პროგნოზი

ღვიძლის აბსცესით განპირობებული სიკვდილობა შემცირდა გვიანი 1980-იანი წლებიდან დრენაჟის ახალი ტექნიკისა და ანტიბიოტიკების დახმარებით. ღვიძლის აბსცესის მქონე პაციენტებში, საავადმყოფოში სიკვდილობა მერყეობს 2.5%-დან - 19%-მდე.[3]​​​[4][6][14][18][67]​​ აშშ-ში ჩატარებულ ფართო პოპულაციიურ კვლევაშიღვიძლის პიოგენური აბსცესით საავადმყოფოში სიკვდილიანობა იყო 5.6% და იყო სტაბილური 1994 წლიდან 2005 წლამდე.[6] გაზრდილი სიკვდილობა დაკავშირებულია ხანდაზმულ ასაკთან, შოკთან, თერაპიულ განყოფილებაში ყოფნასთან, ბაქტერემიასთან, რამდენიმე თანმხლებ მდგომარეობასთან, ციროზთან, თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან, კიბოსთან, სიყვითლესთან, სოკოვან ინფექციასთან, აბსცესის ბილიარულ წარმომავლობასთან, მწვავე რესპირატორულ უკმარისობასთან, ანტიბიოტიკოთერაპიის არაადეკვატურობასთან და დაავადების სიმძიმის გაზრდასთან.[6][67][68][69]​​ კვლევებმა გამოავლინა კავშირი ღვიძლის კრიპტოგენურ აბსცესსა და კოლორექტალურ კიბოს შორის. ერთი მეტა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ღვიძლის აბსცესის მქონე პაციენტებს ჰქონდა კოლორექტალური კიბოს გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით თუ აბსცესი გამოწვეულია Klebsiella pneumoniae-ით.[70]​ ჩართული კვლევების უმეტესობა იყო აღმოსავლეთ აზიიდან და მონაცემები იყო არაერთგვაროვანი. ასე რომ, ასოციაცია გაურკვეველია.[70]​ შეიძლება ჩაითვალოს კოლონოსკოპია. ღვიძლის აბსცესის რეციდივი უფრო ხშირია სანაღვლე გზების პათოლოგიის მქონე პაციენტებში, ვიდრე მის გარეშე.[63]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას