ეპიდემიოლოგია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად ფიქსირდება 11-დან 21 მილიონამდე ტიფოიდის შემთხვევა და ტიფოიდთან დაკავშირებული სიკვდილის 128,000-161,000 შემთხვევა.[1]​ 2017 წლის დაავადებების გლობალური ტვირთის კვლევამ აღრიცხა ტიფოიდური და პარატიფოიდური ცხელების 14.3 მილიონი შემთხვევა, რაც აჩვენებდა 44,6%-იან კლებას 1990 წელთან შედარებით (25.9 მილიონი შემთხვევა); 2017 წელს დაფიქსირდა ტიფოიდური და პარატოფოიდური ცხელების 135,900 შემთხვევა, რაც წარმოადგენს 41.0%-იან შემცირებას 1990 წელთან შედარებით (230,500).[2] ინფექციების უმრავლესობა (დაახლოებით 70%) დაფიქსირდა სამხრეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და სუბ-საჰარის აფრიკიდან.[2][3][4]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტიფოიდური და პარატიფოიდური ცხელების ინციდენტობის მაჩვენებლი (100 000 პოპულაციაზე), ქვეყნების მიხედვით, 2017 წელსGBD 2017 Typhoid and Paratyphoid Collaborators. Lancet Infect Dis 2019 Apr;19(4):369-381; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3b7a1fea

ასაკზე დაკორექტირებული ინციდენტობა სამხრეთ აზიაში, 2017 წელს, შეადგენდა 549/100,000-ს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 198/100,000.[2] ინციდენტობა შესაძლოა საგრძნობლად ვარირებდეს ცალკეული ქვეყნის, ან თუნდაც ქალაქის ფარგლებში, სადაც ის უპირატესად მაღალია ურბანული მიკრორაიონების მოსახლეობაში.[3] მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ენტერული ცხელება ძირითადად ასოცირებული ენდემურ რეგიონებში მოგზაურობასთან.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტიფოიდური ინფექციის ინციდენტობა (მარცხნივ) და მოგზაურთა პროცენტული რაოდენობები (მარჯვნივ)CDC-ს ვიზუალური ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6e577d0d​ აშშ-ში, მაგალითად, წლიური ინციდენტობის მაჩვენებელი 7.5-დან 100.000 მოსახლეზე 1940 წელს დაეცა 0.2-მდე 100.000 მოსახლეზე 1990-იან წლებში, ხოლო უცხოეთში მოგზაურობასთან ასოცირებული შემთხვევების პროპორცია გაიზარდა 33%-დან 1967 წლის მონაცემებით 72%-81%-მდე 1996-1997 წლებში.[5][6][7]​ ისრაელში ცვლილებები კიდევ უფრო შესამჩნევია, რადგან ადრეულ 1950-იან წლებში აღრიცხული წლიური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც იყო 90/100.000 მოსახლეზე, დაეცა 0.23-მდე 100.000 მოსახლეზე 2003 წლის მონაცემებით; შემთხვევათა 57% აღმოჩნდა უცხოეთში შეძენილი.[8] ინდუსტრიულ ქვეყნებში აღრიცხული წლიური ინციდენტობის საერთო დიაპაზონი მერყეობს 0.13-დან 1.2 შემთხვევამდე 100.000 მოსახლეზე, რომელთა შორის ძირითადი უმრავლესობა წარმოადგენს იმპორტირებულს.[5][9][10]​ მოგზაურებისთვის რისკი, როგორც ჩანს, განსხვავდება მოგზაურობის გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით.[11][12][13]

რიგი დასკვნების მიხედვით, ტიფოიდური ინფექციის შეძენის კუთხით ყველაზე მაღალ რისკს მოიცავს ინდოეთის სუბკონტინენტი (ინდოსტანი). იმ დროს, როდესაც ტიფოიდური ინფექციის ინციდენტობამ, მაგალითად, მექსიკაში მოგზაურ აშშ-ს მოქალაქეებს შორის 1985-დან 1994 წლამდე პერიოდში იკლო 0.19-დან 0.13-მდე 100.000 მოსახლეზე, ინდოეთის სუბკონტინენტზე მოგზაურთა შორის ინციდენტობის მაჩვენებელმა იმატა 23.4-დან 81.2-მდე 100.000-ზე. ინდოეთის სუბკონტინენტზე მოგზაურობისას ტიფოიდური ინფექციის საერთო რისკი 18-ჯერ აღემატება რისკს, რომელნიც ნებისმიერ სხვა გეოგრაფიულ არეშია მოსალოდნელი.[5]

ისრაელში, ტიფოიდური ინფექციის იმპორტირებული შემთხვევების 74% აღმოჩნდა ინდოეთში შეძენილი, ხოლო დაზიანებადობის გათვლითი მაჩვენებელი აღწევდა 24-ს 100.000 მოგზაურზე, რაც 100-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს ტაილანდსა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურთათვის.[14]

ინდოეთის სუბკონტინენტი, როგორც წამყვანი გეოგრაფიული წყარო, ასევე მოიხსენიება საფრანგეთსა და გერმანიაში გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც.[15][16]

განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება სპეციალური ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად ჩასულ მოგზაურებს (VFR): ანუ, ემიგრანტებს, რომელნიც სამშობლოში დაბრუნდნენ. იმასთან ერთად, რომ მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად ჩასული მოგზაურები უფრო აკითხავენ სოფლის ტიპის დასახლებებს, მათ აგრეთვე გააჩნიათ ნაკლები წინასამგზავრო ინსტრუქტაჟი, ისინი ნაკლებად იცავენ საკვების და წყლის უსაფრთხოების წესებს და არ მიმართავენ ტიფოიდურ ვაქცინაციას უშუალოდ გამგზავრებამდე.[17]

მოკლე-ვადიანი მოგზაურობის პირობებში სასიკვდილო შემთხვევები იშვიათია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ეპიდზედამხედველობის მონაცემების მიმოხილვით 1985-1994 წლებში დაფიქსირებული ტიფოიდის2445 შემთხვევისთვის სიკვდილობის მაჩვენებელი შეადგენდა 0.4%-ს. სასიკვდილო შემთხვევები უკლებრივ აღინიშნებოდა ემიგრანტებში და არა მოკლე-ვადიან მოგზაურთა შორის.[5] საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელსა და ნეპალში დაბრუნებისას ჰოსპიტალიზებულ მოგზაურებს შორის ტიფოიდური ინფექციის არც ერთი დაფიქსირებული შემთხვევა არ დასრულებულა სასიკვდილო გამოსავლით.[14][15][16][18]

ტიფური ცხელების აფეთქება გამოწვეული Salmonella typhi-ის შტამით, რომელიც რეზისტენტული იყო ქლორამფენიკოლის, ამპიცილინის, ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის, ფტორქინოლონებისა და ცეფტრიაქსონის მიმართ, გაჩნდა პაკისტანში 2016 წელს.[19]​ მას შემდეგ, რაც S typhi-ს პოლირეზისტენტული შტამი (XDR) დაფიქსირდა მოგზაურებში, ძირითადად ასოცირებულია პაკისტანში მოგზაურობასთან.[13][20][21][22]​​​​[23]​​​​ აშშ-ში, 2018 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტამდე, გამოვლინდა 76 XDR და XDR ვარიანტის S ტიფის ინფექცია. ამ პაციენტთაგან 67-მა განაცხადა პაკისტანში მოგზაურობის შესახებ, მაგრამ ცხრას არ ჰქონდა საერთაშორისო მოგზაურობის ისტორია ავადმყოფობამდე 30 დღით ადრე და ასევე არ უთქვამს მჭიდრო კონტაქტის შესახებ სხვა ავადმყოფთან.[24] არ არის იდენტიფიცირებული ინფექციის წყარო იმ პაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ მოგზაურობის ისტორია და XDR ტიფოიდურ ცხელებაზე ეპიდზედამხედველობა გრძელდება.[24]

ბევრ ქვეყანაში ენტერული ცხელება არის შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადება, სადაც ლოკალური და ნაციონალური გაიდლაინებში აღწერილია შეტყობინების მოთხოვნები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას