დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
ასკარიდოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (აშშ-ის მექსიკის ყურის შტატები, დასავლეთ აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია), არაპროდუქტიული ხველა, სისხლნარევი ნახველი, ურტიკარია
გასინჯვა
ცხელება, ჰეპატომეგალია, ხიხინი, მსტვინავი სუნთქვა
პირველი გამოკვლევა
- განავლის ნიმუშების გამოკვლევა:
კვერცხების არსებობა; უნდა გამოიკვლიონ განავლის სამი ნიმუში
სხვა გამოკვლევები
სტრონგილოიდოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონები, განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აპალაჩის მთები, ხმელთაშუა ზღვისპირეთი), მუცლის ტკივილი, წონაში კლება, დეფეკაციის ჩვევის შეცვლა, ხველა და ვიზინგი, ქავილი, ცხელება
გასინჯვა
მოხეტიალე ლარვა, კანის მიგრირებადი ლარვა, გენერალიზებული გამონაყარი
პირველი გამოკვლევა
- განავლის ნიმუშების გამოკვლევა:
ლარვის არსებობა; უნდა გამოიკვლიონ განავლის სამი ნიმუში
- ნახველის გამოკვლევა, ბრონქოალვეოლური ლავაჟი:
დადებითი შედეგი Strongyloides spp.-ის არსებობაზე.
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
დადებითი რეაქცია მიუთითებს იმუნოსუპრესიული მკურნალობის დაწყებამდე პარაზიტების ელიმინაციური თერაპიის აუცილებლობაზე.
მეტი
შისტოსომოზი (ბილგარციოზი)
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (ბევრი ტროპიკული რეგიონი, უფრო მეტად, აფრიკის სუბსაჰარული ნაწილი), განსაკუთრებით, მტკნარ წყალთან ექსპოზიციისას; ხშირია არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დაღლილობა, ხველა, მუცლის ტკივილი და დიარეა.
გასინჯვა
პაპულური გამონაყარი მტკნარ წყალთან ექსპოზიციის შემდეგ, არასპეციფიკური ნიშნები (ცხელება, მუცლის ტკივილი, ჰეპატოსპლენომეგალია)
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
დადებითი რეაქცია (მაგრამ IgG ანტისხეულების არსებობა აუცილებლად არ აღნიშნავს არსებულ ინფექციას)
მეტი
ტრიქინელოზი
ანამნეზი
თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ღორის ხორცის ან ნანადირევის მიღება დაავადების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე; იწყება კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ცხელება, მძიმე ფორმის მიალგია, თავის ტკივილი და სახის შეშუპება
გასინჯვა
ბილატერალური სიმეტრიული პერიორბიტალური ან სახის შეშუპება, კონიუქტივიტი და სუბკოქნიუქტივური სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ნევროლოგიური დარღვევები
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგია:
ანტისხეულები Trichinella spp.-ის მიმართ ვითარდება ინფიცირებიდან 2 კვირაში
სხვა გამოკვლევები
პემფიგუსი
ანამნეზი
მტკივნეული, არამქავანა ბლისტერები ლორწოვანი გარსის მემბრანებზე (პირი და გენიტალიები) და კანის
გასინჯვა
ბლისტერები, ნიკოლსკის ნიშანი (ლატერალურად ზეწოლისას კანის ზედა შრეების ადვილად მოცილება)
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოპტატის ჰისტოლოგია:
პემფიგუსის ჰისტოლოგიური მახასიათებლები
- კანის ბიოპტატის პირდაპირი იმუნოფლუორესცენცია:
IgG-ის, C3-ის ან ორივეს შეღებვა ფართო სწორხაზოვან ზოლში ეპიდერმული კერატინოციტების ზედაპირზე ეპიდერმისის სუპრაბაზილარულ არეში.
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
ანტისხეულები დესმოსომების მიმართ
ბულოზური პემფიგოიდი
ანამნეზი
თავდაპირველად ქავილი გამონაყართან ერთად, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კვირების ან თვეების განმავლობაში, რასაც მოსდევს ბუშტუკების გაჩენა
გასინჯვა
ეგზემატოზური ან ურტიკარიული გამონაყარი, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს კვირების ან თვეების განმავლობაში, რასაც მოსდევს დაჭიმული ვეზიკულები ან ბულები, რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრით, დამახასიათებელია სიმეტრიულად მკლავების და ფეხების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიაში, საზარდულსა ან მუცელზე ან პირის ღრუში; ბლისტერები შეიცავს სუფთა სეროზულ სითხეს, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა გახდეს სისხლიანი; თუ ბლისტერები გასკდა, ქერქიანი მიდამოები ნელ-ნელა ხორცდება და რჩება ჰიპერპიგმენტაცია
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოპტატის ჰისტოპათოლოგია:
ვლინდება სუბეპიდერმული ბლისტერი დერმის ანთებითი უჯრედების ინფილტრაციით, რომელშიც უხვადაა ეოზინოფილები.
მეტი - კანის ბიოპტატის პირდაპირი იმუნოფლუორესცენცია:
ბაზალური მემბრანის ზონის გასწვრივ ჩანს IgG-ის და/ან C3-ის წრფივი გროვები
მეტი - შრატის არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია.:
ბულოზური პემფიგოიდის ანტიგენებისადმი ანტისხეულების დადებითი ტიტრი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA):
ანტისხეულების დადებითი ტიტრი ბულოზური პემფიგოიდის ანტიგენების სპეციფიკური ნაწილისადმი.
ასთმა
ანამნეზი
ქოშინის, გულმკერდის შებოჭილობის, მსტვინავი სუნთქვის, ხველის განმეორებითი ეპიზოდების ოჯახური ან ცხოვრების ანამნეზი ან სხვა ალერგიული მდგომარეობები ცხოვრების ანამნეზში
გასინჯვა
ხშირად ნორმალურია შეტევებს შორის, მსტვინავი სუნთქვა
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
ეგზემა
ალერგიული რინიტი
ანამნეზი
სეზონური, რინორეას და ცხვირის დახშობას ხშირად თან ახლავს ცემინება, ცხვირის/სასის/თვალების ქავილი ალერგიული ტრიგერებისთვის დამახასიათებელი სურათით
გასინჯვა
წითელი, შეშუპებული, წყლიანი თვალები
პირველი გამოკვლევა
- საცდელი მკურნალობა ანტიჰისტამინებით, ან ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდებით:
კლინიკური გაუმჯობესება
- FBC:
მსუბუქი ეოზინოფილია 0.6-1.5 × 10⁹/ლ (600-1500/მიკროლიტრში)
მეტი
სხვა გამოკვლევები
იშვიათია
კლონორქოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (კორეა, ჩინეთი, ტაივანი, ვიეტნამი) ან იმპორტული, თერმულად არასაკმარისად დამუშავებული მტკნარი წყლის თევზის მიღება
გასინჯვა
ცხელება, ეპიგასტრული ტკივილი, ფაღარათი, ანორექსია, ჰეპატომეგალია, სიყვითლე
პირველი გამოკვლევა
- განავლის ნიმუშების გამოკვლევა:
კვერცხების არსებობა; უნდა გამოიკვლიონ განავლის სამი ნიმუში
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
დადებითი რეაქცია (მაგრამ IgG ანტისხეულების არსებობა აუცილებლად არ აღნიშნავს არსებულ ინფექციას)
მეტი
ფასციოლოზი
ანამნეზი
ცხელება, მუცლის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
გასინჯვა
ურტიკარიული გამონაყარი, სიყვითლე, ჰეპატოსპლენომეგალია, ასციტი
პირველი გამოკვლევა
- განავლის ნიმუშების გამოკვლევა:
კვერცხების არსებობა; უნდა გამოიკვლიონ განავლის სამი ნიმუში
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
შრატში ანტისხეულების არსებობა Fasciola-ს სახეობებზე
მეტი
ფასციოლოპსიდოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (აზია, განსაკუთრებით იქ, სადაც ღორებს ზრდიან), დიარეა, მუცლის ტკივილი, ცხელება, ხშირად უსიმპტომოა
გასინჯვა
შეშუპება, ასციტი, ნაწლავის ობსტრუქცია, ხშირად კლინიკურად ფარულად მიმდინარეობს
პირველი გამოკვლევა
- განავლის ნიმუშების გამოკვლევა:
კვერცხების არსებობა; უნდა გამოიკვლიონ განავლის სამი ნიმუში
სხვა გამოკვლევები
ოპისტორქოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა, რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია); უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული მტკნარი წყლის თევზის მიღება; შეუძლოდ ყოფნა, ეპიგასტრული ტკივილი, დიარეა
გასინჯვა
ცხელება, ჰეპატომეგალია, სიყვითლე
პირველი გამოკვლევა
- განავლის ნიმუშების გამოკვლევა:
კვერცხების არსებობა; უნდა გამოიკვლიონ განავლის სამი ნიმუში
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
დადებითი ანტისხეულების მიმართ Opisthorchis spp.
მეტი
ფილარიაზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული რეგიონები)
გასინჯვა
ცხელება, კანის მომატებული პიგმენტაცია, ლიმფადენოპათია, კიდურების შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- სისიხლის ნაცხი მიკროფილარიებზე:
მიკროფილარიების არსებობა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
დადებითი რეაქცია (მაგრამ IgG ანტისხეულების არსებობა აუცილებლად არ აღნიშნავს არსებულ ინფექციას)
მეტი
გნათოსტომოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (აზიია და სამხრეთ აფრიკის ნაწილი და მექსიკა), ცხელება, მუცლის ტკივილი და ღებინება, თვალის და ნევროლოგიური სიმპტომები
გასინჯვა
ხანგამოშვებითი შეშუპება ქავილით და კანის შეშუპების მიგრირებადი არეები
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგია:
დადებითია ანტისხეულების მიმართ Gnathostoma spp.
სხვა გამოკვლევები
ტოქსოკარიაზი
ანამნეზი
კონტაქტი შინაურ კატებთან ან ძაღლებთან, ჩვეულებრივ უსიმპტომოა და თვითგანკურნებადი
გასინჯვა
განმეორებითმა ინფესტაციამ ან პარაზიტების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა წარმოქმნას ვისცერული მიგრირებადი ლარვა და იშვიათად, თვალის მიგრირებადი ლარვა
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგია:
დადებითი რეაქცია (მაგრამ IgG ანტისხეულების არსებობა აუცილებლად არ აღნიშნავს არსებულ ინფექციას)
სხვა გამოკვლევები
პარაგონიმოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა (აღმოსავლეთ აზია) და თერმულად არასაკმარისად დამუშავებული მტკნარი წყლის პროდუქტების მიღება; მუცლის ტკივილი, დიარეა, ურტიკარია ვლინდება მწვავე ფაზაში, რასაც რამდენიმე დღის განმავლობაში მოსდევს ხველა და ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში.
გასინჯვა
ჩვეულებრივ, გასინჯვით მიღებული მონაცემები სპეციფიკური ნიშნების გარეშეა
პირველი გამოკვლევა
- ნახველის გამოკვლევა, ბრონქოალვეოლური ლავაჟი:
დადებითი ანტისხეულების მიმართ Paragonimus spp.
სხვა გამოკვლევები
Ancylostoma caninum-ით ინფესტაცია
ანამნეზი
კონტაქტი შინაურ ძაღლებთან, ადამიანებში ხშირად უსიმპტომოა, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები
გასინჯვა
ხშირად გასინჯვით მიღებული მონაცემები სპეციფიკური ნიშნების გარეშეა
პირველი გამოკვლევა
- ენდოსკოპიით:
ჩანს ჭიები
მეტი
სხვა გამოკვლევები
კოკციდიოიდომიკოზი
ანამნეზი
ენდემურ რეგიონში ყოფნა, მათ შორის კალიფორნიასა და არიზონაში, პნევმონია მწვავე რესპირატორული სიმპტომებით, ცხელება, ღამის ოფლიანობა, გამონაყარი, ექსტრაპულმონური ინფექცია (მაგ: კანის ან რბილი ქსოვილის, ძვლოვანი სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის); ხშირად უსიმპტომოა
გასინჯვა
ზოგჯერ აღინიშნება ცხელება, გარდამავალი გამონაყარი; ხშირად გასინჯვით მიღებული მონაცემები პათოლოგიის გარეშეა
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგია:
IgM-დადებითი და IgG-დადებითი, ან IgM-უარყოფითი, მაგრამ IgG-დადებითი, ან IgM-დადებითი, მაგრამ IgG-უარყოფითი (შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგები)
მეტი - გულმკერდის რენტგენზე:
წილოვანი პნევმონია (ფოკალური ან მულტიკეროვანი); კეროვანი ან მულტიფოკალური კვანძოვანი ინფილტრატი; ცალკეული ან მრავლობით ღრუები; კალციფიცირებული ან არაკალციფიცირებული კვანძი; ჰილარული ან შუასაყრის ადენოპათია
მეტი - ნახველის მიკროსკოპია და კულტურა:
აღმოჩენილი ან გაშენებული Coccidioides სახეობების ზრდა
მეტი
ორსულობის პემფიგოიდი
ანამნეზი
ბულოზური გამონაყარი ვლინდება ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ; ხშირად მეორდება შემდგომი ორსულობების დროს ან პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შემდეგ; მქავანა გამონაყარი ჩვეულებრივ მუცელზე იწყება
გასინჯვა
გამონაყარი დასაწყისში რგოლისებრი ერითემატოზული პაპულების და ფოლაქების სახით ვლინდება; შემდგომში ვეზიკულები და ბულები ჩნდება
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოპტატის პირდაპირი იმუნოფლუორესცენცია:
დიაგნოზი შესაძლოა დადასტურეს პირდაპირი იმუნოფლუორესცენციით, რაც აჩვენებს კომპლემენტის (C3) ხაზოვან და იშვიათად IgG-ის დალექვას ბაზალური მემბრანის ზონის გასწვრივ
- შრატის არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია:
შესაძლებელია ბაზალური მემბრანის ზონის საწინააღმდეგო მოცირკულირე IgG1 აუტოანტისხეულების (PG ფაქტორის) დეტექცია
სხვა გამოკვლევები
მედიკამენტებზე ჰიპერმგრძნობელობა
ანამნეზი
ახალი ან შეცვლილი მედიკამენტები (მათ შორის, საკვები დანამატები და ალტერნატიული მედიკამენტები), შესაძლოა იყოს უსიმპტომო ან ჰქონდეს სისტემური სიმპტომები, ცხელება, კანის სიმპტომები
გასინჯვა
გამონაყარი, ურტიკარია, შეშუპება, ლიმფადენოპათია, ცხელება, ხშირად სპეციფიკური ნიშნების გარეშე
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი უპირატესად კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ეოზინოფილია, ლიმფოციტოზი ან ატიპური ლიმფოციტები
მეტი
მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ანამნეზი
სულფონამიდების, ანტიკონვულსანტების ბოლოდროინდელი გამოყენება კარბამაზეპინის, ალოპურინოლის ან მინოციკლინის ჩათვლით; მედიკამენტების მიღება შეიძლება სიმპტომების განვითარებამდე 2-6 კვირით ადრე
გასინჯვა
მაკულოპაპულური წამლის გამონაყარი, ერითემა, ჭინჭრის ციება, მწვავე დაავადება ცხელებით, ლიმფადენოპათია ≥2 ადგილზე, მუცლის ტკივილი და სახის შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
დიაგნოზი უპირატესად კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ეოზინოფილია, ატიპიური ლიმფოციტოზი და თრომბოციტოპენია
- შარდის საერთო ანალიზი:
პროტეინურია, შარდის პათოლოგიური ნალექი ეოზინოფილებით მიუთითებს ინტერსტიციულ ნეფრიტზე
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
მომატებული ღვიძლის ფერმენტები
ალერგიური ბრონქოპულმონური ასპერგილოზი
ანამნეზი
ასთმა ოჯახურ ანამნეზში; მსტვინავი სუნთქვა, ჰემოფთიზი, პროდუქტიული ხველა მოშავო-ყავისფერი ლორწოვანი საცობი
გასინჯვა
ცხელება, პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა, იშვიათად დოლის ჩხირისებრი თითები და ხიხინი
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
გაიზარდა თუ პაციენტი უკვე არ იღებს გლუკოკორტიკოიდებს
მეტი - ასპერგილუს-სპეციფიკური IgE:
მოამტებულია
- გულმკერდის რენტგენზე:
ფილტვის ინფილტრატების გარდამავალი ჩრდილები
ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტით
ანამნეზი
ხველა და ქოშინი, ანამნეზში ასთმა ან ალერგიული რინიტი, ცხელება, წონის კლება, დაღლილობა, მიალგია, ართრალგია
გასინჯვა
პალპირებადი პურპურა, ურტიკარიული გამონაყარი, კანქვეშა კვანძები, ბრონქოსპაზმი, პერიფერიული ნეიროპათია (მონონევრიტი, მრავლობითი მონონევრიტი ან პოლინეიროპათია)
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ნორმოციტული ნორმოქრომული ანემია და ეოზინოფილია (ლეიკოციტების 10%-ზე მეტი)
- გულმკერდის რენტგენზე:
ცვალებადი ლორწოვანი რეტიკულონოდულური ინფილტრატები; ზოგჯერ პლევრული გამონაჟონი ან ლიმფადენოპათია
სხვა გამოკვლევები
- სინუსების რადიოგრაფია:
სინუსიტის ნიშნები; დაზიანებული სინუსების დაჩრდილვა, ლორწოვანი გარსის გასქელება, ჰაერი-სითხის დონე ან ანატომიური დარღვევები
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მოამტებულია
მეტი - C- რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
მეტი - შრატის იმუნოგლობულინები:
მომატებული იმუნოგლობულინი, განსაკუთრებით IgE
მეტი - ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები:
დადებითი პაციენტების 30-40%-ში; არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციით, სურათი შეიძლება იყოს ციტოპლაზმური ან პერინუკლეარული
მეტი - ანტინუკლეური ანტისხეულები და რევმატოიდული ფაქტორი:
დადებითი
მეტი - ქსოვილის ბიოფსია:
ნეკროზული ვასკულიტი, ეოზინოფილური ინფილტრატი, ზოგჯერ გრანულომები
ეოზინოფილური ეზოფაგიტი
ანამნეზი
დისფაგია ანამნეზში
გასინჯვა
სპეციფიური ნიშნების გარეშე
პირველი გამოკვლევა
- კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის ენდოსკოპია ბიოფსიით:
ეოზინოფილური ინფილტრატი
მეტი
სხვა გამოკვლევები
ეოზინოფილური გასტროენტერიტი
ანამნეზი
მუცლის ტკივილი, სწრაფი დანაყრების შეგრძნება, მუცლის შებერვა, გულისრევა, დიარეა ის იშვიათადაა აუტოლოგიური ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მახასიათებელი
გასინჯვა
სპეციფიური ნიშნების გარეშე
პირველი გამოკვლევა
- კუჭ-ნაწლავის ენდოსკოპია ბიოფსიით:
ეოზინოფილური ინფილტრატი
სხვა გამოკვლევები
ეოზინოფილური ცელულიტი (უელსის სინდრომი - Wells სინდრომი)
ანამნეზი
ქავილი, გამონაყარის უეცარი დაწყება; ის შესაძლოა გაგრძელდეს 4-8 კვირა და შეიძლება განმეორდეს
გასინჯვა
მრგვალი ერითემატოზული ფოლაქები, რომლებიც გადადის კეროვანი სკლეროდერმიის მსგავს ლურჯ ფოლაქებში
პირველი გამოკვლევა
- კანის ბიოფსია:
"ალის მსგავსი ნიშნები" ჰისტოლოგიურ ნიმუშზე
- სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ნაცხი:
არამუდმივი ეოზინოფილია
სხვა გამოკვლევები
ქრონიკული ეოზინოფილური ლეიკემია
ანამნეზი
უცნობი ეტიოლოგიის დაღლილობა, ქოშინი, ხველა, მიალგია, სისხლჩაქცევები და სისხლდენა, დიარეა
გასინჯვა
ცხელება, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მუდმივი ეოზინოფილია (≥4 კვირა) და ბლასტური უჯრედების არსებობა
მეტი - უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (შესაძლოა დაგვჭირდეს ბუდობრივი პჯრ მეთოდი-nested PCR) ან პერიფერიული სისხლის ლეიკოციტების ფლუორესცენტული in situ ჰიბრიდიზაციის ანალიზი FIP1L1-PDGFRA შერწყმული გენისთვის:
დადებითია შერწყმული გენებისთვის
მეტი - ძვლის ტვინის ასპირატი და ციტოგენეტიკური ანალიზი:
ბლასტური უჯრედები, კლონური ციტოგენეტიკური დარღვევები
მეტი
სხვა ლეიკემიები
ანამნეზი
სიმპტომები ვარიაბელურია, მაგრამ შესაძლოა დამახასიათებელი იყოს: დაღლილობა, წონის კლება, ოფლიანობა, ქოშინი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, სისხლჩაქცევები და სისხლდენა, განმეორებითი ინფექციები
გასინჯვა
ნიშნები ვარიაბელურია, მაგრამ შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ცხელება, სიფერმკრთალე, ეკქიმოზები, პეტექიები, ლიმფადენოპათია და ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ბლასტური უჯრედების, ბაზოფილიის, თრომბოციტოზის არსებობა.
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ძვლის ტვინის ასპირატი და ციტოგენეტიკური ანალიზი:
მომატებული ბლასტური უჯრედები
მეტი - ძვლის ტვინის ტრეპანაციური ბიოფსია:
ჰემატოლოგიურ ავთვისებიან სიმსივნეებს დამახასიათებელი გამოვლინება აქვს
არაჰოჯკინის ლიმფომა
ანამნეზი
დამოკიდებულია ლიმფომის ტიპსა და სტადიაზე გამოვლინებისას; შესაძლოა იყოს ცხელება, საერთო სისუსტე, პროფუზული ოფლიანობა ღამით, წონის კლება, ლოკალური სიმპტომები დაზიანების ადგილის მიხედვით; ადრეული სტადიის ან დაბალი აქტივობის დაავადება შესაძლოა უსიმპტომო იყოს
გასინჯვა
სიფერმკრთალე, ლიმფადენოპათია, პურპურა, სიყვითლე, ჰეპატოსპლენომეგალია, კანის კვანძები
პირველი გამოკვლევა
- ლიმფური კვანძის ექსციზიური ბიოფსია:
ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური, ციტოგენეტიკური კვლევა, გამდინარე ციტომეტრია და მოლეკულური გენეტიკური ანალიზი ადასტურებს ლიმფომის ტიპს და სტადიას
მეტი
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ციტოპენიები
მეტი
ჰოჯკინის ლიმფომა
ანამნეზი
ტიპურია ცერვიკალური და/ან ლავიწზედა ლიმფადენოპათია ახალგაზრდებში (ხშირად 20 წლის ასაკში), ჩვეულებრივ პერსისტენტულია თვეების განმავლობაში და ხშირად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით; შესაძლოა აღინიშნოს სისტემური სიმპტომები ('B სიმპტომები'), როგორიცაა ცხელება, ღამის ოფილანობა და წონის კლება
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- ლიმფური კვანძის ექსციზიური ბიოფსია:
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომისთვის დამახასიათებელია რიდ-შტერნბერგის უჯრედი ისეთი ვარიანტით, როგორიცაა ლაკუნური უჯრედი კვანძოვანი სკლეროზის ქვეტიპით; ლიმფოციტური პრედომინანტური ჰოჯკინის ლიმფომის კვანძოვანი ფორმისთვის დამახასიათებელია ლიმფოციტური და ჰისტოციტური უჯრედი ("ბატიბუტისებრი" უჯრედი)
მეტი
სხვა გამოკვლევები
- FBC:
ციტოპენიები
მეტი
არაჰემატოლოგიურ ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული ჰიპერეოზინოფილია
ანამნეზი
ავთვისებიანი მდგომარეობის სისტემური სიმპტომები (წონის კლება, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, ანორექსია); ყველა ორგანოთა სისტემის მიმოხილვა შესაძლოა დაგვეხმაროს ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერის დადგენაში
გასინჯვა
წონის კლება, ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, კანის ინფილტრატები, მუცლის ღრუს და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები
პირველი გამოკვლევა
ჰიპერეოზინოფილური სინდრომის ლიმფოციტური ვარიანტი
ანამნეზი
კანის მქავანა დარღვევები უფრო ხშირია
გასინჯვა
ჩვეულებრივ გასინჯვით მიღებული მონაცემების მხრივ პათოლოგია არ აღინიშნება; კანის გამოვლინებები მოიცავს მქავანა ერითროდერმიას, ფართოდ გავრცელებულ მოწითალო პაპულებს, ურტიკარიულ ფოლაქებს ან პოიკილოდერმიას (ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ტელანგიექტაზია)
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ეოზინოფილების რაოდენობა ≥1.5 × 10⁹/ლ (≥1500/მიკროლიტრში); ლიმფოციტების პათოლოგიური პოპულაცია
- გამდინარე ციტომეტრია:
კლონური ან ფენოტიპურად შეცვლილი T-ლიმფოიდური უჯრედების გავრცელება; ლიმფოიდური ნეოპლაზმა არ ისინჯება
მეტი
სხვა გამოკვლევები
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR):
TCR გენების გადაწყობა
მეტი
იდიოპათიური ჰიპერეოზინოფილური სინდრომი
ანამნეზი
დიაგნოსტირდება გამორიცხვის მეშვეობით
გასინჯვა
დიაგნოსტიკა ხდება გამორიცხვის გზით; ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია ან კანის, ნევროლოგიური ან პულმონური დარღვევები დიაგნოსტიკისთვის არ გამოდგება და უფრო ეოზინოფილიის სხვა მიზეზების სასარგებლოდ მეტყველებს.
პირველი გამოკვლევა
- FBC:
დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ეოზინოფილების რაოდენობა ≥1.5 × 10⁹/ლ (1500/მიკროლიტრში) 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; ბლასტური უჯრედები უნდა იყოს <2%-ზე და არ უნდა ვლინდებოდეს ლიმფომის უჯრედები; ფილარიები არ აღმოჩნდება
სხვა გამოკვლევები
- კლინიკური მონაცემების ინტეგრაცია ყველა ანალიზის შედეგებთან ერთად, რომელიც ეოზინოფილიის სპეციფიკური მიზეზების რელევანტურია:
ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც ეოზინოფილიის სპეციფიკურ მიზეზებზე მიანიშნებს
მეტი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ანამნეზი
X-თან შეჭიდული დამემკვიდრება; მძიმე ეგზემა; განმეორებითი ინფექციები
გასინჯვა
სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიით განპირობებული); ეგზემა; სპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ნაცხი:
თრომბოციტოპენია მცირე ზომის თრომბოციტებით
სხვა გამოკვლევები
- WAS ცილის (WASp) ანალიზი:
დაბალი ან არარსებული WASp ან WASp მცირე მოლეკულური ზომის კონტროლთან შედარებით
მეტი - WAS ცილის (WASp) გენის მუტაციის ანალიზი:
WASp გენის მუტაციის თანმიმდევრული ანალიზი ცნობილ ნორმალურ თანმიმდევრობასთან შედარებით
- შრატის IgM:
დაქვეითებული
- სისხლის საერთო ანალიზი ლიმფოციტების ქვეტიპით:
მსუბუქი T-უჯრედული ლიმფოპენია
იობის სინდრომი
ანამნეზი
STAT3-ის მუტაციით განპირობებული აუტოსომური დომინანტური E -ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი; ეგზემა; ინფექციები; პნევმატოცელე; მცირე ტრავმული მოტეხილობები
გასინჯვა
დამახასიათებელი ნიშნები; ჭარბი გავრცელება; კანის ინფექციები ოქროსფერი სტაფილოკოკით
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- STAT3 მუტაციის ანალიზი:
დადებითი
E-ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი
ანამნეზი
DOCK8 ან PGM3 მუტაციით განპირობებული ეგზემა; ინფექციები, კანის ვირუსული ინფექციები; კვებითი ალერგია; ავთვისებიანი სიმსივნე DOCK8 მუტაციის და ნევროლოგიური დარღვევები PGM3 მუტაციის დროს
გასინჯვა
დერმატიტი; კანის სტაფილოკოკური ინფექციები; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- გამდინარე ციტომეტრია:
CD4+ და CD8+ T-უჯრედული ლიმფოპენია, რომელიც ხშირად უარესდება ასაკთან ერთად
- DOCK8 და PGM3 სეკვენსირება:
მუტაცია
ადენოზინდეამინაზას დეფიციტით გამოწვეული მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
ანამნეზი
ზრდაში ჩამორჩენა; ინფექციები; ქრონიკული დიარეა
გასინჯვა
ბილატერალური სიყრუე; ძვალ-ხრტილოვანი ანომალიები
პირველი გამოკვლევა
- გამდინარე ციტომეტრია:
T უჯრედების, B უჯრედების და ბუნებრივი კილერი უჯრედების დეფიციტი
სხვა გამოკვლევები
- ადენოზინდეამინაზას აქტივობა:
დაბალი
ომენის სინდრომი
ანამნეზი
დაწყება ჩვილთა ასაკში; ინფექციები; გამონაყარი
გასინჯვა
გენერალიზებული ერითროდერმია; ექსფოლიაციური გამონაყარი; ჰეპატოსპლენომეგალია; ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- FBC:
მძიმე ეოზინოფილია
IPEX სინდრომი (იმუნური დისრეგულაცია, პოლიენდოკრინოპათია, ენტეროპათია, X-ქრომოსომასთან შეჭიდული დამემკვიდრება)
ანამნეზი
ზრდაში ჩამორჩენა; დიარეა; ატოპია
გასინჯვა
დერმატიტი; დიაბეტი
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- შრატის IgA:
მომატებული
- გამდინარე ციტომეტრია:
CD4+CD25+FOXP3+ მარეგულირებელი T ლიმფოციტების ნაკლებობა
- გენეტიკური ანალიზი:
გამოვლენილია FOXP3 გენის ვარიაცია ან მუტაცია
აუტოიმუნური ლიმფოპროლიფერაციული სინდრომი (ALPS)
ანამნეზი
ინფექციები
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, სპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- გამდინარე ციტომეტრია:
მომატებული CD3+CD4-CD8-'ორმაგად უარყოფითი' T-ლიმფოციტების დონე
სხვა გამოკვლევები
- სისხლის შრატში მთლიანი სისხლის წითელი უჯრედების და ვიტამინი B12 დონეsiskhlis shrat’sh:
ციტოპენია, B12 ვიტამინის დონის მომატება
- გენეტიკური ანალიზი:
შესაძლოა გამომჟღავნდეს ავტოიმუნურ ლიმფოპროლიფერაციულ სინდრომთან დაკავშირებული სქესობრივი უჯრედებს მუტაცია
ლოიეს-დიცის სინდრომი
ანამნეზი
სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება; ჭრილობის ცუდად შეხორცება
გასინჯვა
ძვალ-კუნთოვანი ანომალიები ვარიაბელურია და შესაძლოა მოიცავდეს კრანიოსინოსტოზს, კბილების შენარჩუნებულ პირველად თანკბილვას, სახის ასიმეტრიას, მკერდის კუნთის დეფორმაციას, სქოლიოზს, ბრტყელ ტერფს და სახსრების ჭარბად გაშლას; შესაძლებელია აღინიშნოს მაღალთაღიანი ან გახლეჩილი სასა, ანომალიური ნაქი და ჰიპერტელორიზმი; კანი კლასიკურად თხელია და გამჭვირვალე
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- გამდინარე ციტომეტრია:
მარეგულირებელი T ლიმფოციტების CD4+CD25+FOXP3+ მომატება
- გენეტიკური ანალიზი:
მუტაციები გენებში, რომლებიც აკოდირებენ გარდაქმნის ზრდის ფაქტორის რეცეპტორს ბეტა 1 ან 2
კომელ-ნეზერტონის სინდრომი
ანამნეზი
ალერგიული ფენოტიპი; ზრდაში ჩამორჩენა; ქრონიკული დიარეა
გასინჯვა
თანდაყოლილი იხთიოზი და "ბამბუკისებრი" თმა; თმის არარსებობა ან მეჩხერი თმა
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- გამდინარე ციტომეტრია:
შესაძლოა გამოვლინდეს ბუნებრივი კილერი უჯრედების მომატება
მძიმე ფორმის დერმატიტი, მრავლობითი ალერგია და მეტაბოლური კახექსიის სინდრომი (SAM)
ანამნეზი
კვებითი ალერგია; მალაბსორბცია; ზრდაში ჩამორჩენა
გასინჯვა
თანდაყოლილი იხთიოზი; ერითროდერმია; თმის არარსებობა ან მეჩხერი თმა
პირველი გამოკვლევა
- შრატის IgE:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- კანის ბიოფსია:
არანორმალური
- გენეტიკური ანალიზი:
მუტაციები DSG1 ან DSP გენებში
კუნთვანი სარკოცისტოზი
ანამნეზი
მალაიზიის სოფლებში ყოფნა; ცხელება; მიალგია; დაღლილობა; თავის ტკივილი
გასინჯვა
იშვიათად გამონაყარი და კუნთების შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- კრეატინკინაზის:
მომატებული
სხვა გამოკვლევები
- კუნთის ბიოფსია:
არანორმალური
Cystoisospora belli (ყოფილი Isospora belli) ინფექცია
ანამნეზი
თვითგანკურნებადი დიარეული დაავადება; ცხელება, წონის კლება
გასინჯვა
სპეციფიური ნიშნების გარეშე
პირველი გამოკვლევა
- განავლის მიკროსკოპია ოოცისტების განსაზღვრისთვის:
დადებითი
- სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ნაცხი:
ეოზინოფილია პაციენტების 50%-ში
სხვა გამოკვლევები
ანიზაკიოზი
ანამნეზი
ესპანეთსა და იაპონიაში ყოფნა; მუცლის მწვავე ტკივილი; ალერგიული რეაქცია; უმი თევზის მიღება
გასინჯვა
სპეციფიური ნიშნების გარეშე
პირველი გამოკვლევა
- გასტროსკოპიული გამოკვლევა და ბიოფსია:
ლარვები ვიზუალიზებულია; ჰისტოლოგიამ შეიძლება აჩვენოს ცელულიტი, აბსცესი და გრანულომა
- სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ნაცხი:
ეოზინოფილია ვითარდება კლინიკური სიმპტომების განვითარებიდან რამდენიმე დღეში
სხვა გამოკვლევები
ლოიაზი
ანამნეზი
ცენტრალურ/დასავლეთ აფრიკაში ყოფნა
გასინჯვა
ხშირად უსიმპტომოა; შესაძლოა ახასიათებდეს ეპიზოდური ანგიოედემა (კალაბარის შეშუპებები)
პირველი გამოკვლევა
- სისხლის ნაცხი მიკროფილარიებისთვის (სისხლის აღება 10:00-დან 14:00 საათამდე):
მიკროფილარიების არსებობა
სხვა გამოკვლევები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას