შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

25 წლის სხვამხრივ ჯანმრთელი ქალი დილიდან უჩივის მსუბუქ ყელის ტკივილს, დაღლილობას, ტკივილს ორივე კოჭში და წითელ დაზიანებებს ფეხებზე. პაციენტი ამბობს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში სისუსტეს და დაღლილობას გრძნობდა, თუმცა ცხელება, შემცივნება, გულისრევა და ღამის ოფლიანობა არ ჰქონია. ანამნეზში მსუბუქი ნარკოტიკების, პერორალური კონტრაცეპტივების ან სხვა მედიკამენტების მოხმარებას არ აღნიშნავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არ უმოგზაურია. გასინჯვით ვლინდება წითელი, მტკივნეული, მკვრივი, ღრმა კვანძები ორივე წვივზე. კოჭები ოდნავ შეშუპებული, მტკივნეულია და აღნიშნავს წონის პრობლემასაც. ნორმაშია გულმკერდის, გულსისხლძარღვთა და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები. გულმკერდის რენტგენზე ვლინდება მარცხენა ქვედა წილის ინფილტრაცია. ტუბერკულინის კანის სინჯი უარყოფითია დაისვა პნევმოკოკური პნევმონიის დიაგნოზი.

შემთხვევის ანამნეზი #2

28 წლის ქალი დილიდან უჩივის თვალების გაწითლებას, ფოტოფობიას და ფეხებზე კვანძებს. იგი უარყოფს ცხელებას, შეუძლოდ ყოფნას ან სახსრების ტკივილს. პაციენტს უყვარს რძის პროდუქტები, თუმცა უარყოფს ახლო წარსულში უმი რძის ან ყველის მიღებას. პაციენტი არ იღებს მედიკამენტებს. გასინჯვით ვლინდება ორმხრივი ირიტი და გადიდებული საცრემლე ჯირკვლები. გულმკერდის და გულსისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევით აპათოლოგიაარ ვლინდება, თუმცა კანის გასინჯვისას ვლინდება მრავალი მუქი წითელი კვანძი ფეხებზე და ბარძაყების ქვედა ნაწილში. კვანძები მტკივნეული და უმოძრაოა. ტუბერკულინის ტესტი უარყოფითია, თუმცა გულმკერდის რენტგენოგრაფიით ვლინდება ორმხრივი ჰილარული ადენოპათია, რომელიც სარკოიდოზის დიაგნოზზე მიუთითებს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას