დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
ფსორიაზი
ანამნეზი
ხშირია ოჯახური ანამნეზი, რომელიც მოიცავს პირველი რიგის ნათესავებს, ფოლაქები შესაძლოა მქავანა იყოს, ანამნეზში კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად აღინიშნება გაუმჯობესება აღინიშნება, უმეტეს შემთხვევაში აივ-ინფექცია ვლინდება აივ დაინფიცირებიდან მოკლე დროში
გასინჯვა
მკვეთრად შემოფარგლული მშრალი, წითელი ფოლაქები სქელი, ფირფიტისებრი, ვერცხლისფერი ქერცლი გამშლელ ზედაპირებზე ან მომხრელ ზედაპირებზე; CD4-ის დაბალი რაოდენობით შესაძლოა უფრო გავრცობილი და მძიმე იყოს;[69] ფრჩხილის შესაძლო ჩღრმავება, დისტროფია და ართრიტი
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
შესაძლოა დაბალი იყოს (მაგ: <200 უჯრედი/მმ^3, თუ ფსორიაზი მძიმე ფორმისაა)
მეტი
სებორეული დერმატიტი
ანამნეზი
ვლინდება ძირითადად სკალპზე (ქერცლიანი სკალპი), ხშირად ქრონიკული, შესაძლოა მსუბუქად ან საშუალოდ მქვავნა იყოს
გასინჯვა
ცუდად გამოხატული ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან წითელი ქერცლიანი კერები სკალპზე, წარბებზე, ულვაშებზე, წვერზე, ცხვირზე, ცხვირ-ტუჩის ნაოჭებზე, ლოყებზე, საზარდულში, დუნდულების მწვერვალზე; ნაკლებად ხშირად, გულ-მკერდის ცენტრსა და გენიტალიებზე; ცხიმიანი შეხედულება და შეგრძნება
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
ატოპური დერმატიტი
ანამნეზი
მქავანა კანი; წითელი დაზიანებები უმეტესწილად მკლავებსა და ფეხებზე; შესაძლოა იყოს ქრონიკული; აივ ინფექციამ შესაძლოა განაპირობოს გამწვავება ან გამოვლინებები; აივ-ის შორს წასული დაავადების დროს ატოპიის წინა ანამნეზის მქონე ზრდასრულებში დაავადება შეიძლება განმეორდეს[70]
გასინჯვა
იზოლირებული, ექსკორიაციული 2-4 მმ პაპულები, ქრონიკული შემთხვევები შესაძლოა დააზიანოს გასქელებული კანის (ლიქენიფიკაცია) ინდურირებული ფოლაქები, რაც აზიანებს მომხრელ მიდამოებს, სახეს, კისერს და ხელებს; გენერალიზებული ქსეროზი; შესაძლო ანთების შემდგომი პიგმენტური ცვლილებები
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
<200 უჯრედი/მიკროლიტრი
მეტი
ქსეროზი
ანამნეზი
შესაძლოა ჭარბი დაბანა ან დეოდორანტების ან ანტიბაქტერიული საპნების გამოყენება; შესაძლებელია ზამთარში უფრო მძიმე იყოს და უკავშირდებოდეს დერმატიტს; ხშირად არის გენერალიზებული ქავილი;[71] ადამიანები, რომლებსაც ადრე ქონდათ ალერგიული რინიტი, ასთმა ან ატოპიური დერმატიტი, უფრო განწყობილნი არიან; დაკავშირებულია აივ კახექსიურ სინდრომთან; მძიმე ფორმის ქსეროზი ხშირად ვლინდება ქრონიკული ფაღარათით ან მალაბსორბციით
გასინჯვა
გაუხეშებული ზედაპირი, მსუბუქი აქერცვლა, იშვიათად მცირე ნახეთქები; ხშრად უკანა კიდურებსა და ფეხის ქვედა ნაწილებზე; ხშრად წვივებზე ტიპური ნახეთქებით; ხელის გულებისა და ფეხის გულების გასქელება, განსაკუთრებით ქრონიკულ შემთხვევებში
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
<200 უჯრედი/მიკროლიტრი
მეტი
პერიორალური დერმატიტი
ანამნეზი
წითელი გამონაყარი პირის გარშემო, უფრო ხშირად ქალებში, ჩვეულებრივ არ არის მქავანა, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსუბუქი წვის შეგრძნებასთან; ხშირად ანამნეზში ახლო წარსულში სახეზე ტოპიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენება
გასინჯვა
ერითემატოზული პაპულები და პუსტულები ზოგჯერ აქერცლილ ფუძეზე; ჩვეულებრივ წარმოქმნის სუფთ არეოლა ტუჩების გარშემო, 3-5 მმ დიამეტრის; მსგავსი გამონაყარი (პერიორბიტალური დერმატიტი) აღწერილია თვალების გარშემო
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
მეტი
სხვა გამოკვლევები
კლასიკური აკნე
ანამნეზი
გამწვავებები ხშირია ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების შემდეგ, რადგან მკურნალობა პაციენტების იმუნიტეტზე ახდენს ზეგავლენას;[22] მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ეოზინოფილური ფოლიკულიტისგან (EF); ეოზინოფილური ფოლიკულიტი უფრო ხშირადაა ასოცირებული ძლიერ ქავილთან
გასინჯვა
პაპულოპუსტულური წითელი გამონაყარი ძირითადად სახესა და ზურგზე; შავი ფერიჭამიების არსებობს შესაძლოა დაგვეხმაროს ვულგარული აკნესა და EF-ის დიფერენცირებაში
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
ჩვეულებრივ > 200 უჯრედი/მიკროლიტრი
მეტი
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) - მეჭეჭები ან წვეტიანი კონდილომები
ანამნეზი
ხშირია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში და შესაძლოა უფრო რთული სამკურნალო იყოს აივ-ის პროგრესირების შემთხვევაში
გასინჯვა
ვერუკოზული პაპულები (verrucous papules) განსაკუთრებით ხელებზე, გენიტალიების მიდამოში, სახეზე ან ტერფებზე; ბოვენოიდური პაპულოზი მოიცავს ბრტყელ უფეხო ჰიპერპიგმენტირებულ პაპულებს, რომელთა ზომა ცვალებადობს მილიმეტრებიდან სანტიმეტრებამდე დიამეტრში გენიტალიების მიდამოში; მეჭეჭისებრი ეპიდერმოდისპლაზია ვლინდება ძლიერ გამოხატული დაზიანებებით, რომლებიც გავს ბრტყელ მეჭეჭებს, ტიპურად კისერზე, ხელის ზურგზე, სახეზე და კიდურებზე; დაზიანება შესაძლოა უფრო ექსტენსიური გახდეს და შეერწყას ერთმანეთს
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
მეტი
მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექცია
ანამნეზი
განმეორებითი მტკივნეული ცივი წყლულები ძირითადად ოროგენიტალურ და ცხვირის მიდამოებში; დაზიანებები შესაძლოა გასკდეს, გაიკეთოს ქერქი, და შეხორცდეს 7-10 დღეში; არანამკურნალები დაზიანებები შესაძლოა ნელ-ნელა გადიდდეს; შიდსის გაუარესებასთან ერთად წყლულები შესაძლოა გახდეს ქრონიკული და პერსისტენტული[73]
გასინჯვა
დაჯგუფებული ბუშტულები ან იმპეტიგიზირებულიეროზირებული დაზიანებები; აივ-ის გაუარესების დროს დაზიანებები შესაძლოა იყოს რამდენიმე სანტიმეტრის დიამეტრში, HSV უნდა გავითვალისწინოთ აივ-დადებით პაცეინტებში, რომლებსაც აქვთ ანოგენიტალური მიდამოს დაწყლულება
პირველი გამოკვლევა
- HSV პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან ნუკლეინის მჟავის გაძლიერების სხვა ტესტი (NAAT):
დადებითი
მეტი
ვარიკელა ზოსტერ ვირუსი
ანამნეზი
აივ-ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობას ქონდა ვარიცელა ზოსტერი ადრე და შესაძლოა გამოუვლინდეს ზოსტერი CD4-ის შედარებით ნორმალურ დონეზე; მგრძნობელობის პროდრომი პარესთეზიის ან დერმატომში ტკივილის ჩათვლით, რომელიც შესაძოა გაგრძელდეს 2-7 დღემდე, რასაც მოსდევს დაჯგუფებული ვეზიკულური გამონაყარი; თვალის დაზიანება სერიოზულია, რადგანაც ამან შესაძოა გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის დროებითი ან პერმანენტული დაქვეითბა ან სიბრმავეც კი, რასაც ოფთალმოლოგიური გამოკვლევა და მკურნალობა სჭირდება; ვეზიკულები გრძელდება დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში; დაზიანებებთან დაკავშირებული ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 2-3 კვირა; თუ დაზიენებები მოიცავს ნეკროზულ მიდამოებს, დრო შესაძლოა გაგრძელდეს ≥6 კვირამდე და მოიცავდეს დანაწიბურებას მძიმე ტკივილებთან ერთად, რაც შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს; პირველადი ვარიცელა ზოსტერ ინფექციის დროს, განსხვავებით ტიპური ჩუტყვავილასგან, ვარიცელური დაზიანება შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს შინაგანი ორგანოების ჩათრევით, განსაკუთრებით ბავშვებში
გასინჯვა
დერმატომული გამონაყარი ერითემატოზული ფუძის მქონე ვეზიკულოპუსტულებით ან უფრო მძიმე ბულოზური, ჰემორაგიული, ნეკროზული და მტკივნეული დისემინაციით იშვიათია, მაგრამ უფრო ხშირია, ვიდრე დისემინირებული HSV.[75] თუ მიმდინარეობა იყო ქრონიკული, დაზიანებები შეიძლება გამოჩნდეს ჰიპერკერატოზული, მეჭეჭის მსგავსი ან ექტიმატოზური;[76][77][78] პირველადი ინფექციის დროს ვეზიკულები შესაძლო განთავსებული იყოს მთელს სხეულზე მზესთან ექსპოზირებული ადგილების, ტანის, სახის და პირის ლორწოვანის ჩათვლით
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი უპირატესად კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:
დადებითია ვირუსის დნმ-ზე
- ვირუსული კულტურა:
დადებითია VZV-ზე კულტურაში
მეტი - ანტისხეულების პირდაპირი ფლუორესცენტული ანალიზი:
ადასტურებს ინფექციას და ვირუსის ტიპს
- VZV IgA, IgM და IgG ანტისხეულები:
დადებითი
ფოლიკულიტი
ანამნეზი
ფოლიკულური გამონაყარი თმოვან ადგილას; შესაძლოა იყოს მქავანა
გასინჯვა
ფოლიკულური პუსტულები ტანზე, იღლიაში, სახეზე, საზარდულში; იშვიათად ფოლიკულების დაზიანება შესაძლოა გავრცელდეს აბსცესებში; როდესაც დიდი ადგილები ზიანდება, შესაძლოა ზოგჯერ იისფერი ფოლაქები გამოვლინდეს
პირველი გამოკვლევა
- კულტურა და გრამის წესით შეღებვა:
ჩვეულებრივ, დადებითია ოქროსფერ სტაფილოკოკზე; შეიძლება დადებითი იყოს MRSA-ზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
სიფილისი (Treponema pallidum)
ანამნეზი
მეტამფეტამინის გამოყენება, სექს-მუშაკობა, პრეზერვატივის არგამოყენება და ნარკოტიკების გამოყენება; მამაკაცებში, სექსი სხვა მამაკაცებთან
გასინჯვა
უმტკივნეულო ოდნავ ამოწეული წყლული (პირველადი შანკრი) გენიტალიებზე ან კანლორწოვანზე; კეროვანი ალოპეცია; სტერნალური ოპსტეოართრიტი; პაპულოსქვამოზური დაზიანებები ტანზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, ლორწოვან ზედაპირებზე (მეორადი); უვეიტი; მეჭეჭის მსგავსი ან ჰიპერკერატოზული კვანძები და კვანძოვანწყლულოვანი lues maligna; ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- სწრაფი პლაზმის რეაგინის ტესტი (RPR):
დადებითია ადამიანებში, ვისაც სიფილისი აქვს
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ვენერიული დაავადებების კვლევითი ლაბორატორია (VDRL):
დადებითია ადამიანებში პირველადი და ადრეული სიფლისით; ტიტრი მცირდება ადექვატური მკურნალობის შედეგად; არ აქვს სენსიტიურობა სიფლისის გვიან სტადიაზე
მეტი
მუნი
ანამნეზი
მძიმე ქავილი თითებს შორის, ქამრის ადგილას და გენიტალიების მიდამოებში; ხშირად ქავილი არღვევს ძილს; ინფექციის რისკი საწოლის პარტნიორებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან სხვა ადამაინებსითვის, ვისთანაც პაციენტს აქვს კონტაქტი; უფრო აქტიურია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში; პაციენტებს CD4-ის დაბალი რაოდენობით შესაძლოა ქონდეს ქერქიანი მუნი, რომელიც მინიმალურად მქავანაა და ძიერ ინფექციური
გასინჯვა
ფართოდ გავრცელებული ექსკორიაციული პაპულები გენიტალურ მიდამოში, თითების მოხრის ადგილებში, იღლიასა და ძუძუს დვრილებზე; დეტალური ინსპექციით შესაძლოა გამოვლინდეს დაინფიცირებული ადგილების ხვრელები; შესაძლოა გამოვლინდეს ქერქიანი მუნის სახით ჰიპერკერატოზული ფოლაქებით, რომლებიც ნაკლებად მქავანაა და ხშირად მოიცავს დიდი რაოდენობით ტკიპებს; აივ ინფიცირებულ პაციენტებში შესაძლებელია კისრის ზემოთ არეებიც იყოს ჩართული
პირველი გამოკვლევა
- კანის ანაფხეკების მიკროსკოპული კვლევა:
მუნის ტკიპების, კვერცხების ან ფეკალიების ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კანის ბიოფსია:
შესაძლოა გამოვლინოს ტკიპა ან დერმული ჰიპერმგრძნობელობა
მწერების კბენა
ანამნეზი
მქავანა პაპულები; ანამნეზში გარემოსთან, ცხოველებთან ან რწყილებთან ექსპოზიცია; სამხრეთ აშშ-ში, კოღოებთან ექსპოზიცია შესაძლოა ყველაზე პრევალენტური ეტიოლოგია იყოს
გასინჯვა
ურტიკარიული ექსკორიაციული პაპულები
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
მეტი
სხვა გამოკვლევები
კანდიდა
ანამნეზი
წითელი გამონაყარი, რომელიც აზიანებს კანს ნაკეცების ადგილებს, საზარდულს, იღლიებს, ანოგენიტალურ ან ძუძუს ქვედა არეებს; ორალური კანდიდოზი ხშირია აივ ინფექციის დროს; შესაძლოა აგრეთვე დააზიანოს ფრჩხილები; ანამნეზში ხშირი ექსპოზიცია წყალთან, ან დაავადება ვითარდება სხეულის სველ ნაწილებში; ჩვეულებრივ არ არის მქავანა, რაც შესაძლოა დაგვეხმაროს გავარჩიოთ კანდიდას ინფექციები ლიქენისგან
გასინჯვა
ერითემატოზული, ზედაპირული გამონაყარი სატელიტური პუსტულებით, ზოგჯერ თეთრად დაფარული და დაღარული. პირის ღრუში ვლინდება, როგორც ერითემატოზული ან თეთრი ყველისებრი ფოლაქები, რომლებიც შეიძლება ეროზიული იყოს და მოიცავდეს საყლაპავსაც. კანდიდოზი შესაძლოა განვასხვავოთ პირის ღრუს "თმიანი" ლეიკოპლაკიისგან, რადგანაც კანდიდოზისთვის დამახასიათებელი ფოლაქები უფრო ადვილად იფხიკება ენის საფხეკით; შესაძლოა აგრეთვე გამოვლინდეს დანაპრალება და ქერქების წარმოქმნა პირის კუთხეებში (კუთხოვანი ქეილიტი); ფრჩხილის დაზიანებით, ხშირად ვლინდება გარშემომყოფი ქსოვილის ანთებით და დაზიანებით (პარონიხია), სიწითლით და ფრჩხილის პროქსიმალური ნაოჭის სიწითლით და ტკივილით; შესაძლოა გამოვლინდეს ონიხოლიზისი, თმცა ფრჩხილის ფირფიტა ჩვეულებრივ რჩება დაუზიანებელი; არ არის იშვიათი მომწვანო შეფერილობა ფრჩხილებზე, რაც თნამდევ ფსევდომონურ ინფექციაზე მიუთითებს
პირველი გამოკვლევა
- ნაცხი მიკროსკოპული კვლევისთვის:
შედეგი დადებითია Candida-ს ბოჭკოებზე
სხვა გამოკვლევები
- კულტურა:
Candida glabrata-ს და C. krusei-ის გამორიცხვა
- CD4-ის რაოდენობა:
შესაძლოა დაბალი იყოს
ბაზალური-უჯრედოვანი კარცინომა (BCC)
ანამნეზი
შეუხორცებელი სიმსივნე მზისადმი ექსპოზირებულ ადგილებში; რისკფაქტორებს მიეკუთვნება ღია ფერის კანი, მნიშნველოვანი ექსპოზოცია მზესთან, ასაკი და აივ ინფექციის უფრო მეტი ხანგრძლივობა.
გასინჯვა
ხშირად ვლინდება ზურგსა ან მკერდზე ქერცლიანი კერების სახით, რომელიც შესაძლოა არ შეხორცდეს და შესაძლოა ქონდეს სისხლდენა ან ეროზია; კვნაძოვანი: უფრო ხშირად ერთი ან მცირე რაოდენობის ცვილისებრი კვანძები ცენტრალური ჩაღრმავების გარშემო, შესაძლოა სისხლდენით, ქერქის წარმოქმნით ან დაწყლულებით ტელანგიექტაზიებთან ერთად; სკლეროდერმული: თეთრი სკლეროზული ფოლაქი ტელანგიექტაზიით; ზედაპირული: განსხვავებით სხვა ფორმის BCC-გან, შესაძლოა ტანზე ან კიდურებზე, ასევე თავზე ან კისერზე გამოვლინდეს ფსორიაზისებრი დაზიანებები ქერცლითა და ტელანგიექტაზიით, ხშირად არასწორად დიაგნოზსტირდება როგორც ეგზემა ან ფსორიაზი; პიგმენტირებული: ყავისფერი- ან შავ-პიგმენტიანი კვანძები BCC; BCC-ის ბევრ ქვეტიპს აქვს ამოწეული კიდეები, რაც შესაძლოა დაგვეხმაროს BCC-ის სხვა დაზიანებებისგან განსხვავებაში
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოფსია:
შესაძლოა მოიცავდეს აპოფთოზურ უჯრედებს და ინდივიდუალური სიმსივნური უჯრედების ნეკროზს; შესაძლოა ქონდეს ეპიდერმისის დაწყლულება და მზის ელასტოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
და დონე
მეტი
აივ-დაკავშირებული ლიპოდისტროფია
ანამნეზი
დაკვშირებული ნუკლეოზიდ რევერსტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორის და პროტეაზას ინჰიბიტორის გამოყენებასთან; კანქვეშა ცხიმის თანდათანობით დაკარგვა და ვისცერული ცხიმის შეძენა; მეტაბოლური დეფექტების განვითარება ინსულინისადმი რეზისტენტობის და დისლიპიდემიის ჩათვლით; კარდიოვასკულარული რისკფაქტორები უნდა დადასტურდეს[93]
გასინჯვა
ცხიმის დაკარგვა ზედა ყბაზე, დუნდულებზე და პერიფერიიდან; ცხიმის მომატება ტანის ცენტრალურ ნაწილში, კისერზე და ზედა დუნდულებზე; გამოხატული ვენები კიდურებზე
პირველი გამოკვლევა
- უზმოზე ლიპიდების სპექტრი:
დისლიპიდემიის დროს LDL-ის მომატება, HDL-ის დაქვეითება და ტრიგლიცერიდების მომატებაც ხშირად აღინიშნება
მეტი - უზმოზე პლაზმაში გლუკოზის განსაზღვრა:
უზმოზე პლაზმაში გლუკოზის მოამტება ხშირია აივ დაკავშირებული ლიპოდისტროფიის დროს
სხვა გამოკვლევები
ფრჩხილების დაზიანებები
ანამნეზი
ონიხომიკოლიზისი ხშირად აღინიშნება ათლეტებში; ინდინავირმა შესაძლოა გამოიწვიოს პარონიქია, მაგრამ ხშირად აღარ გამოიყენება; ფრჩხილის მუქი პიგმენტაცია ხშირია აზიდოთიმიდინის გამოყენების შემთხვევაში
გასინჯვა
ფრჩხილების გაყვითლება და გასქელება; მტკივნეული სიწითლე და შეშუპება ფრჩხილის მხარეს; მუქი პიგმენტაცია
პირველი გამოკვლევა
- კალიუმის ჰიდროქსიდის ნაცხი:
ჰიფები (განტოტება, ერთნაირი სიგანის ჩხირისებრი ფილამენტები ტიხრით)
სხვა გამოკვლევები
- კულტურა:
დერმატოფიტების სახეობების ზრდა
გონორეა
ანამნეზი
დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, წვა შარდვის დროს, გამონადენი ასოდან ან ვაგინიდან, მენჯის ტკივილი
გასინჯვა
გამონადენი ასოდან ან ვაგინიდან, პროქტიტი, გაითვალისწინეთ უსიმპტომო ხახის ან ანალური ინფექციები; გართულებები: ართრიტი, ბლეფარიტი, სეფსისი
პირველი გამოკვლევა
- გრამის წესით შეღებვა:
უჯრედშიდა გრამუარყოფითი დიპლოკოკები პოლიმორფონუკლეარ ლეიკოციტებში
- კულტურა:
დადებითი კულტურა შოკოლადის აგარზე
- ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები:
დადებითია გონორეაზე
ქლამიდია/ვენერიული ლიმფოგრანულომა
ანამნეზი
დაუცველი სქესობრივი კავშირი, უმტკივნეულო შარდვა, პროქტიტი, საზარდული ლიმფური კვანძების შეშუპება, სერვიციტი, მენჯის ტკივილი, უნაყოფობა; ხშირად უსიმპტომო
გასინჯვა
გამონადენი ასოდან, გენიტალური წყლულები; პროქტოსკოპიამ შესაძლოა გამოავლინოს პროქტიტი
პირველი გამოკვლევა
- ნუკლეინმჟავების მაპლიფიკაციის ანალიზი (NAAT) ხახის, ანალურ ან საშვილოსნოს ნაცხებზე ან dilis Sardi:
დადებითი
აფთოზური წყლულები
ანამნეზი
CD4-ის დაბალი რაოდენობა და მაღალი ვირუსული დატვირთვა რისკფაქტორებია ორალური წყლულების განვითარებისთვის
გასინჯვა
მცირე ზომის წყლულები ყველაზე ხშირია, ზომები <10მმ-ია და საშუალოდ გრძელდება 10-14 დღე; ძირითადი წყლულები (10-30 მმ) გრძლედება კვირების და თვეების მანძილზე; ჰერპესის ფორმის ტიპები (1-3 მმ) შესაძლოა იყოს მრავლობითი (100 წყლულამდე თითოეულ ეპიზოდზე)
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი უპირატესად კლინიკურია
იშვიათია
ფოტოდერმატიტი
ანამნეზი
კანის ექსპოზიცია მზესთან; უფრო მეტად აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ფონური პიგმენტი აქვს; შესაძლოა განვითარდეს აივ ინფექციის ან წამლების შედეგად, როგორიცაა ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი, ანთების აწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, დოქსიციკლინი; ფოტოსენსიტიურობის გამომწვევის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის ალაგება
გასინჯვა
ერითემატოზური ან მუქი კერები და ფოლაქები მზისადმი ექსპოზირებულ ხელის მტევნის ზურგზე, წინამხრების გამშლელებზე, კისრის მხარეს და სახეზე; შესაძლოა იყოს შეშუპება; შესაძლოა გამოვლინდეს მქავანა კვანძების ან ბლისტერების სახით
პირველი გამოკვლევა
- ფეკალური პორფირინები:
ნორმის ფარგლებში
მეტი
კვანძოვანი პრურიგო
ანამნეზი
საშუალო სიმძიმის ან მძიმე ფორმის ქავილი, ქავილი ხშირად რთული გასაკნტროლებელია, ზოგჯერ დაკავშირებულია B ან C ჰეპატიტის კოინფექციასთან, პაციენტი შესაძლოა მოიხმარდეს მეთამფეტამინს (კრისტალი) ან კოკაინი (კრეკი)
გასინჯვა
გუმბათის ფორმის გამოყოფილი კვანძები კიდურების ძირითადად ფოტოექსპოზირებულ ადგილებში, შესაძლოა, პროგრესირდეს და დააზიანოს ტანი უფრო ნაკლები ინტენსივობით, განლაგებული შუა ზურგის მიდამოში, კვანძები ჩვეულებრივ ორმხრივია და სიმეტრიული, ჰიპერპიგმენტაცია და/ან ჰიპოპიგმენტაცია (ნაწიბურები)
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
აივ პაპულური მქავანა გამონაყარი (PPE)
ანამნეზი
მრავლობითი მქავანა დაზიანებები. მწერის ნაკბენი ანამნეზში. პაციენტები შესაძლოა წარმოშობით იყვნენ აფრიკიდან, ჰაიტიდან, ბრაზილიიდან ან ტაილანდიდან, სადაც დაავადება გვხვდება უფრო ხშირად; შესაძლოა გამოვლინდეს აივ ნიშნები
გასინჯვა
პაპულები შესაძლოა იყოს ერითემატოზული და ექსკორიაციული და უფრო პატარა ზომისაა, ვიდრე კვანძოვანი პრურიგოს დროს; ჩვეულებრივ თავიდან კიდურების გამშელ ზედაპირზე; შესაძლოა ზოგჯერ მოიცავდეს ტანს და სახეს
პირველი გამოკვლევა
- CD4-ის რაოდენობა:
ვარირებს
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კანის ბიოფსია:
შესაძლოა აჩვენოს მწერის ნაკბენზე რეაქცია
მეტი
ეოზინოფილური ფოლიკულიტი
ანამნეზი
გამონაყარი შეიძლება ემთხვეოდეს ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებას[64]
გასინჯვა
ედემატოზური ურტიკარიული ფოლიკულური პაპულები და კვანძები სახეზე, სკალპზე, კისერზე და ტანის ზედა ნაწილზე; მინიმალური ან საერთოდ არ არის ერითემა; ძლიერი ქავილი; პირველად დაზიანებებზე შესაძლოა განვითარდეს ექსკორიაცია; პუსტულები იშვიათად არსებობს; მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ვულგარული აკნესგან, რომელიც არ არის მქავანა
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოფსია:
მონონუკლეარული უჯრედებით და ეოზინოფილებით ინფილტრაცია ცხიმოვანი ჯირკვლების დონეზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია
- CD4-ის რაოდენობა:
<250 უჯრედი/მიკროლიტრი
მეტი
რეაქტიული ართრიტის კანის გამოვლინებები (რეიტერის სინდრომი)
ანამნეზი
ტრიადა: ართრიტი, კონიუქტივიტი და ურეთრიტი, ნებისმიერი მათგანის პირველად გამოვლინებით; პაციენტი შესაძლოა იყოს HLA-B27-დადებით; შესაძლოა ჰქონდეს დადებითი ოჯახური ანამნეზი; ართრიტი ხშირად ასიმეტრიულია, აზიანებს პერიფერიულ საყრდენ სახსრებს; ხშირად მოსდევს კუჭ-ნაწლავის ან შარდსასქესო ინფექციებს; შესაძლოა განვითარდეს აივ ინფექციასთან ერთად; რეაქტიული ართრიტის ნიშნები შესაძლოა აივ ინფექციის სიმპტომებთან ერთდროულად გამოვლინდეს ან აივ ინფექციიდან მოკლე ხანში გახდეს სიმპტომური[15][23]
გასინჯვა
ზედაპირული პუსტულები ხელის გულებზე და ფეხის გულებზე, რომლებიც შრება დაწარმოქმნის კერატოზულ პაპულებს (ბლენორაგიული კერატოდერმა); ფრჩხილების ჰორიზონტალური დარკალვა და ფრჩხილის კუთხეებში ჩამონაშალი; მძიმე გამწვავებების დროს, ფრჩხილის დისტროფია შესაძლოა გაუარესდეს ისე, რომ ფრჩხილის ფირფიტა შესაძლოა საერთოდ არ იყოს; მსგავსი შეხედულების და ჰისტოლოგიის ერითემატოზული ფოლაქები შესაძლოა გამოვლინდეს იღლიებსა და საზარდულში; ჩუჩა შესაძლოა დაფარული იყოს მშრალი, კარგად შემოფარგლული გამონაყარით მკვეთრი დაზიანებების კიდეებით, რომელიც ცნობილია, როგორც რგოლისებრი ბალანიტი, წინდაუცვეთელ მამაკაცებში გავს კანდიდოზს; პირის ღრუს გამონაყარი, რომელიც სხვაგვარად უსიმპტომოა და ეფემერული გეოგრაფიულ ენასთან ერთად ზოგჯერ არის წარმოდგენილი თეთრი კერებით.
პირველი გამოკვლევა
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მოამტებულია
- C-რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- კალიუმის ჰიდროქსიდით მიკროსკოპია (პენისის თავის ჩართულობისას):
უარყოფითია კანდიდას ჰიფების დროს
მეტი - HLA-B27:
დადებითია პაციენტების 75%-ში
კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსი
ანამნეზი
დაზიანებები შესაძლოა იყოს მცირე ან მრავლრიცხოვანი; გავრცობილი (>100 დაზიანება) ან ლორწოვანის დაზიანება ხშირად მიუთითებს მძიმე იმუნოსუპრესიაზე; წვერის მიდამოში გაპარსვამ შესაძლოა განაპირობოს დაზიანებების გავრცელება; იმუნოსუპრესიის ფონზე განვითარებული დაზიანებები შეიძლება იყოს პერსისტენტული და ვრცელი. ტალარომიკოზი (წარსულში პენიცილიოზი) უფრო პრევალენტურია სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში
გასინჯვა
გლუვი, ბრჭყვიალა, მარგალიტისებრი, გუმბათისებრი ფორმის პაპულები ცენტრალური ჩაღრმავებით; დაზიანებების გაღიზიანების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ქერქი ტიპურად სახეზე, გენიტალიებზე და ტანზე; პაპულები ჩვეულებრივ 3-5 მმ-ია დიამეტრში, მაგრამ სხვა დაზიანებები შესაძლოა უფრო გაიზარდოს 1-15 სმ-მდე დიამეტრში
პირველი გამოკვლევა
- CD4-ის რაოდენობა:
<100 უჯრედი/მიკროლიტრი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კანის ბიოფსია:
დამახასიათებელი მოლუსკუმის სხეულაკები
მეტი
პირის ღრუს "თმიანი" ლეიკოპლაკია (OHL) (ებშტეინ-ბარის ვირუსი)
ანამნეზი
ჩვეულებრივ უსიმპტომო თეთრი დაზიანებები ენაზე
გასინჯვა
ცუდად დემარკირებული, დანაოჭებული, უმტკივნეულო თეთრი ფოლაქები, თმიანი კიდეები, ხშირად ენის ლატერალურ კიდეზე; განსხვავებით პირის კანდიდოზისგან, OHL-ს ვერ მოვაცილებთ აფხეკით
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
შესაძლოა გამოვლინდეს CD4-ის ნებისმიერ რაოდენობაზე
- ჯაგრისით ბიოფსია:
ვარიაბელურია; შესაძლოა მიუთითებდეს ეპითელურ დისპლაზიაზე; შესაძლებელია ცრუ-უარყოფითი შედეგები
მეტი - ცოცხლად შეღებვა:
გვიჩვენებს დისპლაზიის უბნებს ბიოფსიური ადგილების შერჩევისთვის
მეტი - დაზიანების ზედაპირული ნაცხი მიკროსკოპული გამოკვლევისთვის:
ცვალებადია; შეიძლება გამოჩნდეს კანდიდას ჰიფები, მიცელიუმის ძაფები
მეტი
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (პირველადი ან მწვავე ინფექცია)
ანამნეზი
გასინჯვა
გამოყოფილი მაკულები და პაპულები ტანის ზედა ნაწილზე, ასევე პირისა და გენიტალური წყლულები; შეიძლება მოიცავდეს ხელის და ფეხისგულებს
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- დამატებითი ანალიზი:
დადებითი
მეტი
ბულოზური იმპეტიგო
ანამნეზი
შესაძლოა უფრო პრევალენტური იყოს ცხელ ტენიან ამინდში; ბულები ყვითელი ქერქით იღლიებსა ან საზარდულში
გასინჯვა
ზედაპირული, სუსტი ბლისტერები ან ეროზიები, რომლებსაც შესაძლოა ქონდეს ყვითელი ქერქი; მოიცავს იღლიას ან საზარდულს
პირველი გამოკვლევა
- კულტურა და გრამის წესით შეღებვა:
ყველაზე ხშირად დადებითია ოქროსფერ სტაფილოკოკზე
სხვა გამოკვლევები
ექთიმა
ანამნეზი
დაკავშირებულია ანამნეზში ინტრავენურ ნარკომანიასთან, ცუდ ჰიგიენასთან
გასინჯვა
მსუბუქად დაწყლულებული ან ეროზირებული კანი ქერქით ქვედა კიდურებზე, ხშირად წვივებზე ან ტერფების ზურგზე; ადრეულ ფაზაში შესაძლოა იყოს ვეზიკულები ან ვეზიკულოპუსტულები
პირველი გამოკვლევა
- კულტურა და გრამის წესით შეღებვა:
ყველაზე ხშირად დადებითია ოქროსფერ სტაფილოკოკზე
სხვა გამოკვლევები
ბოტრიომიკოზი
ანამნეზი
ქრონიკული და ინდოლენტური; დაკავაშირებულია აივ-თან და შაქრიან დიაბეტთან
გასინჯვა
ჩირქოვანი, ქერქიანი კვანძები სინუსებით, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს გოგირდის გრანულებს; ქერქიანი კვანძები შესაძლოა გადაიტვირთოს ატროფიული ნაწიბურით
პირველი გამოკვლევა
- კულტურა და გრამის წესით შეღებვა:
ყველაზე ხშირად დადებითია ოქროსფერ სტაფილოკოკზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კანის ბიოფსია:
პათლოგია ავლენს "დოლის ჩხირისებრ" ან 1-დან 3 მმ-მდე ზომის გრანულარულ სხეულებს ქრონიკული არასპეციფიკური ანთებითი რეაქციით, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ფიბროზს
ბაცილარული ანგიომატოზი
ანამნეზი
კატებთან ან ტკიპებთან კონტაქტის ანამნეზი (Bartonella henselae), ან ცუდი ჰიგიენური პირობები; პაციენტები შესაძლოა წარმოშობით იყვნენ სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან, ინდოეთიდან ან აფრიკიდან; დაკავშირებულია ცხელებასთან, ღამე ოფლიანობასთან, წონის კლებასთან
გასინჯვა
ხორციანი, მეწამული ან წითელი პაპულები, წყლულები ან კვანძები, რომლებიც ადვილად სისხლმდენია; დაზიანებები შესაძლოა გარშემორტყმული იყოს ქერცლის სარტყელით; დაზიანებები შესაძლოა იყოს ექსტენსიური; იშვიათად ასევე ვლინდება კანის ფერი კანქვეშა შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- ბიოფსიის:
ედემატოზური სტრომა და ნეიტროფილების კლასტერები წილოვანი კაპილარული პროლიფერაციით, ბაქტერიის კოლონიებით, რომლებიც ჩანს ვართრინ სტარის წესით შეღებვისას
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კულტურა და გრამის წესით შეღებვა:
ბაცილური ანგიომატოზის (Bartonella henselae ან Bartonella quintana) არსებობა
- სისხლის სეროლოგია:
დადებითი ბარტონელას ტიტრი
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) დაზიანებაზე ან შრატში:
დადებითი ბარტონელას პჯრ ანალიზი
ლეიშმანიოზი
ანამნეზი
ანამნეზში მოგზაურობა ან ცხოვრება ენდემურ რეგიონებში კოღოებთან ექსპოზიციით: მაგალითად: ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, თურქეთში, ირანსა და საუდის არაბეთში
გასინჯვა
ვარირებს მცირე დაზიანებებიდან, რომლებიც სპონტანურად უმჯობესდება დიფუზურ არაშეხორცებად გამონაყრამდე, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს კანლორწოვანის ქსოვილს; დაზიანებები იწყება ნელა-მზარდი ინდოლენტური პაპულოკვანძებით, რომლებიც ვერიკოზული, ფურუნკულიანი ან დაწყლულებული გახდეს; კანლორწოვანის დაზიანებები შესაძლოა დაიწყოს წყლულების სახით, რომლებიც შემდეგ პროგრესირებს მშრალ ქერქებამდე შემდგომი დაწყლულებით, რაც ხშირად ცხვირის ღრუს და ტიხარს აზინებს, მაგრამ ჩვეულებრივ ცხვირის ძვლებს არ აზიანებს; ექსპოზირებული ადგილების დაზიანების ტენდენცია; შესაძლოა ლოკალიზებული ან დიფუზური ჰიპერპიგმენტაცია
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოფსია:
ამასტიგოტები დაზიანებებში
დერმატოფიტოზი
ანამნეზი
აივ-დადბით პციენტებში გამოვლინებისა და დაავადების სიმძიმის დიდი ვარიაბელობა
გასინჯვა
რგოლისებრი დაზიანებები პერიფერიული ქერცლებით და ცენტრალური გასუფთავებით გაწითლებულ ადგილებში, განსაკუთრებით ფეხის თითებს შორის და იღლიაში ან საზარდულში, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში; ატიპურ გამოვლინებებს მიეკუთვნება მონეტისებრი ქერცლიანი დაზიანებები ან პუსტულები ფოლაქებზე; საზარდულის დაზიანება შესაძლოა მოიცავდეს მსუბუქ ქავილს, მაგრამ ჩვეულებრი არ აზიანებს სათესლე პარკს; ფრჩხილების დაზინება მოიცავს ფრჩხილის გამუქებას ან გაყვითლებას ჰიპერკერატოზით
პირველი გამოკვლევა
- კანის ანაფხეკი კალიუმის ჰიდროქსიდის პრეპარატით და მიკროსკოპული ვიზუალიზაციით:
სოკოს ჰიფების არსებობა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
მდგომარეობა აღინიშნება CD4-ის ნებისმიერ რაოდენობაზე
- კულტურა სოკოზე:
ზუსტი სახეობების დადგენა
კაპოშის სარკომა
ანამნეზი
უფრო გავრცელებულია აივ ინფიცირებულ მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან; ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აივ-თან ასოცირებული ავთვისებიანი სიმსივნე როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში; ჰემოპტიზი, დისფაგია ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა შეიძლება საჭიროებდეს ვისცერული ჩართულობის და სავარაუდო ქიმიოთერაპიული ჩარევის სწრაფ შეფასებას
გასინჯვა
მუქი მეწამული სისხლძარღვოვანი პაპულები, კვანძები ან ფოლაქები; შესაძლოა იყოს ცალკეული, ფართოდ გავრცელებული, დაჯგუფებული ან ზოსტერისებური იყოს; ზომები ცვალებადობს მილიმეტრებიდან რამოდენიმე სანტიმეტრებამდე; ხშირად არის კიდურებზე, ტანზე ან პირხახაზე, მაგრამ შესაძლოა დააზიანოს კანის ზედაპირის ნებისმიერი ნაწილი; ლიმფადენობა ან ლიმფადენოპათია მიანიშნებს სისტემურ დაზიანებას
პირველი გამოკვლევა
- კანის/ლორწოვანის ბიოფსია:
თითისტარისებრი უჯრედების არსებობა, რაც დამახასიათებელიაა სისხლძარღვოვანი დაზიანებისთვის.
მეტი
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
დაბალი ან ნორმის ფარგლებში
მეტი
მელანომა
ანამნეზი
დადებითი ოჯახური ანამნეზი; კანიs ღია feri, ღია ფერის თვალები, ქერა ან ჟღალი თმა; ანამნეზში მზესთან ექსპოზიცია, ძლიერი ჭორფლიანობა და ადვილად გარუჯვა; აკრალური-ლენტიგინოზური მელანომა, აზიური ან მუქ-კანიანთა ეთნიკური ჯგუფი
გასინჯვა
დაზიანებები აკმაყოფილებს ABCD კრიტერიუმებს: ასიმეტრია, კიდეების უსწორობა, ფერის ცვალებადობა, დიამეტრი (>6მმ); შესაძლოა იყოს ფეხიანი, პოლიპოიდური, ჰიპერკერატოზული ან ამელანოზური; ყავისფერი მაკულა ჩართული კვანძით და შესაძლო სისხლდენით და დაწყლულებით მზისადმი ექსპოზირებულ ადგილებში (შემოფარგლული კიბოსწინარე მელანოზი); ჭრელი დაზიანება ხშირად ზურგის ან ფეხების ზედა ნაწილზე (მელანომის ზედაპირული გავრცელება); დაწყლულება, პოტენციურად კვანძოვანი დაზიანებები ტერფებზე და ხელის მტევნებზე (აკრალურ-ლენტიგინოზური მელანომა); ან სოკოვანი, მყიფედ დაწყლულებული გუმბათისებრი დაზიანება მზისადმი ექსპოზირებულ ადგილებში (კვანძოვანი მელანომა)
პირველი გამოკვლევა
- დერმოსკოპია:
მელანოციტური დაზიანება პათოლოგიური სურათით, მელანომაზე ეჭვით
- კანის ბიოფსია:
არანორმალური მელანოციტური პროლიფერაცია ეპიდერმისში და/ან დერმისში, ტიპიური მელანომისთვის
მეტი
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
და დონე
მეტი
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
ანამნეზი
რისკფაქტორებს მიეკუთვნება ღია ფერის კანი და მნიშვნელოვანია მზესთან ექსპოზიციის ისტორია, ასაკი და აივ ინფექციის ხანგრძლივობა
გასინჯვა
დისკრეტული, მკვრივი, შეუხორცებელი დაზიანება მზისადგ=მი ექსპოზირებულ ადგილებში; ინდურირებული წამოწეული ფუძე, რომელიც შესაძლოა გადავიდეს კვანძში და დაწყლულდეს; უფრო ხშირად თავსა და კისერზე; თმცა, უფრო ხშირად ხელების ზურგზე, ვიდრე ბაზალური უჯრედების კარცინომა
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოფსია:
მიტოზური სურათის არსებობა, ბირთვაკების ზომისა და რაოდენობის მატება, ბირთვის ჰიპერქრომატიზმი, ბირთვის გადიდება
სხვა გამოკვლევები
- CD4-ის რაოდენობა:
და დონე
მეტი
წითელასმაგვარი გამონაყარი
ანამნეზი
ძლიერ კავშირშია ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლის და სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან აივ ინფიცირებულ პაციენტებში
გასინჯვა
დიფუზური წითელასებრი, მაკულოპაპულური გამონაყარი
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი კლინიკურია
მეტი
სხვა გამოკვლევები
მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ანამნეზი
შესაძლოა ნახოთ აბაკავირის, ეფავირენცის ან ნევირაპინის გამოყენებისას; კანზე გამონაყარი სულ ცოტა 1 სიმპტომი ქვევით ჩამოთვლილთაგან შემდეგი 2 თვის განმავლობაში წამლის დაწყებიდან ან 3 ჩამოთვლითაგან გამონაყრის გარეშე: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, რესპირატორული სიმპტომები, მიალგია, ცხელება; გამონაყარი შესაძლოა იყოს მტკივნეული და/ან მქავანა.
გასინჯვა
ფებრილური; სახის ედემა და ერითემა წითელასმაგვარი გამონაყრით ტანზე; ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
შესაძოა გამოვლინდეს ეოზინოფილია
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
იშლება ტრანსამინიტით
- თირკმლის ფუნქცია:
მომატებული კრეატინინი
სხვა გამოკვლევები
- HLA-B5701:
შესაძლოა იყოს დადებითი პაციენტებში, რომლებსაც რეაქცია აქვთ აბაკავირზე
მეტი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზიTEN)/სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)
ანამნეზი
დაკავშირებულია სულფამიდურ პრეპარატებთან, ნევარაპინთან, ანტიკონვულსანტებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ალოპურინოლთან; გრიპისმაგვარი სიმპტომები წინ უსწრებს გამონაყარს რამდენიმე დღით
გასინჯვა
ადრეული ფაზები მოიცავს დიფუზურ სიწითლეს ან მაკულურ დაზიანებებს პურპურული ცენტრებით, რომლებიც შესაძლოა შეერწყას, წარმოიქმნას ბლისტერი და შემდეგ აიფცქვნას; დაზიანებები ჩვეულებრივ იწყება ტანზე ან სახეზე, შემდეგ ვრცელდება გარეთ და ხშირად მოიცავს ლორწოვან მემბრანებს
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოფსია გაყინული ნაწილის ანალიზით:
სრული სისქის ნეკროზი აღინიშნება TEN-ში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სისხლის კულტურები:
უარყოფითია TEN/SJS-ში
მეტი - FBC:
შედეგები დამოკიდებულია სტადიაზე, რომლეითაც პაციენტი შემოიყვანეს ანალიზისთვის და კანის დაკარგვის სიმძიმეზე; TEN პაციენტებს შესაძლოა ქონდეთ სეფსისი და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ცვლადი დარღვევები
მეტი - არტერიული სისხლის აირები და ჟანგბადით გაჯერება (ჟანგბადის სატურაცია):
ანოქსემია, აციდოზი
მეტი
იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი (IRIS)
ანამნეზი
ზოგადი მდგმოარეობის გაუარესება ან ახალი ოპორტუნისტული ინფექცია კომბინაციური ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყების შემდეგ; პაციენტებს, რომელთაც CD4-ის რაოდენობა <50 უჯრედი/მიკროლიტრი აქვთ, უფრო მაღალი რისკი აქვთ
გასინჯვა
შესაძლოა გამოავლინონ ციტომეგალოვირუსული რეტინიტის ან ტუბერკულოზის ნიშნები, ორივე მათგანი უნდა გამოირიცხოს შესაბამისი კვლევების მეშვეობით ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყებამდე; შესაძლოა გამოვლინდეს კრიპტოკოკული მენინგიტის, მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის, კაპოშის სარკომის ან ჰერპეს ზოსტერის ნიშნებით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში
პირველი გამოკვლევა
- არ არსებობს სპეციფიკური ანალიზი IRIS-თვის:
დიაგნოზი კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- CD4 უჯრედების რაოდენობა:
<50 უჯრედი/მიკროლიტრი გვაძლევს IRIS-ის მაღალ რისკს
- ოპორტუნისტული დაავადების გამომრიცხავი ანალიზები:
რელევანტური ოპორტუნისტული დაავადების შესაბამისია
მეტი
შანკროიდი
ანამნეზი
განვითარებადი ქვეყნები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მტკივნეული გენიტალური წყლულები; აღინიშნება ძირითადად განვითარებად ქვეყნებში
გასინჯვა
მკვეთრად განსაზღვრული, გამოყოფილი კიდეებით, "მკოცნავი წყლულები" შესაძოა განვითარდეს მოპირდაპირე ზედაპირებზე; საზარდულში ლიმფური კვანძები შეშუპება აღინიშნება პაციენტების ერთ მესამედში
პირველი გამოკვლევა
- გრამის წესით შეღებვა:
გრამ-უარყოფითი კოკობაცილა ან წვრილი ბაცილა ჯაჭვის სახით (განსხვავებული "თევზის ქერცლისებრი" წყობა)
- კულტურა შოკოლადის აგარზე:
Haemophilus ducreyi-ის იდენტიფიცირება
მერკელის უჯრედული კარცინომა
ანამნეზი
აგრესიული სიმსივნე, რომელიც მეტასტაზირებს ლიმფურ კვანძებში, ცხიმში, კუნთების ფასციაში, ფილტვებში, ღვიძლში, თავის ტვინსა და ძვალში
გასინჯვა
უმტკივნეულო კვანძები ან სიმსივნე, ხშირად სინათლესთან ექსპოზირებულ ადგილებში
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოფსია:
მერკელის უჯრედების კარცინომის ნიშნები
სხვა გამოკვლევები
- სენტინელის ლიმფური კვანძის ამოჭრა:
შესაძლოა აჩვენოს მეტასტაზი ლიმფურ კვანძში
- გულმკერდის რენტგენი:
შესაძლოა აჩვენოს ფილტვის მეტასტაზები
- მუცლისა და ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევა:
შესაძლოა აჩვენოს მეტასტაზი ლიმფურ კვანძში
ლეიომიოსარკომა
ანამნეზი
ეპშტეინ-ბარის ვირუსთან ასოცირებული სიმსივნე ბავშვებში
გასინჯვა
6 სხვადასხვა ტიპი: კანის ტიპი (კარგი პროგნოზი); ადგილობრივი კანის ტიპი (ცუდი პროგრნოზი ადრეული გამოვლინებებით ლიმფურ კვანძებსა ან ფილტვებში); სისხლძარღვოვანი ან გენიტალური ტიპები (იშვიათი: თითოეული 5%); ინტრააბდომინური ლეიომიოსარკომა (ხშირი: 40%), ღრმა ლეიომიოსარკომა (20%)
პირველი გამოკვლევა
- კანსი ბიოფსია ან ამოკვეთა:
ლეიომიოსარკომის ნიშნები
სხვა გამოკვლევები
- სიმსივნის სტადიები:
დამოკიდებულია სტადიაზე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას