დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
ტუბერკულოზი
ანამნეზი
ცხელება, შემცივნება, წონის კლება, ღამით ოფლიანობა; ანამნეზში ენდემურ კერებში მოგზაურობა, აივ ინფექცია ან იმუნოსუპრესია
გასინჯვა
ფილტვისმიერი: ტაქიპნოე, დაქვეითებული სუნთქვითი ხმიანობა, ხიხინი, პერკუსიისას მოყრუება; ფილტვგარე: გამოვლინება დამოკიდებულია ჩართულობს ადგილზე, ხშირია ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
შეიძლება გამოავლინოს ატელექტაზი სასუნთქი გზების შეკუმშვის, პლევრის გამონაჟონის, კონსოლიდაციის, ფილტვის ინფილტრატების, შუასაყარის ან ჰილარული ლიმფადენოპათიის, ზედა ზონის ფიბროზისგან
მეტი - ნახველის მჟავაგამძლე ბაცილის ნაცხი და კულტურა:
მჟავაგამძლე ბაცილების არსებობა (Ziehl-Neelsen stain) ნიმუშში
მეტი - მჟავა-გამძლე ბაცილის ნაცხი და ფილტვგარეშე ბიოპტატის ნიმუშის კულტურა:
დადებითი
მეტი - ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები (NAAT):
დადებითი, M tuberculosis-სთვის
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ბრონქოსკოპია და ბრონქო-ალვეოლარული ლავაჟი:
დადებითია მჟავაგამძლე ბაცილებზე
მეტი - შარდის ლატერალური ნაკადის ლიპოარაბინომანანის (LF-LAM) ანალიზი:
დადებითი
მეტი - გულმკერდის კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია:
პირველადი ტუბერკულოზი: შუასაყარის ტუბერკულოზური ლიმფადენიტი ცენტრალური კვანძის დაბინდვით და პერიფერიული გაძლიერებით, გამოკვეთილი ღრუები; პირველადი ტუბერკულოზის შემდგომი ტუბერკულოზი: ცენტრილობულური კვანძები და "ხე-თირკმელში" ჩასმული ნიმუში
მეტი
მუცლის ან მენჯის აბსცესი
ანამნეზი
ბოლო დროს გადატანილი მუცლის ან მენჯის ქირურგია, მშობიარობა; ჩვეულებრივ სახეზეა მუცლის ტკივილი; სიმპტომების ნაკლებობა ხშირია ბავშვებში და ხანდაზმულებში
გასინჯვა
დეფანსი ან უკუცემითი ტკივილი
პირველი გამოკვლევა
- მუცლის და მენჯის კტ:
მუცლის ან მენჯის აბსცესი
სხვა გამოკვლევები
აივ
ანამნეზი
ხშირად უსიმპტომო; ცხელება, მიალგია, დიარეა, დაღლილობა, გამონაყარი; ანამნეზში მაღალი რისკის შემცველი სექსუალური აქტივობა (მრავალი პარტნიორი, დაუცველი ან ერთსქესიანი მამრობითი კავშირი) ან ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება
გასინჯვა
დიფუზური ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- აივ ანტიგენ/ანტისხეულის მე-4 თაობის ტესტი:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
რინოსინუსიტი, მწვავე ან ქრონიკული
ანამნეზი
ცხვირის გაჭედვა და სურდო, ყელის ტკივილი, ცხელება, დაღლილობა, ცუდი სუნი პირის ღრუდან, ყნოსვის დაკარგვა, ზედა კბილების ტკივილი
გასინჯვა
მომატებული მგრძნობელობა სინუსის არეში, სინუსის გაშუქებით ჩანს ჰაერის არარსებობა
პირველი გამოკვლევა
- სინუსების CT:
სინუსის დაჩრდილვა, ჰაერის და სითხის დონეები, მუკოზური შესქელება, პოლიპები
ბაქტერიული პნევმონია
ანამნეზი
ცხელება, ხველა, ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, რინორეა
გასინჯვა
შესისტებული სუნთქვის ხმები აუსკულტაციით, თუ გამონჟონი არსებობს; პერკუსიით მოყრუება; გაძლიერებული ხმოვანი რხევა კონსოლიდირებულ ფილტვზე (შემცირებული გამონაჟონზე); ეგოფონია; ხიხინი შეიძლება გამოვლინდეს გაჟონვის ადგილებში ახლომდებარე პარენქიმული კონსოლიდაციით; შეიძლება ისმოდეს ხახუნის ხმა
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
ინფილტრატი; პლევრის გამონაჟონი
- გულმკერდის ულტრაბგერა:
შესაძლოა გამოავლინოს პლევრული გამონაჟონი
სხვა გამოკვლევები
- FBC:
სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის მომატება მარცხნივ გადახრით (პოლიმორფონუკლეური უჯრედების ან უმწიფარი უჯრედების მატება)
- CRP:
მოამტებულია
- სისხლის კულტურები:
გამომწვევი პათოგენის დადებითი ზრდა
- ნახველის კულტურა:
გამომწვევი პათოგენის დადებითი ზრდა
- თორაკოცენტეზი:
ექსუდაციური გამონაჟონი; პლევრის სითხის კულტურაზე ვლინდება გამომწვევი მიკროორგანიზმის ზრდა (ემპიემა)
საშარდე გზების ინფექცია
ანამნეზი
დიზურია; შემღვრეული, უსიამოვნო შარდი; შარდის შეუკავებლობა; შარდვის გახშირება
გასინჯვა
გვერდის ტკივილი (პიელონეფრიტის შემთხვევაში); შარდის ბუშტის მგრძნობელობა პალპაციით
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
>5-10 სისხლის თეთრი უჯრედები მხედველობის არეში ძლიერი გადიდების ფონზე; ბაქტერიების ვიზუალიზაცია; ნიტრიტების არსებობა.
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
>100000 კოლონია/მლ
სხვა გამოკვლევები
იშვიათია
ინფექციური ენდოკარდიტი
ანამნეზი
ხშირად შეუმჩნევლად იწყება; შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, წონის კლება, ღამის ოფლიანობა, ქოშინი, ფეხების შეშუპება, ჰემისენსორული / მოტორული დეფიციტი, ართრალგია; რევმატიული ცხელების, გულის თანდაყოლილი დაავადებების, ბოლო დროს სტომატოლოგთან მკურნალობის ანამნეზი, პროთეზური სარქველი, ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება ან ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი
გასინჯვა
ახალი შუილი, გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები ან პერიფერული ემბოლიის ნიშნები (სპლინტერული ჰემორაგია, ოსლერის კვანძები, ჯეინუეის კერები), როტის ლაქები ან ბადურის სისხლდენა, ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტი
პირველი გამოკვლევა
კბილის აბსცესები
ანამნეზი
ტკივილი კბეჩის დროს
გასინჯვა
მგრძნობიარე კბილები, ღრძილების შესიება, ჩირქოვანი გამონადენი
პირველი გამოკვლევა
- ორთოპანტომოგრაფია:
აბსცესი
მეტი
სხვა გამოკვლევები
ოსტეომიელიტი
ანამნეზი
ზოგადი შეუძლოდ ყოფნა, ცხელება, ტკივილი დაზიანებულ ძვალთან
გასინჯვა
მომატებული მგრძნობელობა/სიწითლე/შესიება დაზიანებულ არეში, ჩირქის დრენაჟი კანიდან
პირველი გამოკვლევა
- მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მოამტებულია
- სისხლის კულტურები:
დადებითი
- ნემსით ასპირაცია:
ჩირქი
- ძვლების სკანირება:
კეროვანი შეგუბება
პროსტატიტი, მწვავე ან ქრონიკული
ანამნეზი
საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების ისტორია; ცხელება; შარდის, დეფეკაციის ან ეაკულაციის დროს მენჯის, შორისის, ზურგის ან სათესლე ჯირკვლების ტკივილი; გართულებული შარდვა, შემცირებული ნაკადი, შეუკავებლობა, ჰემატურია, ხშირი შარდვა
გასინჯვა
საზარდულის ლიმფადენოპათია, მგრძნობიარე რბილი წინამდებარე ჯირკვალი
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
სისხლი და ლეიკოციტები
მეტი
სხვა გამოკვლევები
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
დადებითი
- წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის კულტურა:
დადებითი
- სპერმის ანალიზი:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება და სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება, სუსტი მოტორიკით
ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ინფექცია
ანამნეზი
ჩვეულებრივ ასიმპტომურია, თუ პაციენტი არ არის იმუნოკომპრომეტირებული; ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ღამის ოფლიანობა, ართრალგია, სისუსტე, წონის კლება, სპეციფიური სიმპტომები, რომელიც დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე (მაგ. მხედველობის დაქვეითება, პნევმონია, ენცეფალიტი, დიარეა)
გასინჯვა
დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე; მოიცავს ლიმფადენოპათიასა და ჰეპატოსპლენომეგალიას, ცვლილებებს ბადურაზე
პირველი გამოკვლევა
- ციტომეგალოვირუსის (CMV) IgM და IgG ანტისხეულები:
დადებითი
ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია
ანამნეზი
ცხელება, ყელის ტკივილი, გამონაყარი, ძილიანობა, მიალგია, მადის დაკარგვა
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტოზი, ატიპური ლიმფოციტები
- LFT:
მომატებული ტრანსამინაზები
- აგლუტინაციის რეაქცია:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ტესტი ეფშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) ანტისხეულებზე:
ვირუსული კაფსიდური ანტიგენი; IgM დადებითი ადრეული ინფექცისას, IgG დადებითი მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ადრეული სტადიის ანტიგენი: IgG ჩნდება კვირების განმავლობაში და შემდეგ ქრება; EBV ბირთვული ანტიგენი: დადებითი მთელი სიცოცხლის განმავლობაში
მეტი
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ანამნეზი
ცხელებას შეიძლება თან ახლდეს მშრალი ხველა და ქოშინი; სხვა საერთო სიმპტომებია დაღლილობა, ანორექსია, მიალგია და ყელის ტკივილი
გასინჯვა
შეიძლება გამოვლინდეს ცხელება და/ან დისპნოე; პნევმონიის ან რესპირატორული დისტრესსინდრომის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ჩასუნთქვისას ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა; რესპირატორული დისტრესსინდრომის დროს შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ციანოზი, რომელიც ჰიპოქსიას ახლავს თან
პირველი გამოკვლევა
- უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) რეალურ დროში:
დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV) რნმ-ზე.
მეტი
სხვა გამოკვლევები
რევმატიული ცხელება
ანამნეზი
ცხელება, მიგრირებადი ართრიტი, სიდენჰამის ქორეა, ეპისტაქსისი, მუცლის ტკივილი; გულის ჩართულობა შეიძლება ასიმპტომური იყოს ან თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი, დისპნოე
გასინჯვა
სახსრების შესიება, კანის რგოლისებრი ან დაკლაკნილი გამონაყარი ტორსზე, ხელებზე და ფეხებზე, კანის კვანძები, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა, გულის შუილები
პირველი გამოკვლევა
- ანტისტრეპტოლიზინ O-ს ან ანტიდეზოქსირიბონუკლეაზა B-ს ტიტრები:
ბოლო დროს გადატანილი სტრეპტოკოკური ინფექცია
- ელექტროკარდიოგრამა:
ნორმალური ან გამტარობის დარღვევა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ექოკარდიოგრაფიამ:
კარდიტი, მიტრალური ან აორტის სარქვლის ვეგეტაციები ან რეგურგიტაცია
ლაიმის დაავადება
ანამნეზი
ცხელება, ლეთარგია, თავის ტკივილი, მიალგია, კისრის გაშეშება, მსხვილი სახსრების ანთება
გასინჯვა
მიგრირებადი ერითემა: ხარის თვალის კერა (კერები)
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ვესტერნ ბლოტი:
დადებითი
მეტი
ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია
ჰოჯკინის ლიმფომა
ანამნეზი
უმტკივნეულო წარმონაქმნი კისერში, იღლიაში ან საზარდულში; ხანგამოშვებითი ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონის კლება
გასინჯვა
ლიმფური კვანძების გადიდება მტკივნეულობით ან მტკივნეულობის გარეშე, ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ლიმფური კვანძის ექსციზიური ბიოფსია:
ჰოჯკინის უჯრედები (მაგ. რიდ-შტერნბერგის უჯრედი ან რომელიმე მისი ვარიანტი, როგორიცაა ლაკუნური უჯრედი; ლიმფოციტური და ჰისტიოციტური უჯრედები) შესაბამის ფონურ უჯრედულ გარემოში
მეტი
არაჰოჯკინის ლიმფომა
ანამნეზი
უმტკივნეულო წარმონაქმნი კისერში, იღლიაში ან საზარდულში; ხანგამოშვებითი ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონის კლება
გასინჯვა
ლიმფური კვანძების გადიდება მტკივნეულობით ან მტკივნეულობის გარეშე, ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია):
შუასაყრის ლიმფადენოპათია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ლიმფური კვანძის ან საეჭვო ქსოვილის პუნქციური ბიოფსია:
პლაზმური უჯრედების, ლიმფოციტების პათოლოგიური პროლიფერაცია
მეტი
მეტასტაზური კარცინომა უცნობი პირველწყაროთი
ანამნეზი
ცხელება, შემცივნება, წონის კლება; ანამნეზის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ პირველადი სიმსივნის ადგილმდებარეობა (მაგ. თავის ტკივილი ან ფსიქიური სტატუსის ცვლილებები მიგვითითებს თავის ტვინის მეტასტაზებზე, ხოლო ხველა - ფილტვის მეტასტაზებზე)
გასინჯვა
ჰეპატოსპლენომეგალია, ხიხინი და პერკუსიით მოყრუებული ხმიანობა
პირველი გამოკვლევა
- საეჭვო ზონის კტ:
სიმსივნე ან მეტასტაზები
სხვა გამოკვლევები
- საეჭვო კერის ბიოფსია:
ავთვისებიანი უჯრედები
თირკმლის კიბო
ანამნეზი
ჰემატურია, ტკივილი ფერდქვეშა არეში, ცხელება, შემცივნება, ღამის ოფლიანობა
გასინჯვა
წელის შესიება, მეტასტაზების ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- შარდის ციტოლოგია:
პათოლოგიური უჯრედები
- შარდის საერთო ანალიზი:
მიკრო- ან მაკროჰემატურია
სხვა გამოკვლევები
- მუცლის/მენჯის კტ სკანირება:
წარმონაქმნი ან სიმსივნე
მიელოდსპლაზიური სინდრომი
ანამნეზი
დაღლილობა, დისპნოე, ფეხების შეშუპება, სისხლდენა, ანამნეზში ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია
გასინჯვა
სისხლჩაქცევა
პირველი გამოკვლევა
- FBC:
პანციტოპენია, ანომალური უჯრედები, ანემია
- ძვლის ტვინის ბიოფსია:
ჰიპერაქტიული ან ჰიპოაქტიური ძვლის ტვინი და ანომალური უჯრედები
სხვა გამოკვლევები
- ძვლის ტვინის ციტოგენეტიკური კვლევები:
შეიძლება გამოვლინდეს ქრომოსომული პათოლოგიები
ზრდასრულ ასაკში დაწყებული სტილის დაავადება
ანამნეზი
მკვეთრი გარდამავალი ცხელება >39°C (102.2°F), უკიდურესი დაღლილობა, შემცივნება
გასინჯვა
ორაგულისფერი გარდამავალი გამონაყარი, ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია, პოლიართრიტი, პერიკარდიული ან პლევრის ხახუნი
პირველი გამოკვლევა
- ფიბრინოგენი:
მოამტებულია
- ფერიტინი:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- LFT:
მომატებული ტრანსამინაზები
- FBC:
მსუბუქი ლეიკოციტოზი
რევმატიული პოლიმიალგია
ანამნეზი
ცხელება, ღამის ოფლიანობა, მხრებისა და მენჯის სარტყელის ტკივილი და გაშეშება, რომელიც ყველაზე მწვავეა დილაობით და გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში
გასინჯვა
მუხლის, მაჯის, ნებ-ფალანგის სახსრების პალპირებადი სინოვიტი; შეშუპება; მხრების, კისრის, ბარძაყის აქტიური მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა
პირველი გამოკვლევა
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- C- რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
- კორტიკოსტეროიდები:
სიმპტომების გაუმჯობესება
მეტი
გიგანტურუჯრედვანი არტერიტი
ანამნეზი
ლოკალიზებული თავის ტკივილი, ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ყბის ტკივილი/კოჭლობა, მხედველობის დაქვეითება, ყელის ტკივილი
გასინჯვა
საფეთქლის არტერიის ზონის მტკივნეულობა, დაქვეითებული პულსი ან კვანძები
პირველი გამოკვლევა
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მოამტებულია
- საფეთქლის და აქსილარული არტერიების ულტრაბგერა:
შეიძლება გამოვლინდეს ჰალოს ნიშანი, სტენოზი ან ოკლუზია; იღლიის ფოსოს ორმხრივი დაზიანება
მეტი
სხვა გამოკვლევები
- საფეთქლის არტერიის ბიოფსია:
ნეკროზული ან მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედები
მეტი
სისტემური წითელი მგლურა
ანამნეზი
ცხელება, დაღლილობა, ართრიტი, მიალგია
გასინჯვა
ლიმფადენოპათია; ფილტვის, გულის ან თავის ტვინის ანთების ნიშნები; ფართო ფოტომგრძნობიარე პეპლისებრი გამონაყარი ცხვირსა და ლოყებზე
პირველი გამოკვლევა
- ანტინუკლეური ანტისხეულები:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეული:
დადებითი
- ამოღებადი ბირთვული ანტიგენის ანტისხეულები:
შეიძლება დადებითი იყოს ანტი-სმიტის (Sm) და ანტი-რიბონუკლეური პროტეინის (RNP) ანტისხეულების მიმართ
- შარდის საერთო ანალიზი:
პროტეინურია ან ცილინდრები
მეტი
კრონის დაავადება
ანამნეზი
მუცლის ტკივილი, დიარეა, ცხელება, დაღლილობა, ქვედა გასტროინტესტინური სისხლდენა, დეფეკაციის ჩვევის შეცვლა, მადის დაკარგვა, წონის კლება
გასინჯვა
სახსრების ანთება, უვეიტი, მასური წარმონაქმნი მუცელში ან მტკივნეულობა, რექტული ფისტულა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე დადებითია
პირველი გამოკვლევა
- კოლონოსკოპია:
ქვაფენილის მსგავსი წყლულები, სწორი ნაწლავი ნორმალურია
სხვა გამოკვლევები
- ბარიუმის ოყნა:
გავრცობილი წყლულები, კვანძოვანება, ილეოცეკალური შევიწროვება, ფისტულები
- კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილები:
ანთება, ავსების პათოლოგია, ფისტულები
წყლულოვანი კოლიტი
ანამნეზი
მუცლის ტკივილი, დიარეა, ცხელება, დაღლილობა, ქვედა გასტროინტესტინური სისხლდენა, დეფეკაციის ჩვევის შეცვლა, მადის დაკარგვა, წონის კლება
გასინჯვა
სახსრების ანთება, უვეიტი, მასური წარმონაქმნი მუცელში ან მტკივნეულობა, რექტული ფისტულა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე დადებითია
პირველი გამოკვლევა
- კოლონოსკოპია:
ერითემა, ლორწოვანის გრანულობა, კონტაქტური სისხლდენა, შეშუპება, ვაკულარიზაციის დაქვეითება
სხვა გამოკვლევები
- ბარიუმის ოყნა:
დიფუზური ბადისებრი სურათი, მიკროდაწყლულოვნება, ჰაუსტრას გასადავება, სანათურის შევიწროება, პოლიპები
- კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილები:
ანთება, ავსების პათოლოგია, ფისტულები
რევმატოიდური ართრიტი
ანამნეზი
სახსრების შეშუპება, ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა, დაღლილობა, დილის შებოჭილობა, მიალგია, დაბალი ცხელება, კანის ანთება, თვალის ჩართულობა, მათ შორის ირიტი ან ეპისკლერიტი
გასინჯვა
სახსრების შეშუპება ან კვანძოვანობა, ეფუზიები, ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ანემია, თრომბოციტოპენია
- სინოვიური სითხის ანალიზი:
ლეიკოციტოზი, გლუკოზის დაბალი დონე, კომპლემენტის დაბალი დონე
მეტი
რეაქტიული ართრიტი
ანამნეზი
ართრიტი, ურეთრიტი, კონიუნქტივიტი; ქლამიდიის, კამპილობაქტერის, სალმონელას ან იერსინიას ინფექციის ანამნეზი
გასინჯვა
კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანება, მათ შორის ზედაპირული უმტკივნეულო წყლულები მამაკაცის სასქესო ორგანოს თავისა და არხის არეში, ჰიპერკერატოზული კანი, ვეზიკულები, კვანძები, ფრჩხილების შესქელება, პირის ღრუს ზედაპირული წყლულები
პირველი გამოკვლევა
- დაზიანებული სახსრების რენტგენოლოგიური კვლევა:
ნორმის ფარგლებში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- HLA-B27 ანტიგენი:
დადებითი
მეტი
წამლისმიერი ცხელება
ანამნეზი
ტიპურად იწყება ახალი მედიკამენტის დანიშვნიდან 7-10 დღის შემდეგ, თუმცა შეიძლება ნებისმიერ დროს განვითარდეს; მაღალი რისკის პრეპარატების მიღების ანამნეზი: ანტიკონვულსანტები, ანტიმიკრობული პრეპარატები, ალოპურინოლი, ჰეპარინი, ანტიქოლინერგული საშუალებები, ამფეტამინები
გასინჯვა
შეიძლება განვითარდეს წამლისმიერი გამონაყარი
პირველი გამოკვლევა
- მედიკამენტის შეწყვეტა:
ცხელების კუპირება
მეტი
სხვა გამოკვლევები
ციროზი, გართულებული
ანამნეზი
წონის კლება, სისხლდენა, ცხელება, შარდის გამოყოფის შემცირება, უფერული განავალი
გასინჯვა
ასციტი, სიყვითლე, ობობასებრი ჰემანგიომა, გრავიტაციული შეშუპება, გინეკომასტია
პირველი გამოკვლევა
- LFT:
მომატებული ტრანსამინაზები და ბილირუბინი
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ანემია
- ალბუმინის დონე შრატში:
დაბალი
- INR:
მოამტებულია
- ღვიძლის ბიოფსია:
ფიბროზი, ანთება
ჰეპატიტი
ანამნეზი
მუქი შარდი, ფერმკრთალი განავალი, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, წონაში კლება, დაბალი სიცხე
გასინჯვა
სიყვითლე, ჰეპატომეგალია
პირველი გამოკვლევა
- LFT:
მომატებული ტრანსამინაზები
მეტი
ღრმა ვენის თრომბოზი
ანამნეზი
განწყობის ფაქტორების ანამნეზი: ბოლოდროინდელი იმობილიზაცია, მოტეხილობა, ორსულობა, საჰაერო მოგზაურობა, კონტრაცეპტული აბების მიღება; ფეხის ტკივილი, მტკივნეულობა, შესიება
გასინჯვა
ფეხის მომატებული სითბო, შეწითლება და შესიება
პირველი გამოკვლევა
- D-დიმერი:
დადებითი
- დოპლეროსონოგრაფია:
თრომბოზი ან ნაკადის დარღვევა
სხვა გამოკვლევები
- ფლებოგრაფია:
ნაკადის დარღვევა
სარკოიდოზი
ანამნეზი
ასიმპტომური ან სისტემური დაავადების სიმპტომები; ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, დაზიანებული ორგანოების სპეციფიკური სიმპტომები (მაგ., მხედველობის მოშლა, ხველა, დისპნოე)
გასინჯვა
გამონაყარი, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის დონე შრატში:
მოამტებულია
მეტი - გულმკერდის CT:
კლასიკური კვანძოვანი ორმხრივი ინფილტრატები, ჰილარული ადენოპათია
სხვა გამოკვლევები
- ქსოვილის ბიოფსია:
ჰისტოლოგიურად ვლინდება არაკაზეოზური გრანულომები
მეტი
პერიოდული ცხელების სინდრომები
ანამნეზი
ცხელების პაროქსიზმები, პერიოდული ცხელების სინდრომის ოჯახური ისტორია (მაგ., ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება, კრიოპირინთან ასოცირებული პერიოდული სინდრომი, სიმსივნური ნეკროზის ფაქტორის რეცეპტორებთან ასოცირებული პერიოდული ცხელების სინდრომი და მევალონატკინაზას დეფიციტის სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ სისტემებზე (მაგ. რაც იწვევს კანზე გამონაყარს და/ან პირის ღრუს წყლულებს, რომლებიც იწვევს ართრომიალგიას და/ან ართრიტს, კუჭ-ნაწლავის სისტემებს, რომლებიც იწვევს მუცლის ტკივილს და დიარეას (მაგ., თავის ტკივილი, ასეპტიური მენინგიტი, ფსიქიკური აშლილობა), ინტელექტუალური დარღვევები; ყური, ცხვირი და ყელი (სენსონევრული სიყრუე) ან თვალი (კონიუნქტივიტი, კერატიტი, უვეიტი).
გასინჯვა
დამოკიდებულია ჩართულ სისტემაზე: მაგალითები მოიცავს სახსრების შეშუპებას, მუცლის მგრძნობელობას, ნაწლავის ხმაურის დაქვეითებას, ერიზიპელასმაგვარი გამონაყარი მუხლს ქვემოთ, ლორწოვანი გარსის ცვლილებები, პაპილოედემა
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- გენეტიკური კვლევა:
დადებითია მუტაციაზე
მალარია
ანამნეზი
ენდემურ ზონაში ყოფნა, მაღალი ცხელება, შემცივნება კანკალით, ოფლიანობა, თავის ტკივილი, მიალგია, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ხველა
გასინჯვა
ცხელება (ტერციური ან კვარტანური კანონზომიერება), ტაქიკარდია, სპლენომეგალია, სიყვითლე
პირველი გამოკვლევა
- პერიფერიული სისხლის ნაცხი გიმსის წესით შეღებვით:
ერითროციტების შიგნით პარაზიტების უნაყოფო ფორმების გამოვლენა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები:
პარაზიტის ანტიგენის ან ფერმენტების აღმოჩენა
მეტი
ტიფოიდური ცხელება
ანამნეზი
ენდემურ ზონაში ყოფნა, ცხელება, შემცივნებები, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, კონსტიტუციური სიმპტომები
გასინჯვა
ცხელება, ვარდისფერი ლაქები ტორსზე ან მუცლის არეში, ჰეპატოსპლენომეგალია, პულსი-ტემპერატურული დისოციაცია
პირველი გამოკვლევა
- სისხლის, ძვლის ტვინის, განავლის ან შარდის კულტურები:
დადებითია სალმონელაზე
სხვა გამოკვლევები
კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელება
ანამნეზი
ტკიპის ნაკბენი ან ტკიპასთან ექსპოზიცია; ცხელება, მიალგიები, თავის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი
გასინჯვა
ცხელება, პეტექიური გამონაყარი, გონების არევა, ლეთარგია
პირველი გამოკვლევა
- არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია:
ანტისხეულების ტიტრი >1:64
სხვა გამოკვლევები
ასკარიდოზი
ანამნეზი
არაპროდუქტიული ხველა, სისხლიანი ნახველი, ურტიკარია
გასინჯვა
ცხელება, ჰეპატომეგალია, ხიხინი, მსტვინავი სუნთქვა
პირველი გამოკვლევა
- განავლის ანალიზი:
დადებითია ასკარიდას კვერცხებზე
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ეოზინოფილია
ტულარემია
ანამნეზი
ენდემური მიდამოებიდან; დაინფიცირებულ ცხოველებთან ან გადამტან მწერებთან კონტაქტი; მწვავედ დაწყებული ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, ცხელება, წყლულები კანზე, პნევმონია
პირველი გამოკვლევა
- სინჯარაში აგლუტინაციის სეროლოგია:
ანტისხეულების ტიტრი ≥1:160
სხვა გამოკვლევები
ბრუცელოზი
ანამნეზი
კონტაქტი ცხოველებთან ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტების მიღება; ცხელება, ოფლიანობა, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, ართრალგიები, დეპრესია, წონაში კლება
გასინჯვა
ცხელება, ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- სისხლის კულტურა:
დადებითია ბრუცელაზე
სხვა გამოკვლევები
- ძვლის ტვინის კულტურა:
დადებითია ბრუცელაზე
ფსიტაკოზი
ანამნეზი
კონტაქტი ფრინველებთან; ცხელება უეცარი დაწყებით, თავის ტკივილი, მიალგია, მშრალი ხველა, დისპნოე
გასინჯვა
ცხელება, ხიხინი, პლევრის ხახუნი, ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- კომპლემენტის ფიქსაციის კვლევა:
2 კვირის ინტერვალით გაკეთებულ ანალიზში ჩანს ანტისხეულის ტიტრების ოთხმაგი ზრდა
სხვა გამოკვლევები
Q ცხელება
ანამნეზი
კონტაქტი საქონელთან, მაღალი სიცხე უეცარი დასაწყისით, თვითგანკურნებადი გრიპისმაგვარი სიმპტომები, დაღლილობა, თავის ტკივილი, მიალგია, მშრალი ხველა, გამონაყარი
გასინჯვა
ცხელება, ხიხინი, პლევრული გამონაჟონი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ჰეპატომეგალია, პულსი-ტემპერატურის დისოციაცია
პირველი გამოკვლევა
- იმუნოფლუორესცენტული ანალიზი:
მწვავე ინფექცია: IgG ტიტრი ≥200, IgM ტიტრი ≥50; ქრონიკული ინფექცია: IgG ტიტრი ≥800
სხვა გამოკვლევები
ფეოქრომოციტომა
ანამნეზი
თავის ტკივილის, გულის ფრიალის და დიაფორეზის ეპიზოდები
გასინჯვა
ჰიპერტენზია, პოსტურალური ჰიპოტენზია, ცხელება, რეტინოპათია, ტრემორი, კაკაოსფერი ლაქები, თუ დაკავშირებულია ნეიროფიბრომატოზთან
პირველი გამოკვლევა
- 24-საათიანი შარდის ანალიზი კატექოლამინებზე და მეტანეფრინებზე:
მოამტებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ფრაქციული პლაზმის თავისუფალი მეტანეფრინები:
მოამტებულია
მეტი - მუცლის და მენჯის კტ და მრტ:
წარმონაქმნი თირკმელზედა ჯირკვალში
ჰიპერთირეოიდიზმი
ანამნეზი
შფოთვა, წონის კლება, ნორმალური ან გაძლიერებული მადა, ძილის დარღვევა, გულის ფრიალი, სითბოს აუტანლობა, ოფლიანობა, თვალის ტკივილი
გასინჯვა
დიფუზური უმტკივნეულო თირომეგალია, ტაქიკარდია, ცხელება, ეგზოფთალმი, ქუთუთოს დაწევა, ჰიპერტენზია, თმის გათხელება
პირველი გამოკვლევა
- ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი:
დაბალი
- შრატში თავისუფალი T4:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- შრატის თავისუფალი T3:
მოამტებულია
მიუნჰაუზენის სინდრომი
დენგეს ცხელება
ანამნეზი
ბოლო 2 კვირის მანძილზე ცხოვრება ან მოგზაურობა დენგეს ენდემურ რეგიონებში; მძიმე ფორმის დაავადება უფრო ხშირია 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში; მიალგია, ართრალგია, თავის ტკივილი (მუდმივი, ფრონტალურად); ძლიერი რეტროორბიტული ტკივილი თვალის კაკლის მოძრაობის ან მასზე ზეწოლისას; დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს უფრო ხშირი სიმპტომებია ლეთარგია, მოუსვენრობა/შფოთვა, გულმკერდის პლევრალური ტკივილი, დისპნოე
გასინჯვა
ცხელება, კანის სიწითლე/გამონაყარი სახეზე, კისერსა და გულმკერდზე; დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს გასინჯვით მიღებული ხშირი ნიშნებია: პეტექია, პურპურა, ლახტის დადებითი ტესტი, ეპისტაქსისი, ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლიანი პირღებინება, მელენა, სისხლდენა ვენის პუნქციის ადგილიდან, ჰეპატომეგალია, მუცლის შებერილობა, ხველა; დენგეს შოკის სინდრომის დროს აღინიშნება სისხლის მიმოქცევის კოლაფსის ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მომატებული ჰემატოკრიტი
მეტი - LFT:
ჩვეულებრივ მომატებულია, განსაკუთრებით ალანინ- და ასპარტატამინოტრანსფერაზა
- ალბუმინის დონე შრატში:
დადებითი მხარეები:
მეტი - სეროლოგია:
დადებითი
მეტი - უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (RT-PCR):
დადებითი
მეტი - არასტრუქტურული ცილა 1 (NS1)-ის დეტექცია:
დადებითი
მეტი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას