ურგენტული საკითხები
იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის
ტკივილის აღწერის ცვლილებამ ან ახალი სიმპტომების გამოჩენამ ექიმს უნდა გაუღვივოს ეჭვი ქრონიკული დაავადებების ფონზე მიმდინარე მწვავე მდგომარეობებზე (მაგ. პერფორაცია, ობსტრუქცია ან აბსცესის ჩამოყალიბება კრონის ცნობილი დაავადების ფონზე) ან ახალი პათოლოგიის ალბათობაზე, რაც ცალკეულ გამოკვლევებს საჭიროებს.
ისტორიის წითელი დროშები მოიცავს ცხელებას, ღებინებას, ნაწლავების პერისტალტიკის უუნარობას (შევიწროება), წონის უნებლიე კლება, კუჭის ადრეული ავსება, სინკოპე, გულმკერდის ან ზურგის თანმხლები ტკივილი, რესპირატორული დისტრესი და მწვავე ვაგინალური ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (ყავის ნალექის მსგვსი პირნაღების ჩათვლით ან მუქი შავი ფერის განავლით)[2]
ცხელების, ტაქიკარდიის, ტაქიპნოესა და ჰიპოტენზიის დროს საჭიროა დაუყოვნებლივი შეფასება.
პერიტონიტი ან ობსტრუქცია ყველაზე მძიმე გამოსავალია, ამიტომ საჭიროა დაუყოვნებლივი შეფასება და ჩარევა. პერიტონეუმის ჩართულობის ნიშნებია უკუცემითი ტკივილი და ნაწლავური ხმიანობის დაქვეითება. ტკივილის/მტკივნეულობის ადგილმდებარეობის მიხედვით შესაძლებელია დიაგნოსტიკის წარმართვა (მაგ. ქვედა მარჯვენა კვადრანტის ტკივილი აპენდიციტის დროს, ზედა მარჯვენა კვადრანტის ტკივილი ქოლეცისტიტის შემთხვევაში), თუმცა ამ მიდგომის სპეციფიკურობა დაბალია.
ჩამოთვლილი ნიშნების არსებობისას მეტადსავარაუდოა ნაწლავური ობსტრუქცია და საჭიროა დაუყოვნებლივი მკურნალობა: მუცლის შებერილობა, მაღალი ტონალობის/არარსებული ნაწლავური ხმიანობა, ჰიპერტიმპანური პერკუსია და პალპირებადი წარმონაქმნი მუცელში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას