გართულებები
C burnetii-ის მწვავე ინფექციის მზარდად მნიშვნელოვანი გართულებაა, რომელიც იწვევს ხანგრძლივვადიან ქმედუუნარობას; თუმცა ამ გართულების ჩამოყალიბების მექანიზმი უცნობია.[59][60][61]
წარმოდგენილია პაციენტთა დაახლოებით 20%-ში.[59][60]
ვლინდება მწვავე ინფექციიდან დაახლოებით 6 თვეში.
დაღლილობის სიმძიმეს ამცირებს კოგნიტური ქცევითი თერაპია.[62]
ენდოკარდიტი არის ყველაზე ხშირი პერსისტენტული ინფექცია (შემთხვევათა 70%-მდე).[2]
ანტიმიკრობული მკურნალობის მოხსნის შემდეგ შესაძლებელია სიმპტომების გამეორება, ამიტომ რეკომენდებულია ხანგრძლივი თერაპია (სულ მცირე 18 თვე).
ენდოკარდიტის ცნობილი, დადასტურებული შესაძლო გართულებაა გულის მძიმე უკმარისობა.
მწვავე ინფექციის შემდეგ გამოჯანმრთელებისას შესაძლებელია გვქონდეს ნევროლოგიური ნარჩენი მოვლენები.
ნარჩენი ნევროლოგიური დარღვევა შეიძლება იყოს: სისუსტე, განმეორებითი მენინგიზმი, დაბურული მხედველობა, ნარჩენი პარესთეზიები და სენსორული დარღვევა.
სხვა გართულებებია: ქცევითი ცვლილებები, ნათხემის ნიშნები და სიმპტომები, კრანიული ნერვების დამბლები, მილერ-ფიშერის სინდრომი, გიენ-ბარეს სინდრომის ვარიანტი.
მადემიელინიზირებელი პოლირადიკულონევრიტი აღწერილია პნევმონიის შემდეგ.[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას