მიდგომა
აივ-ის დერმატოლოგიური გამოვლინებები ცვალებადია და ხშირად მრავალფეროვანია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში. ამიტომ აუცილებელია დეტალური ანამნეზის შეგროვება და სხეულის სრული გასინჯვა.
ანამნეზი.
საწყისი მიდგომა არის სტანდარტული დერმატოლოგიური ანამნეზის შეკრება. თუ პაციენტს აქვს გამონაყარი, ხანგრძლივობა, საწყისი გამოვლინება და შემდგომი პროგრესი უნდა გავითვალისწინოთ. თითოეული ინდივიდუალური დაზიანების ხანგრძივობა ნებისმიერ გართულების ან შემამსუბუქებელ ფაქტორთან ერთად, ასევე გავითვალისწინოთ. ნებისმიერი დაკავშირებული ქავილი, წვა ან ტკივილი და გადიდებული ან მტკივნეული ლიმფური კვანძები უნდა გავითვალისწინოთ. თუ პაციენტს აქვს სიმსივნე ან სიმსივნეები, უნდა განისაზღვროს ხანგრძლივობა, ნებისმიერი ცვლილება ზომაში, ფორმის და ფერის, უნდა განისაზღვროს. პერსონალურ ან ოჯახის ანამნეზში ატოპიური დაავადება და ფსორიაზი უნდა გამოვავლინოთ.
აივ ინფექციის ანამნეზი
ხანგრძლივობა და სეროკონვერსიის თარიღი ან პირველი დადებითი აივ ტესტი, თუ ცნობილია.
CD4-ის რაოდენობა გამოვლინებისას, CD4 nadir, და CD4-ის მიმდინარე რაოდენობა და აივ ვირუსული დატვირთვა. CD-ის დაბალი რაოდენობა მნიშვნელოვანი პროგნოზული ფაქტორია შორს წასული იმუნოსუპრესიული დაავადებისთვ ის, როგორიცაა ოპორტუნისტული ინფექციები.
B და C ჰეპატიტის კოინფექცია მნიშვნელოვანია, რადგანაც პაციენტებს უფრო მეტად აქვთ ქავილი და/ან კვანძოვანი პრურიგო. C ჰეპატიტის ვირუსის მქონე პაციეტნებს შესაძოა ქონდეთ კრიოგლობულინემიური ვასკულიტი.[61][62][Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი პრურიგო ავლენს კვანძებს და წინამხრის ჰიპერპირგმენტაციასკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ანამნეზში ოპორტუნისტული ინფექციების არსებობა შეასძლოა მიუთთებდეს ადრე არსებულ გამოხატულ იმუნოსუპრესიაზე, რომლის შედეგებიც შესაძლოა არ იყოს სრულად შექცევადი, მაშინაც კი, როცა CD4-ის რაოდენობა უბრუნდება ნორმას და აივ ვირუსული დატვირთვა სუპრესირებულია.
სრული მედიკამენტური ანამნეზი
უნდა შეგროვდეს და ყურადღება გამახვილდეს რაიმე ტიპის მიმდინარე წამალთაშორის ურთიერთქმედებაზე.
მკურნალობის დაწყების დროის ზუსტი დადგენა შეიძლება დაგვეხმაროს იმის განსაზღვრაში, არის თუ არა გამონაყარი წამლისმიერი და რომელი მედიკამენტია მისი გამომწვევი. მძიმე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში (CD4 <50 უჯრედი/მიკროლიტრი) რეაქციები შეიძლება განვითარდეს თითქმის ნებისმიერ მიღებულ პრეპარატზე, მათ შორის ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე (მაგ. აბაკავირი, ეფავირენცი ან ნევირაპინი).[63]
აუცილებელია გარკვეული დეტალების ცოდნა ანტირეტროვირუსული თერაპიის ანამნეზის, წარსულში ჩატარებული ანტირეტროვირუსული მკურნალობის და მკურნალობის შეწყვეტის მიზეზების შესახებ. თუ პაციენტმა ახლახან დაიწყეს ანტირეტროვირუსული თერაპია, უნდა ვივარაუდოთ იმუნური რეკონსტიტუციის სინდრომის დაავადება, როგორიცაა ეოზინოფილური ფოლიკულიტი ან ბრტყელი მეჭეჭები.[64][65]
პაციენტები,აკნეს მსგავსი გამონაყარით, გულდასმით უნდა შემოწმდეს ხომ არმიიღო კორტიკოსტეროიდები ისეთი როგორიცაა ტესტოსტერონი ან ანაბოლური სტეროიდები.
ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლს და სხვა ანტიბიოტიკებს ახასიათებს წითელასმაგვარი რეაქციის მაღალი პრევალენტობა აივ-ინფიცირებულ პაციენტებში; წითელას მაგვარი რეაქციები უნდა განვასხვავოთ უფრო მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისგან, რომლებიც გამოწვეულია ნევირაპინით, როდესაც გამონაყარს თან ახლავს გრიპისმაგვარი სიმპტომები, ბუშტუკები, პირხახის წყლულები, სახის შეშუპება და კონიუქტივიტი.
ანამნეზში ალერგია, განსაკუთრებით მედიკამენტური ალერგია.
მხედველობაში უნდა მივიღოთ მეტამფეტამინის (კრისტალი) ან კოკაინის (კრეკი) მოხმარება, რადგანაც ისინი ხშირად იწვევენ ქავილს. ხშირად ამ მედიკამენტების გამოყენება მაღალი რისკის სქესობრივ ქცევაზე მიუთითებს, შესაბამისად სხვა სქესობრივად გადამდები დაავადებებიც უნდა გავითვალისწინოთ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ეოზინოფილური ფოლიკულიტი ლოყაზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ეოზინოფილური ფოლიკულიტი მკერდზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
სქესობრივი ანამნეზი
მამაკაცებს, რომლებსაც მამაკაცებთან აქვთ სქესობრივი ურთერთობა, პერიანალური ნაოჭებისა და დისპლაზიის მაღალი რისკი ქვეშ არიან.[66] ხშირად მხედველობაშია მისაღები ასიმპტომური ფარინგეული ან ანალური სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
რუტინულად უნდა შეფასდეს ყველა აივ-ით ინფიცირებული პაციენტის სქესობრივი აქტივობა და სქესობრივად გადამდები დაავადებების რისკი.
კაპოშის სარკომა
პაციენტებს ხშირად შეიძლება აღენიშნებოდეთ უფრო პატარა, მილიმეტრის ზომის დაზიანებები, რომლებიც მათ შესაძლოა ვერ შეამჩნიეს მოცემულ დროის ინტერვალში.
ენდემური კაპოშის სარკომა (დაფიქსირებული სუბ-საჰარის აფრიკაში), რომელსაც შეიძლება ჰქონდეს აგრესიული მიმდინარეობა, შეიძლება გავლენა იქონიოს პაციენტებზე, რომლებიც წარმოდგენილნი არიან შედარებით მძიმე სიმსივნური ტვირთით, მათ შორის დიდი ზომის განვრცობადი სიმსივნეებით.[67]
ფიზიკური გამოკვლევა
სხეულის კანის სრული გასინჯვა საკმაოდ სარგებლიანია საწყისი კვლევისას. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გენერალიზებული გამონაყარი, მხედველობაში უნდა მივიღოთ წამლისმიერი გამონაყარი, ვირუსული ეგზანთემა, სიფილისი, ფსორიაზი და მუნი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ეოზინოფილური ფოლიკულიტი მკერდზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკიატიმ ბერგერის კოლექციიდან, MD, კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკიატიმ ბერგერის კოლექციიდან, MD, კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკიატიმ ბერგერის კოლექციიდან, MD, კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაპულარული მქავანა გამონაყარი წინამხარზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფოტოდერმატიტი მზისადმი ექსპოზირებულ ადგილებზე - სახის ქვედა ნაწილიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი პრურიგო ავლენს კვანძებს და წინამხრის ჰიპერპირგმენტაციასკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა სასაზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსორიაზული ფოლაქები აჩვენებს კარგად შემოფარგლულ ვერცხლის ქერცლებს ერითემატოზულ ფუძეზეკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინვერსიული ფსორიაზი ფეხის გულებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინვერსიული ფსორიაზი ხელის გულებზეკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: სებორეული დერმატიტი, რომელიც აჩვენებს ტიპურ განაწილებას სახეზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარტივი ჰერპეს ვირუსი დუნდულებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: სიფილისი ფეხის გულებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: სიფილისური გამონაყარი მკერდზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუნისთვის დამახასიათებელი ღრმულებიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქერქიანი მუნიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს შემდეგ მიმართულებებს.
თავი და სკალპი: ქერცლოვანი ლაქები და ფოლაქები მიუთითებს ფსორიაზზე ან სებორეულ დერმატიტზე; "ჩრჩილის ნაჭამის" მსგავსი ალოპეცია გვხვდება მეორეული სიფილისის დროს.
სახე და პირი: აქერცვლა ხშირია სებორეული დერმატიტის დროს, ძირითადად წარბებზე, ცხვირ-ტუჩის ნაოჭზე და ლოყებზე. მომატებული პიგმენტაციისას უნდა გავითვალისწინოთ ფოტოდერმატიტი. პირის არეში შეიძლება გამოვლინდეს პირის თმიანი ლეიკოპლაკია, კანდიდა და/ან KS. აფტოზურმა სტომატიტმა და მარტივმა ჰერპესმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს წყლულები. დაგრძელებული წამწამები (მაგ: ტრიქომეგალია) დაკავშირებულია აივ ინფექციასთან.[68]
ტანი: შესაძლოა იყოს ფოლიკულური ფუძის მქონე პაპულები ან პუსტულები. თუ ისინი ძალიან მქავანაა, ეოზინოფილურ ფოოლიკულიტზე უნდა ვიფიქროთ.
კიდურები: ექსკორიაციული პაპულების და კვანძების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ გაიდის კვანძოვანი ქავილი ან აივ-ის კვანძოვანი ქავილიანი გამონაყარი.
მტევნები და ტერფები: ქერცლიანი გამონაყარის სავარაუდო მიზეზია ფსორიაზი, ეგზემა ან ლიქენი. თითებს შორის შეიძლება აღინიშნებოდეს მუნის ნაპრალები; თუ ისინი ჰიპერკერატოზულია, შესაძლოა ეს იყოს ქერქიანი მუნი. ფრჩხილების გაყვითლება და გასქელება ხშირია აივ პაციენტებში, რომლემბსაც აქვთ დერმატოფიტოზი. ფრჩხილების უსწორმასწორობა აღინიშნება სხვადასხვა ნუკლეოზიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების და პროტეაზას ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში და ხშირია ფსორიაზის დროს.
გენიტალიები: ადამიანის პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული ცვლილებები, უნდა ვიფიქროთ როგორც კეთლთვისებიან, ასევე ავთვისებიან განვითარებაზე წყლულები ან ნაპრალები ანორექტულ მიდამოში უნდა იყოს მარტივი ჰერპეს ვირუსით (HSV) დაზიანების ნიშანი. სქესობრივად გადამდები დაავადებების ანალური გამოვლინებები უნდა გავითვალისწინოთ გენიტალური წყლულების არსებობის შემთხვევაში. ცენტრალური ჩარღმავების მქონე პაპულები საზარდულის ან ანორექტულ მიდამოებში შიძლება იყოს კონტაგიოზური მოლუსკის შედეგი. დუნდულების ნაპრალის ადგილას აქერცვლა შესაძლოა ფსორიაზის ნიშანი იყოს.
გენერალიზებული: ლიმფადენოპათიაზე შემოწმებამ შესაძლოა გამოავლინოს პერსისტენტული გენერალიზებული ლიმფადენოპათია.
აივ დაკავშრებული კანის დაავადების გამოკვლევა
მრავალი მდგომარეობა არ საჭიროებს გამოკვლევას, რადგანაც დიაგნოზი ნათელია ანამნეზიდან და გასინჯვიდან.
პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ჩატარებული CD4 რაოდენობის ტესტი, აივ ვირუსული დატვირთვა და სიფილისის სეროლოგია.
სპეციფიკურ პაციენტებში მომდევნო ანალიზები უნდა ჩატარდეს:
კულტურები და გრამის წესით შეღებვა: თუ არსებობს ინფექციაზე ეჭვი.
კანის ბიოფსია: გვეხმარება, როდესაც საჭიროა ჰისტოპათოლოგიური გზით ავთვისებიანობის დადასტურება, ან როდესაც შემდგომი შეფასება დიაგნოზის დადგენისთვის მნიშვნელოვანია.
კალიუმის ჰიდროქსიდის ქვეშ კანის ანაფხეკის მიკროსკოპული შეფასება: როდესაც არსებობს მიკოზზე ეჭვი.
პორფირიის სკრინინგი გამორიცხავს ფოტომგრძნობელობის სხვა მიზეზებს.
ჰეპატიტის სეროლოგია: ქავილის ან კვანძოვანი ქავილის შესაფასებლად.
ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტები (მაგ., პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია): როდესაც არსებობს ეჭვი ადამიანის მარტივ ჰერპესვირუსზე ან ვარიცელა-ზოსტერის ვირუსზე.
ლიპიდები უზმოდ: აივ ლიპოდისტროფიაზე ეჭვის დროს.
პლაზმის გლუკოზა უზმოზე იზომება, როდესაც აივ ლიპოდსტროფიაზე არსებობს ეჭვი.
სკრინინგი (უსიმპტომო) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (გონორეა, ქლამიდია, ადამიანის პაპილომავირუსი).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას