ურგენტული საკითხები
იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის
სისხლძარღვოვანი
თუ ვეჭვობთ, რომ მიკროჰემატურია გამოწვეულია თირკმლის ინფარქტით, თირკმლის ვენის თრომბოზით ან პაპილური ნეკროზით, აუცილებელია მკურნალობის დროული დაწყება თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
ავთვისებიანი მდგომარეობა
მიკროსკოპული ჰემატურიის წყაროს დასადგენად გამოკვლევები შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, ამიტომ საჭიროა დიაგნოსტიკური ტესტების დროულად დაწყება. თუმცა ავთვისებიანი პროცესის არსებობის ალბათობის შემთხვევაში დაუვოყვნებლივი გამოკვლევა და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს, რომ ≥60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს აუხსნელი NVH-ით, ან დიზურიით ან სისხლის ტესტირებაზე ლეიკოციტების რაოდენობის მატებით, უნდა მიმართონ საეჭვო კიბოს გზამკვლევს შარდის ბუშტის კიბოსთვის (დიაგნოზის დასადგენად ან კიბოს გამორიცხვის მიზნით მიმართვიდან 28 დღის განმავლობაში)[13]
ინფექციები
გამოვლენის შემდეგ, მწვავე პროსტატიტი და საშარდე გზების ინფექციები საჭიროებენ დროულ შესაბამის მკურნალობას ისეთი გართულებების პრევენციისთვის, როგორებიცაა პიელონეფრიტი და სეფსისი.
მწვავე გლომერულონეფრიტი
მწვავე გლომერულონეფრიტმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის სწრაფი დაქვეითება. კლინიკური ნიშნებია მიკროსკოპული ან ხილული ჰემატურია, პროტეინურია, შეშუპება და/ან ჰიპერტენზია. შარდის მიკროსკოპით შეიძლება გამოვლინდეს დისმორფული სისხლის წითელი უჯრედები და ცილინდრები. აუცილებელია სასწრაფოდ ნეფროლოგის კონსულტაცია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას