ურგენტული საკითხები

იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის

ქრონიკული დიარეის შემთხვევათა უმრავლესობა ფასდება ამბულატორიულ პირობებში; გარკვეული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა გადაუდებელი მიდგომა.

საგანგაშო ნიშნები

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ წონის სწრაფი კლება, დეჰიდრატაცია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ანემია ან ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, უფრო ხშირად აღმოაჩნდებათ დიარეის სერიოზული მიზეზი და მათი გამოკვლევა საჭიროა სტაციონარში.

გამოკვლევისა და მკურნალობის გადაუდებლობა ეფუძნება სისტემურ ნიშნებს. გადაუდებელი გამოკვლევები ნაჩვენებია ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელიც ავლენს ტოქსიკურობის ნიშნებს (ტაქიკარდია, დეჰიდრატაცია, პირექსია ან ჰიპოტენზია). პაციენტი კლინიკაში უნდა განთავსდეს ჩამოთვლილი მიზნებით:

  • ინტრავენური რეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დისბალანსის შესწორება

  • ინტრავენური ანტიბიოტიკები თუ ვლინდება ცხელება

  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, ტოქსიკური დილატაციის გამოსარიცხად

  • მიმართვა ქირურგიული კონსულტაციისათვის

  • ტოქსიკური დილატაციის გამორიცხვის შემთხვევაში, შესაძლებელია რიგიდული ან დრეკადი სიგმოიდოსკოპიის ჩატარება

  • ტრანსფუზია, საჭიროებისამებრ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას