დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება(GORD)
ანამნეზი
მწველი ტკივილი ეპიგასტრიუმში/გულმკერდში, უარესდება ზოგიერთი საკვების მიღებისას და წოლით მდგომარეობაში; უმჯობესდება ანტაციდების მიღებით
გასინჯვა
კბილის ემალის ეროზია
პირველი გამოკვლევა
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების საცდელი მკურნალობა:
სიმპტომების შემსუბუქება
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (OGD):
ეზოფაგიტი ან სხვა პათოლოგია, რომელიც ტკივილს ახსნის
მეტი - pH-ის 24-საათიანი ტესტირება ზონდით:
საყლაპავში მჟავაზე ექსპოზიციის ზრდა, რომელიც სიმპტომებს ემთხვევა
კუჭის პეპტიური წყლული
ანამნეზი
ეპიგასტრიული ტკივილი შესაძლოა გაუარესდეს ან მოიხსნას საკვებით; ტკივილი ხშირად უარესდება ღამით; სისხლიანი ან ყავის ნალექისებრი ღებინება ან მუქი შავი ფერის განავალი მიუთითებს აქტიურ სისხლდენაზე და საჭიროებს გადაუდებელ ენდოსკოპიურ კვლევას; არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო მედიკამენტების და ალკოჰოლის გამოყენება განაწყობს წყლულოვანი დაავადების განვითარებისადმი; Helicobacter pylori უფრო გავრცელებულია გარკვეული ეთნიკურობის ადამიანებში, განსაკუთღებით სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკელებსა და აზიელებში.
გასინჯვა
მტკივნეულობა ეპიგასტრიუმში, სიფერმკრთალე, განავალი დადებითია ფარულ სისხლდენაზე ან განავალი კუპრისფერია
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
ინფექციური გასტროენტერიტი
ანამნეზი
ანამნეზში ენდემურ რეგიონში მოგზაურობა; ცხიმიანი, ცუდი სუნის მქონე განავალი; დიარეა (ზოგიერთი პათოგენის შემთხვევაში სისხლიანი, თუმცა ქრონიკული ფორმები უმეტესად უსისხლოა); ტენეზმები; ცხელება, შემცივნება; უფრო მაღალი რისკის ქვეშ მყოფი იმუნოსუპრესიული პაციენტები
გასინჯვა
გასინჯვა არასპეციფიკურია
პირველი გამოკვლევა
- განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:
დადებითი კულტურა Escherichia coli, Shigella, Salmonella, ან Campylobacter-ზე
- კვერცხები ან პარაზიტები განავალში:
დადებითი
ლაქტაზის უკმარისობა
ანამნეზი
მუცლის ტკივილი, შებერილობა, აირები და/ან დიარეა რძის პროდუქტების მიღების შემდეგ (ან შაქრის-ლაქტოზას შემცველი ნებისმიერი პროდუქტის მიღებისას)[70]
გასინჯვა
გასინჯვა არასპეციფიკურია
პირველი გამოკვლევა
- საკვების ლაქტოზის აღმოფხვრის ტესტირება:
სიმპტომები ალაგდება საკვებიდან ლაქტოზას შემცველი რძის და რძის პროდუქტების გამირიცხვის შემთხვევაში; სიმპტომების განახლება ხდება ლაქტოზის მიღების შემთხვევაში
სხვა გამოკვლევები
- ლაქტოზის სუნთქვის კვლევა:
წყალბადის დონე ნორმაზე მაღალია
ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ქოლელითიაზი
ანამნეზი
კოლიკის მსგავსი ტკივილი ზედა მარჯვენა კვადრანტში, ცხელება, სიყვითლე, სიმპტომები ვლინდება კვებიდან 30 წთ- 1 საათის შემდეგ და უფრო მძიმეა ცხიმიანი საკვების მიღებისას (ძირითადად იწვევს მწვავე ტკივილს; თუმცა, შეიძლება იყოს ქრონიკულიც თუ პაციენტს აწუხებს ქრონიკული ქოლეცისტიტი ან მწვავე განმეორებითი ქოლეცისტიტი მიკროკენჭების, ნაღვლოვანი ქვიშის ან მცირე ზომის კენჭების გავლით)
გასინჯვა
ცხელება, სკლერების სიყვითლე, სიყვითლე, მტკივნეულობა ზედა მარჯვენა კვადრანტში, დადებითი მერფის ნიშანი
პირველი გამოკვლევა
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
მომატებულია ობსტრუქციული მდგომარეობის შესაბამისად (ტუტე ფოსფატაზა და გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზა მომატებულია ნორმაზე 2-10-ჯერ მეტად); მომატებულია საერთო ბილირუბინი
მეტი - მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
პერიქოლეცისტური სითხე, ნაღვლის ბუშტის კედლის გასქელება, საერთო ნაღვლსადინრის დილატაცია, ქოლელითიაზი
სხვა გამოკვლევები
ნეფროლითიაზი
ანამნეზი
კოლიკური ფერდქვეშა ტკივილი, რომელიც გადაეცემა საზარდულისკენ; გულისრევა, სისხლიანი ან ქარვისფერი შარდი; ანამნეზში თირკმლის კენჭები ან საშარდე გზების განმეორებითი ინფექციები; შეიძლება გამოვლინდეს განმეორებითი, მწვავე ტკივილით და არა ქრონიკული სურათით
გასინჯვა
მტკივნეულობა მუცლის ღრმა პალპაციისას ან ზურგზე დარტყმისას, უმეტესად ცალმხრივად; ჰემატურია
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
სისხლი (მაკრო ან მიკროსკოპული)
- მუცლის უკონტრასტო CT:
ჰიდრონეფროზი, ობსტრუქციის გამომწვევი კენჭი
- კენჭის ანალიზი:
კენჭები/ქვიშა იგზავნება ანალიზზე ნეფროლითიაზის ეტიოლოგიის დასადგენად
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
საშარდე გზების კალციფიკაცია ან დილატაცია
მეტი
მენჯის ანთებითი დაავადება (PID)
ანამნეზი
ცხელება, მენჯის ტკივილი, გამონადენი საშოდან, მტკივნეული სქესობრივი კავშირი, ანამნეზში სქესობრივად გადამდები დაავადება ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის გამოყენება[85]
გასინჯვა
საკვერცხეების მტკივნეულობა, გამონადენი საშოდან, მტკივნეულობა საშვილოსნოს ყელის მოძრაობისას, გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან, მგრძნობიარე ყელი, ერითემატოზული ყელი
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტოზი
- C- რეაქტიული ცილა:
მომატებულია
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მომატებულია
- გონოკოკების და ქლამიდიების კულტურა ან ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტი:
ვლინდება მიკროორგანიზმი
სხვა გამოკვლევები
- მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
კლასიკური ნიშნებია მილის კედლის სისქე > 5 მმ, მილის შიგნით არასრული ტიხარი, სითხე დუგლასის ფოსოში და მილის განივკვეთზე დაკბილული ბორბლის სურათი; შეიძლება აგრეთვე ნახოთ კვერცხსავალ-საკვერცხის აბსცესი
ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი
ანამნეზი
მუცლის ტკივილს ამსუბუქებს დეფეკაცია; ტკივილი დაკავშირებულია დეფეკაციის ჩვევის ცვლილებასთან (განავლის სიხშირის და/ან ფორმის ცვლილება); მძიმდება ფსიქოსოციალური სტრესული ფაქტორების ზეგავლენით[31]
გასინჯვა
როგორც წესი ნორმალურია
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური დიაგნოზი:
გამოირიცხა მუცლის ტკივილის სხვა მიზეზები
მეტი
სხვა გამოკვლევები
- განავალში კალპროტექტინის შემცველობის:
<50 მიკროგრამი/გ დონე ნიშნავს, რომ ნაწლავის ანთებითი დაავადება ნაკლებსავარაუდოა, ხოლო გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მეტადსავარაუდოა[41]
გასტროპარეზი
ანამნეზი
სწრაფი დანაყრების შეგრძნება, სისავსე, გულისრევა, ღებინება; ყველა სიმპტომი უარესდება საკვების მიღების შემდეგ; ანამნეზში გვხვდება შაქრიანი დიაბეტი ან პარკინსონის დაავადება; გადატანილი აბდომინალური ოპერაცია, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ვაგუსის დაზიანება
გასინჯვა
შხეფის ხმა იშვიათად ვლინდება; წონის კლება; სხვა სპეციფიკური გასინჯვით მიღებული მონაცემები არ ფიქსირდება
პირველი გამოკვლევა
ფუნქციური დისპეპსია
ანამნეზი
შემაწუხებელი პოსტპრანდიული სისავსე, ადრეული დანაყრება; ტკივილი და წვა ეპიგასტრიუმში, რომელიც არ აიხსნება რუტინული კლინიკური შეფასების შემდეგ; შეიძლება იყოს დაკავშირებული გულისრევა/ღებინებასთან და მძიმდებოდეს ფსიქოსოციალური სტრესული ფაქტორების ზეგავლენით[36]
გასინჯვა
როგორც წესი ნორმალურია
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური დიაგნოზი:
გამოირიცხა მუცლის ტკივილის სხვა მიზეზები
მეტი
სხვა გამოკვლევები
ცენტრალურად გაშუალებული მუცლის ტკივილის სინდრომი
ანამნეზი
მუცლის ქრონიკული ტკივილი გამოხატული ორგანული ეტიოლოგიის გარეშე, საკვების მიღებას ან დეფეკაციას გავლენა არ აქვს, მძიმდება ფსიქოსოციალური სტრესული ფაქტორების გამო
გასინჯვა
როგორც წესი ნორმალურია
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური დიაგნოზი:
გამოირიცხა მუცლის ტკივილის სხვა მიზეზები
მეტი
სხვა გამოკვლევები
მუცლის კედლის ქრონიკული ტკივილი
ანამნეზი
ლოკალიზებული ტკივილი მუცლის წინა მხარეს, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას
გასინჯვა
კარნეტის დადებითი ტესტი ავლენს ტკივილის ზუსტ ლოკალიზაციას[29]
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური და ფიზიკალური გასინჯვა:
შეიძლება საჭირო გახდეს მუცლის რადიოლოგიური გამოკვლევა ულტრაბგერით, კტ, მრტ მეთოდებით, რათა გამოირიცხოს შიდა ორგანული პათოლოგია და მუცლის თიაქარი (შპიგელის თიაქარი)
სხვა გამოკვლევები
გადაცემითი ტკივილი
ანამნეზი
მუცლის ტკივილი შეიძლება მოხსენიებული იყოს მრავალი ექსტრააბდომინალური წყაროდან, მათ შორის გულმკერდის (მაგ., სტენოკარდია, პნევმონია, პლევრიტი, ავთვისებიანი სიმსივნე), კუნთოვანი სტრუქტურები (მაგ., ნეკნების მოტეხილობა, მუცლის კანის ნერვის ჩაკეტვა), ნერვები (მაგ., ჰერპეს ზოსტერი, რადიკულოპათია) ან მენჯის (მაგ., ინტერსტიციული ცისტიტი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოსგარე ორსულობა, გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორიცაა საკვერცხის კიბო, ადჰეზიები, ურეთრის სინდრომი, მენჯის კუნთების ცვლილებები ან დისფუნქცია, პროსტატიტი, პროსტატის კიბო) და წყვეტილი/მორეციდივე სათესლე ჯირკვლის ბრუნვა.
გასინჯვა
გასინჯვის მიდგომა განსხვავდება ფონური ეტიოლოგიის მიხედვით
პირველი გამოკვლევა
- მიდგომა განისაზღვრება გადაცემითი ტკივილის სავარაუდო წყაროს გათვალისწინებით:
შეიძლება მოიცავდეს ხერხემლის, გულმკერდის ან მენჯის რადიოლოგიურ გამოკვლევას
სხვა გამოკვლევები
იშვიათია
კრონის დაავადება
ანამნეზი
მუცლის სპაზმური ტკივილი, ხშირად ლოკალიზდება მარჯვენა ქვედა კვადრანტში და უარესდება საკვების მიღების შემდეგ;[62] ხანგამოშვებითი ფაღარათი, სისხლიანი დიარეა კოლიტის შემთხვევაში, წონაში კლება, დაღლილობა, ოჯახურ ანამნეზში ნაწლავის ანთებითი დაავადება
გასინჯვა
აფთოზური წყლულები, წონის კლების ნიშნები, სიფერმკრთალე, მუცლის მტკივნეულობა, მუცლის წარმონაქმნი, პერიანალური ფისტულა, პერირექტული აბსცესი, ანალური ნაპრალი, პერიანალური კანის ნაჭდევები; ნაწლავგარე გამოვლინებები, როგორიცაა ირიტი, ართრიტი, კვანძოვანი ერითემა, განგრენული პიოდერმა
პირველი გამოკვლევა
- კოლონოსკოპია:
აფთოზური წყლულები, ჰიპერემია, ედემა, ქვაფენილის მსგავსი შესახედაობა, გამოტოვებული დაზიანებები
მეტი - FBC:
მიკროციტული ანემია, თრომბოციტოზი
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე/C-რეაქტიული ცილა:
მომატებულია
სხვა გამოკვლევები
წყლულოვანი კოლიტი
ანამნეზი
სისხლიანი დიარეა, წყლოვანი დიარეა, წონის კლება, მუცლის ტკივილი, ლორწო სწორი ნაწლავიდან, შარდვის ხშირი სურვილი და ტენეზმები; წონის კლება მიუთითებს უფრო მძიმე დაავადებაზე[68]
გასინჯვა
ვლინდება წონის კლება, სიფერმკრთალე, მუცლის მტკივნეულობა, წარმონაქმნი, ირიტი, ართრიტი, საკროილეიტი, კვანძოვანი ერითემა, განგრენული პიოდერმა
პირველი გამოკვლევა
- დრეკადი სიგმოიდოსკოპია:
სწორი ნაწლავის ჩართულობა, ნაწლავის უწყვეტი ჩართულობა, დიფუზური ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანება
მეტი - FBC:
მიკროციტული ანემია, თრომბოციტოზი
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე/C-რეაქტიული ცილა:
მომატებულია
სხვა გამოკვლევები
- კოლონოსკოპია:
სწორი ნაწლავის ჩართულობა, ნაწლავის უწყვეტი ჩართულობა, დიფუზური ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანება; პანკოლიტის დროს შესაძლებელია უკუილეიტის განვითარებაც
მეტი
ნაწლავის ქვემწვავე ობსტრუქცია
ანამნეზი
მუცლის ტკივილი ობსტრუქციის თავისებურებებით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ყაბზობა, შევიწროება და გულისრევა ნაღვლის ან ფეკულური ღებინების გამო; მუცლის ქირურგიის, რადიაციის ან თიაქრის ისტორია
გასინჯვა
მაღალი ტონალობის ნაწლავური ხმიანობა, ნაწლავური ხმიანობის გაქრობა, მუცლის ნაწიბურები, თიაქარი
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
ნაწლავის მარყუჟების დილატაცია, აირ-სითხოვანი დონეები, ჰაერის არარსებობა სწორ ნაწლავში
სხვა გამოკვლევები
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
ობსტრუქცია, თიაქარი, ობსტრუქციის ადგილას გარდამავალი უბანი, შემოგრეხა
გლუტენური დაავადება-ცელიაკია
ანამნეზი
არასპეციფიკური მუცლის ტკივილი, შებერილობა; დიარეა; ცხიმიანი, უსიამოვნო განავალი; წონის დაკლება; ანემია, ატაქსია, ოსტეოპოროზი
გასინჯვა
ფერმკრთალი კონიუნქტივა, აფთოზური სტომატიტი, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ატაქსია
პირველი გამოკვლევა
- მთლიანი IgA:
შეიძლება იყოს ნორმალური ან დეფიციტური
მეტი - IgA-tTG (ქსოვილის ტრანსგლუტამინაზა):
მომატებულია
მეტი - ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
ატროფია და ლორწოვანი ნაკეცების დაკბილვა (Scalloping); კვანძოვანი და მოზაიკური ლორწოვანი
- წვრილი ნაწლავის ბიოფსია:
ვლინდება ინტრა-ეპითელიური ლიმფოციტები, ნაწლავის ბუსუსების ატროფია და კრიპტების ჰიპერპლაზია.
მეტი
ქრონიკული პანკრეატიტი
ანამნეზი
საკვების მირების შემდეგ ქრონიკული ტკივილი; ანამნეზში განმეორებითი მწვავე პანკრეატიტი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ან მოწევა;[71] ლაბილური დიაბეტი; თხისებრი, მყრალი განავალი და წონაში კელბა მიუთითებს ეგზოკრინულ უკმარისობაზე
გასინჯვა
წონის კლება, მტკივნეულობა ეპიგასტრიუმში შეესაბემება დიაგნოზს, მაგრამ სადიაგნოსტიკო არ არის. ხელისგულის ერითემა მიუთითებს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე
პირველი გამოკვლევა
- ამილაზა და ლიპაზა შრატში:
მომატებულია (3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს)
მეტი - მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
ატროფიული, კალციფიცირებული პანკრეასი; პანკრეასის სადინრის პათოლოგიები, სტრიქტურები, ფსევდოცისტები
საყლაპავის კიბო
ანამნეზი
წონის კლება, დისფაგია, ანამნეზში ბარეტის საყლაპავი
გასინჯვა
წონის დაკლების ნიშნები, ფერმკრთალი, განავალი, რომელიც დადებითია ფარულ სისხლზე
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
საყლაპავის კიბოს ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
დაავადების გავრცელება, მეტასტაზური დაზიანებები
კუჭის კიბო
ანამნეზი
წონის კლება, სწრაფი დანაყრების შეგრძნება, გულისრევა და ღებინება, დისფაგია პროქსიმული დაზიანების შემთხვევაში
გასინჯვა
ნიშნები: წონის კლება, სიფერმკრთალე, მუცლის პალპირებადი წარმონაქმნი, ჭიპის გარშემო ან ლავიწის ზემო პალპირებადი ლიმფური კვანძები, განავალი დადებითი ფარულ სისხლდენაზე
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
კუჭის კიბოს ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
დაავადების გავრცელება, მეტასტაზური დაზიანებები
კოლორექტული სიმსივნე
ანამნეზი
წონის დაკლება, სისხლი განავალში, ნაწლავის ჩვევის ცვლილება, ანემია
გასინჯვა
წონის დაკლების ნიშნები, ფერმკრთალი, პალპაციური მუცლის მასა, ჰეპატომეგალია, თუ მოხდა მეტასტაზური გავრცელება, მრავლობითი სებორეული კერატოზები (Lesser-Trelat-ის ნიშანი, ადენოკარცინომასთან დაკავშირებული იშვიათი ნიშანი), ფარული სისხლით დადებითი განავალში.
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
დაავადების გავრცელება, მეტასტაზური დაზიანებები
პანკრეასის კიბო
ანამნეზი
წონის კლება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დეპრესია, სიყვითლე, ანამნეზში ქრონიკული პანკრეატიტი
გასინჯვა
წონის კლების, მუცლის პალპირებადი წარმონაქმნისა და სიყვითლის ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
წარმონაქმნი პანკრეასში, პანკრეასის სადინრის დილატაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ERCP)/მაგნიტურ რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (MRCP):
პანკრეასის სადინარი დილატირებულია
მეტი
ჰეპატოცელულური კიბო
ქოლანგიოკარცინომა
ანამნეზი
წონის კლება, სიყვითლე
გასინჯვა
წონის კლებისა და სიყვითლის ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ღვიძლშიდა სადინრის დილატაცია
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
მომატებული ტუტე ფოსფატაზა და შრატის გამა-GT (ობსტრუქციული / ქოლესტაზური სურათი); კონიუგირებული ბილირუბინი მომატებულია ობსტრუქციული სიყვითლის დროს
საკვერცხის კიბო
ანამნეზი
სიმპტომები ხშირად ბუნდოვანი და არასპეციფიურია; გავრცელებული სიმპტომებია მუცლის ღრუს შეშუპება, გულისრევა და ემისია, ადრეული დანაყრება, დისპეფსია, მუცლის გარშემოწერილობის მატება, მუცლის სპაზმური ტკივილი ან ნაწლავის მოქმედების ცვლა, რაც მიუთითებს დაავადების გაუარესებაზე
გასინჯვა
ცვლადი: შეიძლება მოიცავდეს ასციტს, პლევრულ ეფუზიას, მენჯის გამოკვლევაზე პალპირებადი მასა და მუცლის შებერვა მოყრუებით პერკუსიის დროს; პაციენტები შეიძლება იყვნენ არასაკმარისად ნაკვები, თუ მათ აქვთ კუჭ-ნაწლავის მნიშვნელოვანი სიმპტომები; ასციტის შესაბამისი სიმპტომები (მაგ: სითხის ტალღა, მონაცვლე მოყრუება) ან მარჯვენამხრივი პლევრული ეფუზია (მაგალითად, დაქვეითებული სუნთქვითი ხმიანობა ან ხიხინები) გვხვდება ხშირად; მენჯის გამოკვლევისას, მასური წარმონაქმნი შეიძლება გამოვლინდეს დანამატებში ა რექტო-ვაგინალურ სივრცეში
პირველი გამოკვლევა
- შრატი CA-125:
≥35 IU/მლ
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის და მენჯის ღრუს ულტრაბგერა:
მკვრივი, კომპლექსური, ტიხრებით გამოყოფილი, მრავალწილაკოვანი წარმონაქმნი; სისხლის კარგი მიწოდება
მეტი
ქრონიკული მეზენტერიული იშემია
ანამნეზი
ქრონიკული განმეორებითი მუცლის ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ ძლიერდება (მას აბდომინალურ სტენოკარდიას უწოდებენ); შეიძლება გამოიწვიოს საკვების შიში და წონის კლება; მუცლის მწვავე ტკივილი და სისხლიანი დიარეა შეიძლება მწვავე იშემიური კოლიტის მეორადი გამოვლინება იყოს; სახეზეა სისხლძარღვოვანი დაავადების რისკფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, თირკმლის დაავადება, გულსისხლძარღვთა დაავადება და/ან თამბაქოს ჭარბი მოხმარება[79]
გასინჯვა
მუცლის ტკივილიზე სუბიექტური ჩივილი გასინჯვის შედეგების დისპროპორციულია; შეიძლება აღინიშნებოდეს პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადების ნიშნები, როგორიცაა პერიფერიული პულსის შესუსტება ან ცივი კიდურები; ათეროსკლეროზული დაავადების მძიმე ფორმის დროს მუცლის არეში შეიძლება ისმინებოდეს სისხლძარღვოვანი ხმაური
პირველი გამოკვლევა
- CT ან MRI ანგიოგრაფია, ან მუცლის დუპლექსური ულტრაბგერითი კვლევა:
სტენოზი, თრომბოზი ან სისხლის შემცირებული ნაკადი მუცლის არტერიაში, ზედა მეზენტერიულ არტერიაში ან ქვედა მეზენტერიულ არტერიაში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის არტერიოგრამა:
ნაწლავებში სისხლის ნაკადის შემცირება
ჯორჯლის ზედა არტერიის სინდრომი
ანამნეზი
ქრონიკული პოსტპრანდიული მუცლის ტკივილი, რომელიც ძირითადად იწყება წონის კლების პერიოდის შემდეგ (წონის კლება შეიძლება იყოს განზრახ გამოწვეული), სწრაფი დანაყრების შეგრძნება, შებერილობა, ნაღვლოვანი პირღებინება
გასინჯვა
წონის კლების ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
ჯორჯლის ზედა და ფაშვის არტერიების გარშემო არსებული ცხიმოვანი ფირფიტების განლევა; დისტალური თორმეტგოჯა ნაწლავის კომპრესია ჯორჯლის ზედა არტერიის მიერ, წვრილი ნაწლავის პროქსიმალური დილატაციით
- CT ან MRI ანგიოგრაფია, ან მუცლის დუპლექსური ულტრაბგერითი კვლევა:
სტენოზი, თრომბი ან სისხლის დაქვეითებული მიმოქცევა ფაშვის არტერიაში, ჯორჯლის ზედა და ქვედა არტერიებში; ათეროსკლეროზის ნიშნები
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის არტერიოგრამა:
სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ჯორჯლის ზედა და ფაშვის არტერიებში
მწვავე წყვეტილი პორფირია
ანამნეზი
მუცლის ტკივილი ნეიროფსიქიატრიული ნიშნებით[81]
გასინჯვა
შარდი შეიძლება იყოს პიგმენტირებული
პირველი გამოკვლევა
- შარდის 24-საათიანი შეგროვება:
ალფა-ამინოლევულინატი და პორფობილინოგენი მომატებულია ნორმის ზედა ზღვარზე >5-10 ჯერ მეტად
სხვა გამოკვლევები
მძიმე მეტალებით მოწამვლა (ტყვია, დარიშხანი)
ანამნეზი
პიკაციზმი, ექსპოზიცია ტყვიის შემცველ საღებავზე, პროფესიული ექსპოზიცია; მუცლის ტკივილი შეიძლება მძიმე იყოს[82]
გასინჯვა
გასინჯვისას წააგავს მწვავე მუცელს
პირველი გამოკვლევა
- მძიმე მეტალებით მოწამვლის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევები:
მომატებულია ტყვიის ან დარიშხანის დონეები
სხვა გამოკვლევები
- FBC:
სისხლის წითელი უჯრედების ბაზოფილური სტიმულაცია, ანემია
ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ანამნეზი
დადებითი ანამნეზი, განმეორებითი/ქრონიკული ეპიზოდები, რომლის დროსაც აღინიშნება ცხელება, სეროზიტი, მუცლის ტკივილი, გულმკერდის, სახსრების და კუნთების ტკივილი; შესაძლებელია გამონაყარიც[83]
გასინჯვა
გასინჯვისას წააგავს მწვავე მუცელს
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტოზი
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე/C-რეაქტიული ცილა:
მომატებულია
სხვა გამოკვლევები
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
ჯორჯლის არასპეციფიკური პათოლოგია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ჯორჯლის სისხლძარღვების გადავსებით, ჯორჯლის ნაკეცების გასქელებითა და ჯორჯლის და/ან რეტროპერიტონეული ლიმფადენოპათიით
ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია
ქრონიკული პიელონეფრიტი
ანამნეზი
ანამნეზში დიზურია, ცხელება, ფერდქვეშა ტკივილი; თირკმლის პათოლოგიების მაღალი რისკი (მაგ. ბავშვებში, რომელთაც ვეზიკოურეთრული რეფლუქსი აქვთ), განმეორებითი მწვავე პიელონეფრიტის ეპიზოდები, არასაკმარისად ნამკურნალები მწვავე პიელონეფრიტი, ან დიაბეტი
გასინჯვა
ცხელება, მტკივნეულობა ფერდქვეშა არეში
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
დადებითია სისხლის თეთრ უჯრედებსა და ნიტრატებზე
- FBC:
ლეიკოციტოზი
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ულტრაგერა/მუცლის CT:
აბსცესი
ენდომეტრიოზი
ანამნეზი
პრემენსტრუალური ქრონიკული მენჯის/მუცლის ტკივილი, დისმენორეა, დისპარეუნია, დიზურია, ჰემატურია, შარდვის სიხშირე
გასინჯვა
მენჯის ლიმფური კვანძების მტკივნეულობა, უკან გადახრილი საშვილოსნო, მტკივნეული საშვილოსნო
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური დიაგნოზი:
რეპროდუქტიული ასაკის ქალის შემთხვევაში დიაგნოზისთვის ძირითადად საკმარისია ანამნეზი და გასინჯვა
სხვა გამოკვლევები
- მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
საკვერცხის ენდომეტრიომა, არსებობის შემთხვევაში
- ლაპარასკოპია ბიოფსიით:
საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის ქსოვილის არსებობის ჰისტოლოგიური დადასტურება
- მაგნიტურ რეზონანსული კვლევა(MRI):
ატიპური სიმპტომები (მაგ. მენჯის ღრმა ენდომეტრიოზი)[86]
საკვერცხის ცისტური დაავადება
ანამნეზი
დისკომფორტი ქვედა მენჯში/მუცელში, დისპარეუნია, შეიძლება იყოს ციკლური, ძლიერი ტკივილი შემოგრეხის ან ცისტაში ჰემორაგიის შემთხვევაში
გასინჯვა
პალპირებადი წარმონაქმნი მენჯის ბიმანუალური გასინჯვისას
პირველი გამოკვლევა
- მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
საკვერცხის ცისტური დაზიანება, თავისუფალი სითხე პერიტონეუმში
სხვა გამოკვლევები
ნარკოტიკული ნაწლავის სინდრომი
ანამნეზი
ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარება
გასინჯვა
როგორც წესი ნორმალურია
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური დიაგნოზი:
გამოირიცხა მუცლის ტკივილის სხვა მიზეზები
სხვა გამოკვლევები
მუცლის შაკიკი
ანამნეზი
ჭიპის გარშემო ან დიფუზურად ლოკალიზებული მუცლის ტკივილის განმეორებითი შეტევები, გრძელდება 1-72 საათს, ვლინდება წელიწადში რამდენჯერმე, თან ახლავს ანორექსია, გულისრევა, ღებინება და სიფერმკრთალე; შეტევებს შორის კუჭ-ნაწლავის მხოლოდ მსუბუქი ჩივილები ან ჩივილების არარსებობა; შაკიკი ოჯახურ და/ან პაციენტის პირად ანამნეზში; გამწვავება პროვოცირებულია სტრესული ფაქტორებით, როგორიცაა ფსიქიკური სტრესი, დაღლილობა, კვების გამოტოვება, მოგზაურობა და ზოგიერთი საკვების მიღება; ძირითადად გვხვდება ბავშვობაში, მხოლოდ მცირე რაოდენობით პაციენტებს გაუგრძელდებათ სიმპტომები მოზრდილ ასაკშიც[90]
გასინჯვა
როგორც წესი ნორმალურია
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური დიაგნოზი:
გამოირიცხა მუცლის ტკივილის სხვა მიზეზები
მეტი
სხვა გამოკვლევები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას