ეტიოლოგია

ასციტის ყველაზე ხშირი მიზეზია ციროზი, რომლის შემდეგაც სიხშირით გულის შეგუბებითი უკმარისობა და ავთვისებიანი ასციტი მოდის. ეტიოლოგიები შეიძლება დაჯგუფდეს ორ ძირითად კატეგორიად.

ასციტის გამომწვევი არაპერიტონეალური დაავადებები უფრო ხშირია და მოიცავს ჩამოთვლილ მდგომარეობებს: პორტული ჰიპრტენზიის გამომწვევი მდგომარეობები:

  • მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ პორტულ ჰიპერტენზიას: ციროზი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ფულმინანტური ჰეპატიტი (მაგ. პარაცეტამოლით მოწამვლისას), ქვემწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება, ღვიძლის მასობრივი მეტასტაზები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კონსტრიქციული პერიკარდიტი და ბად-ქიარის სინდრომი.

  • ჰიპოალბუმინემიის გამომწვევი მდგომარეობები: ნეფროტული სინდრომი, ცილის კარგვით მიმდინარე ენტეროპათია

  • სხვა მდგომარეოები: მიქსედემა, საკვერცხის სიმსივნეები (კიბო, კეთილთვისებიანი სიმსივნეები და საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი), პანკრეასით გამოწვეული ასციტი, ლიმფური ასციტი და ბილიური ასციტი, ასევე შარდ-სასქესო ქირურგიული ტრავმა.

პერიტონეუმის დაავადებები, რომლებიც იწვევენ ასციტს:

  • პერიტონეუმის მეზოთელიომა, პერიტონეუმის კარცინომატოზი და საკვერცხის კიბო ინფექციურ პერიტონიტს:[5]

  • ინფექციური პერიტონიტი: ტუბერკულოზი, Chlamydia trachomatis, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციები (Candida albicans, Histoplasma capsulatum, Coccidioides immitis, Cryptococcus neoformans, Schistosoma mansoni, Strongyloides stercoralis, Entamoeba histolytica) პირველადი პერიტონიტი გამოწვეულია ინფექციის გავრცელებით სისხლიდან და ლიმფური კვანძებიდან პერიტონიუმზე და წარმოადგენს იშვიათობას.[6] მეორეული პერიტონიტი (ინფექცია გასტროინტესტინური ან ბილიური ტრაქტიდან) უფრო ხშირია

  • სხვა პერიტონეალურ დაავადებებს: სისტემური წითელი მგლურა.

ასციტის მქონე პაციენტთა დაახლოებით 5%-ს აღენიშნება ასციტის გამომწვევი 2 ან მეტი მიზეზი (შერეული ასციტი).[7] როგორც წესი, ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ ციროზი და ასციტის გამომწვევი კიდევ 1 მიზეზი, როგორიცაა პერიტონეული კარცინომატოზი. გაურკვეველი წარმოშობის ასციტის მქონე ბევრ პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ნატრიუმისა და წყლის შეკავების გამომწვევი 1-ზე მეტი ფაქტორი (გულის უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი), რაც კუმულაციური ეფექტით განაპირობებს სითხის სიჭარბესა და ასციტს.

პორტული ჰიპერტენზია

შრატიდან ასციტურ სითხეში ალბუმინის გრადიენტია (SAAG) ≥11 გ/ლ (≥1.1 გ/დეცილიტრზე). ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ციროზით გამოწვეული პორტული ჰიპერტენზია. გლობალურად ციროზის ხშირი მიზეზებია ქრონიკული B და C ჰეპატიტი, ალკოჰოლური დაავადება, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი.[2][8][9][10]​​სხვა ხშირი მიზეზებია აუტოიმუნური და ღვიძლის მეტაბოლური დაავადებები. ღვიძლის არაციროზული დაავადებები (ალკოჰოლური ჰეპატიტი, ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა ან ღვიძლის მასობრივი მეტასტაზი) აგრეთვე იწვევენ პორტულ ჰიპერტენზიას.

პორტული ჰიპერტენზიის გამომწვევი არაღვიძლისმიერი მიზეზების შედეგად აგრეთვე შესაძლებელია ასციტის განვითარება. ასეთებია გულის შეგუბებითი უკმარისობა (ყველაზე ხშირი) და კონსტრიქციული პერიკარდიტი. ასციტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს სამკარიანი სარქვლის მძიმე რეგურგიტაციის შედეგად, რომელსაც ახლავს გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა.

ასციტის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც არ უკავშირდება პორტულ ჰიპერტენზიას

შრატში ასციტის ალბუმინის გრადიენტი არის <11 გ/ლ (<1.1 გ/დლ). ასციტის პორტულ ჰიპერტენზიასთან დაუკავშირებელი მიზეზებია ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები, აგრეთვე ქლამიდიას ინფექცია, ტუბერკულოზი და აივ ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერიტონიტი. პერიტონეუმის კარცინომატოზი, ნეფროზული სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა და მიქსედემა აგრეთვე იწვევს ასციტს. ამასთან ერთად, ქირურგიული ჩარევა ან ლიმფური სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის ტრავმა ასევე იწვევს ასციტის ჩამოყალიბებას. იშვიათ მიზეზებში შედის: პანკრეასული, სანაღვლე ან ქილოზური ასციტი და საკვერცხის სიმსივნეები (კარცინომა, კეთილთვისებიანი სიმსივნეები და საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას