ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: მდედრობითი სქესი, ასაკი 20-40 წ, ექსპოზიცია გარკვეულ მედიკამენტებზე, სარკოიდოზი და ინფექციები.
კვანძები წვივებზე
სწრაფი გამოვლინების, წითელი, მტკივნეული კანქვეშა შეშუპებები ფეხებზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემა პაციენტის წვივებზეFrom the collection of Dr Om P. Sharma; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემა პაციენტის ფეხზეFrom the collection of Henry W. Lim, MD, Dept of Dermatology, Henry Ford Health System, Detroit, MI; used with permission [Citation ends].
უვეიტი, შეწითლებული თვალები, ბადურის კვანძები ან ცვილისმაგვარი ნიშანი
ვლინდება სარკოიდოზის დროს. ცვილისმაგვარი ნიშანი გამოიხატება ცვილისმაგვარი დეპოზიტებით ბადურის ვენების კიდეებზე.
კვანძები კანის სხვა ნაწილებზე
დაზიანებები უფრო იშვიათია წვივებისგან განსხვავებულ ადგილებზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემა პაციენტის მკლავებსა და ხელებზეCDC Public Health Image Library [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემის დაზიანებების ზურგის კანზე განპირობეულია Coccidioides immitis ანტიგენებზე ჰიპერმგრძნობელობითCDC Public Health Image Library [Citation ends].
იშვიათი
კანის ანესთეზიური დაზიანებები
კანის ამოწეული დაზიანებები, რომლებიც, როგორც წესი, ფერმკრთალი ან ოდნავ წითელია, მშრალი, უბეწვო და შეხებისას დაბუჟებულია. შეიძლება მიუთითებდეს კეთრზე.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
სახსრების ტკივილი
სახსრების გენერალიზებული ტკივილი ერითემით და შეშუპებით შეიძლება შეგვხვდეს კვანძოვანი ერითემის დროს; შეიძლება ასევე მიუთითებდეს ფონურ რევმატოლოგიურ დაავადებაზე.
ცხელება
ცხელება და ხველა ხშირია ბაქტერიული და ვირუსული პნევმონიის დროს.
იშვიათი
დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ჰემატოქეზია
გასტროინტესტინური სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს ნაწლავების ანთებით, ბეხეტის ფონურ დაავადებაზე ან ფონურ იერსენიულ კოლიტზე.
გადიდებული ელენთა
შეიძლება მიუთითებდეს ჰისტოპლაზმოზზე, ბრუცელოზზე, ბაქტერიულ ენდოკარდიტზე ან სარკოიდოზზე.
მილიური კვანძები ბადურაზეა
ვლინდება ბრუცელოზისა და ტუბერკულოზის დროს.
რისკფაქტორები
ძლიერი
სტრეპტოკოკული ინფექცია
სარკოიდოზი
კვანძოვანი ერითემა შეიძლება იყოს სარკოიდოზის პირველი ნიშანი.[18]
გვხვდება ორმხრივი ჰილარული ლიმფადენოპათია; ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ევროპაში.
ტუბერკულოზი
სხვადასხვა რისკფაქტორები, მათ შორის ექსპოზიცია, ინსტიტუციონალიზაცია (აშშ-ში), თანმხლები აივ ინფექცია.
განვითრებად ქვეყნებში ყველაზე ხშირი გამომწვევია ტუბერკულოზი.
კოქციდიოიდომიკოზი
აშშ-ის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში წამყვანი მიზეზი კოკსიდიოიდომიკოზია.[11][12]
ხშირია კალიფორნიის სან ხუაკინის რეგიონში და როცა პაციენტის ანამნეზში უდაბნოში მოგზაურობის ან გათხრების ფაქტები გვხვდება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემის დაზიანებების ზურგის კანზე განპირობეულია Coccidioides immitis ანტიგენებზე ჰიპერმგრძნობელობითCDC Public Health Image Library [Citation ends].
ჰისტოპლაზმოზი
კვანძოვანი ერითემა არის ჰისტოპლაზმოზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება კანზე, რომელიც, მეტწილად, სამხრეთ და შუა-დასავლეთ აშშ-ში, მისისიპის ხეობაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთი ამერიკის ნაწილებში გვხვდება.[10]
ბლასტომიკოზი
ენდემური რეგიონებია მისისიპის და ოჰაიოს მდინარის ხეობები; ასევე ენდემურია შუა-დასავლეთ აშშ-ში, კანადის რეგიონებში, წმ. ლოურენსის მდინარის გასწვრივ და დიდ ტბებთან. აღწერილია აფრიკაშიც.
კვანძოვანი ერითემა იშვიათია ბლასტომიკოზის დროს, მაგრამ შეიძლება იყოს მიზეზი ამ რეგიონებში.[13]
ბეჰჩეტის დაავადება
პერორალური კონტრაცეპტივები
ნაკლებად ხშირი მიზეზია მას შემდეგ, რაც ჰორმონის კონცენტრაცია აღნიშნულ პრეპარატებში შემცირდა.
კეთრი
უფრო ხშირია ტროპიკულ ქვეყნებში და ინდოეთში.
სუსტი
ბრუცელოზი
უფრო ხშირია ახლო აღმოსავლეთში, ტროპიკულ ქვეყნებში, მერძევეებსა და ფერმერებში.
კვანძოვანი ერითემის მსგავსი დაზიანებები ყველაზე ხშირად გვხვდება ბრუცელოზის კანის დაზიანებების დროს.[17]
სულფონამიდები
იშვიათი მიზეზია.
მედიკამენტები, როგორიცაა სულფონამიდები, ბრომიდები და პერორალური კონტრაცეპტივები, კვანძოვანი ერითემის მიზეზია პაციენტების 3-5%-ში.[3]
იოდიდები და ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
შეიძლება ასოცირებული იყოს დაზიანებებთან.
ფსიტაკოზი
როგორც წესი, ასოცირებულია ჩიტებთან.
ნაწლავთა ანთებითი დაავადება
კვანძოვანი ერითემა ნაწლავის ანთებითი დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კანზე.[19][20][Figure caption and citation for the preceding image starts]: ცალკეული კვანძოვანი ერითემა, რომელიც ცელულიტს გავს, ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ნაწლავის ანთებით დაავადებასთან, წყლულოვან კოლიტთან და კრონის დაავადებასთან (პაციენტების 4-6%, მეტწილად ქალები 10-30 წლის ასაკში)From the collection of Dr Daniela Kroshinsky, MD, MPH; used with permission [Citation ends].
ორსულობა
გამომწვევი მიზეზია პაციენტების 2-6%-ში.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას