ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

პიოგენური ღვიძლის აბსცესის განვითარებისთვის მჭიდროდ დაკავშირებულ რისკფაქტორებს წარმოადგენს: სანაღვლე გზების ძირითადი დარღვევები, ასაკი > 50 წელზე , ავთვისებიანი სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი და ნაღვლის ან ღვიძლის ინტერვენციული პროცედურები.

ღვიძლის ამებური აბსცესის ძლიერ დაკავშირებული რისკ-ფაქტორებია: ამებიაზისთვის ენდემური რეგიონიდან წარმომავლობა ან ვიზიტი.

ცხელება და ჟრჟოლა

პაციენტების უმრავლესობა წარმოდგენილია არასპეციფიკური კონსტიტუციური სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება ან ჟრჟოლა და წონის კლება.[3]​​[4][15]

სიმპტომების გამოვლინება შესაძლოა ფარულად მოხდეს ღვიძლის პიოგენური აბსცესისას, მაგრამ უფრო მწვავეა ამებური აბსცესის დროს.

მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა

მიუთითებს ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პათოლოგიას.[3]​​ჩვეულებრივ გვხვდება ღვიძლის აბსცესის დროს, თუმცა მისი არარსებობა არ გამორიცხავს დიაგნოზს.

გასინჯვისას პაციენტთა ნახევარს აქვთ მუცლის ღრუს მომატებული მგრძნობელობა.[4][15]

ჰეპატომეგალია.

შესაძლოა გამოვლენილი იყოს ღვიძლის გადიდება მომატებულ მგრძნობელობასთან ერთად.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

წონაში კლება

ხშირი ნიშანია, მაგრამ არასპეციფიკური.

დაღლილობა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი, მაგრამ არასპეციფიკური.

მუცლის ტკივილი

გავრცელებული ნიშანი, მაგრამ ტკივილის არარსებობა არ გამორიცხავს დიაგნოზს.

გულისრევა და ღებინება

წარმოდგენილია პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში.[15]

ხველა, სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი გულმკერდის არეში

პაციენტთა ერთ მესამედს აქვს გულმკერდის სიმპტომები, მათ შორის ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულმკერდის არეში.[4]

ხველა, სუნთქვის უკმარისობა ან პლევრიტული ტკივილი (შესაძლოა იგრძნობოდეს მარჯვენა მხარში) შესაძლოა გამოვლინდეს თუ დაინფიცირებულია დიაფრაგმა.

იშვიათი

სიყვითლე

ღვიძლის აბსცესის მქონე მხოლოდ რამდენიმე პაციენტს აქვს სიყვითლე, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება დაავადების გვიან პერიოდში.​​[3]

მარჯვენა ქვედა ზონაში პლევრული გამონაჟონის ნიშნები

შესაძლოა წარმოდგენილი იყოს, მოიცავს, პერკუსიის დროს ყრუ ხმას, სუნთქვის ხმების არარსებობას, შემცირებულ tactile fremitus და ხმის შემცირებულ გადაცემას.

შოკის ნიშნები

მიუთითებს მძიმე ფორმის დაავადებაზე, ხშირად ბაქტერიემიასთან ან ქოლანგიტთან ერთად.

ასციტი

ძალიან იშვიათია.

რისკფაქტორები

ძლიერი

ბილიური ტრაქტის დაავადება

რამდენიმე კვლევაში ( პაციენტთა 28%-43%) ბილიური ტრაქტის პათოლოგია იყო ღვიძლის პიოგენური აბსცესის გავრცელებული გამომწვევი მიზეზი.[4][7][18]

ასაკი >50 წელი

გამოვლინებისას საშუალო ასაკი ძირითადად არის 50-დან-60წელი.[8][15]

ახალგაზრდებთან შედარებით ≥65 წლის ადამიანებს ღვიძლის აბსცესის დიაგნოზის 10 ჯერ მეტი რისკი აქვთ.[3]

ფონური ავთვისებიანი მდგომარეობა

ღვიძლის აბსცესის მქონე პაციენტთა დაახლოებით 10%-დან -20%-ს აქვთ ფონური ავთვისებიანი მდგომარეობა.[15][18]

ავთვისებიანი მდგომარეობა ( არა ღვიძლიდან წარმოშობილი) ღვიძლის აბსცესს ანიჭებს 13.3 ფარდობით რისკს (95% CI 6.9-24.4).[3]

შაქრიანი დიაბეტი

მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი, დადგენილია რამდენიმე კვლევის მიხედვით.[3][15][18]

დაკავშირებულია ღვიძლის პიოგენური აბსცესის გაზრდილ რისკთან.[22]

ბილიური ან ღვიძლის ინტერვენციული პროცედურები

შესაძლოა მოხდეს ბილიური ენდოსკოპიური ინტერვენციის (მაგ. ენდოსკოპიური ბილიური სფინქტეროტომია, სტენტის ჩასმა) ან სხვა ინვაზიური პროცედურების შემდეგ, რომელიც მოიცავს ღვიძლს (მაგ. ღვიძლის ნეოპლაზმას ქემოემბოლიზაცია ან კანქვეშა აბლაცია, ღვიძლის კრიოთერაპია, ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუნტის ჩასმა ან ღვიძლის ბიოფსია).[24]

ამებიაზისთვის ენდემურ რეგიონში ცხოვრება ან ვიზიტი

ამებური ინფექციის უმეტესობა ხდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში.[11]

განვითარებულ ქვეყნებში ამებიაზი ( და შემდგომ ღვიძლის ამებური აბსცესი ყველაზე ხშირად ნანახია ენდემური ქვეყნებიდან იმიგრანტებსა და მოგზაურებში.[2][12][13]

სუსტი

ციროზი

დაკავშირებულია ღვიძლის პიოგენური აბსცესის 15ჯერ მომატებულ ინციდენტობასთან, ციროზის არმქონე პაციენტებთან შედარებით.[23]

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

არ არის დახასიათებული რისკ-ფაქტორის სახით. ერთ-ერთი კვლევისას დადგინდა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებში ღვიძლის აბსცესის მაღალი ფარდობითი რისკია.[3]

რისკი დაკავშირებულია ღვიძლის არტერიის თრომბოზის ან ღვიძლის იშემიის შედეგთან ან განპირობებულია რუქსის მარყუჟით ( რომელიც ასევე წარმოადგენს რისკს არატრანსპლანტაციური მდგომარეობის დროსაც).

ალკოჰოლიზმი

შესაძლოა გაზარდოს რისკი.[3]

მამრობითი სქესი

ქალებთან შედარებით მამაკაცებში ღვიძლის პიოგენური აბსცესის მაღალი ფარდობითი რისკია 2.6 (95% CI 1.5-4.6).[3]

კარდიოპულმონური დაავადება

ფონურად არსებულმა კარდიოპულმონურმა დაავადებამ შესაძლოა გაზარდოს რისკი.[15]

იმუნოკომპრომისული მდგომარეობა

ფონურმა იმუნოკომპრომისულმა მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს რისკი.[2]​ამ პაციენტებს უფრო მეტად აქვთ ღვიძლის სოკოვანი აბსცესის განვითარების ალბათობა, ვიდრე ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე ადამიანებს.

მუცლის გამჭოლი ტრავმა

ინტრააბდომინალური ინფექციის შესაძლო წყარომ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის აბსცესი.

ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეატიტი, აპენდიციტი, დივერტიკულიტი ან პერიტონიტი

კარის ვენას სისხლი მოაქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაღვლის ბუშტიდან და პანკრეასიდან. ამ მდგომარეობებით განპირობებულმა პილეფლებიტმა (კარის ვენის ანთება) შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის პიოგენური აბსცესი.

ბაქტერიემია, ენდოკარდიტი ან სხვა ინტრავასკულური ინფექცია

ღვიძლის აბსცესის იშვიათი გამომწვევი მიზეზი.

ცუდი თანკბილვა

სტომატოლოგიური ინფექცია და პირის ღრუს აბსცესი შეიძლება იყოს ინფექციის საწყისი წყარო, რომელიც შემდგომში იწვევს ღვიძლის აბსცესს.[25][26]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას