ურგენტული საკითხები
იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზიTEN)/სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/სტივენს ჯონსონის სინდრომი დაუყოვნებლივ უნდა ამოვიცნოთ, რადგანაც ეს პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ყველაზე ხშირად ის დაკავშირებულია სულფანილამიდებთან, ნევირაპინტან, ანტიკონვულსანტებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ მედიკამენტებთან (NSAID) და ალოპურინოლთან.[59][60]
გრიპისმაგვარი სიმპტომები ჩვულებრივ რამდენიმე დღით წინ უსწრებს გამონაყარს. ადრეული ფაზები მოიცავს დიფუზურ სიწითლეს ან მაკულარულ გამონაყარს პურპურული ცენტრებით, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთს შეერწყას, წარმოიქმნას ბუშტუკები და შემდეგ აიფცქვნას. კანის ეს დაზიანებები ჩვეულებრვ იწყება ტანზე ან სახეზე და შემდეგ ვრცელდება გარეთ და ხშირად მოიცავს ლორწოვან ზედაპირებს.
დეტალური ანამნეზი და ობიექტური გასინჯვა, მათ შორის დროის გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მედიკამენტების ჩამონათვალი, ხშირად გვეხმარება დიაგნოზის დასმაში.[59] სტანდარტული ლაბორატორიული კვლევები მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს ლეიკოციტური ფორმულით, ღვიძლის ფუნქციებს, ბაზისურ მეტაბოლურ პანელს (სისხლის ბიოქიმიური ანალიზი) და კანის ბიოფსიას. თვალის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი ოფთალმოლოგიური კონსულტაცია და შეფასება. პოტენციური გამომწვევი მედიკამენტების შეწყვეეტა ძალიან მნიშვნელოვანია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას