დიფერენციული დიაგნოზები

ხშირი

თავის ქალას მოტეხულობები (ფუძის მოტეხილობის გარდა)

ანამნეზი

მაღალსიჩქარიანი, ქალაზე პირდაპირი გავლენის მქონე, სიმაღლიდან დაცემის ან ავარიებთან დაკავშირებული დაზიანებების ანამნეზი

გასინჯვა

სკალპის ჰემატომის, კრეპიტაციის, გასკდომის ან ძვლის დეფორმირების მტკიცებულება; გლაზგოს კომის სკალას ქულა და ფოკალური დაზიანება ვარირებს არესებული ქალასშიდა დაზიანების მიხედვით

პირველი გამოკვლევა
  • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

    დაადგენს ქალას მოტეხილობების უმრავლესობას ძვლის windows და არსებული დაზიანების უმრავლესობას ტვინის windows გამოყენებით; ნაკერთან შედარებით, მოტეხილობა უფრო ფართოა ცენტრში და ვიწროვდება დაბოლოებეზე 3 მმ-ზე მეტი სიგანით, ჩადის სწორხაზოვნად კუთხოვან ბრუნთან ერთად; მოტეხილობა შეიძლება იყოს ხაზოვანი ან ნამსხვრევისებრი და შეიძლება იყოს შეჭეჭყილი შიდა table-ის მეშვეობით?

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • თავის ქალას რენტგენი:

    თავის ქალას მოტეხილობა

    მეტი

ქალა ფუძის მოტეხილობა

ანამნეზი

მაღალსიჩქარიანი, თავის უკან გავლენის მქონე დაზიანების ანამნეზი; შესაძლოა აღინიშნებოდეს სუფთა სითხის ან სისხლის გადმოსვლა ცხვირიდან ან ყურებიდან, შესაძლოა გამოხატული იყოს სახის დაბუჟება, ვერტიგო ან სმენის დაზიანება

გასინჯვა

ყურის უკანა ან პერიორბიტული ეკქიმოზი, ოტორეა ან რინორეა ცერებროსპინური სითხით, ჰემოტიმპანუმი, VII და VIII კრანიული ნერვის დაზიანება

პირველი გამოკვლევა
  • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

    დაადგენს ქალას მოტეხილობათა უმრავლესობას ძვლის windows და არსებული დაზიანებების უმრავლესობას ტვინის windows გამოყენებით.

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • ცხვირიდან სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში თავზურგტვინის სითხის გამოჟონვის ტესტი, ბეტა-ტრანსფერინის გაზომვა:

    დადებითი ბეტა-ტრანსფერინი

    მეტი
  • ცხვირიდან სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში თავზურგტვინის სითხის გამოჟონვის ტესტი, გლუკოზის გაზომვა:

    დადებითი გლუკოზა

    მეტი

თავის ტვინის კონტუზია

ანამნეზი

პირდაპირი ზემოქმედების ან აჩქარება/შემცირების ანამნეზი, როგორც წესი დაცემით ან ავტომობილთან დაკავშირებული დაზიანებითაა განპირობებული; შესაძლოა ჰქონდეს ცნობიერების დაკარგვის ანამნეზი.

გასინჯვა

შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სკალპის ტრავმა; დამოკიდებულია სიმძიმის ფორმაზე; გლაზგოს კომის შკალა შესაძლოა იყოს ნორალური ან შემცირებული; მძიმე ფორმის დროს შესაძლოა ჰქონდეს ფოკალური დაზიანებები, გულყრები ან მომატებული ქალასშიდა წნევის ნიშნები.

პირველი გამოკვლევა
  • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

    ერთი ან რამდენიმე პარენქიმული დაზიანება, კონტუზია ძირითადად ნანახია შუბლისა და საფეთქლის წილებზე; დაახლოებით ნახევარია ჰემორაგიული: მკვრივი კერა, რომელიც გარშემორტყმულია ნაკლებად მკვრივი უბნით, რაც წარმოადგენს შეშუპებას; საწყის CT-ზე შესაძლოა რთული იყოს არაჰემორაგიული დაზიანებების ვიზუალიზაცია

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • თავის MRI გამოკვლევა:

    ჰემორაგიული კონტუზია ჰიპერსიმკვირივითაა წარმოდგენილი T1 გამოსახულებაზე და ჰიპოსიმკვრივით -T2 გამოსახულებაზე; არაჰემორაგიული დაზიანებები ჰიპოსიმკვრივითაა წარმოდგენილი T1 გამოსახულებაზე და ჰიპერსიმკვრივით- T2 გამოსახულებაზე

    მეტი

ინტრაცერებრალური ჰემორაგია

ანამნეზი

პირდაპირი ზემოქმედების ან სწრაფი აჩქარების /შენელების ანამნეზი, რომელიც ძირითადად განპირობებულია დაცემით ან ავარიასთან დაკავშირებული დაზიანებით. მოწმეებმა შესაძლოა აღწეროს შემთხვევა, რასაც მოჰყვება ფსიქიკური მდგომარეობის პროგრესული ცვლილება.

გასინჯვა

ხშირია სკალპის ტრავმის მტკიცებულება; შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს გულყრები ან ფოკალური ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ჰემორაგიის ადგილთან; მომატებული ქალასშიდა წნევისა და ჰერნიაციის მტკიცებულება: ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, ასიმეტრიული გუგები, ექსტენსიური ტკივილი, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, ფსკერის ჰემორაგია

პირველი გამოკვლევა
  • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

    ჰემორაგიის მკვრივი ადგილები, რომელიც გარშემორტყმულია ედემის დაბალი სიმკვრივის ადგილებით.

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • თავის MRI გამოკვლევა:

    მწვავე ჰემორაგია ჰიპერსიმკვრივითაა წარმოდგენილი T1 გამოსახულებაზე და ჰიპოსიმკვრივით -T2 გამოსახულებაზე

    მეტი

სუბდურალური სისხლჩაქცევა

ანამნეზი

პირდაპირი ზემოქმედების ან სწრაფი აჩქარების /შენელების ანამნეზი, რომელიც ძირითადად განპირობებულია დაცემით ან ავარიასთან დაკავშირებული დაზიანებით; რისკი გაზრდილია სისხლმდენი დიათეზის, ანგიკოაგულაციური წამლის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების დროს; დაცემის ანამნეზი უფრო ხშირია ცერებრული ატროფიის მქონე პაციენტებში

გასინჯვა

შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სკალპის ტრავმა; შესაძლოა განვითარდეს ფოკალური ნევროლოგიური დარღვევა, დაზიანების ზომის მიხედვით ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება; ჰემატომის ზომის გაზრდასთან ერთად შესაძლოა ჰქონდეს ქალასშიდა წნევის მატების ნიშნები

პირველი გამოკვლევა
  • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

    დამახასიათებელი ნახევარმთვარისებრი ფორმის; სისხლი არ კვეთს შუახაზს; მწვავე სისხლდენის ფონზე დაბალი და მაღალი სიმკვრივის ჰემატომა ქმნის მორევის სურათს.

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • თავის MRI გამოკვლევა:

    T-1 რეჟიმის MRI გამოჩნდება როგორც დაბალი სიმკვრივის ან იზო-ინტენსიური; T-2 რეჟიმის გამოსახულება სუბდურულ ჰემატომას გამოაჩენს როგორც მაღალი სიმკვრივის ადგილს პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, პროგრესირდება დაბალისიმკვრივისკენ შემდგომი კვირის განმავლობაში.

    მეტი

ეპიდურალური ჰემატომა

ანამნეზი

პირდაპირი გავლენის ანამნეზი, პაციენტს შესაძლოა ჰქონდა გამონათების პერიოდი და შემდგომ პროგრესირდა გლაზგოს კომის შკალის ქულის გაუარესება

გასინჯვა

როგორც წესი სკალპის ტრავმაა საფეთქლის ძვალზე; ფოკალური ნევროლოგიური დარღვევა და პროგრესული ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება

პირველი გამოკვლევა
  • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

    CT-ზე მაღალი სიმკვრივის ექსტრააქსიალური დაზიანება, გლუვი კიდეებით; ლინზის მსგავსი სურათი, ტვინის ზედაპირზე სისხლის მიწოლისას ქმნის ორმხრივ ამოზნექილ ფორმას; სისხლი არ კვეთს ნაკერების ხაზს; სხვადასხვა სიმკვრივის მორევის მსგავსი კერები მიუთითებს აქტიურ სისხლდენაზე

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • თავის MRI-ით:

    შესაძლოა დამხმარე იყოს პატარა ეპიდურული ჰემატომის ვიზუალიზაციისთვის; სიმკვრივის ნიშნები მსგავსია იმ ნიშნების, რომელიც ნანახია სუბდურული ჰემატომისას

პარკუჭებსშორისი ჰემორაგია

ანამნეზი

პირდაპირი ზემოქმედების ან სწრაფი აჩქარების /შენელების ანამნეზი, რომელიც ძირითადად განპირობებულია დაცემით ან ავარიასთან დაკავშირებული დაზიანებით; დამოკიდებულია ჰიდროცეფალიის დონეზე, პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს თავისტკივილი, ღებინება და ატაქსია ან პროგრესირდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებამდე

გასინჯვა

ნიშნები ვლინდება ობსტრუქციული ჰიდროცეფალიისა და მომატებული ქალასშიდა წნევის გამო: მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, ფსკერის ჰემორაგია, დაქვეითებული ცნობიერება; ჰერნიაციის ნიშნებია თვალის გუგას გაფართოება, ორმხრივი პტოზი, დარღვეული ზემოთ მზერა, ექსტენსიური ტკივილი და რესპირატორული დარღვევა

პირველი გამოკვლევა
  • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

    პარკუჭებს შორის სისხლი გამოჩნდება როგორც მაღალი სიმკვრივის ადგილი, ძირითადად ნანახია ლატერალურ პარკუჭებში; ხშირია სხვა დაკავშირებული პათოლოგია; შესაძლოა ინახოს ჰიდროცეფალია

    მეტი
სხვა გამოკვლევები

    ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია

    ანამნეზი

    პირდაპირი ზემოქმედების ან სწრაფი აჩქარების/შენელების ანამნეზი, შესაძლოა მოხდეს დაცემიდან გამომდინარე, მაგრამ უნდა გამოირიცხოს ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა; ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა სავარაუდოა თუ არის თავის ძლიერი ტკივილის, მენინგიური სიმპტომების, გულისრევის უეცარი გამოვლინება; შესაძლოა იყოს მსუბუქი ფორმის მინიმალური სიმპტომებით ან მძიმე ფორმის, გაზრდილი ქალასშიდა წნევის სიმპტომებით, როგორიცაა: ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, დაქვეითებული ცნობიერება

    გასინჯვა

    შესაძლოა იყოს მსუბუქი ფორმის, მინიმალური სიმპტომებით ან მძიმე ფორმის, გაზრდილი ქალასშიდა წნევის სიმპტომებით, როგორიცაა: მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, fundal ჰემორაგია, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლლილება, დაქვეითებული ცნობიერება; ჰერნიაციის ნიშნები: გუგების გაფართოება, ორმხრივი პტოზი, დარღვეული upgaze, ექსტენსიური ტკივილი, რესპირატორული დარღვევა

    პირველი გამოკვლევა
    • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

      CT-ზე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს; ბაზილარული ცისტერნები (suprasellar და quadrigeminal ცისტერნები) უნდა შემოწმდეს ფრთხილად სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას, რომელსაც ცერებროსპინურ სითხესთან შედარებით მაღალი სიმკვრივის შეხედულება აქვს

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • CT ანგიოგრაფია:

      შესაძლოა შესრულდეს თუ სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის ტრავმული ეტიოლოგია გაურკვეველია; აგამოაჩენს შესაძლო ვასკულურ პათოლოგიებს ან აქტიური სისხლდენის ადგილებს

    • თავის MRI გამოკვლევა:

      წარმოდგენილია სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

      მეტი
    • ელექტროკარდიოგრამა:

      არასპეციფიკური, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას იშემიური ეკგ ცვლილებები მოიცავს ST სეგმენტის ელევაციას ან დეპრესიას, Tკბილის პათოლოგიურ მორფოლოგიას, გახანგრძლივებულ QTc ინტერვალსა და U კბილს.[142]

    გამჭოლი დაზიანებები

    ანამნეზი

    მაღალსიჩქარიანი გავლენა ან ყუმბარით გამოწვეული დაზიანებების ანამნეზი; სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ბუნებასა და დაზიანებული ტვინის ნაწილზე.

    გასინჯვა

    უნდა მოხდეს სკალპის დათვალიერება და დაზიანებების, კრეპიტაციის, ქალას აშკარა დეფორმაციის ან ამოშვერილი უცხო სხეულის პალპაცია; შესაძლოა იყოს ადგილობრივი ნევროლოგიური დაზიანება ან გულყრები

    პირველი გამოკვლევა
    • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

      უპირატესი ტესტი, შესაძლოა გამოავლინოს ქალასშიდა პათოლოგიის ბუნება და მოტეხილობებისა და უცხო სხეულების არსებობა ან არარსებობა

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • კტ ანგიოგრაფია:

      შესაძლოა საჭირო გახდეს შემდგომი ვასკულური დაზიანებების შეფასება

    • მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):

      უკუჩვენებაა თუ არსებობს ეჭვი, რომ მეტალის საგანი ჩარჩენილია თავის ქალაში

    დიფუზური აქსონური დაზიანება

    ანამნეზი

    თავზე პირდაპირი ზემოქმედების ან სწრაფი აჩქარების /შენელების ანამნეზი; დამოკიდებულია სიმძიმის ფორმაზე და შესაძლოა უჩიოდეს თავის ტკივილს ან ღებინებას, ან ჰქონდეს გლაზგოს კომის შკალის სწრაფი გაუარესება და კომა

    გასინჯვა

    დიფუზური აქსონური დაზიანების მქონე პაციენტები წარმოდგენილია ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებით ან კომით; კლასიკურად მათ გასინჯვისას აქვთ ნიშნები,რომელიც შესაბამისობაში არაა CT-ის ნიშნებთან

    პირველი გამოკვლევა
    • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

      თავდაპირველად ნორმალურია დიფუზური აქსონური დაზიანების მქონე პაციენტთა ნახევარში; უნდა ეძებოთ ედემა და პეტექიური ჰემორაგია რუხი/თეთრი ნივთიერებების კავშირთან, კორძიან სხეულსა და ტვინის ღეროში

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):

      რეკომენდებულია, როდესაც CT ვერ ხსნის პაციენტის სიმპტომებს; მეტად სენსიტიურია მიკროჰემორაგიებისა და ედემისთვის.

    თავის ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანება

    ანამნეზი

    ანამნეზში ბლაგვი ტრავმა ან აჩქარებული/შენელებული ძალების მოქმედება; შესაძლოა გამოიწვიოს კონფუზია, დეზორიენტაცია ან ცნობიერების დარღვევა, დაზიანების დროს მეხსიერების დისფუნქცია, ცნობიერების დაკარგვა 30 წუთის ან ნაკლები დროის განმავლობაში, პოსტტრავმული ამნეზია 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში; შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიური ან ნეიროფსიქოლოგიური ნიშნები, როგორიცაა ტრავმის შემდეგ მყისიერად განვითარებული გულყრები;​​სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, დაღლილობას, ადვილად გაღიზიანებადობას და ცუდ კონცენტრაციას (ჩვეულებრივ, მას უწოდებენ "პოსტკონტუზიურ სიმპტომებს")

    გასინჯვა

    სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანებიდან 30 წუთის შემდეგ გლაზგოს კომის შკალით ქულა 13-დან-15-მდე; შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვა გარდამავალი ნევროლოგიური პათოლოგიები, როგორიცაა ფოკალური ნიშნები, გულყრა და ქალასშიდა დაზიანება, რომელიც არ საჭიროებს ოპერაციას

    პირველი გამოკვლევა
    • თავის CT (კონტრასტის გარეშე):

      როგორც წესი ნორმალურია

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • თავის MRI გამოკვლევა:

      როგორც წესი ნორმალურია

      მეტი

    ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას