ურგენტული საკითხები
იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის
სიდაბლე არასდროს ფასდება როგორც გადაუდებელი შემთხვევა, იმიტომ რომ ბუნებით ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება დროთა განმავლობაში. მაგრამ სიმაღლის პერცენტილის ქვედა მიმართულებით გადაკვეთა ყოველთვის საჭიროებს შეფასებას.
დაბალი სიმაღლე შეიძლება იყოს მრავალი სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ნიშანი. გულის დეფექტების, ნაწლავის ანთებითი დაავადების, კისტოზური ფიბროზის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის და ავთვისებიანი სიმსივნეების სწრაფი იდენტიფიცირება აუცილებელია ზრდის ნორმალიზებისა და მიზნობრივი მკურნალობისათვის.
გადაუდებლად განსახილველია:
თანდაყოლილი პირველადი ჰიპოთირეოზი
იწვევს ტანდაბლობას და მენტალურ დაყოვნებას
პრევენცირებადია ახალშობილთა სკრინინგ პროგრამების საშალებით ადრეული გამოვლინებით
ლევოთიროქსინითკრამკურნალობა რეკომენდებულია ცხოვრების პირველი 2 კვირის განმავლობაში
კრანიოფარინგიომა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ავთვისებიანი დაავადებები
კრანიოფარინგიომა ვლინდება დიპლოპიით, მხედველობის დაკარგვით, თავისტკივილითა და სიდაბლით
პაციენტებს ესაჭიროებათ გადაუდებელი ნევროლოგიური და ენდოკრინული შეფასება, მათ შორის ტვინის სკანირება და ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას