ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
კონსტიტუციური სიმპტომები
ბუბონური შავი ჭირის დროს დამახასიათებელია უეცარი ცხელება, საერთო სისუსტე და პროსტრაცია, რომელსაც ერთვის ლიმფადენიტი. თითქმის ყოველთვის გამოხატულია ცხელება.[27]
შავი ჭირის სეპტიკური ფორმის მქონე პაციენტებში ასევე აღინიშნება სისტემური ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ჰიპოტენზია.
ლიმფადენიტი (ბუბონური შავი ჭირი)
ახასიათებს რბილი, შეშუპებული ლიმფური კვანძები რწყილის ნაკბენის ადგილზე (შესაძლოა ნეკროზული უბნებით). საზარდულის ლიმფური კვანძები ყველაზე ხშირად ზიანდება. შავი ჭირით გამოწვეული ფარინგიტის დროს, ძირითადად, ანთება კისრის წინა ლიმფურ კვანძებში მიმდინარეობს.[34][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბუბონები იღლიაშიდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) სურათების კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].
სისხლიანი ხველა (შავი ჭირის ფილტვის ფორმა)
შავი ჭირის ფილტვის ფორმა უეცრად იწყება და ჩვეულებრივ, იწვევს სისხლიან ნახველს.
შავი ჭირის ფილტვის ფორმა უმეტესწილად წარმოადგენს ჰაერშიYersinia pestis განზრახ გამოშვების შედეგად განვითარებულ კლინიკურ ფორმას.
ფაღარათი (იერსინიოზი)
ზრდასრულებში, ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ≥3 კვირა.
მუცლის ტკივილი (იერსინიოზი)
იერსინიოზმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, რომელიც არ განსხვავდება აპენდიციტის დროს ტკივილისაგან. ზრდასრულებში მუცლის ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს ≥3 კვირა.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
პლევრიტისთვის დამახასიათებელი ტკივილი გულმკერდის არეში (შავი ჭირის ფილტვის ფორმა)
შავი ჭირის ფილტვის ფორმა იწყება უეცრად და ჩვეულებრივ, იწვევს პლევრიტისთვის დამახასიათებელ ტკივილს გულმკერდის არეში.
შავი ჭირის ფილტვის ფორმა უმეტესწილად წარმოადგენს ჰაერშიYersinia pestis განზრახ გამოშვების შედეგად განვითარებულ კლინიკურ ფორმას.
დისპნოე (შავი ჭირის ფილტვის ფორმა)
შეიძლება იყოს პირველადი შავი ჭირის ფილტვის ფორმის სიმპტომი.
რისკფაქტორები
ძლიერი
რწყილებთან ექსპოზიცია (შავი ჭირი)
ვირთხის რწყილი Xenopsylla cheopis არის შავი ჭირის ყველაზე ეფექტური გადამტანი, მაგრამ ბევრ სხვადასხვა ცხოველის რწყილს შეუძლია შავი ჭირის გადატანა. შინაური ცხოველები, როგორიცაა ძაღლები ან კატები, ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ ჭირით ინფიცირებულ ვირთხებთან ან კურდღელთან კონტაქტის ან ინფიცირებული რწყილის დაკბენის შემდეგ. შინაური ცხოველების პატრონები ან ვეტერინარები შესაძლოა დაინფიცირდნენ რწყილის ნაკბენის შედეგად ან შავი ჭირის ბაცილების შემცველი აეროზოლების ინჰალაციის დროს. 1977-1988 წლებში აშშ-ის დასავლურ შტატებში 23 პაციენტიდან 5 აღრიცხული იყო, როგორც კატასთან დაკავშირებული შავი ჭირი.[16][Figure caption and citation for the preceding image starts]: მდედრი რწყილი Xenopsylla cheopis flea, ასევე ცნობილია როგორც აღმოსავლური ვირთაგვას რწყილი.დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) სურათების კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].
ენდემურ რაიონებში (შავი ჭირი) ცხოვრება ან მოგზაურობა
შავი ჭირი მსოფლიო მასშტაბით გვხვდება. ენდემურია ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის სოფლებში (განსაკუთრებით მადაგასკარში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში), ასევე ცენტრალურ აზიასა და ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში და აშშ-ის დასავლეთში. შემთხვევები უფრო გავრცელებულია აფრიკაში (კერძოდ, მადაგასკარზე).[10][11] ამჟამად ყველაზე ენდემური ქვეყნებია მადაგასკარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პერუ.[9]
აშშ მოიცავს შავი ჭირის დიდ ბუნებრივ კერებს, მაგრამ შემთხვევები იშვიათია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს რეგიონები ნაკლებად არის დასახლებული. ჩრდილოეთ ამერიკაში შავი ჭირის ბუნებრივი კერები გვხვდება აშშ-ს 15 დასავლეთ რეგიონში და მათ მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მათ შორის, კანადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში.[12] CDC: map of plague in the US Opens in new window
კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან (შავი ჭირი)
ინფიცირებულ ვირთხებთან ან კურდღლებთან კონტაქტის შემდეგ ან ინფიცირებული რწყილის ნაკბენის შედეგად შესაძლოა დაინფიცირდნენ შინაური ცხოველებიც, როგორებიცაა ძაღლები ან კატები. შინაური ცხოველების პატრონები ან ვეტერინარები შესაძლოა დაინფიცირდნენ რწყილის ნაკბენის შედეგად ან შავი ჭირის ბაცილების შემცველი აეროზოლების ინჰალაციის დროს. 1977-1988 წლებში აშშ-ის დასავლურ შტატებში 23 პაციენტიდან 5 აღრიცხული იყო, როგორც კატასთან დაკავშირებული შავი ჭირი.[16]
ბიოტერორიზმი (ჭირი)
Yersinia pestis კატეგორიზებულია, როგორც ბიოტერორიზმის შერჩეული 1-ლი დონის აგენტი მისი დაბალი ინფექციური დოზის, შემთხვევების მაღალი სიკვდილიანობის და ბიოტერორიზმის აგენტად გამოყენების ისტორიის გამო.[2]
ანტიკური დროიდან მე-20 საუკუნემდე შავი ჭირი გამოიყენებოდა როგორც ბიოლოგიური იარაღი. შეზღუდულ სივრცეში შავი ჭირის აეროზოლირებული ჩხირების გამოფრქვევა იწვევს მაღალ სიკვდილობას. არაენდემურ რაიონებში შავი ჭირის ფილტვის ფორმის აფეთქებამ უნდა გამოიწვიოს ეჭვი გამიზნულად გავრცელებაზე .
მცირეწლოვანი ბავშვები (იერსინიოზი)
Yersinia enterocolitica ინფექცია უფრო ხშირად გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში, მაგრამ ასევე მოქმედებს ზრდასრულებზეც. ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, შემთხვევათა 77% გამოვლინდა <12 თვის ბავშვებში.[24]
ისეთი გართულებები, როგორიცაა კვანძოვანი ერითემა და რეაქტიული ართრიტი, უფრო ხშირია ზრდასრულებში.
უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ღორის ხორცის პროდუქტების მიღება (იერსინიოზი)
Yersinia enterocolitica ინფექციის ყველაზე მაღალი ინციდენტობა აღინიშნა ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც ერთ-ერთ ძირითად რისკფაქტორს წარმოადგენს უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ღორის ხორცის პროდუქტები.[25]
სუსტი
შავი ჭირით ინფიცირებულ ადამიანებთან ექსპოზიცია (შავი ჭირი)
პნევმონიური ჭირი ერთადერთი კლინიკური ფორმაა, რომელიც გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე; თუმცა, ეს იშვიათია.[7]
რკინის ცვლის დარღვევები (იერსინიოზი)
ისეთი სინდრომები, როგორიცაა ბეტა-თალასემია და ჰემოქრომატოზი, წარმოადგენს რისკფაქტორს Yersinia enterocolitica-ს ბაქტერიემიისათვის.[3]
ღვიძლის ქრონიკული დაავადება, დიაბეტი, ალკოჰოლიზმი (იერსინიოზი)
რისკფაქტორებიYersinia enterocolitica-ს ბაქტერიემიისათვის.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას