მტკიცებულება

ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.

BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები

Evidence table logo

მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს. თუმცა, ეს დაზუსტებული არ არის და ახალმა მტკიცებულებებმა მომავალში შესაძლოა რეკომენდაცია შეცვალოს.


პოპულაცია: მოზრდილები მწვავე ზედა გასტროინტესტინური სისხლდენით

ინტერვენცია: ერითრომიცინი ᵃ

შედარება: პლაცებო ᵃ

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

ყველა მიზეზით სიკვდილიანობა (განმეორებითი შეფასება: 1 კვირა)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

მწვავე ზედა გასტროინტესტინური სისხლდენა (UGIH)-სთან დაკავშირებული სიკვდილობა (განმეორებითი შეფასება: 1 კვირა)

იხილეთ შენიშვნა ᵇ

ძალიან დაბალი

მძიმე არსასურველი მოვლენები (განმეორებითი შეფასება: 1 კვირა)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

მსუბუქი არასასურველი მოვლენები (განმეორებითი შეფასება: 1 კვირა)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

განმეორებითი სისხლდენა (განმეორებითი შეფასება: 1 დღე)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

სამაშველო ინვაზიური ჩარევები (განმეორებითი შეფასება: არ არის აღწერილი)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

სისხლის გადასხმა (განმეორებითი შეფასება: 1 დღე)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას ᶜ

დაბალი

კუჭის ლორწოვანის ვიზუალიზაცია (განმეორებითი შეფასება: 1 დღე)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

დაბალი

ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული ცხოვრების ხარისხი

-

მიმოხილვის ფარგლებში არსებული კვლევებიდან არცერთი არ აფასებდა ამ კლინიკურ შედეგს

შენიშვნა:

ᵃ იხილეთ Cochrane Clinical Answer (CCA) სხვა ჯგუფების შედარების დეტალებისთვის (მხოლოდ ერითრომიცინი ნაზოგასტრიკული მილის ამორეცხვასთან შედარებით და ერითრომიცინი კომბინირებული ნაზოგასტრიკული მილის ამორეცხვასთან შედარებით პლაცებოსთან შედარებით პლუს ნაზოგასტრიკული მილის ამორეცხვა).

ᵃ სამი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევიდან (255 ადამიანის მონაწილეობით) არც ერთ მკურნალობის ჯგუფში არ დაფიქისრებულა სიკვდილი.

ᶜ CCA-მ მიუთითებს, რომ ერითრომიცინმა პლაცებოსთან შედარებით შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გადასხმის საჭიროების უმნიშვნელო შემცირება (ერთი ერთეულის ნაცვლად სამი მეხუთედი ერთეული).

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

    ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


    მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს. თუმცა, ეს დაზუსტებული არ არის და ახალმა მტკიცებულებებმა მომავალში შესაძლოა რეკომენდაცია შეცვალოს.


    პოპულაცია: მოზრდილები, რომლებსაც აღენიშნებათ ზედა კუჭ-ნაწლავის სისხლდენის კლინიკური ნიშნები ენდოსკოპიური დიაგნოზის დაწყებამდე

    ინტერვენცია: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI)

    შედარება: ანტაგონისტები, პლაცებო, ან მკურნალობის არ ჩატარება)

    შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

    სიკვდილიანობა 30 დღის განმავლობაში

    სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

    დაბალი

    განმეორებითი სისხლდენა 30 დღის განმავლობაში

    სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

    დაბალი

    ქირურგიული 30 დღის განმავლობაში

    სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

    დაბალი

    ჩართული პირები, რომლებიც საჭიროებენ სისხლის გადასხმას

    სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

    ძალიან დაბალი

    მონაწილეთა პროპორცია ბოლოდროინდელი სისხლდენის ნიშნებით პირველადი ენდოსკოპიის დროს 30 დღის განმავლობაში

    სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

    დაბალი

    ენდოსკოპიური ჰემოსტატიკური მკურნალობა პირველადი ენდოსკოპიის დროს

    უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

    ზომიერი

    გვერდითი მოვლენები

    იხილეთ შენიშვნა ᵃ

    GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

    შენიშვნა:

    კოქრეინის მიმოხილვა, რომელიც კოქრეინის ამ კლინიკური პასუხს (CCA) უდევს საფუძვლად, მიუთითებს, რომ სიკვდილობის და ხელახალი სისხლდენის შედეგებმა უნდა განაპირობოს კლინიკური გადაწყვეტილებები და გაიდლაინების რეკომენდაციები. რადგან ამ შედეგების რეზულტატები ამ მიმოხილვაში არ არის დამაჯერებელი, შეუძლებელია რაიმე ნათელი დასკვნის გაკეთება ამ პრაქიკაზე.

    ვინაიდან ენდოსკოპიამდე PPI-ების დაწყების სარგებელი შემოიფარგლება პირველადი ენდოსკოპიის დროს ენდოსკოპიური ჰემოსტატიკური მკურნალობის საჭიროების შემცირებით, კოქრეინის მიმოხილვა აღნიშნავს, რომ გარკვეული ფაქტორები (მაგ., დაგვიანებული ენდოსკოპია ან თუ ენდოსკოპიური ჰემოსტაზის ოპერატორის უნარები შეზღუდულია) გავლენას მოახდენს იმაზე გამართლებულია თუ არა PPI მკურნალობა ენდოსკოპიის დაწყებამდე.

    კოქრეინის მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ბალანსი სარგებლისა და ზაინს შორის, პაციენტის ღირებულებები და მოლოდინები, ხელმისაწვდომობა, ხარჯ-ეფექტურობია, მიზანშეწონილობა, მისაღებობა და სხვა ფაქტორები რომლებიც ამ მიმოხილვის საგანს არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებაში და უნდა იყოს გათვალისწინებული.

    ᵃ შედეგები ნარატიულია. ხუთმა რანდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (2352 მონაწილე) აჩვენა გვერდითი მოვლენები. მოხსენებული გვერდითი მოვლენები მოიცავდა დაღლილობას, დიარეას, თავბრუსხვევას, გულისრევას და ყაბზობას. მცირე განსხვავება იყო ჯგუფებს შორის.

    მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

      კოქრეინის კლინიკური პასუხები

      Cochrane library logo

      კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.

      ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას