მიდგომა

ქრონიკული დიარეის შეფასება შესაძლოა გართულდეს. ეფექტური გამოკვლევა საჭიროებს მნიშვნელოვან კლინიკურ შესაძლებლობებს. შეფასების სწორი მიდგომა გულისხმობს თავდაპირველად ყველაზე ხშირი და ყველაზე მძიმე მდგომარეობების გათვალისწინებას, ანამნეზისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით. თუ თავდაპირველი შეფასებით ეტიოლოგია ვერ განისაზღვრა, შემდეგი ნაბიჯია სისტემური მიდგომით დიაგნოზის ძებნა - დიფერენციული დიაგნოსტიკა.

ანამნეზთან და სიმპტომებთან დაკავშირებული საკითხები

პაციენტის შეფასება იწყება დეტალური ანამნეზის შეკრებით. ყურადღება ექცევა სიმპტომებს, დაწყების დროსა და ხანგრძლივობას, მოგზაურობის ისტორიას, თანმდევ სამედიცინო პრობლემებს, კვებას (ლაქტოზა, ფრუქტოზა, გლუტენი და ა.შ.), მედიკამენტების გამოყენებას.[4] განავლის კონსისტენციის დადგენაში დამხმარე როლი აქვს "ბრისტოლის განავლის სქემას".[5] Bristol stool chart Opens in new window

ანამნეზის ძირითადი კომპონენტებია:

  • დიარეის ხანგრძლივობა: 4 კვირაზე მეტია ქრონიკული დიარეის შემთხვევებში[1]

  • ეპიზოდების რაოდენობა დღეში: ≥3 თხელი განავალი დღეში ქრონიკული დიარეის დროს[1]

  • სიმპტომების გამო ღამით გაღვიძება: ფუნქციონალური დაავადებები ნაკლებსავარაუდოა

  • განავალში სისხლის არსებობა: შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის ანთებით დაავადებაზე (IBD), ავთვისებიან სიმსივნეზე ან იშემიაზე.

დაკავშირებული სიმპტომებია:

  • წონის კლება/ზრდაში ჩამორჩენა(მაგ., ცელიაკია, IBD, ავთვისებიანი სიმსივნე, წვრილი ნაწლავის ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა, ქრონიკული პანკრეატიტი, ჰიპერთირეოზი, დიაბეტი)

  • მუცლის ტკივილი (მაგ.: ცელიაკია, კრონის დაავადება, ავთვისებიანი მდგომარეობა)

  • ყაბზობა, რომელსაც ენაცვლება დიარეა (მაგ., IBD, ფეკალური ჩაჭედვა, ჭარბ დენასთან ერთდ)

  • გულისრევა და ღებინება (მაგ.: წვრილი ნაწლავის კრონის დაავადება, წვრილი ნაწლავის ჭარბი ბაქტერიული ზრდა, დიაბეტი, განავლის ჩაჭედვა)

  • ჰემატოქეზია ან მელენა (IBD, იშემია, ავთვისებიანი სიმსივნე)

  • კანის ცვლილებები (ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადება).

დამატებითი არასპეციფიკური სიმპტომებია:

  • სტეატორეა (მაგ.: პანკრეასის უკმარისობა, ცელიაკია, ღვიძლის დაავადება, გიარდიოზი)

  • მუცლის შებერილობა/მეტეორიზმი (არასპეციფიკურია, მაგრამ შესაძლებელია მიუთითებდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე და წვრილი ნაწლავის ჭარბ ბაქტერიულ ზრდაზე)

  • აირების დაგროვება (არასპეციფიკურია, მაგრამ შესაძლებელია მიუთითებდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე და წვრილი ნაწლავის ჭარბ ბაქტერიულ ზრდაზე)

  • მუცლის ყურყური (არასპეციფიკურია)

  • ანორექსია (არასპეციფიკურია)

  • გახშირებული ინფექციები (საერთო ვარიაბელური იმუნური დეფიციტი, აივ).

მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებული დიარეის მიზეზებია:

  • ლაქსატივების გამოყენება (შესაძლებელია უნებლიედ)

  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAID)

  • ქინინი

  • ანტიბიოტიკები (სიფრთხილე გამოიჩინეთ Clostridium difficile ინფექციის რისკის კუთხით)

  • გარკვეული ქიმიოთერაპიები და კიბოს სხვა მკურნალობები.[6]

ფიზიკური გამოკვლევა

გასინჯვის მონაცემები ძირითადად არასპეციფიკურია.

ძირითადი ნიშნებია:

  • კანის გამონაყარი, როგორიცაა ჰერპეტიფორმის დერმატიტი, კვანძოვანი ერითემა და განგრენოზული პიოდერმია, შეესაბამება ცელიაკიას ან IBD-ს.

  • ლიმფადენოპათია ან წარმონაქმნი მუცლის ღრუში მიუთითებს ინფექციაზე ან ავთვისებიან მდგომარეობაზე

  • რექტალური გამოკვლევით გამოვლენილი სისხლი, რაც მკვეთრად მიუთითებს ლორწოვანის დაზიანებაზე, როგორიცაა IBD ან ავთვისებიანი სიმსივნე.

ლაბორატორიული შეფასება

ლაბორატორიული კვლევები ინდივიდუალურია, დაავადების რისკფაქტორების გათვალისწინებით: მაგალითად, პარაზიტული დაავადებები იშვიათია ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, მოგზაურობის ანამნეზის გარეშე.

ბაზისური ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება ყველა პაციენტთან, მოიცავს: სისხლის საერთო ანალიზს, გლუკოზას, ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს, C-რეაქტიულ ცილას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ სინჯებს, ცელიაკიის სეროლოგიას, IgA დონეს, ჰემატოლოგიურ კვლევებს (B12, ფოლატი, ფერიტინი). განავალში კალპროტექტინის განსაზღვრა შესაძლებელია ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ნაჩვენებია, რომ ფეკალური კალპროტექტინი მუდმივად განასხვავებს IBD-ს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისგან, რადგან მას აქვს კარგი უარყოფითი პროგნოზირებითი ღირებულება არადიაგნოსტირებული, სიმპტომატური პაციენტების IBD-ის გამოსარიცხად.[4][7]​​[8]​​ თუმცა, ფეკალური კალპროტექტინი ასევე შეიძლება გაიზარდოს კოლორექტალური კიბოს, კუჭ-ნაწლავის (GI) ინფექციის ზოგიერთ შემთხვევაში ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, რაც ზღუდავს ტესტის სპეციფიკურობას.[4]

იმუნოკომპეტენტურ მასპინძლებში მხოლოდ რამდენიმე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია იწვევს ქრონიკულ დიარეას, თუმცა ზოგიერთი პარაზიტი, როგორიცაა Giardia, ხშირია და უნდა შემოწმდეს განავლის ნიმუშები მიკროსკოპით, დაითესოს კულტურები და განისაზღვოს სენსიტიურობა. განავლის ნიმუშების რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკმარისი სპეციფიკურობის მისაღწევად, განსხვავდება დიაგნოსტიკური მეთოდის მიხედვით. ერთჯერადი განავლის ნიმუში შესაძლოა საკმარისი იყოს პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის კვლევისთვის, ხოლო მიკროსკოპული ანალიზი საჭიროებს 3 ნიმუშს.

ენდოსკოპიური გამოკვლევა

ქრონიკული დიარეის შეფასებისთვის, ენდოსკოპია ღირებული დიაგნოსტიკური მეთოდი და ხშირად რუტინულად გამოიყენება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა პათოლოგია სახეზეა და საჭიროებს მკურნალობას, მაგალითად ქრონიკული ყაბზობის დროს (ეს ასევე გულისხმობს, რომ ლორწოვანი დაავადება ნაკლებსავარაუდოა).[9]​ ენდოსკოპია საშუალებას იძლევა IBD-ის დროს დაავადების სიმძიმე და გავრცელება მყისიერად შეფასდეს ვიზუალურად და პროგნოზული ინფორმაციის მოგვაწოდოს.

ჰისტოლოგიური შეფასებით შესაძლებელია მაკროსკოპული და მიკროსკოპული კოლიტის დოკუმენტირება. კოლონოსკოპიით გამოვლენილი ანთება საჭიროებს მომდევნო გამოკვლევებს, მაგალითად წვრილი ნაწლავის შეფასებას კრონის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში. უარყოფითი კოლონოსკოპია საშუალებას გვაძლევს დავამშვიდოთ პაციენტები, რომელთაც IBD ან კიბოს საშიშროება აღენიშნებოდათ. თუ ეჭვია ცელიაკიაზე, შესაძლებელია გასტროსკოპიის ჩატარება თორმეტგოჯას ბიოფსიით, ერთსა და იმავე ვიზიტზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცელიაკიის დაავადების დროს ხაოების ატროფიის ფოტომიკროგრაფიგამოსახულება ეკუთვნის დანიელ ლეფლერს, MD და სიარან კელის, MD; გამოიყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@7af0377[Figure caption and citation for the preceding image starts]: ენდოსკოპიურად თორმეტგოჯა ნაწლავის ლოროწვანის ჩაზნექვა ცელიაკიის დაავადების დროს და სხვა ლორწოვანი დაავადებების დროს, როგორიცაა გიარდიოზიგამოსახულება ეკუთვნის დანიელ ლეფლერს, MD და სიარან კელის, MD; გამოიყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@569f841b

თუ პაციენტს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნები, ანემია, წონის მნიშვნელოვანი კლება, მას უნდა ჩაუტარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას