დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
თირკმლის ქრონიკული დაავადება
ანამნეზი
ანამნეზში ფონური დაავადების არსებობა, როგორც წესი დიაბეტის და/ან ჰიპერტენზიის შედეგად; შესაძლო მგლურა ან ვასკულიტი; ანამნეზში ტკივილი და დისკომფორტი მუცელში
გასინჯვა
სიფერმკრთალე, კანის სიმშრალე, ქავილი, მეხსიერების ცვლილებები, წონის კლება ან წონის მატება (შეშუპების შემთხვევაში), ასევე თირკმლის უკმარისობის ფონური მიზეზის შესაბამისი ნიშნები
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
დიაბეტური კეტოაციდოზი/ჰიპეროსმოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა
ანამნეზი
ანამნეზში შემდეგი მდგომარეობების არსებობა: დიაბეტი წყვეტილი ავადმყოფობით, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ბოლო დროს, არასათანადო დამყოლობა ინსულინოთერაპიისადმი, პოლიურია, დაღლილობა, წონის კლება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება
გასინჯვა
სიცხე, ტაქიკარდია, კანის არასათანადო ტურგორი, ორთოსტატული ჰიპოტენზია, მუცლის მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- შრატში კალიუმი:
მოამტებულია
მეტი - სისხლის გლუკოზა:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
კალიუმის უჯრედული მიმოცვლის (შესვლა ან გადინება) მედიკამენტური ცვლილება
ანამნეზი
ანამნეზში ექსპოზიცია მანიტოლთან (ტიპურ შემთხვევაში პაციენტი, რომელსაც თავის ტვინის დაზიანება აღენიშნა ან კრანიოტომია ჩაუტარდა), სუქსამეთონიუმთან (სუქსინილქოლინი); არგინინ ჰიდროქლორიდთან; ბეტა-ბლოკერთან ან დიგოქსინთან (დიგოქსინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, დაღლილობა, კონფუზია, გულისრევა/ღებინება, მხედველობის ცვლილება- ყვითელი/მწვანე ფერები)
გასინჯვა
შეიძლება გამოვლინდეს თანმდევი დაავადებების ნიშნები
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- შრატში დიგოქსინის დონე (დიგოქსინით ინტოქსიკაცია):
როგორც წესი 3.84 ნანომოლი/ლ (>3 ნანოგრამი/მლ)
მეტი
კალიუმის მიღება ფონური თირკმლის დისფუნქციისას
ანამნეზი
ანამნეზში პერორალური ან ინტრავენური კალიუმის მიღება; შეიძლება იყოს რეცეპტით გაცემული, ჰოსპიტალიზაციის პერიოდში მიღებული ან ურეცეპტო მედიკამენტი (60 მმოლ [60 მ.ექვ] კალიუმის ქლორიდი/ერთი ჩაის კოვზი)
გასინჯვა
არასპეციფიკური ნიშნები, კუნთის სისუსტე, ნაწლავური ხმიანობის დაქვეითება
პირველი გამოკვლევა
- შრატში კალიუმი:
მოამტებულია
- კრეატინინის დონე შრატში:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
კალიუმის შარდში ექსკრეციის დაქვეითება მედიკამენტის ფონზე
ანამნეზი
ანამნეზში გამომწვევი მედიკამენტის მიღება, როგორიცაა კალიუმშემნახველი შარდმდენები (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, კანრენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), ტრიმეტოპრიმი, პენტამიდინი, ჰეპატინი, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორი ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი
გასინჯვა
შეიძლება გამოვლინდეს თანმდევი დაავადებების ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- შრატში კალიუმი:
მოამტებულია
- გამომწვევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტის კვლევა:
ჰიპერკალიემია აღმოიფხვრება
- კრეატინინის დონე შრატში:
მოამტებულია
მეტი
იშვიათია
თირკმლის მწვავე დაზიანება
ანამნეზი
ანამნეზში ნეფროტოქსიკურ აგენტებთან ექსპოზიცია, ტრავმა ან მუდმივად დაბალი არტერიული წნევა
გასინჯვა
შესაძლოა იყოს როგორც არასპეციფიკური ნიშნები, ასევე ჰიპოტენზია, მულტისისტემური უკმარისობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება და კუნთების ტრავმული დაზიანება
სხვა გამოკვლევები
თირკმლის მილაკების აციდოზი
მეტაბოლური აციდოზი
ანამნეზი
შესაძლოა ანამნეზში იყოს: თირკმლის დაავადება, გაუკონტროლებელი დიაბეტი, ასევე ჰიპოალდოსტერონიზმის, ჰიპერპარათიროიდიზმისა, ინფექციის სხვა მიზეზები
გასინჯვა
რიგ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპოტენზია ან ფონური დაავადების მახასიათებლები
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია
ანამნეზი
ანამნეზში შემდეგი მდგომარეობების არსებობა: გენეტიკური წინასწარგანწყობა, არასათანადო კვება, ზრდაში ჩამორჩენა, ღებინება, ნაადრევი მომწიფება, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, უნაყოფობა, მამაკაცისთვის დამახასიათებელი თმის ცვენის ფორმა, დაბალი სხეული, პოლიცისტური საკვერცხეები, ჰირსუტიზმი და მძიმე ცისტური აკნე; პაციენტს შესაძლოა დაწყებული ჰქონდეს კორტიკოსტეროიდებისა და მინერალოკორტიკოიდების მიღება
გასინჯვა
ორმაგი გენიტალიები, წონის კლება, ჰიპოტენზია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- გენეტიკური ანალიზი:
მუტაცია და ავტოსომურ რეცესიული-მემკვიდრეობის ფორმა
მეტი
ადისონის დაავადება
ანამნეზი
სიმპტომების გამოვლინება ნელი და არასპეციფიკურია; სიმპტომებია: ცვლილებები კანზე, კუნთების პროგრესირებადი სისუსტე, მარილის ინტენსიური მოთხოვნილება, დაღლილობა, უმადობა, წონის კლება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ორთოსტატული თავბრუსხვევა, ლიბიდოს დაქვეითება, ამენორეა, დეპრესია
გასინჯვა
კანის პიგმენტაციის გაძლიერება, ეპიზოდური ვიტილიგო, ჰიპოტენზია (ბაზისური ან პოზიციური), იღლიის ან საზარდულის თმის გაცვენა
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
ფსევდოჰიპოალდოსტერონიზმი
ანამნეზი
ოჯახის ანამნეზში ფსევდოჰიპოალდოსტერონიზმი
გასინჯვა
ტიპი 1: ჰიპოტენზია და სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები (კანის ტურგორის დაქვეითება, ოლიგურია); ტიპი 2: ჰიპერტენზია და სითხის მოცულობის მატების ნიშნები (მაგ. ედემა)
პირველი გამოკვლევა
- სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერქლორული მეტაბოლური აციდოზი
- კრეატინინის დონე შრატში:
ნორმის ფარგლებში
სხვა გამოკვლევები
- შარდში ნატრიუმი:
მომატებულია 1-ლი ტიპის დროს
- პლაზმაში ალდოსტერონი და რენინი:
ტიპი 1: მომატებულია; ტიპი 2 : დაბალი ან ნორმაშია
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ტიპი 1: შეიძლება გამოვლინდეს ნეფროკალცინოზი; ტიპი 2: შეიძლება გამოვლინდეს ნეფროლითიაზი
ჰიპერკალიემიური პერიოდული პარალიზი
ანამნეზი
როდესაც ოჯახის ანამნეზში აღინიშნება კუნთების ხანგამოშვებითი სისუსტე; ანამნეზში შიმშილი, სიცივესთან ექსპოზიცია, ეთანოლის მოხმარება, კალიუმის მიღება და/ან კალიუმით მდიდარი საკვები რაციონი.
გასინჯვა
ეპიზოდებს შორის გასინჯვით მიღებული მონაცემები ნორმაშია, გარდა ქრონიკული შეტევების შემთხვევისა; შეტევის დროს კუნთის რეფლექსი შეიძლება გაქრეს და აღინიშნოს სისუსტე/გაშეშება მხრებსა და თეძოებში, რომელიც ხელებსა და ფეხებზე მეტადაა გამოხატული; ნიშნები, როგორც წესი, < 24 საათის განმავლობაში ვლინდება
პირველი გამოკვლევა
- შრატში კალიუმი:
ნორმაშია ან მომატებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- გენეტიკური ანალიზი:
მუტაცია ნატრიუმის არხის გენში (SCN4A)
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
ანამნეზი
ავთვისებიანი მდგომარეობის ახლახანს დასმული დიაგნოზი და ქიმიოთერაპიის დაწყება და/ან სხივური თერაპია; სიმპტომები შეესაბამება ავთვისებიან მდგომარეობას: (სოლიდური სიმსივნე, ლიმფომა ან სისხლის ელემენტების კიბო); ცხელება, წონის კლება.
გასინჯვა
ავთვისებიანი მდგომარეობის ტიპის მიხედვით, შესაძლო ნიშნებია: ლიმფადენოპათია, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, აბდომინური ორგანომეგალია, პარესთეზიები და კუნთის სისუსტე; ჰიპოკალციემიის სიმპტომები, როგორიცაა ტეტანია და დადებითი ჩვოსტეკის და ტრუსოს ნიშნები
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
რაბდომიოლიზი
ანამნეზი
ანამნეზში ბოლო დროს კუნთის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ვარჯიშთან, გულყრებთან, იშემიასთან, ტრავმასთან, მედიკამენტის დოზის გადაჭარბებასთან ან ისეთი მედიკამენტების მიღებასთან, როგორებიცაა სტატინები
გასინჯვა
კუნთების ლოკალიზებული ან დიფუზური სისავსე, მტკივნეულობა, დაბალი წნევა, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა გულყრების შემთხვევაში; კუნთების დაჭიმვა შეიძლება მიუთითებდეს კომპარტმენტ სინდრომის განვითარებაზე
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
ფსევდოჰიპერკალიემია
ანამნეზი
სისხლის აღების გართულება და/ან მუშტის-შეკვრა; ძირითადად სპეციფიკური ანამნეზი არ არსებობს
გასინჯვა
სპეციფიკური ნიშნები არ არის
პირველი გამოკვლევა
- კალიუმის დონის განსაზღვრა ერთდროულად შრატში და პლაზმაში:
შრატში კალიუმის მაჩვენებელი პლაზმის კალიუმს >0.4-ით აღემატება მმოლ/ლ-ით (>0.4 მეკვ/ლ)
მეტი - ლეიკოციტები:
>100,000 x 10⁹/ლ
- თრომბოციტების რაოდენობა:
>500,000 x 10⁹/ლ
სხვა გამოკვლევები
ურეთეროიეიუნოსტომია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას