ეტიოლოგია
კვანძოვანი ერითემა შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი იმუნოლოგიური ფაქტორით. მნიშვნელოვანი ფაქტორებია პაციენტის გეოგრაფიული მდებარეობა და მოგზაურობის ანამნეზი.
განვითრებად ქვეყნებში ყველაზე ხშირი გამომწვევია ტუბერკულოზი. სტრეპტოკოკური ინფექცია, ბეჰჩეტის დაავადება, სისტემური მიკოზები, მედიკამენტები, ავთვისებიანი დაავადებები და კოკსიდიოდომიკოზი შეიძლება იყვნენ პოტენციური გამომწვევები.[3]
მიუხედავად იმისა, რომ კვანძოვანი ერითემის შემთხვევათა უმრავლესობა იდიოპათიურია, ამჟამად ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი გამომწვევი მიზეზი არის სტრეპტოკოკური ინექცია.[3][4][5] სხვა ხშირი ბაქტერიული ინფექციებია Salmonella enteritidis, Salmonella typhimurium, Campylobacter jejuni, Yersinia enterocolitica, Mycoplasma და Bartonella.[6][7]
ბეჰჩეტის დაავადების დროს, გამოვლინებები კანზე, მათ შორის კვანძოვანი ერითემა, გვხვდება პაციენტთა 40-90%-ში.[8] ბეჰჩეტის დაავადება მნიშვნელოვანი ფაქტორია ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა რეგიონში და აღმოსავლეთ აზიაში.[9]
კვანძოვანი ერითემა არის ჰისტოპლაზმოზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება კანზე, რომელიც, მეტწილად, სამხრეთ და შუა-დასავლეთ აშშ-ში, მისისიპის ხეობაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთი ამერიკის ნაწილებში გვხვდება.[10] აშშ-ის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში წამყვანი მიზეზი კოკსიდიოიდომიკოზია.[11][12] კვანზოვანი ერითემა იშვიათია ბლასტომიკოზის დროს, თუმცე შეიძლება იყოს გამომწვევი მისისიპის და ოჰაიოს მდინარეის ხეობებში, შუა-დასავლეთ აშშ-ში და კანადის რეგიონებში.[13]
მედიკამენტები, როგორიცაა სულფონამიდები, ბრომიდები და პერორალური კონტრაცეპტივები, კვანძოვანი ერითემის მიზეზია პაციენტების 3-5%-ში.[3] კვანძოვანი ერითემის განვითარებასთან დაკავშირებულია ჩამოთვლილი ვაქცინები: ტეტანუსი, დიფტერია, აცელულარული ყივანახველა, BCG, B ჰეპატიტი, ადამიანის პაპილომავირუსი, მალარია, ცოფი, ყვავილი, მუცლის ტიფი და ხოლერა[14] პაციენტებს ყოველთვის უნდა კითხოთ ბოლო დროს მიღებული მედიკამენტების ან ვაქცინების შესახებ.
ფონური ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი აუხსნელი, მორეციდივე ან მკურნალობის მიმართ რეზისტენტული და ზოგადი სიმპტომების შემთხვევებზე. ჰემატოლოგიური ავთვისებიანი მდგომარეობები, როგორიცაა ლეიკემია და ლიმფომა, ყველაზე ხშირია კვანძოვანი ერითემის ფონზე.[3][15][16] სხივურმა თერაპიამ შეიძლება ხელი შეუწყოს კვანძოვანი ერითემის განვითარებას.[3]
კვანძოვანი ერითემის მსგავსი კანის დაზიანებები ხშირად გვხვდება ბრუცელოზის დროს, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება რძის მწარმოებელ ფერმერებში მომუშავე პირებსა და ფერმერებში.[17]
კვანძოვანი ერითემა შეიძლება იყოს სარკოიდოზის პირველი ნიშანი.[18] ყველაზე ხშირად ვლინდება ჩრდილოეთ ევროპაში.
ორსულობა იწვევს კვანძოვან ერითემას პაციენტების 2-6%-ში.[3]
კვანძოვანი ერითემა ნაწლავის ანთებითი დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კანზე.[19][20]
პათოფიზიოლოგია
მიუხედავად გამომწვევი მიზეზისა, დაზიანებები მაკრო და მიკროსკოპულად იდენტურია, რაც პათოგენეზის საერთო, თუმცა უცნობ გზაზე მიუთითებს. კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღინიშნება შრატის მაკროფაგების აქტივაცია და იმუნური კომპლექსების დეპონირება. დაზიანებების გამოვლენა პირველადი უჯრედული რეაქციის მეორეული ეფექტი შეიძლება იყოს. ტუბერკულოზისა და კოქციდიოიდომიკოზის მქონე პაციენტებს აღნიშნული დაზიანებები არ უვითარდებათ მანამ, სანამ კანის ტესტი დადებითი გახდება. სარკოიდოზის შემთხვევაში დაზიანებები ასოცირებულია HLA-DRB1*0301 და HLA-DQB1*0201 ალელებთან.[21]
კლასიფიკაცია
კვანძოვანი ერითემის ტიპები
შემთხვევათა 60% იდიოპათიურია.
მეორეული დაავადება
ბაქტერიული
სტრეპტოკოკული ინფექცია
ტუბერკულოზი
ჰანსენის დაავადება (კეთრი)
ტულარემია
Yersinia enterocolitica
მიკოპლაზმური პნევმონია
ლეპტოსპიროზი
ბრუცელოზი
სოკოვანი ინფექცია
კოკციდიოიდომიკოზი
ჰისტოპლაზმოზი
ბლასტომიკოზი
დერმატოფიტოზი.
ვირუსული და ქლამიდიური აგენტები
ფსიტაკოზი
ვენერიული ლიმფოგრანულომა
ინფექციური მონონუკლეოზი
კატის ნაკაწრის დაავადება
В ჰეპატიტი
პარავაქცინია.
მედიკამენტებით გამოწვეული
სულფონამიდები
პერორალური კონტრაცეპტივები
ბრომიდები და იოდიდები.
გასტროინტესტინური ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები
კრონის დაავადება
წყლულოვანი კოლიტი
ბეჰჩეტის დაავადება
ავთვისებიანი დაავადებები
ლიმფომა
ლეიკემია
პარანეოპლაზიური მოვლენა, ასოცირებულია შინაგან კარცინომასთან.
სხვადასხვა
სარკოიდოზი
უიპლის დაავადება
სვითის სინდრომი
კვანძოვანი ერითემის ვარიანტები
მიგრაციული კვანძოვანი ერითემა, ქრონიკული კვანძოვანი ერითემა და მიგრაციულიი კვანძოვანი ერითემა წარმოადგენენ აკვანძოვანი ერითემის ვარიანტებს და შეადგენენ კვანძოვანი ერითემის შემთხვევათა მცირე პროცენტულ ნაწილს.
მიგრაციული კვანძოვანი ერითემა, რომელსაც აგრეთვე ქვემწვავე მიგრაციულ კკვანძოვან პანიკულიტსაც უწოდებენ, შედგება მრავალი მცირე ზომის კვანძებისაგან, რომლებიც ცენტრისაკენ მიგრირებენ და ერთმანეთს უერთდებიან. ქრონიკული კვანძოვანი ერითემა კლინიკურად ტიპური ფორმაა, თუმცა დაზიანებები პერსისტირებს. რაც შეეხება ნოდოზურ ერითემას, ამ შემთხვევაში დაზიანებები კლინიკურად ატიპურად ვლინდება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას