დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
მენსტრუალური ციკლი
ანამნეზი
დგინდება მენსტრუაციის შესახებ ანამნეზის აღების შემდგომ
გასინჯვა
როგორც წესი, გამოკვლევის შედეგად არ აღინიშნება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი ეფუძნება ტიპურ ანამნეზს
სხვა გამოკვლევები
ცისტიტი (საშარდე გზების ინფექცია)
ანამნეზი
როგორც წესი, ვლინდება დიზურიით, გახშირებული შარდვით ან შარდვის გაძლიერებული სურვილით
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნებოდეს მტიკვნეულობა ბოქვენის ზემოთ; გასინჯვისას სხვა მხრივ, ძირითადად, ყველაფერი ნორმაშია
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
დადებითი ლეიკოციტურ ესტერაზასა და/ან ნიტრიტებზე
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
≥10² კოლონიის წარმომქმნელი ერთეულები
მეტი
სხვა გამოკვლევები
პიელონეფრიტი
ანამნეზი
ცხელება, ჟრჟოლა, ფერდქვეშა ტკივილი, კანკალი, გულისრევა და ღებინება, დიზურია, შარდვის გახშირება, შარდვის გაძლიერებული მოთხოვნა
გასინჯვა
მომატებული მგრძნობელობა კოსტოვერტებრალურ კუთხეში
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
პიურია და ბაქტერიურია სისხლის თეთრი უჯრედების ცილინდრებით
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
≥10² კოლონიის წარმომქმნელი ერთეულები
სხვა გამოკვლევები
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
შესაძლოა მიუთითებდეს ანთებაზე ან ობსტრუქციაზე
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
შესაძლოა მიუთითებდეს ანთებაზე ან ობსტრუქციაზე
ნეფროლითიაზი
ანამნეზი
ფერდქვეშა ან საზარდულის ტკივილი, ნეფროლითიაზის ანამნეზი
გასინჯვა
არასპეციფიკურია ან შეიძლება აღინიშნებოდეს მტკივნეულობა ფერდქვეშა არეში
პირველი გამოკვლევა
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერების გარეშე:
ხილული კენჭის არსებობა[45]
მწვავე პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება)
ანამნეზი
ვლინდება ცხელება, დიზურია და შარდვის გახშირება, რომლებიც უკავშირდება ტკივილს ბოქვენის ზემო, შორისის ან გავის არეში; მძიმე შემთხვევებში, ზოგჯერ, აღინიშნება ობსტრუქციის სიმპტომები
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნებოდეს ცხელება და მტკივნეული, რბილი წინამდებარე ჯირკვალი სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევის დროს; გასინჯვა ხშირად დიაგნოსტიკურია
პირველი გამოკვლევა
- შარდის მიკროსკოპია:
დადებითია ლეიკოციტები და/ან ბაქტერიები
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის კულტურა:
ბაქტერიების დადებითი ზრდა
მეტი
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
ანამნეზი
ვლინდება შარდის გამოყოფის ობსტრუქციის სიმპტომები (დაცლის გაძნელება, შარდის მოცულობის ცვლილებები, დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, შარდის გადავსება ან ნიქტურია
გასინჯვა
გადიდებული გამაგრებული წინამდებარე ჯირკვალი სწორი ნაწლავის თითით შემოწმებისას; მძიმე ობსტრუქციის დროს შარდის ბუშტის გადავსების გამო შესაძლოა აღინიშნებოდეს მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ; გასინჯვის საშუალებით, ხშირად, დგინდება დიაგნოზი
პირველი გამოკვლევა
- ნარჩენი შარდი:
ნარჩენი შარდი მიუთითებს შარდის ბუშტის გამოსასვლელის დახშობაზე
- წინამდებარე ჯირკვლის მიმართ სპეციფიკური ანტიგენი (PSA):
მომატებულია ასაკობრივ ნორმაზე მეტად
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ტრანსრექტული ულტრაბგერითი გამოლკვლევა:
წინამდებარე ჯირკვლის გადიდება
მეტი
ტრავმა (სქესობრივი აქტივობა, ფიზიკური დატვირთვა, დაჟეჟილობა)
ანამნეზი
ბოლოდროინდელი სქესობრივი აქტივობა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ზურგის (კოსტოვერტებრული კუთხის მიდამო) ან გენიტალიების ტრავმული დაზიანება
გასინჯვა
შესაძლოა გამოავლინოს გარეგანი გენიტალიების ტრავმის ნიშნები (ლორწოვანი გარსის ჩახევები, ექიმოზები) ; კვლევის შედეგად, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი დამოკიდებულია ანამნეზსა და გასინჯვაზე
სხვა გამოკვლევები
იშვიათია
შარდის ბუშტის კენჭი
ანამნეზი
შესაძლოა აღინიშნებოდეს დიზურია ან ხშირი შარდვა
გასინჯვა
სპეციფიკური ნიშნები არ ახასიათებს
პირველი გამოკვლევა
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
დაჩრდილვა, რომელიც მოძრაობს პაციენტის პოზიციის ცვლილებასთან ერთად
სხვა გამოკვლევები
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
ხილული კენჭი, რომელიც მოძრაობს პაციენტის პოზიციის შეცვლასთან ერთად
- ვირტუალური ციტოსკოპია:
ხილული კენჭი
თირკმელუჯრედოვანი კარცინომა
ანამნეზი
რისკ-ფაქტორებია მამრობითი სქესი, მოწევა, 55 წელზე მეტი ასაკის, განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრები, შავკანიანი ან ამერიკელი ინდიელები, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, დიალიზი, თირკმლის კისტოზური დაავადება; თირკმელუჯრედოვანი კარცინომის ოჯახური ისტორია; ფერდქვეშა ტკივილი; შეიძლება იყოს ასიმპტომური (შემთხვევების 50%-ზე მეტი შემთხვევით გამოვლენილი).
გასინჯვა
გასინჯვისას თირკმელი ნორმაშია ან ვლინდება პალპირებადი წარმონაქმნი; შეიძლება აღინიშნოს ანემიის ნიშნები და პარანეოპლაზიური სინდრომები
პირველი გამოკვლევა
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
საკონტრასტო ნივთიერების საშუალებით თირკმლის მყარი წარმონაქმნის აღმოჩენა
მეტი
შარდის ბუშტის უროთელური კარცინომა (ზემო ტრაქტი)
ანამნეზი
უხილავი ან ხილული ჰემატურია (70%-დან 95%-ში), ტკივილი (8%-დან 40%-მდე), შარდის ბუშტის გაღიზიანება (5%-დან 10%-ში), ან კონსტიტუციური სიმპტომები (<5%-ში).
გასინჯვა
გასინჯვისას, როგორც წესი, სიმტპომები არ ვლინდება.
პირველი გამოკვლევა
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერებით საკონტრასტო ნივთიერებით გამოხატული ანთების დეფექტი ან შარდის ბუშტის გარეთ არსებული წარმონაქმნი
თირკმლის ცისტა
ანამნეზი
ხშირად ნაპოვნია შემთხვევით; შესაძლოა აღინიშნებოდეს ტკივილი ფერდქვეშა არეში
გასინჯვა
გასინჯვისას, როგორც წესი, სიმტპომები არ ვლინდება.
პირველი გამოკვლევა
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
თირკმლის პოლიკისტოზი
ანამნეზი
ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია ტკივილი მუცლის არეში და ჰემატურია; შესაძლოა აღინიშნებოდეს ოჯახის დადებითი ანამნეზი
გასინჯვა
ზოგიერთ შემთხვევაში, გამოხატულია ჰიპერტენზია, პალპირებადი თირკმელი ან ღვიძლი, აგრეთვე გულის შუილები
პირველი გამოკვლევა
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
3 ან მეტი კისტა, ცალმხრივი ან ორმხრივი (15-39 წლის ასაკის შემთხვევაში); თითო თირკმელზე 2 ან მეტი კისტა (40-59 წლის ასაკის შემთხვევაში); თითო თირკმელზე 4 კისტა (თუ ასაკი ≥60 წელზე მეტია).
ღრუბლისებრი თირკმელები (ტვინოვანი შრის)
ანამნეზი
პაციენტთა უმეტესობას დიაგნოზი ვერ უდგინდება პათოლოგიების უსიმპტომო მიმდინარეობის გამო; რისკი იზრდება კენჭის, ინფექციის და თირკმლის ჭვალის დროს; საწყისი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დიზურიის ან ჰემატურიის სახით
გასინჯვა
როგორც წესი, არ აღინიშნება დამახასიათებელი სიმპტომი
პირველი გამოკვლევა
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
შემკრები მილაკების გაგანიერება; შემკრებ მილაკებში შესაძლოა აღინიშნებოდეს კენჭები
სხვა გამოკვლევები
ატროფიული თირკმელი
ანამნეზი
პაციენტის გამოკითხვით ძნელია ატროფიულ თირკმელზე ეჭვის მიტანა, თუმცა დაავადება, ზოგჯერ, თანდაყოლილ პათოლოგიებთან ერთად გვხვდება; ანამნეზში ქრონიკული პიელონეფრიტის, თირკმლის არტერიის სტენოზის ან ობსტრუქციული უროპათიის არსებობა
გასინჯვა
როგორც წესი, ნორმალურია გასინჯვისას, თუმცა შესაძლოა დადგინდეს თანდაყოლილი დაავადება; ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერტენზია ან აბდომინური ხმიანობა შესაძლოა თირკმლის არტერიის სტენოზზე მიუთითებდეს
პირველი გამოკვლევა
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერებით ან მის გარეშე:
ატროფიული თირკმელი
მეტი
სხვა გამოკვლევები
ფიალის დივერტიკული
ანამნეზი
უსიმპტომოა, ძირითადად ვლინდება შემთხვევით
გასინჯვა
არასპეციფიური
პირველი გამოკვლევა
- კომპიუტერული ტომოგრაფია -უროგრაფია:
ხილული დივერტიკული
სხვა გამოკვლევები
თირკმლის ინფარქტი
ანამნეზი
პაციენტს შესაძლოა არ აღენიშნებოდეს სიმპტომები; მწვავე დახშობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ტკივილი აბდომინურ ან ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰემატურია და, იშვიათად, ახლად გამოვლენილი ჰიპერტენზია; წინმსწრები მდგომარეობის სახით ანამნეზში შესაძლოა აღინიშნოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ენდოკარდიტი, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ან ანგიოგრაფია
გასინჯვა
გასინჯვას სადიაგნოსტიკო ღირებულება არ გააჩნია
პირველი გამოკვლევა
- კტ ანგიოგრაფია:
თირკმლის არტერიის დახშობა
მეტი
თირკმლის ვენის თრომბოზი
ანამნეზი
თირკმლის უკმარისობა, გულისრევა/ღებინება, ჰემატურია და შარდის დაქვეითებული რაოდენობით გამოყოფა; შესაძლოა აღინიშნებოდეს ტკივილი მუცლის ან ფერდქვეშა არეში; სისტემური ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა ანამნეზში
გასინჯვა
გასინჯვას სადიაგნოსტიკო ღირებულება არ გააჩნია
პირველი გამოკვლევა
- კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური კონტრასტით:
თირკმლის ვენის დახშობა
მეტი
არტერიოვენური მალფორმაციები
ანამნეზი
ყველაზე ხშირად უკავშირდება უწინდელ ტრავმას (პუნქციური ბიოფსია, ქირურგიული ჩარევა) ან შესაძლოა იყოს თანდაყოლილი
გასინჯვა
დიაგნოზის დასადგენად, ზოგჯერ, გვეხმარება აბდომინური ხმიანობის აუსკულტაცია
პირველი გამოკვლევა
- თირკმლის ანგიოგრაფია:
ხილული არტერიოვენური მალფორმაცია
სხვა გამოკვლევები
პაპილური ნეკროზი
ანამნეზი
ვლინდება ტკივილგამაყუჩებლების, განსაკუთრებით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენების დროს; პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ ტკივილს, რომელიც წააგავს შარდსაწვეთის ჭვალს
გასინჯვა
ძირითადად არასპეციფიკური
პირველი გამოკვლევა
- კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერების გარეშე:
თირკმლის შემცირებული მოცულობა, თირკმლის ამობურცული კონტურები და პაპილური კალციფიკაციები
სხვა გამოკვლევები
ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება
ანამნეზი
საწყის ეტაპებზე შესაძლოა აღინიშნებოდეს თირკმლის ჭვალი, ფერდქვეშა ტკივილი ან ჰემატურია; ანამნეზში ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის არსებობა, რომელსაც თან ახლავს ტკივილის კრიზების ეპიზოდები; უფრო ხშირია შავკანიან ადამიანებში
გასინჯვა
გასინჯვისას სიმპტომები არასპეციფიკურია. შესაძლოა აღინიშნებოდეს კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:
ნამგლისებრი სისხლის წითელი უჯრედები
სხვა გამოკვლევები
- ჰემოგლობინის ელექტროფორეზი:
S ტიპის ჰემოგლობინის არსებობა
- კტ ანგიოგრაფია:
პაპილური ნეკროზი
მეტი
ჰიდრონეფროზი
ანამნეზი
ტკივილი ფერდქვეშა არეში განსაკუთრებით მწვავე მიმდინარეობისას ან თანმხლები ნეფროლითიაზის არსებობის პირობებში; ანამნეზში უროლოგიური ობსტრუქციული დაავადების არსებობა, რომელსაც თან ახლავს შარდის დაცლის პრობლემები (ქვედა საშარდე გზების ობსტრუქცია); ქვედა საშარდე გზების ობსტრუქციის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს შარდის ბუშტის ტკივილი
გასინჯვა
ძირითადად, არასპეციფიკურია; იშვიათ შემთხვევებში ფერდქვეშა არეში არსებული წარმონაქმნი პალპირებადია; შესაძლოა აღინიშნებოდეს კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობა. აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური კვლევისას აბდომინურ არეში ისინჯება პალპირებადი მტკივნეული შარდის ბუშტი, რომელსაც თან ახალვს ქვედა საშარდე გზების დახსობა
პირველი გამოკვლევა
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
თირკმლის გაგანიერება, რომელსაც თან ახლავს შემკრები მილაკოვანი სისტემის (ფიალები, შარდსაწვეთი) გაგანიერება
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შესაძლოა მიუთითებდეს ობსტრუქციაზე
ობსტრუქცია შარსაწვეთისა და თირკმლის მენჯის შეერთების ადგილზე
ანამნეზი
ფერდქვეშა მიდამოში ტკივილის უეცარი განვითრება, განსაკუთრებით სითხის ჭარბი რაოდენობით მიღების შემდგომ
გასინჯვა
როგორც წესი არასპეციფიკურია, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- თირკმლის ბირთვული სკანირება:
ჰინდრონეფროზით მიმდინარე ობსტრუქცია
სხვა გამოკვლევები
- კომპიუტერული ტომოგრაფია -უროგრაფია:
ჰინდრონეფროზით მიმდინარე ობსტრუქცია
რეფლუქსი შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთს შორის
ანამნეზი
უფრო ხშირად ვლინდება ანამნეზში საშარდე გზების განმეორებითი ინფექციებითა და პიელონეფრიტით, მეტწილად ბავშვებში; იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნება ტკივილი თირკმლის არეში შარდისგან დაცლის დროს; შარდის დაცლის პრობლემები (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე ზრდასრულ მამაკაცებში)
გასინჯვა
არასპეციფიური
პირველი გამოკვლევა
- შარდის დაცლის ცისტოურეთროგრამა:
შარდის რეფლუქსი შარდის ბუშტიდან ზედა საშარდე გზების მიმართულებით
მეტი
სხვა გამოკვლევები
IgA ნეფროპათია
ანამნეზი
ხშირად განმეორებითი უმტკივნეულო ხილული ჰემატურია; ჰენოხ შონლაინის პურპურა; მეტწილად გვხვდება ხმელთაშუა ზღვის ან წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში მცხოვრებ ხალხში, განსაკუთრებით მამაკაცებში. იშვიათიად ვლინდება ჩრდილო ამერიკის მოსახლეობაში
გასინჯვა
აღინიშნება როგორც ასიმპტომური ჰემატურია, აგრეთვე ჰიპერტენზია და შეშუპება ნეფროზული სინდრომის ან შორს წასული დაავადების დროს. თუმცა არ არსებობს ფიზიკური გასინჯვის სპეციფიკური მეთოდი დიაგნოზის დასადასტურებლად
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
პროტეინურია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ბიოფსია:
IgA-ის ჩალაგება მეზანგიუმში, რომელსაც მოყვება მეზანგიუმის პროლიფერაცია დაავადების პროგრესირებასთან ერთად
გორგლების თხელი ბაზალური მემბრანის დაავადება
ანამნეზი
ხშირად ვხვდებით ოჯახის დადებით ანამნეზს ოჯახში უწინდელი თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე
გასინჯვა
გასინჯვისას შესაბამისი ნიშნების არარსებობა გვეხმარება აღნიშნული მდგომარეობის გარჩევაში სხვა გორგლოვანი დაავადებებისგან
პირველი გამოკვლევა
- შარდის მიკროსკოპია:
სისხლის წითელი უჯრედების ცილინდრები; არ ვლინდება პროტეინურია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ბიოფსია:
უკიდურესად თხელი გორგლოვანი ბაზალური მემბრანა
მეტი
მწვავე გლომერულონეფრიტი
ანამნეზი
ხშირად უკავშირდება ბოლოდროინდელი ინფექციით გამოწვეულ ცხელებას (მაგ. სტრეპტოკოკული ინფექცია); შესაძლოა აღინიშნებოდეს გულისრევა და ღებინება, შეშუპება, ყელის ტკივილი, გამონაყარი, ართრალგია, მუქი შარდი ან ოლიგურია; ჰეპატიტის, ენდოკარდიტის ან სისტემური ავტოიმუნური დაავადების ანამნეზი შესაძლოა მიუთითებდეს გამომწვევ მიზეზზე
გასინჯვა
გასინჯვის შედეგად, ზოგიერთ შემთხვევაში, ვლინდება ჰიპერტენზია, ცვლილებები კანზე (სიყვითლე, გამონაყარი, პურპურა), პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა ურემიით, ასციტი (ღვიძლის უკმარისობა), ედემა, ართრიტი ან ნევროლოგიური პრობლემები თირკმლის უკმარისობასთან ერთად
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ბიოფსია:
გორგლების პროლიფერაციული ცვლილებები ან/და იმუნოგლობულინების ჩალაგება (განსხვავდება დაავადების სტადიის მიხედვით)
მეტი
მგლურას ნეფრიტი
ანამნეზი
სისტემური დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის, გულის ან ფილტვის ჩართულობა; მეტწილად ვლინდება ართრალგიით, გამონაყარით ან რეინოს ფენომენით
გასინჯვა
დიაგნოზი დგინდება რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯის კრიტერიუმების მიხედვით ; კრიტერიუმებში შემავალი გამოვლინებები ფიზიკური გასინჯვისას: პეპლისებრი გამონაყარი, დისკოიდური გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, ართრიტი და სეროზიტი.[50] გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს პათოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, გულის ან ფილტვის ჩართულობასთან
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA):
დადებითია; მაღალი ტიტრების დაფიქსირებისას მატულობს რისკიც (1:160-ზე მაღალი ალბათობით მიუთითებს დაავადებაზე)
მეტი - თირკმლის ბიოფსია:
იმუნოგლობულინის და კომპლემენტის მარცვლოვანი ტიპის ნადებები მილაკებში ან გორგალში
მემკვიდრეობითი ნეფრიტი (ალპორტის სინდრომი)
ანამნეზი
უფრო ხშირია მამაკაცებში, დადებითი ოჯახური ანამნეზი შეიძლება მიუთითებდეს ამ დიაგნოზზე; შესაძლოა აღინიშნოს ცვლილებები თვალზე ან სმენის ნერვულ-მგრძნობელობითი დაკარგვა
გასინჯვა
ჰიპერტენზიასთან ერთად შესაძლოა აღინიშნებოდეს სმენის დაქვეითება და სიმპტომები თვალზე, მაგ: ყვითელი სხეულის ირგვლივი პიგმენტის ცვლილებები და კონუსისებრი ბროლი (ბროლის თანდაყოლილი დაავადებები)
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
პროტეინურია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ბიოფსია:
გორგლოვანი ბაზალური მემბრანის რეტიკულაცია და გასქელება
შარდის ბუშტის უროთელური კარცინომა
ანამნეზი
უფრო ხშირია მამაკაცებში და დაკავშირებულია საშარდე გზების კიბოს რისკ-ფაქტორებთან, მათ შორის 40 წელზე მეტი ასაკის ჩათვლით; თამბაქოს მოხმარება; საღებავების, ბენზოლების და არომატული ამინების პროფესიული ზემოქმედება; ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა ციკლოფოსფამიდი ან იფოსფამიდი, და არისტოლოქის მჟავა (ზოგიერთ მცენარეულ წონაში დასაკლებად პრეპარატში)
გასინჯვა
არასპეციფიური
პირველი გამოკვლევა
- ციტოსკოპია ბიოფსიით:
ბიოფსია, რომელიც აჩვენებს უროთელიუმის კიბოს
სხვა გამოკვლევები
- CT უროგრამა:
შეიძლება გამოვლინდეს შარდის ბუშტის სიმსივნეები, ზედა საშარდე გზების სიმსივნეები და/ან ობსტრუქცია
მეტი
ცისტიტი (ინტერსტიციული)
ანამნეზი
მეტწილად გვხვდება ქალებში; სიმპტომები ძლიერდება, სტრესის, მენსტრუაციის ან სქესობრივი აქტის დროს და მოიცავს გახშირებულ შარდვას, შარდვის გაძლიერებულ მოთხოვნილებას, ზეწოლისა და ტკივილის შეგრძნებას მენჯისა და შორისის არეში; მამაკაცებში ტკივილი, ზოგჯერ, პენისისა და სათესლე პარკის მიდამოებშიც გვხვდება
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნოს მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ
პირველი გამოკვლევა
- ცისტოსკოპია:
შარდის ბუშტის კედლის ხილული ანთება
სხვა გამოკვლევები
- შარდის ბუშტის ბიოფსია:
ცვალებადი
მეტი
ცისტიტი (დასხივებით გამოწვეული)
ანამნეზი
კიბოს სხივური თერაპიით გამოწვეული სიმპტომები: შარდვის გახშირება ან გადაუდებელი მოთხოვნილება, ტკივილის ან ზეწოლის შეგრძნება მენჯისა და შორისის მიდამოში
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნოს მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ
პირველი გამოკვლევა
- ცისტოსკოპია:
ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე და ტელანგიექტაზია
სხვა გამოკვლევები
ცისტიტი (ეოზინოფილური)
ანამნეზი
შარდვის გახშირება ან გადაუდებელი მოთხოვნილება, ტკივილის ან ზეწოლის შეგრძნება მენჯისა და შორისის მიდამოში
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნოს მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ
პირველი გამოკვლევა
- ცისტოსკოპია:
ბიოფსიით ვლინდება ეოზინოფილია
სხვა გამოკვლევები
შარდის ბუშტის დივერტიკული
ანამნეზი
შესაძლოა უკავშირდებოდეს ობსტრუქციის სიმპტომებსა და საშარდე გზების განმეორებით ინფექციას
გასინჯვა
ობსტრუქციის დროს, შესაძლოა აღინიშნოს მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ
პირველი გამოკვლევა
- ცისტოსკოპია:
ხილული დივერტიკული
სხვა გამოკვლევები
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
ხილული დივერტიკული
- ვირტუალური კომპიუტერული ტომოგრაფია- ცისტოსკოპია:
ხილული დივერტიკული
შარდის ბუშტის პაპილომა
ანამნეზი
შარდის ნაკადის დახშობა
გასინჯვა
მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ შარდის ნაკადის დახშობის შემთხვევაში
პირველი გამოკვლევა
- ცისტოსკოპია:
ხილული პაპილომა და კიბოს უჯრედების არარსებობა, რომელიც ვლინდება ბიოფსიის შედეგად.
სხვა გამოკვლევები
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
ავსების დეფექტი შარდის ბუშტში
- ვირტუალური კომპიუტერული ტომოგრაფია- ცისტოსკოპია:
ავსების დეფექტი შარდის ბუშტში
წინამდებარე ჯირკვლის კიბო
ანამნეზი
ხშირად უსიმპტომოა; ზოგჯერ უკავშირდება შარდის გამოყოფის ობსტრუქციის სიმპტომებს (დაცლის გაძნელება, შარდის მოცულობის ცვლილებები, დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, შარდის გადავსება ან ნიქტურია)
გასინჯვა
სწორი ნაწლავის თითით გასინჯვისას, ზოგჯერ, ვლინდება პალპირებადი კვანძი ან ასიმეტრია
პირველი გამოკვლევა
- პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA):
წინამდებარე ჯირკვლის კიბო გვხვდება აგრეთვე პროსტატ სპეციფიკური ანტიგენის 4 მიკროგრამი/ლ-ზე (4 ნანოგრამი/მლ-ზე) არსებობის დროს; კიბოს არსებობაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ პროსტატ სპეციფიკური ანტიგენის პროგრესულად მატების ნებისმიერ დროს.
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია:
საეჭვო კერა წინამდებარე ჯირკვალში; დინამიური კონტრასტით გაძლიერებული სურათი, საეჭვოა ავთვისებიან წარმონაქმნზე
მეტი - დადებითია კიბოს უჯრედებზე:
კენჭი წინამდებარე ჯირკვალში
ქვედა საშარდე გზები
ანამნეზი
იშვიათადაა სიმპტომური ან შესაძლოა უკავშირდებოდეს ქრონიკული პროსტატიტის არსებობას
გასინჯვა
როგორც წესი, ვლინდება შემთხვევით რადიოლოგიური კვლევებისას, თუმცა დიდი ზომის შემთხვევაში შესაძლებელია მისი პალპაცია თითით სწორი ნაწლავის გასინჯვის დროს
პირველი გამოკვლევა
- ტრანსრექტული ულტრაბგერითი გამოლკვლევა:
ხილული კენჭი წინამდებარე ჯირკვალში
სხვა გამოკვლევები
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია:
ხილული კენჭი წინამდებარე ჯირკვალში
შარდის ბუშტის ყელის კონტრაქტურა
ანამნეზი
შარდისგან დაცლის პრობლემები, ცვლილებები შარდის მოცულობაში, დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში (შარდის ბუშტის სისავსის შეგრძნება) სამედიცინო ანამნეზში საშარდე გზების განმეორებითი ინფექციების არსებობით ან მის გარეშე
გასინჯვა
შემთხვევათა ნაწილში აღინიშნება შარდის ბუშტის პალპირებადი სისავსე ან მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ
პირველი გამოკვლევა
- ნარჩენი შარდი:
ნარჩენი შარდი მიუთითებს შარდის ბუშტის გამოსასვლელის დახშობაზე
- ცისტოსკოპია:
ხილული ობსტრუქცია შარდის ბუშტის ყელის არეში
სხვა გამოკვლევები
- შარდის დაცლის ცისტოურეთროგრამა:
ხილული ობსტრუქცია შარდის ბუშტის ყელის არეში
ურეთრიტი
ანამნეზი
სქესობრივი პარტნიორის ახლახანს შეცვლა შესაძლოა მიუთითებდეს სქესობრივად გადამდებ ინფექციაზე; პათოლოგია ვლინდება საშარდე გზების ინფექციის მსგავსი სიმპტომებით: დიზურია, შარდვის გახშირება
გასინჯვა
შემთხვევათა ნაწილში გასინჯვისას არ აღინიშნება არანორმალური მოვლენები; სქესობრივად გადამდები ინფექციის დროს, მამაკაცებში შესაძლოა აღინიშნოს ხილული გამონადენი პენისიდან, ხოლო ქალებში საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ან/და ჩირქოვანი ანთება
პირველი გამოკვლევა
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
უარყოფითი კულტურა (≥10² კოლონიის წარმომქმნელი ერთეული ადასტურებს საშარდე გზების ინფექციას)
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები გონორეა/ქლამიდიაზე:
დადებითია გონორეის ან ქლამიდიის დროს
მეტი
შარდსადენის სტრიქტურა
ანამნეზი
შარდისგან დაცლის პრობლემები, ცვლილებები შარდის მოცულობაში, დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში (შარდის ბუშტის სისავსის შეგრძნება) სამედიცინო ანამნეზში საშარდე გზების განმეორებითი ინფექციების არსებობით ან მის გარეშე
გასინჯვა
შემთხვევათა ნაწილში აღინიშნება შარდის ბუშტის პალპირებადი სისავსე ან მტკივნეულობა ბოქვენის ზემოთ
პირველი გამოკვლევა
- ნარჩენი შარდი:
ნარჩენი შარდი მიუთითებს შარდის ბუშტის გამოსასვლელის დახშობაზე
- ცისტოსკოპია:
ხილული ობსტრუქცია შარდსადენში
სხვა გამოკვლევები
- შარდის დაცლის ცისტოურეთროგრამა:
ხილული ობსტრუქცია შარდსადენში
ფიმოზი
ანამნეზი
ჩუჩის გადაწევის უუნარობა, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ჩუჩის გაღიზიანება ან ტკივილი; ზოგჯერ, ანამნეზში აღინიშნება საშარდე გზების ინფექცია
გასინჯვა
ჩუჩის გადაწევის უუნარობა
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი დგინდება კლინიკურად ჩუჩის გადაწევის უუნარობის გამოვლენის დროს
სხვა გამოკვლევები
პენისის კიბო
ანამნეზი
მოუშუშებელი ან სოკოსებრად მზარდი უმტკივნეულო დაზიანება პენისზე; უფრო ხშირად გვხვდება წინდაუცვეთელ მამაკაცებში
გასინჯვა
დაავადების საწყის ეტაპებზე გასინჯვის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს ერითემატოზული დაზიანება; დაზიანება შემდგომ გარდაიქმნება მოუშუშებელ წყლულად ან ეგზოფიტურ სოკოსებრ ზრდაში
პირველი გამოკვლევა
- პენისის ბიოფსია:
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
სხვა გამოკვლევები
აივ
ანამნეზი
შესაძლოა ჰქონდეს როგორც ასიმპტომური მიმდინარეობა, აგრეთვე აღინიშნოს სრული იმუნოდეფიციტის სურათი; ანამნეზში ისეთი რისკფაქტორების არსებობა, როგორიცაა სქესობრივი აქტივობა ან სისხლის პროდუქტებთან ექსპოზიცია
გასინჯვა
აივ-ის დროს, გასინჯვისას, არ არსებობს სპეციფიკური ნიშნები დაავადების დასადასტურებლად; აივ ინფექციაზე შესაძლოა მიუთითებდეს ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება
პირველი გამოკვლევა
- შრატის აივ ტესტირება (ენზიმშეკავშირებული იმუნოფერმენტული ანალიზი [ELISA] და ვესტერნ ბლოტი):
დადებითი პასუხი ანტისხეულებზე ენზიმ შეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზის და ვესტერნ ბლოტის დროს
- შრატში p24 ანტიგენი:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
ლიმფომა
ანამნეზი
ხშირად ვლინდება ლიმფადენოპათიის ჩივილით; შესაძლოა აგრეთვე აღინიშნოს: ცხელება, ოფლიანობა ღამით, წონის კლება; ვლინდება მასის ეფექტის სიმპტომები ადგილმდებარეობის მიხედვით (გულმკერდი, მუცელი, ცენტრალური ნერვული სისტემა, შარდსასქესო ორგანოები)
გასინჯვა
გასინჯვის შედეგად, როგორც წესი, ვლინდება ლიმფადენოპათია, განსაკუთრებით კისრის მიდამოში; სხვა გამოვლინებები დამოკიდებულია დაავადებაში ჩართულ ორგანოზე (მაგ. პლევრული გამონაჟონი გულმკერდში)
პირველი გამოკვლევა
- ლიმფური კვანძების ბიოფსია:
კენჭი წინამდებარე ჯირკვალში
სხვა გამოკვლევები
- საშარდე გზების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით:
მოცულობითი დაზიანება საშარდე გზების ობსტრუქციის სიმპტომებით ან მის გარეშე
მეტი
მიელომური დაავადება
ანამნეზი
ძვლების ტკივილი მუდმივი ზოგადი სისუსტითა და დაღლილობით მიუთითებს დიაგნოზზე
გასინჯვა
მრავლობითი მიელომის გამსაზღვრელი სპეციფიკური ნიშანი გასინჯვისას არ არსებობს, თუმცა ხშირია სიფერმკრთალე და ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- შრატის პროტეინის ელექტროფორეზი:
M-პიკი >2გ IgA შემთხვევაში, თუმცა IgG-ის შემთხვევაში უნდა იყოს >3.5გ
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ძვლის ტვინის ასპირატი/ბიოფსია:
პლაზმოციტოზი >10%-ზე
- ძვლების რადიოგრაფია (როგორც წესი, თავის ქალის):
"გამოჭმული", ლიზისური დაზიანებები
საშარდე გზების ტუბერკულოზი
ანამნეზი
გვხვდება საშარდე გზების ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: დიზურია, შარდვის გახშირება, კოსტოვერტებრული კუთხის ტკივილი თირკმლების ჩართულობით; ანამნეზში სტერილური პიურიის უწინდელი ეპიზოდები ტუბერკულოზზე მიუთითებს
გასინჯვა
სპეციფიკური ნიშნები არ ახასიათებს
პირველი გამოკვლევა
- შარდის ტესტი მარკერ-ზოლით:
ლეიკოციტების ესტერაზა დადებითი; დადებითი სისხლის წითელი უჯრედებისთვის
- მჟავაგამძლე ბაცილებზე ნაცხის კვლევა და ფილტვგარე ბიოფსიური ნიმუშის ბაქტერიოლოგია:
დადებითი
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
კონსოლიდაცია, ინფილტრატები ფილტვში, შუასაყრის ან ჰილარული ლიმფადენოპათია, ზედა ზონის ფიბროზი
მეტი - ნახველის მჟავაგამძლე ბაცილის ნაცხი და კულტურა:
მჟავაგამძლე ბაცილების არსებობა (Ziehl-Neelsen stain) ნიმუშში
მეტი - ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები (NAAT):
დადებითი, M tuberculosis-სთვის
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კომპიუტერული ტომოგრაფია - უროგრაფია (ინტრავენური კონტრასტით):
კალციფიკაციები, კავიტაციები და/ან ობსტრუქციის ნიშნები ტუბერკულოზზე მიუთითებს
- შარდის ლატერალური ნაკადის ლიპოარაბინომანანის (LF-LAM) ანალიზი:
დადებითი
მეტი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას