 მგ/ლ])
- მიმოხილვითი რენტგენოგრამა:
ინფიცირებული არეები ტიპურ შემთხვევაში მუქად გამოიყურება; შეიძლება გამოვლინდეს რბილი ქსოვილების შეშუპება, ძვალსაზრდელას გასქელება და კეროვანი ოსტეოპენია; ლიზისური ცვლილებები მოგვიანებით ცვლილებებს მიეკუთვნება.
- სისხლის კულტურები:
შესაძლოა დადებითი იყოს
- ძვლის ბიოფსია:
შეიძლება იყოს დადებითი; ტარდება, თუ გაკეთებულია ქირურგიული დამუშავება; ანტიბიოტიკოთერაპია მიმართული იქნება კულტურის შედეგების მიხედვით
სხვა გამოკვლევები
- მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):
ინფიცირებული არეები ტიპურ შემთხვევაში აისახება დაბალი ინტენსივობის სიგნალით T1 შეწონილ გამოსახულებებზე, ხოლო მაღალი ინტენსივოის სიგნალით- T2 შეწონილ გამოსახულებებზე.
- ფთორდეზოქსიგლუკოზის პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია / ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია:
დაინფიცირებულ ადგილებში ინექციით შეყვანილი რადიოაქტიური ნივთიერების გაძლიერებული შეთვისება
მეტი
ინფექციური ენდოკარდიტი გულზე ოპერაციის შემდეგ
ანამნეზი
ხელოვნური სარქვლის ოპერაციის, ცხელების, ღამით ოფლიანობის, შეუძლოდ ყოფნის, წონის კლების, ანორექსიის, მიალგიის, თავის ტკივილის, ართრალგიის ან ქოშინის ანამნეზი
გასინჯვა
გულის შუილი, ჯეინუეის წყლულები, ოსლერის კვანძები, როთის ლაქები
პირველი გამოკვლევა
- სისხლის კულტურები:
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება
მეტი - ექოკარდიოგრაფია:
სარქვლოვანი, მოძრავი ვეგეტაციები ინფექციური ენდოკარდიტის დროს
სხვა გამოკვლევები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას