კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
ვლინდება ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია, თუმცა ეს ნიშნები არც უნივერსალურია და არც დიაგნოსტიკური და შესაძლოა ვლინდებოდეს სხვა ტროპიკული დაავადებების დროსაც, როგორიცაა დენგე და მალარია.
შედეგი
ლეიკოციტები: დაბალი ან ნორმალური; ჰემოგლობინი: მსუბუქი ანემია; თრომბოციტები: დაბალი ან ნორმალური
შრატის ტრანსამინაზები
ტესტი
ხშირია ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის ნიშნები, ტრანსამინაზების დონეების აცილებით ნორმის ზედა ზღვარიდან 2-3-ჯერ.
კლინიკურად გამოვლენილი სიყვითლე უჩვეულოა.
შედეგი
დონეების აცილება ნორმის ზედა ზღვარიდან 2-3-ჯერ
სისხლის კულტურა
ტესტი
სისხლის კულტურის მგრძნობელობა დიდ დიაპაზონში მერყეობს, 40%-დან 87%-მდე. [58][59]
შესაძლოა აღმოჩნდეს ნეგატიური, თუ პაციენტს დაწყებული აქვს ანტიბიოტიკოთერაპია.
ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის სისხლის ნიმუშს აღების ოპტიმალურ დროდ ითვლება დაავადების პირველი ან მეორე კვირა, თუმცა კულტურები შეიძლება დადებითი დარჩეს მესამე კვირაში ანტიმიკრობული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.[57]
შედეგი
დადებითი
განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი
ტესტი
განავლის კულტურა ეპიზოდურად შესაძლოა პოზიტიური აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ სისხლის კულტურა ნეგატიურია, განსაკუთრებით თუ მისი აღებისას ცხელების დაწყებიდან გასულია 1 კვირაზე მეტი დრო.
განავლის კულტურის პოზიტიური შედეგი განაპირობებს წინასწარ დიაგნოსტიკას. შესაბამისი კლინიკური სურათის თანხლებით იგი ძალიან ამყარებს დიაგნოზს, განსაკუთრებით შინდაბრუნებულ მოგზაურებს შორის.
შედეგი
დადებითი
შარდის ბაქტერემიული ანალიზი
ტესტი
ზოგჯერ შესაძლებელი ხდება მიკროორგანიზმის გამოყვანა შარდის კულტურიდან, თუმცა სენსიტიურობა დაბალია.
შედეგი
დადებითი
ძვლის ტვინის კულტურა
ტესტი
გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ ანტიბიოტიკოთერაპია.
შედეგი
დადებითი
მედიკამენტებზე მგრძნობელობის ტესტირება
ტესტი
ყველა დადასტურებული ინფექციისთვის, მკურნალობის შესარჩევად, საჭიროა ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის ტესტირება.
შედეგი
მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ
გასათვალისწინებელი კვლევები
ვარდისფერი ლაქების კულტურა
ტესტი
აგრეთვე შესაძლებელია მიკროორგანიზმის გამოყვანა ვარდისფერი ლაქებიდან აღებული ბიოფსიური ქსოვილიდან, თუკი ეს ლაქები ხილულია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ვარდისფერი ლაქები გულმკერდის არეში ტიფოიდური ცხელების დროსCDC/შეიარაღებული ძალების პათოლოგიის ინსტიტუტი, ჩარლზ ნ. ფარმერი; მიღებულია ნებართვა [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ვარდისფერი ლაქები მუცლის არეში ტიფოიდური ცხელების დროსCDC/შეიარაღებული ძალების პათოლოგიის ინსტიტუტი, ჩარლზ ნ. ფარმერი; მიღებულია ნებართვა [Citation ends].
შედეგი
დადებითი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას