ეტიოლოგია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სისხლდენის მქონე პაციენტები ტიპიურად 2 ჯგუფად იყოფა: ვარიკოზული დაზიანებების მქონე (როგორც საყლაპავის, ასევე კუჭის დაზიანებები) და არავარიკოზული დაზიანებების მქონე (უხშირესად პეპტიკური წყლულები) პაციენტები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: საშუალო-მძიმე ეზოფაგიტი მრავლობითი ხაზოვანი, სუფთა ფსკერის მქონე ეზოფაგური წყლულებითFrom the collection of Douglas G. Adler, MD [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კუჭის მცირე სიმრუდის გასწვრივ დიდი ზომის წყლული ხილული სისხლძარღვით ფსკერზე (ისარი)From the collection of Douglas G. Adler, MD [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კუჭის დიდი ზომის წყლული ასევე დიდი ზომის ამობურცული, ხილულ სისხლძარღვთან ერთადFrom the collection of Douglas G. Adler, MD [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: საყლაპავის ვენების მეორე სტადიის ვარიკოზული გაგანიერება პორტული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტშიFrom the collection of Douglas G. Adler, MD [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წყლული საყლაპავის შუა ნაწილში ხილულ სისხლძარღვთან ერთადFrom the collection of Douglas G. Adler, MD [Citation ends].
UGIB-ს ყველაზე ხშირი ეტიოლოგიებია:[6][7]
პეპტიკური წყლული (26% to 36%)
გასტრიტი/ეროზიები (16%-22%)
ეზოფაგიტი (17% - 24%)
მიზეზი ვერ დადგინდა (12% - 17%)
ეროზიული დუოდენიტი (9% - 13%)
ვარიკოზი (8% - 11%)
პორტალური ჰიპერტენზიული გასტროპათია (4.0% - 4.5%)
მელორი-ვეისის სინდრომი (3.0% - 4.3%)
ავთვისებიანი მდგომარეობები (3.0% - 3.7%)
სხვა: მათშორის სისხლძარღვოვანი ექტაზიები და ჰემობილია (2.6)
ზედა გასტროინტესტინური სისხლდენა ავთვისებიანი დაზიანებებიდან, როგორც წესი, დაბალი მოცულობისა და ქრონიკული ხასიათისაა. ასეთ დროს იშვიათია მწვავე სისხლდენის განვითარება.
აგრეთვე უდნა აღინიშნოს, რომ ვარიკოზული ეტიოლოგია არ უნდა გამოირიცხოს პედიატრიულ პაციენტებში; პორტულ ჰიპერტენზიას ალკოჰოლური ციროზის გარდა სხვა ვასკულური დაავადებებიც იწვევს.
პაციენტთა უმეტესობაში სისხლდენის მიზეზის დადგენა შესაძლებელია ანამნეზის სათანდო შეგროვებითა და პაციენტის გასინჯვით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას