კრიტერიუმები

Coxiella burnetii-ის პირველადი ინფექციის დიაგნოზის კრიტერიუმები, რომლებიც დაფუძნებულია მწვავე სიმპტომებზე და ვალვულოპათიის, იმუნოდეფიციტის ან ორსულობის ანამნეზზე[45]

მწვავე Q ცხელება:

  • ცხელება, ჰეპატიტი და/ან პნევმონია მიკრობიოლოგიური კრიტერიუმებით (II ფაზის იმუნოგლობულინი G ≥1:200 და II ფაზის იმუნოგლობულინი M ≥1:50, სეროკონვერსია, ან დადებითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია სისხლის/შრატის ნიმუშზე, ენდოკარდიტის გარეშე)

  • სიმპტომების ხანგრძლივობა <3 თვეზე სიმპტომების დაწყებიდან ან სეროკონვერსიიდან.

მწვავე Q ცხელება მნიშვნელოვანი ვალვულოპათიით:

  • მწვავე Q ცხელების კრიტერიუმები და ანამნეზში რევმატული ცხელება, ორკარედიანი აორტის სარქველი, გულის თანდაყოლული დაავადება, გულის ხელოვნური სარქველი, აორტის რეგურგიტაცია, სტენოზი ≥II ხარისხით, მიტრალური სარქვლის პროლაფსი.

მწვავე Q ცხელება მნიშვნელოვანი ვალვულოპათიით:

  • მწვავე Q ცხელების კრიტერიუმები და ანამნეზში სისხლძარღვოვანი გრაფტი ან ანევრიზმა.

მწვავე Q ცხელება მძიმე იმუნოდეფიციტით:

  • მწვავე Q ცხელების კრიტერიუმები ტრანსპლანტის მიმღებ პაციენტებში, ქიმიოთერაპიის ან კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ, აივ პაციენტებში CD4 <200, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.

C brunetii-ის უსიმპტომო პირველადი ინფექცია ორსულობის დროს:

  • უსიმპტომო ორსულები, II ფაზის IgG ≥1:200 და IgM ≥1:50.

C brunetii-ით გამოწვეული ენდოკარდიტის დიაგნოზის კრიტერიუმები[82]

A. დეფინიციური კრიტერიუმები:

  • დადებითი კულტურა

  • PCR ან გულის სარქვლის იმუნოქიმია.

B. ძირითადი კრიტერიუმები:

  • მიკრობიოლოგია: დადებითი კულტურა ან PCR სისხლის/ემბოლიის ნიმუშზე, ან სეროლოგიაზე I ფაზის IgG ანტისხეულები ≥1:6400

  • ენდოკარდიული ჩართულობის მტკიცებულება:

    • დადებითი ექოკარდიოგრამა ინფექციურ ენდოკარდიტზე: მოქანავე ინტრაკარდიული წარმონაქმნი სარქველზე და მის დამჭერ სტრუქტურებზე, რეგურგიტაციული ნაკადების გზაზე ან იმპლანტირებულ მასალაზე, თუ არ გვაქვს ალტერნატიული ანატომიური ახსნა; ან აბსცესი; ან ხელოვნური სარქვლის ახალი ნაწილობრივი ჩახევა; ან ახალი სარქვლოვანი რეგურგიტაცია (არსებული შუილის ცვლილება ან გაუარესება საკმარისი არ არის)

  • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება, რომელზეც ვლინდება სარქვლის სპეციფიკური ფიქსაცია და მიკოტური ანევრიზმა.

C. მცირე კრიტერიუმები:

  • გულის არსებული მდგომარეობა (ცნობილი ან აღმოჩენილი ექოგრაფიით)

  • ცხელება (>38°C)

  • სისხლძარღვის ფენომენები, დიდი ზომის არტერიული ემბოლიები, ფილტვის სეპტიკური ინფარქტები, მიკოტური ანევრიზმა (პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება), ინტრაკრანიული ჰემორაგია, ჰემორაგიები კონიუნქტივაზე და ჯეინუეის დაზიანებები

  • იმუნოლოლოგიური მოვლენები: გლომერულონეფრიტი: ოსლერის კვანძები, როთის ლაქები ან რევმატოიდული ფაქტორი

  • დადებითი სეროლოგია I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულების ≥1:800 და <1:6400 შეფარდებით.

დასკვნითი დიაგნოზი:

  1. ერთი A კრიტერიუმი

  2. ორი B კრიტერიუმი

  3. ერთი B კრიტერიუმი და სამი C კრიტერიუმი (მათ შორის მიკრობიოლოგიური და კარდიალური მიდრეკილების მტკიცებულება).

შესაძლო დიაგნოზი:

  1. ერთი B კრიტერიუმი და ორი C კრიტერიუმი (მათ შორის მიკრობიოლოგიური და კარდიალური მიდრეკილების მტკიცებულება)

  2. სამი C კრიტერიუმი (მათ შორის დადებითი სეროლოგია და კარდიალური მიდრეკილება).

პაციენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ C brunetii-ის შესაძლო ან დადასტურებული ენდოკარდიტის კრიტერიუმებს და აღენიშნებათ გულის ხელოვნური სარქველი ან პეისმეიკერი, ასევე პირებს, რომელთაც ჩაუტარდათ ბენტალის ქირურგიული ჩარევა, უნდა დაუდგინდეთ უცხო სხეულით გამოწვეული ენდოკარდიტის დადასტურებული ან შესაძლო დიაგნოზი. შესაბამისად, მათ უნდა ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა (ე.ი. 24-თვიანი მკურნალობის კურსი).

გულის სარქვლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტები (როგორც წესი, გულის ქირურგიულ განყოფილებაში), რომელთაც დაუდგინდათ დადასტურებული ენდოკარდიტის დიაგნოზი I ფაზის იმუნოგლობულინი G-ის ისეთი დაბალი ნიშნულით, როგორიცაა 1:200.[55][58] მოცემულ სპეციფიკურ კონტექსტში (ქირურგიული ჩარევა გულზე და სისხლძარღვებზე და ძალიან დაბალი სეროლოგიური ტიტრები 1:200-სა და 1:400-ს შორის) აუცილებელია ენდოკარდიტისა და სისხლძარღვოვანი ინფექციის მკურნალობის გამოწერა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზე არ გვაქვს ინფექციური სიმპტომები ან არ ვლინდება დადებითი პასუხი პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე, ვინაიდან ჩაურევლობის შემთხვევაში სიკვდილობის რისკი მაღალია.

C brunetii-ით გამოწვეული სისხლძარღვების ინფექციის დიაგნოზის კრიტერიუმები[82]

A. დეფინიციური კრიტერიუმები:

  • დადებითი კულტურა

  • არტერიული ნიმუშის (პროთეზი ან ანევრიზმა), პერიარტერიული აბსცესის ან აორტასთან დაკავშირებული სპონდილოდისკიტის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან იმუნოქიმია.

B. ძირითადი კრიტერიუმები:

  • მიკრობიოლოგია: დადებითი კულტურა ან PCR სისხლის/ემბოლიის ნიმუშზე, ან სეროლოგიაზე I ფაზის IgG ანტისხეულები ≥1:6400

  • სისხლძარღვების ჩართულობის მტკიცებულება:

    • კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება: ანევრიზმა ან სისხლძარღვოვანი პროთეზი და პერიარტერიული აბსცესი, ფისტულა ან სპონდილოდისკიტი

    • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება: სპეციფიკური ფიქსაცია ანევრიზმაზე ან სისხლძარღვოვანი პროთეზი.

C. მცირე კრიტერიუმები:

  • დადებითი სეროლოგია I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულების ≥1:800 და <1:6400 შეფარდებით

  • ცხელება (≥38 °C)

  • ემბოლია

  • არსებული სისხლძარღვოვანი მდგომარეობა (მიდრეკილება, მაგ. ანევრიზმა ან პროთეზი)

დასკვნითი დიაგნოზი:

  1. ერთი A კრიტერიუმი

  2. ორი B კრიტერიუმი

  3. ერთი B კრიტერიუმი და ორი C კრიტერიუმი (მათ შორის მიკრობიოლოგიური და სისხლძარღვოვანი მიდრეკილების მტკიცებულება).

შესაძლო დიაგნოზი:

  • სისხლძარღვოვანი მიდრეკილება, სეროლოგიური მტკიცებულებები და ცხელება ან ემბოლია.

პაციენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ C brunetii-ით გამოწვეული შესაძლო ან დადასტურებული სისხლძარღვების ინფექციის კრიტერიუმებს და აღენიშნებათ ხელოვნური სისხლძარღვოვანი მასალა, უნდა დაუდგინდეთ უცხო სხეულით გამოწვეული სისხლძარღვოვანი ინფექციის დადასტურებული ან შესაძლო დიაგნოზი. შესაბამისად, მათ უნდა ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა (ე.ი. 24-თვიანი მკურნალობის კურსი).

C brunetii-ით გამოწვეული ხელოვნური სახსრის ინფექციის დიაგნოზის კრიტერიუმები[83]

A. დეფინიციური კრიტერიუმები:

  • დადებითი კულტურა

  • პერიპროთეზული ბიოფტატის ან სახსრის ასპირატის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან იმუნოქიმია.

B. ძირითადი კრიტერიუმები:

  • მიკრობიოლოგია:

    • დადებითი კულტურა ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია სისხლზე

    • დადებითია C burnetii-ის სეროლოგიურ კვლევაზე I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულები ≥1:6400 ტიტრით

  • პროთეზის ჩართულობის მტკიცებულება:

    • დადებითი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია პროთეზის ინფექციაზე: პროთეზის ფსევდოსიმსივნის მოგროვება

    • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება ან ინდიუმის ლეიკოციტური სკანირება, რომელზეც ვლინდება პროთეზის დამახასიათებელი ჰიპერმეტაბოლიზმი, რომელიც ასახავს ინფექციას

      • ინფექციის საუკეთესო კრიტერიუმი, 18F-ფთორდეზოქსიგლუკოზით პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირების შემთხვევაში, არის ნივთიერების შეთვისება ძვლისა და პროთეზის ზედაპირზე, მაგრამ არა ძვლის თავსა და წვერზე. აღნიშნული გამოვლინება ხასიათდება 92%-იანი მგრძნობელობითა და 97%-იანი სპეციფიკურობით.

C. მცირე კრიტერიუმები:

  • სახსრის პროთეზის არსებობა (აუცილებელი კრიტერიუმები)

  • ცხელება (≥38 °C)

  • სახსრების ტკივილი

  • დადებითი სეროლოგია I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულების >1:800 და <1:6400 შეფარდებით.

დასკვნითი დიაგნოზი:

  1. ერთი A კრიტერიუმი

  2. ორი B კრიტერიუმი

  3. ერთი B კრიტერიუმი და სამი C კრიტერიუმი (მათ შორის მიკრობიოლოგიური და სახსრის პროთეზის არსებობის მტკიცებულება).

შესაძლო დიაგნოზი:

  1. ერთი B კრიტერიუმი და ორი C კრიტერიუმი (მათ შორის მიკრობიოლოგიური და სახსრის პროთეზის არსებობის მტკიცებულება)

  2. სამი C კრიტერიუმი (მათ შორის დადებითი სეროლოგია და სახსრის პროთეზის არსებობა).

C burnetii-ის ძვალსახსროვანი ინფექციის (პროთეზის გარეშე) დიაგნოზის კრიტერიუმები[3][78]

A. დეფინიციური კრიტერიუმები:

  • დადებითი კულტურა

  • ძვლის ან სინოვიური ბიოფტატის ან სახსრის ასპირატის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან იმუნოქიმია.

B. ძირითადი კრიტერიუმები:

  • მიკრობიოლოგია:

    • დადებითი კულტურა ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია სისხლზე

    • დადებითი სეროლოგია I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულების ≥1:800 ტიტრით

  • ძვლის ან სახსრის ჩართულობის მტკიცებულება:

    • კლინიკური ართრიტი, ოსტეიტი ან ტენოსინოვიტი

    • კომპიტერულ ტომოგრაფიული სკანირება ან ულტრასონოგრაფია (სახსრის შემთხვევაში) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია: ძვალ-სახსროვანი დესტრუქცია, გამონაჟონი სახსარში, სახსარშიდა დაგროვება, სპონდილოდისკიტი, სინოვიტი, აკრომიოკლავიკულური ლოკალიზაცია

    • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება ან ინდიუმის ლეიკოციტური სკანირება, რომელზეც ვლინდება სპეციფიკური ძვალ-სახსროვანი შეთვისება.

C. მცირე კრიტერიუმები:

  • დადებითი სეროლოგია I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულების ≥1:400 და <1:800 შეფარდებით

  • ცხელება (≥38 °C)

  • მონო ან პოლიართრალგია.

დასკვნითი დიაგნოზი:

  1. ერთი A კრიტერიუმი

  2. ორი B კრიტერიუმი

  3. ერთი B კრიტერიუმი და სამი C კრიტერიუმი (მათ შორის ერთი მიკრობიოლოგიური მახასიათებელი).

შესაძლო დიაგნოზი:

  1. ერთი B და ორი C კრიტერიუმი

  2. სამი C კრიტერიუმი.

C burnetii-ის ქრონიკული ლიმფადენიტის დიაგნოზის კრიტერიუმები[3][78]

A. დეფინიციური კრიტერიუმები:

  • დადებითი კულტურა

  • ლიმფადენიტის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან იმუნოჰისტოქიმია ან ფლუორესცენტული ინ სიტუ ჰიბრიდიზაცია (FISH).

B. ძირითადი კრიტერიუმები:

  • მიკრობიოლოგია:

    • დადებითი კულტურა ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია სისხლზე

    • დადებითი სეროლოგია I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულების ≥1:800 ტიტრით

  • ლიმფური კვანძების ჩართულობის მტკიცებულება:

    • კლინიკური ლიმფადენიტი

    • კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება ან ულტრასონოგრაფია (სახსრების შემთხვევაში) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია: >1სმ ლიმფადენიტი

    • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება, რომელზეც ვლინდება ლიმფური კვანძების სპეციფიკური შეთვისება.

C. მცირე კრიტერიუმები:

  • დადებითი სეროლოგია I ფაზის იმუნოგლობულინი G ანტისხეულების ≥1:400 და <1:800 შეფარდებით

  • ცხელება (≥38 °C).

დასკვნითი დიაგნოზი:

  1. ერთი A კრიტერიუმი

  2. ორი B კრიტერიუმი

  3. ერთი B კრიტერიუმი და ორი C კრიტერიუმი (მათ შორის ერთი მიკრობიოლოგიური მახასიათებელი).

შესაძლო დიაგნოზი:

  1. ერთი B და ერთი C კრიტერიუმი

  2. ორი C კრიტერიუმი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას