ეტიოლოგია

კანისა და აივ ინფექციასთან ასოცირებული სხვადასხვა დაავადებების ეტიოლოგია ცვალებადია. კანის ზოგიერთი დაავადება აივ-ინფექციისთვის საკმაოდ სპეციფიკურია. კანის სხვა დაავადებები შეიძლება შეგვხვდეს არა-აივ ინფიცირებულთა პოპულაციებში, მაგრამ აქვთ განსხვავებული გამოვლინებები აივ ინფიცირებულებში.

უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური ფაქტორები. სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიდგომა შესაძლოა განსხვავდებოდეს ადგილობრივი ხელმისაწვდომობის მიხედვით; გაიდლაინები მწირია.[2][3] ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ შეიძლება შეამციროს გარკვეული დერმატოზების გავრცელება და პროგრესირება აივ-ით დაავადებულ პაციენტებში; შეიძლება გაიზარდოს კანის წამლის რეაქციების პრევალენტობა.

აივ-სპეციფიკური დერმატოზები

ამ დაავადებებს მიეკუთვნება აივ-თან დაკავშირებული ლიპოდისტროფია,  ეოზინოფილური ფოლიკულიტი (EF),  ორალური თმიანი ლეიკოპლაკია,  აივ პაპულარული ქავილი (PPE),  აივ ფოტოდერმატიტი, პურიგო კვანძოვანი, კაპოშის სარკომა, იმუნური აღდგენის ანთებითი სინდრომი და აფთოზური წყლულები. ისინი იშვიათად ჩნდება იმუნოკომპრომისის ან აივ-ის გარეთ.

  • აივ-დაკავშირებული ლიპოდისტროფია მეტაბოლური დარღვევაა, რაც უმეტესად გამოწვეულია ანტირეტროვირუსული მედიკამენტების ქრონიკული გამოყენების არასასურველი ეფექტებით. დისლიპიდემიური მეტაბოლური დარღვევები, ცხიმოვანი დალექვის დარღვევები და სხვა სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია აივ-დაკავშირებულ ლიპოდისტროფიასთან, კარგადაა ცნობილი ნუკლეოზიდების რევერსტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორეთან მიმართებაში, მიტოქონდრიების დისფუნქციის და პროტეაზების ინჰიბიტეორების მეშვეობით, ცხიმოვანი მჟვების მეტაბოლური დაღვევის მეშვეობით.[4][5][Figure caption and citation for the preceding image starts]: აივ-დაკავშრებული ლიპოდისტროფია, რომელიც ავლენს სახის ატროფიასკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@478044e6

  • ეოზინოფილური ფოლიკულიტის პათოგენეზი არ არის კარგად შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მიიჩნევს, რომ ეოზინოფილური ფოლიკულიტის პათოგენეზი მოიცავს იმუნური დარღვევისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის კომბინაციას  Demodex folliculorum ტკიპასთან კონტაქტის გამო, რომელიც ხშირად ბინადრობს ადამიანის კანში, ლიტერატურა დაავადების ეტიოლოგიის შესახებ არათანმიმდევრულია და საჭიროებს დაზუსტებას.[6][7][Figure caption and citation for the preceding image starts]: ეოზინოფილური ფოლიკულიტი ლოყაზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@d12094[Figure caption and citation for the preceding image starts]: ეოზინოფილური ფოლიკულიტი მკერდზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@a168d6e

  • პირის ღრუს "თმიანი" ლეიკოპლაკია უმეტესად განპირობებულია ებშტეინ-ბარის ვირუსით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკიატიმ ბერგერის კოლექციიდან, MD, კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@307c60e5[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკიატიმ ბერგერის კოლექციიდან, MD, კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@4c04568a[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკიატიმ ბერგერის კოლექციიდან, MD, კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@66b747cb

  • აივ პაპულარული ქავილი განპირობებულია ფეხსახსრიან მწერების ნაკბენზე რეაქციით და აივ-თან დაკავშირებული იმუნური დარღვევით.[8][Figure caption and citation for the preceding image starts]: პაპულარული მქავანა გამონაყარი წინამხარზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@3c57351d

  • აივ ფოტოდერმატიტს უცნობი ეტიოლოგია აქვს. თუ ნაწიბურები და თეთრი ფერიჭამიები გამოვლინდა სახესა და/ან ხელებზე, უნდა ვიფიქროთ კანის გვიან პორფირიაზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფოტოდერმატიტი მზისადმი ექსპოზირებულ ადგილებზე - მკლავიკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@1007364d[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფოტოდერმატიტი მზისადმი ექსპოზირებულ ადგილებზე - ხელის ზურგიკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@5c569401[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფოტოდერმატიტი მზისადმი ექსპოზირებულ ადგილებზე - სახის ქვედა ნაწილიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@10cbafe6

  • კვანძოვანი პრურიგო: მნიშვნელოვნად ასოცირდება აივ ინფექციასთან.[9][10] ზოგჯერ ასოცირდება C ან B ჰეპატიტების კოინფექციასთან.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი პრურიგო ავლენს კვანძებს და წინამხრის ჰიპერპირგმენტაციასკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@5ab14c42

  • კაპოშის სარკომა: ყველაზე ხშირი აივ-დაკავშირებული ავთვისებიანი მდგომარეობაა მოზრდილებსა და ბავშვებში.[11][12][Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა ქვედა კიდურებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@28c5bc33[Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა სასაზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@37d0f71e

  • იმუნური რექკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი ვლინდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით ან ახალი ოპორტუნისტული ინფექციის გამოვლინებით ანტირეტროვირუსული კომბინაციის დაწყების შემდეგ. პაციენტები, რომლებსაც აქვთ <50 უჯრედი/მიკროლიტრი CD4 რაოდენობა, უფრო მარალი რისკის ქვეშ არიან.[13]

  • აფთოზური წყლულები ხშირად ვლინდება მწვავე აივ ინფექციის დროს. ისინი ასევე პირდაპირაა დაკავშირებული იმუნურ მდგომარეობასთან. პაციენტებს განმეორებით აფთოზური სტომატიტით ხშირად აქვთ ნუტრიციული დეფიციტები.[14]

არა-აივ-სპეციფიკური დერმატოზები, რომლებიც ცვლის აივ გამოვლინებას

კანის დაავადებები, რომლებიც გვხვდება როგორც იმუნოკომპეტენტურ, ასევე აივ ინფიცირებულ პოპულაციებში, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად ან უფრო მძიმე ფორმით გამოვლინდეს აივ ინფიცირებულ ადამიანებში.

  • ფსორიაზი: აივ პაციენტებში, სიხშირით მსგავსია ზოგადი პოპულაციისა (1-3%-ში).[15][16][Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსორიაზული ფოლაქები აჩვენებს კარგად შემოფარგლულ ვერცხლის ქერცლებს ერითემატოზულ ფუძეზეკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@2f462261[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინვერსიული ფსორიაზი ფეხის გულებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@63cbdaee[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინვერსიული ფსორიაზი ხელის გულებზეკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@33005965

  • სებორეული დერმატიტი: გავრცელებული დერმატოზი ზოგად პოპულაციაში (1%-დან 3%-მდე); ანტირეტროვირუსული თერაპიის ეპოქაში აივ ინფიცირებულ ადამიანებში დაფიქსირდა სებორეული დერმატიტის პრევალენტობა 1%-დან 25%-მდე.[17][18][Figure caption and citation for the preceding image starts]: სებორეული დერმატიტი, რომელიც აჩვენებს ტიპურ განაწილებას სახეზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@653db230

  • ატოპიური დერმატიტი: მაღალი გავრცელება მოზრდილებში და პედიატრიულ პოპულაციაში; ერთი დიაგრამის მიმოხილვაში აივ-ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების 20%-ს ჰქონდა ატოპიური დერმატიტი.[19][Figure caption and citation for the preceding image starts]: ატოპიური დერმატიტი იდაყვის ფოსოზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@4edb18f

  • ქსეროზი: მაღალი გავრცელება აივ ინფიცირებულ პაციენტებში (23% - 52%).[20][21] შესაძლოა ოფლის გამოყოფის და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციიის დაქვეითება და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების მალაბსორბცია მათში, ვისაც აქვს კახექსია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქსეროზიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@55b2d01b

  • პერიორალური დერმატიტი: უფრო ხშირია ქალებში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პერიორალური დერმატიტიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@24180523

  • Acne vulgaris: ანთებები ხშირია აივ-ინფიცირებულ ადამიანებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ანტირეტროვირუსული თერაპიით მკურნალობა პაციენტების იმუნიტეტზე ახდენს ზეგავლენას. CD4 უჯრედების დაბალი რაოდენობის მქონე პაციენტებში ვულგარული აკნე იშვიათია.[22][Figure caption and citation for the preceding image starts]: სახეზე ვულგარული აკნეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@77815860

  • რეაქტიული ართრიტის კანის გამოვლინებები (რეიტერის სინდრომი): მოიცავს ჰიპერკერატოზულ კანს და ერითემატოზულ დერმატიტს. ძირითადად გვხვდება ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენ-B27-დადებით მამაკაცებში და შეიძლება იყოს დადებითი ოჯახური ანამნეზი. ასევე აღინიშნება აივ ინფექციის თანაგამოვლინება. აივ-ინფექციური სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს რეაქტიული ართრიტის სიმტომებთან ერთად ან რეაქტიული ართრიტის დაწყება შესაძლოა გამოვლინდეს აივ ინფექციის სიმპტომების გამოვლენიდან მოკლე დროში.[15][23]

  • კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსი (MCV): მძიმე MCV ინფექციით ავადდებოდა აივ-ით ინფიცირებულთა დაახლოებით 5%-დან 18%-მდე, ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოგონებამდე.[24] ექსტენსიური/გავრცობილი დაავადება, როგორც წესი, გვხვდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა 200 უჯრედ/მიკროლიტრზე მნიშვნელოვნად დაბალი.[24]დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს მნიშვნელოვანი იმუნოდეფიციტის შემთხვევაში გასათვალისწინებელია  Histoplasma, Cryptococcus, and Talaromyces marneffei (წარსულში პენიცილიუმი) ინფექციები. ტალარომიკოზი (წარსულში პენიცილიოზი) მეტად გავრცელებულია სამხრეთ აზიაში; კრიპტოკოკული ინფექცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული; ჰისტოპლაზმოზი ჩნდება მდინარის ხეობების გარშემო და დაფიქსირებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ცენტრალურ აფრიკაში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კონტაგიოზური მოლუსკი ლოყაზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@388b0637

  • ადამიანის პაპილომავირუსი (HPV): აივ ინფიცირებულ ადამიანებში ხშირია პაპილომები და აივ-ის პროგრესირებასთან ერთად ისინი შესაძლოა უფრო რთული სამკურნალო იყოს; ბოუენის დაავადება, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ფორმა ინ სიტუ, რომელსაც აქვს ბოუენოიდური პაპულოზის ვარიანტი, რომლის დროსაც ვითარდება ბრტყელი, მუქი პაპულები მენჯის არეში; ვერუციფორმული ეპიდერმოდისპლაზია HPV-ის უჩვეულო გამოვლინებაა ექსტენსიური ბრტყელი მეჭეჭებით კანზე, ხელის მტევნის ზურგზე, სახეზე და კიდურებზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ადამიანის პაპილომავირუსი ფეხის გულებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@14711766

  • მარტივი ჰერპესის ვირუსი: დისემინირება იშვიათია მძიმედ იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარტივი ჰერპეს ვირუსი დუნდულებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@55cdf1b0[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარტივი ჰერპეს ვირუსი, რომელიც გავს სტაფილოკოკურ ინფექციასკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@47382f43

  • ვარიცელა ზოსტერ ვირუსი: აივ-ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას ქონდა ჯერ ვარიცელა, რომელიც ვლინდებოდა ზოსტერის სახით შედარებით ნორმალური CD4-ის რაოდენობაზე. ჰერპეს ზოსტერის სიხშირე შემცირდა აივ ინფიცირებულ ბავშვებში.[25][Figure caption and citation for the preceding image starts]: ვარიცელა ზოსტერ ვირუსი ზურგზეტიმ ბერგერის კოლექციიდან, MD, კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@77e599d0

  • სტაფილოკოკური ინფექცია: შესაძლაო გამოიწვიოს ბულოზური იმპეტიგო, ექთიმა, ფოლიკულიტი და ბოტრიომიკოზი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სტაფილოკოკური ფოლიკულიტიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@664e1c3d[Figure caption and citation for the preceding image starts]: სტაფილოკოკური წყლულებიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@1bc21706[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბოტრიომიკოზი იღლიაშიკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@6a7ffc60

  • ბაცილარული ანგიომატოზი: აღრიცხულია სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, ინდოეთში და აფრიკაში.[26][27][28][29][30] უნდა გავითვალისწინოთ აივ-დადებით პაციენტებში, რომელბსაც უცნობი ეტიოლოგიის ცხელება აქვთ; გავს კაპოშის სარკომას, კანის ლიმფომას ან პიოგენურ გრანულომას; შესაძლოა აგრეთვე დაკავშრებული იყოს თავის ტვინის, ღვიძლის, ლიმფური სადინრების და ფილტვის დაზიანებასთან.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაცილარული ანგიომატოზიკალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილება; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@5fcce5ad

  • სიფილისი: გაზრდილი პრევალენტობა აივ-ინფიცირებულ პოპულაციაში და მსოფლიოში აღრიცხული შემთხვევების ზრდა.[31][32][33][34] ურბანულ ადგილებში შემთხვევების უმრავლესობა აღინიშნება მამაკაცებში, რომლებსაც მამაკაცებთან აქვთ სქესობრივი კავშირი.[35][36] მეთამფეტამინის გამოყენება აღინიშნება ზოგიერთ მოხსენებაში, რომელშიც ნაჩვენებია ინციდენტობის მომატება აშშ-სა და ევროპაში.[37][38] კვლევები აღწერს, რომ აივ-ინფიცირებულ ქალთა შორის რისკფაქტორს წარმოადგენს სექს-მუშაობა კონდომების შეზღუდული გამოყენებით ან მათი გამოუყენებლობით და აგრეთვე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება.[31][39] კანის პირველადი, მეორეული და მესამეული გამოვლინებები აივ-დადებით და აივ-უარყოფით პაციენტებში მსგავსია, თუმცა გამოვლინება აივ-დადებით პაციენტებში შეიძლება ატიპიური იყოს. მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ნეიროსიფილისი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სიფილისი ფეხის გულებზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@6832f617[Figure caption and citation for the preceding image starts]: სიფილისური გამონაყარი მკერდზეკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@712983fb

  • გონორეა: გაზრდილი პრევალენტობა აივ-ინფიცირებულ პოპულაციაში (უმეტესად მამაკაცებში, რომლებსაც მამაკაცებთან აქვთ სქესობრივი კავშირი). უსიმტპომო ინფექციები ხშირია ხახასა და ანუსის მიდამოში. რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ მზარდი პრობლემაა.[40]

  • ქლამიდია/ვენერიული ლიმფოგრანულომა (LGV): ქლამიდია იწვევს ტრაქომას (სეროვარები A, B, Ba ან C), ურეთრიტი (სეროვარები D-K) და ვენერიული ლიმფოგრანულომა (LGV; სეროვარები L1, 2 და 3). აივ-დადებითი მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან, არაპროპორციულად ხშირად ავადდებიან LGV-ით. LGV-ს კლინიკური ნიშნები ისტორიულად იყოფა 3 სტადიად: წყლული, ლოკალური დაზიანება ლიმფური კვანძების და ნეკროზული არეები და ქრონიკული შეშუპება სკლეროზული ფიბროზით. ანალური ინფექციები ვლინდება წყლულოვანი პროქტიტის ან პროქტოკოლიტის სახით. მაღალი სიხშირით ვლინდება კონკურენტული STD-ები C ჰეპატიტის ჩათვლით.[41]

  • შანკროიდი: სქესობრივად შეძენილი დაავადება, რომელიც გამოწვეულია Haemophilus ducreyi-ით. ტიპიური გამოვლინებაა რბილი და მტკივნეული წყლულები რეგიონული ლიმფადენიტით. წარუმატებელი მკურნალობა უფრო ხშირია აივ ინფექციის მქონე პაციენტებში.[42]

  • მუნი: აივ ინფექციის არმქონეთაგან განსხვავებით, აივ-ინფექციის მქონე პაციენტებს შესაძლოა ქონდეთ დაზიანება კისრის ზევით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუნისთვის დამახასიათებელი ღრმულებიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@690287de[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქერქიანი მუნიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@31499d5b

  • ლეიშმანიოზი: გვხვდება პაციენტებში, რომლებიც ანამნეზში აღნიშნავენ რომ იმოგზაურეს ან ცხოვრობდნენ ენდემიურ რაიონებში და ქონდათ კონტაქტი მოსკიტებთან აღინიშნა ვისცერული, კანლორწოვანის და კანის კოინფექცია აივ-ით.[43][44][45] აღინიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანა ესპანეთი წარმოადგენს ვისცერული ლეიშმანიოზის აივ კოინფექციით მაღალი გავრცელების რეგიონს.; ადგილები, სადაცრეგისტრირებულია ლეიშმანიოზი ა მოიცავს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს, თურქეთს, ირანს და საუდის არაბეთს.[46][47]

  • დერმატოფიტოზი: პრევალენტობა ერთნაირია აივ ინფიცირებულებსა და აივ არაინფიცირებულ პაციენტებში, მაგრამ გამოვლინება და დაავადების სიმძიმე მეტად ვარიაბელურია აივინფიცირებულებ პირებში ფრჩხილების დაზიანება ხშირია აივ პაციენტებში, დაფიქსირებული პრევალენტობით 41%-მდე.[48] თუ კანის დაზიანება რეფრაქტორულია ტრადიციული მკურნალობის მიმართ, უნდა განვიხილოთ სხვა დიფერენციალური დიაგნოზები, როგორიცაა ფსორიაზი ან სებორეულ დერმატიტი.

  • კანდიდა: ორალური კანდიდიაზი ხშირია აივ-ის დროს.

  • ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა: პრეზენტაცია იგივეა, რაც აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, თუმცა რისკი იზრდება აივ ინფიცირებულ პირებში, საერთო პოპულაციასთან შედარებით.[49][50][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომაკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@55648ac

  • მელანომა: აივ ინფიცირებულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ მელანომის განვითარების მომატებული რისკი, მაგრამ ეს ყარ იყო შესაბამისად დემონსტრირებული.[49][51][52][53] აკრალური ლენტიგინოზური მელანომა შესაძლოა გამოვლინდეს აზიაში ან მუქი კანის მქონე პოპულაციაში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მელანომაკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@2598c098

  • ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა: პრეზენტაცია იგივეა, რაც აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, თუმცა რისკი იზრდება აივ ინფიცირებულ პირებში, საერთო პოპულაციასთან შედარებით.[49][50][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@4a24479b

  • მერკელის უჯრედის კარცინომა (MCC): კანის აგრესიული არამელანომის სიმსივნე, შემთხვევების უმეტესობა ასოცირდება მერკელის უჯრედულ პოლიომავირუსთან.[54][55] იმუნოკომპრომისულ ინდივიდებს, მაგალითად აივ-ინფიცირებულ პაციენტებს, აქვთ MCC-ის განვითარების მომატებული რისკი.[54]

  • ლეიომიოსარკომა: დაფიქსირებულია აივ-ინფიცირებულ ბავშვებში; ნეოპლაზმების უმეტესობა აღმოჩენილია ვისცერალურ ორგანოებში, თუმცა ლეიომიოსარკომა შეიძლება აღმოცენდეს კანშიც ან კანქვეშ.[56] განვითარება დაკავშირებულია ეპშტეინ-ბარის ვირუსთან.[57]

  • სტივენ-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი: გაცილებით უფრო პრევალენტურია პრეპარატისადმი თითოეულ ექსპოზიციაზე აივ-ინფიცირებულ ადამიანებში, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.[58][Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზიკანის ხშირი დაავადება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ანტირეტროვირუსულ ერაში. IAS-USA 2007; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@2dff5aab

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას