შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

25 წლის მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია შინაგანი მედიცინის (თერაპიულ) განყოფილებაში მაღალი ცხელების ჩივილით, რომელიც გრძელდება 12 დღის განმავლობაში. უკანასკნელ პერიოდში იგი დაბრუნდა სამოგზაურო ტურიდან ნეპალსა და ინდოეთში. ნიუ დელიში ყოფნის ბოლო დღეს მას აღენიშნა წყლიანი დიარეის მწვავე ეპიზოდი, რომელიც გახანგრძლივდა 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ალაგდა მკურნალობის გარეშე. დაბრუნებიდან 2 კვირის შემდეგ პაციენტს დაეწყო ცხელების შეგრძნება თავის ტკივილის და მადის გაქრობით თანხლებით. მისი სხეულის ტემპერატურამ მოიმატა 39.4°C-მდე (103°F), ხოლო თავის ტკივილი და ზოგადი დაღლილობა გაუარესდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ვიზიტისას რუტინული კვლევების და სისხლის საერთო ანალიზის (FBC) შედეგები აღმოჩნდა ნორმალური. პაციენტი გაეწერა სახლში ვირუსული ინფექციის დიაგნოზით, ყოველგვარი ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშე. 4 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გამოიკვეთა მშრალი ხველა, რის გამოც იგი ხელახლა ჰოსპიტალიზდა. მისი ვაქცინაციის ანამნეზი მოიცავდა ბავშვთა ასაკის რუტინულ ვაქცინაციას, აგრეთვე გამგზავრებამდე A და B ჰეპატიტის და ტიფოიდურ ვაქცინაციებს (Vi ვაქცინა).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას