ეპიდემიოლოგია

ღვიძლის აბსცესი იშვიათი დაავადებაა. წლიური ინციდენტობა არის დაახლოებით 3.6 შემთხვევა 100,000 ადამიანზე აშშ-ში და გაერთიანებულ სამეფოში​​ და მერყეობს 8-დან 20 შემთხვევამდე 100,000 ჰოსპიტალიზირებულზე.[4][6]​​​[7][8]​ღვიძლის აბსცესის წლიური ინსიდენსი შეიძლება იყოს უფრო მაღალი აზიაში (მაგ. ტაივანში დაახლოებით 15 შემთხვევა 100,000 ადამიანზე / წელიწადში).[9][10]​ამებური ინფექციების უმეტესი შემთხვევები გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში.[11] განვითარებულ ქვეყნებში ამებიაზი ( და შემდგომ ღვიძლის ამებური აბსცესი ყველაზე ხშირად ნანახია ენდემური ქვეყნებიდან იმიგრანტებსა და მოგზაურებში.[2][12][13]​​​​

ღვიძლის აბსცესის ინციდენტობა ასაკთან ერთად იზრდება და უმნიშვნელოდ ხშირია კაცებში ქალებთან შედარებით.[3]​​[4][6][9][14] ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ღვიძლის აბსცესის ინციდენტობა იზრდება, მაშინ როცა სიკვდილობა დასტაბილურდა ან მცირდება.[6][9][14] გაზრდილი ინციდენტობა შესაძლოა განპირობებული იყოს წარსულთან შედარებით უფრო სენსიტიური დიაგნოსტიკური ტესტების ხელმისაწვდომობით (მაგ. კტ სკანირება) ან მაპროვოცირებელი მდგომარეობების გაზრდილი პრევალენტობით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას