დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
კოლოიდური კვანძი
ანამნეზი
რაიმე სპეციფიური ანამნეზი არ არის დამახასიათებელი, თუ კვანძები არ არის დიდი და არ იწვევს მასის ეფექტს; შესაძლოა იყოს რადიოლოგიურად შემთხვევით აღმოჩენილი კვანძი
გასინჯვა
შესაძლოა იყოს პალპირებადი წარმონაქმნი
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ნორმის ფარგლებში
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ვიზუალურად კომპლექსური, ცისტური და სოლიდური ნიშნებით; შიდა ექოამრეკლი "ბეჭდისებრი" ან "კომეტის კუდის" მსგავსი არტეფაქტით
სხვა გამოკვლევები
- ასპირაცია წვრილი შპრიცით:
უხვი, სქელი კოლოიდური ნივთიერების სიჭარბე, ნახეთქების ან ბუშტების სურათი და კეთილთვისებიანი ფოლიკულური ეპითელური უჯრედები "ფიჭისებრი" განლაგებით
ფარისებრი ჯირკვლის ადენომა ან ჰიპერპლასტიური ერთი კვანძი (მკვრივი ან კომპლექსური)
ანამნეზი
უფრო ხშირია პაციენტებში, თავისა და კისრის მიდამოს მაღალდოზიანი მაიონიზებელი დასხივების ანამნეზით. თუმცა კვანძების უმეტეს ნაწილს, თუ ისინი დიდი ზომის გამო არ იწვევს ობსტრუქციულ სიმპტომებს, არ აქვს ნიშნები, რომელიც მიუთითებს მათ არსებობაზე; შესაძლოა წარმონაქმნი იყოს რადიოლოგიურად შემთხვევით გამოვლენილი
გასინჯვა
შესაძლოა იყოს პალპირებადი წარმონაქმნი
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ნორმის ფარგლებში
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
სოლიდური ჰომოგენური კვანძები ჰიპოექოგენური სისხლძარღვოვანი ჰალოთი; კომპლექსურ კვანძებს აქვს როგორც სოლიდური, ასევე ცისტური კომპონენტი.
სხვა გამოკვლევები
- ასპირაციული ბიოფსია (FNA):
უხვი ფოლიკულური უჯრედების კლასტერები, რომლებიც ქმნის მიკროფოლიკულებს და პატარა ზომის ერთშრიან ფურცლებს; ცალკეულ უჯრედებში ჩანს მწირი, არამკაფიო კონტურებიანი ციტოპლაზმა და ოვალური ბირთვები, თანაბარი ბირთვული კონტურებით და შეუმჩნეველი ან გამოხატული ბირთვაკებით; ულტრაბგერითი გამოკვლევა ინფორმატიულია კომპლექსური კვანძების წვრილნემსიანი ასპირაციული (FNA) ბიოფსიის ჩატარებისთვის; სითხე შეიძლება იყოს სისხლით შეფერილი.
არატოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი
ანამნეზი
ანამნეზში რაიმე სპეციფიური ისტორია არ ჩანს, თუ კვანძები არ არის დიდი ზომის და არ იწვევენ მასურ ეფექტს
გასინჯვა
ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შესაძლოა იყოს ან არ იყოს პალპირებადი
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ნორმის ფარგლებში
სხვა გამოკვლევები
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
მრავლობითი კვანძები, რომლებიც შესაძლოა იყოს მკვრივი ან კისტური ეტიოლოგიის მიხედვით
ფარისებრი ჯირკვლის დიეფერნცირებული კიბო (პაპილარული, ფოლიკულური)
ანამნეზი
ხშირად უსიმპტომო ფარისებრი ჯირკვლის კვანძი, დისფონია, წარსულში თავის ადა კისრის დასხივება, ოჯახურ ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის კარცინომა პირველი რიგის ნათესავებში; მდედრობით სქესი, დიაგნოზის დასმისას საშუალო ასაკი 45 წელი (პაპილარული); დიაგნოზის დასმისას საშუალო ასაკი 50 წელი (ფოლიკულური)
გასინჯვა
ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ფიზიკალური მახასიათებლები ავთვისებიანი მდგომარეობის ცუდი პროგნოზული ფაქტორია. თუმცა ავთვისებიანობის უფრო მაღალ რისკზე მიანიშნებს ჩამოთვლილი მახასიათებლები: კვანძების ზომა >4 სმ-ზე, პალპაციით მკვრივი, ფიქსირებული მიმდებარე ქსოვილებზე, კისრის ლიმფადენოპათია და სახმო იოგების დამბლა.
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
როგორც წესი ნორმალურია
მეტი - ულტრაბგერითი გამოკვლევით:
სოლიდური კომპონენტის არსებობა, მიკროკალციფიკატები, უსწორმასწორო კიდეები, უფრო მაღალი, ვიდრე ფართო ფორმის, ჰიპოექოგენური სონოგრაფიული სურათი.
სხვა გამოკვლევები
- ასპირაცია წვრილი შპრიცით:
გადიდებული, ოვალური და უსწორმასწორო ბირთვი; ექსცენტრული და ხშირად მრავლობითი მიკრონუკლეოლები; ნაზი, ფერმკრთალი ქრომატინი, სიგრძივი ბირთვშიდა ღარები და ბირთვშიდა ფსევდოჩანართები (პაპილარული); თუმცა როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ფოლიკულური დაზიანებები მსგავსია. გაძლიერებული ატიპია უხშირესად მიუთითებს ფოლიკულურ კიბოზე, რომელიც დასკვნითი დიაგნოსტირებისთვის ხშირად საჭიროებს ჰისტოლოგიურ კვლევას
იშვიათია
ერთეული ტოქსიკური ადენომა
ანამნეზი
კლინიკურად, ამ პაციენტებს ხშირად აქვთ თირეოტოქსიკოზი; პაციენტები ახალგაზრდები არიან (<40-50 წლის)
გასინჯვა
ტოქსიკური ადენომები შესაძლოა იყოს ან არ იყოს პალპირებადი; პაციენტები უნდა გამოვიკვლიოთ ჰიპერთიროიდიზმის ნიშნებზე, რაც მოიცავს ტაქიკარდიას, არითმიებს, კუნთების განლევას, ტრემორს, ცოცხალ რეფლექსებს და მსხვრევად თმას
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
დაბალი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- თავისუფალი T4, თავისუფალი T3:
ნორმის ზედა ზღვარი - ნორმის ზემოთ
- სკანირება რადიოაქტიური იოდით:
კეროვანი მიტაცება ჰიპერმოფუნქციონირე კვანძში და დაქვეითებული მიტაცება ჯირკვლის დანარჩენ ნაწილში
ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი
ანამნეზი
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და ჰიპერთიროიდიზმის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანებადობა, გაძლიერებული პერსპირაცია, სიცხის აუტანლობა, გულის ფრიალი, ტრემორი, შფოთვა, უძილობა, ნაზი მსხვრევადი თმა, ნაწლავების ხშირი მოქმედება და წონაში კლება; პაციენტები ჩვეულებრივ არიან >40-50 წლის
გასინჯვა
ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შესაძლოა იყოს ან არ იყოს პალპირებადი; ჰიპერთიროიდიზმის სხვა არასპეციფიური ნიშნები მოიცავს ტაქიკარდიას, არითმიას, კუნთების განლევას, ტრემორს, ცოცხლა რეფლექსებს და მსხვრევად თმას
პირველი გამოკვლევა
- ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი:
დაბალი
სხვა გამოკვლევები
- თავისუფალი T4 და თავისუფალი T3:
მაღალი
- სკანირება რადიოაქტიური იოდით:
მრავლობით ჰიპერმოფუნქციონირე კვანძში კეროვანი მიტაცება და დაქვეითებული მიტაცება ჯირკვლის დანარჩენ ნაწილში
ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო
ანამნეზი
ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს ოჯახური ანამნეზი, მრავლობითი ენდოკრინული მრავლობითი ნეოპლაზიური სინდრომი 2A and 2B
გასინჯვა
ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ფიზიკალური მახასიათებლები ავთვისებიანი მდგომარეობის ცუდი პროგნოზული ფაქტორია. თუმცა ავთვისებიანობის უფრო მაღალ რისკზე მიანიშნებს ჩამოთვლილი მახასიათებლები: კვანძების ზომა >4 სმ-ზე, პალპაციით მკვრივი, ფიქსირებული მიმდებარე ქსოვილებზე, კისრის ლიმფადენოპათია და სახმო იოგების დამბლა.
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
როგორც წესი ნორმალურია
მეტი - ულტრაბგერითი გამოკვლევით:
სიმსივნეების 80-90%-ში გვხვდება სოლიდური ჰიპოექოგენური კვანძი ექოგენური კერით, ამილოიდების დეპონირებისა და მასთან დაკავშირებული კალციფიკატების გამო
სხვა გამოკვლევები
- ასპირაციული ბიოფსია (FNA):
უჯრედული ასპირატი შეიცავს მრგვალი ან ოვალური ფორმის უჯრედებს, რომელიც განლაგებულია ძირითადად ცალკეული უჯრედების ან ფაშარად დაკავშირებული ჯგუფების სახით; ბირთვის ქრომატინი ნეიროენდოკრინული სიმსივნეებისა მსგავსია - "მარილის" და "პილპილის" ტიპის შეუმჩნეველი ბირთვაკებით; ზოგიერთ სიმსივნურ უჯრედს შეიძლება ჰქონდეს "თითისტარისებრი" ფორმა; იმუნოშეღებვა დადებითია კალციტონინზე; წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის (FNA) ნემსის გამონარეცხი ან უჯრედული ბლოკი, რაც სრულდება FNA-ს დროს, შეიძლება შემოწმდეს კალციტონინზე. აღნიშნული გვეხმარება დიაგნოზის დადგენაში
- კალციტონინი:
მაღალი
მეტი
ფარისებრი ჯირკვლის ანაპლაზიური კიბო
ანამნეზი
სწრაფად მზარდი, მტკივნეული წარმონაქმნი კისერში; დისფაგია, დისფონია, სტრიდორი
გასინჯვა
ფარისებრი ჯირკვლის უსწორმასწორო, ფიქსირებული წარმონაქმნი, რომელიც იჭრება მიმდებარე ქსოვილში, ფიქსირებული სახმო იოგები, კისრის ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
როგორც წესი ნორმალურია
მეტი - ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ჰიპოექოგენური სიმსივნე, არამკვეთრი კონტურებით, რომელიც დიფუზურად აზიანებს მთელ წილს ან ჯირკვალს; ჩვეულებრივ, აქვს მრავალნეკროზული უბნები და ხშირად აღინიშნება კვანძოვანი და შორეული მეტასტაზები
სხვა გამოკვლევები
- ასპირაცია წვრილი შპრიცით:
განსაკუთრებით მკვეთრად გამოხატული უჯრედული პლეომორფიზმი, მრავლობითი მიტოზი
- ¹⁸FDG PET/CT:
სიმსივნის მიერ რადიოაქტიური მარკერის შეთვისება. მეტი: უპირატესი კვლევა დაავადების მასშტაბის განსაზღვრისთვის, რაც საკვანძო მნიშვნელობისაა მართვის გადაწყვეტილების მიღებისთვის. PET-ზე ხელმისაწვდომობის არარსებობისას, შეიძლება გამოყენებული იყოს სხეულის სპეციალური CT ან MRI სკანირება.
ლიმფომა
ანამნეზი
კისრის სწრაფად მზარდი, უმტკივნეულო წარმონაქმნი; ზეწოლის სიმპტომები, ქრონიკული ლიმფოციტური თირეოიდიტის ანამნეზი
გასინჯვა
კისრის უმტკივნეულო წარმონაქმნი, რომელიც ფიქსირებულია ირგვლივმდებარე ქსოვილებზე; პაციენტთა 50%-თან ვლინდება კისრის ლიმფური კვნძების უნი-ან ბილატერალური გადიდება; აუცილებელია დიფერენცირება ანაპლასტიური კარცინომისგან
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
როგორც წესი ნორმალურია
მეტი - ულტრაბგერითი გამოკვლევით:
დიფუზურმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰეტეროგენული ექომახასიათებლები ან ჯირკვლის მსუბუქი გადიდება ნორმალური ექოსურათით; ჩვეულებრივ, აქვს ასოცირებული მრგვალი, ჰიპოექოგენური, რეტიკულური ლიმფომატოზური კვანძები კისრის არეში; ფარისებრ ჯირკვალში ხშირად ვლინდება გადატანილი ჰაშიმოტოს თირეოიდიტის ფონი ექოგენური ფიბროზული ბოჭკოების სახით
სხვა გამოკვლევები
- ასპირაცია წვრილი შპრიცით:
ჭარბი რაოდენობით ლიმფოციტები, რომელთა გარჩევა ქრონიკული თირეოიდიტისგან შესაძლოა რთული იყოს; იმუნოჰისტოქიმიური კვლევები სარგებლიანია ლიმფოიდური პროლიფერაციის იდენტიფიცირებისთვის და ჩვეულებრივ, გვიჩვენებს B უჯრედების მარკერებს
ფარისებრი ჯირკვლის მარტივი ეპითელიუმით ამოფენილი ცისტა
ანამნეზი
ანამნეზში მნიშვნელოვანი არაფერია, თუ არ არის გადიდებული კვანძი და არ იწვევს მასურ ეფექტს
გასინჯვა
შესაძლოა იყოს პალპირებადი წარმონაქმნი
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ნორმის ფარგლებში
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
სითხე შიდა ექოგამოსხულების არარსებობით
სხვა გამოკვლევები
- ასპირაცია წვრილი შპრიცით:
ზოგადად არ არის აუცილებელი; შესრულების შემდეგ სუფთა, უფერო სითხის არსებობა
ფარისებრენის სადინრის ცისტა
ანამნეზი
კისრის უმტკივნეულო წარმონაქმნი (შესაძლოა ხანგამოშვებით გადიდება), დისფაგია (იშვიათია და შეიძლება გამოვლინდეს ენის ფუძის დაზიანებით ან მის გარეშე), ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა, მაგრამ იშვიათად შეიძლება ინფიცირება და ცხელებისა და ტკივილის გამოწვევა
გასინჯვა
ფარისებრენის ცისტა მოძრავია ენის გამოყოფისას და ყლაპვისას; ეს შესაძლოა დაგვეხმაროს ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დიფერენცირებაში, რომლებიც არ მოძრაოებნ ენის გამოყოფისას
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ნორმის ფარგლებში
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
კარგად შემოფარგლული, არაექოგენური წარმონაქმნი შუახაზზე ფარისებრი ჯირკვლის დონის ზემოთ
სხვა გამოკვლევები
მწვაე ჩირქოვანი თიროიდიტი
ანამნეზი
ფარისებრი ჯირკვლის ტკივილი, ცხელება, დისფაგია
გასინჯვა
ზედაპირული ერითემა, ასიმეტრიული მტკივნეული ჩიყვი, კისრის ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლიმფოიტების გაზრდილი რაოდენობა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
როგორც წესი ნორმალურია
სხვა გამოკვლევები
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
სითხის შეგროვება
ქვემწვავე გრანულომატოზური თიროიდიტი
ანამნეზი
ვლინდება ძირითადად ქალებში, პიკს აღწევს 30 და 50 წლის ასაკში, ფარისებრი ჯირკვალი მტკივნეულია და გადიდებული, ვლინდება ცხელება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
გასინჯვა
ფარისებრი ჯირკვლის პალპაცია ჩვეულებრივ ავლენს ფარისებრი ჯირკვლის ძლიერ ტკივილს
პირველი გამოკვლევა
- თროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH); შეიძლება მოიცავდეს თავისუფალ T4/T3-საც:
ვარიაბეულირა, დამოკიდებულია ფაზაზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
ქრონიკული ლიმფოციტური (ჰაშიმოტოს) თიროიდიტი
ანამნეზი
ხშირად იწვევს ჰიპოთიროიდიზმს ჰიპერთიროიდიზმის იშვიათი, გარდამავალი შეტევებით
გასინჯვა
უმტკივნეულო, უსწორო, ვარიაბელური ზომის მკვრივი ჩიყვი პალპაციისას
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
მაღალი/ნორმალური
სხვა გამოკვლევები
- ფარისებრი ჰორმონი:
დაბალი/ნორმალური
- ანტი-თიროიდპეროქსიდაზას ანტისხეულები:
მაღალი ტიტრი
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ფარისებრი ჯირკვლის ჰეტეროგენური და ჰიპოექოგენური პარენქიმა, რომელიც შესაძლოა იყოს ჰიპერვასკულარული; გახანგრძლივებულმ ამიმდინარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსევდოკვანძების ფორმირება
უმტკივნეულო ლიმფოციტური თიროიდიტი
ანამნეზი
ზოგადად უმტკივნეულო, შესაძლოა გამოვლინდეს მცირე ჩიყვი, ჩვეულებრივ ქალებში, შესაძლოა ჰიპერთიროიდიზმის სიმპტომები, როგორიცაა გულის ფრიალი, სიცხის აუტანლობა, საწყის ფაზაში წონაში კლება და ჰიპოთიროიდიზმისთვის დამახასიათებელი გამოვლინება გვიან ფაზაში
გასინჯვა
პაციენტების ნახევარს შესაძლოა ქონდეს უმტკივნეულო ჩიყვი
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ვარიაბეულირა, დამოკიდებულია ფაზაზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ანტი-თიროიდპეროქსიდაზას ანტისხეულები:
ხშირად არსებობს
- სკანირება რადიოაქტიური იოდით:
დაქვეითებულია მიტაცება
გრეივსის დაავადება
ანამნეზი
თაველბის გამობერილობა, კისრის წარმონაქმნი და ჰიპერთიროიდიზმის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანებადობა, მომატებული ოფლიანობა, სიცხის აუტანლობა, გულის ფრილაი, ტრემორი, შფოთვა, უძილობა, ნაზი მსხვრევადი თმა, ნაწლავების ხშირი მოქმედება და წონაში კლება
გასინჯვა
ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება ქუთუთოს რეტრაქციით, კანის შეზღუდული მიქსედემა; ჰიპერთიროიდიზმის სხვა არასპეციფიური ნიშნები მოიცავს ტაქიკარდიას, არითმიას, კუნთების განლევას, ტრემორს, ცოცხალ რეფლექსებს და მსხვრევად თმას
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
დაბალი
სხვა გამოკვლევები
- თავისუფალი T4 და თავისუფალი T3:
მაღალი
- სკანირება რადიოაქტიური იოდით:
ფარისებრ ჯირკვალში მიტაცების დიფუზურად მომატება
- თიროტროპინის რეცეპტორების ანტისხეულები (TRAb):
ჩვეულებრივ დადებითი
მეტი
გადიდებული პარათიროიდული ჯირკვალი: კეთილთვისებიანი
ანამნეზი
არ არის გამოხატული კისერთან დაკავშირებული სპეციფიური სიმპტომები; თუმცა, ჰიპერკალცემიამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა და შეცვლილი მენტალური სტატუსი.
გასინჯვა
თუ იშვიათად არსებობს კისრის პალპირებადი წარმონაქმნი, ჰიპერკალცემიის გამოვლინებები, მაშინ ეს დაკავშირებულია პროქსიმალური კუნთების სისუსტესთან, ჰიპერრეფლექსიასთან, ლეტარგიასა და სტუპორთან
პირველი გამოკვლევა
- კალციუმის დონე შრატში:
ნორმალური/მაღალი
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ნორმის ფარგლებში
სხვა გამოკვლევები
- პარაფარისებრი ჰორმონი:
ნორმალური/მაღალი
- 25 - ჰიდროქსი ვიტამინი D:
დაბალი/ნორმალური
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
მოგრძო ან ცრემლის ფორმის დამახასიათებელი მდებარეობა ფარისებრი ჯირკვლის უკანა ქვედა კიდესთან ახლოს, ჰომოგენური და ჰიპოექოგენური ვიზუალი, ქვედა თირეოიდული არტერიიდან გამომავალი მკვებავი არტერია ან პერფუზიის რკალი ფერადი დოპლერით ულტრასონოგრაფიული კვლევისას
პარათიროიდული კარცინომა
ანამნეზი
ხმის ჩახლეჩა; ჰიპერკალცემიამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა და შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი
გასინჯვა
კისრის პალპირებადი წამონაქმნი გვხვდება შემთხვევათა 70%-ში, რაც არ არის ხშირი ნიშანი კეთილთვისებიანი ჰიპერპარათირეოზის დროს; ჰიპერკალცემიის არსებობისას მისი გამოვლინებებია: პროქსიმალური კუნთების სისუსტე, ჰიპერრეფლექსია, ლეთარგია და სტუპორი
პირველი გამოკვლევა
- კალციუმის დონე შრატში:
მოამტებულია
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
ნორმის ფარგლებში
სხვა გამოკვლევები
- პარაფარისებრი ჰორმონი:
მომატებული (6-10-ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით)
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
დამახასიათებელი მდებარეობა ფარისებრი ჯირკვლის უკანა ქვედა კიდესთან ახლოს; ჰიპოექოგენური უსწორმასწორო, არამკვეთრად შემოსაზღვრული რბილქსოვილოვანი წარმონაქმნი, მიმდებარე სტრუქტურებში ინვაზიის ნიშნებით
- 99mTc-მეთოქსიიზობუტილ იზონიტრილ სცინტიგრაფია:
გაძლიერებული კეროვანი შთანთქმა კვანძში (სესნსიტიურობა 91%)
მეტი
არათირეოიდული ავთვისებიანი მდგომარეობების მეტასტაზი ფარისებრ ჯირკვალში
ანამნეზი
სხვა ორგანოს ავთვისებიანი მდგომარეობა; შესაძლოა რადიოლოგიურად აღმოჩნდეს კისრის წარმონაქმნი
გასინჯვა
შესაძლოა ქონდეს კისრის პალპირებადი მასა
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
როგორც წესი ნორმალურია
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
კვანძებს აქვს კარგად შემოსაზღვრული კიდეები, უფრო მეტად ვლინდება ქვედა პოლუსში; ჯირკვლის დიფუზურად დაზიანებისას მეტასტაზებს შეიძლება ჰქონდეს ჰეტეროგენული ექომახასიათებლები
სხვა გამოკვლევები
- ასპირაცია წვრილი შპრიცით:
ვარიაბელური ციტოლოგიური მახასიათებლები პირველადი ავთივსებიანი მდგომარეოების დროს
მეტი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას