როდესაც ბავშვს აღენიშნება მწვავე ცხელება, საწყისი პრიორიტეტია, შეფასდეს სერიოზული დაავადების რისკი, რაც საჭიროებს ურგენტული მკურნალობის დაწყებას. ABCDE მიდგომა გამოიყენება მწვავე დაავადების მქონე ბავშვის საწყისი შეფასებისთვის.[10]Advanced Life Support Group. Advanced paediatric life support: a practical approach to emergencies (APLS). 6th ed. Oxford, Wiley-Blackwell; 2016.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) გაიდლაინით, რომელიც ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვთა ცხელებას, რეკომენდებულია "შუქნიშნის სისტემის" გამოყენება, რაც დამხმარეა მცირეწლოვან ბავშვებში ცხელების არსებობისას სერიოზული დაავადების რისკის ამოსაცნობად.[11]National Institute for Health and Care Excellence. Fever in under 5s: assessment and initial management. Nov 2021 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng143
მდგომარეობის გაუარესების მონიტორინგისთვის გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები, როგორიცაა ბავშვებში ადრეული გაფრთხილების ქულები.[12]Royal College of Paediatrics and Child Health. A safe system framework for recognising and responding to children at risk of deterioration. July 2016 [internet publication].
https://www.rcpch.ac.uk/safe-system-framework
ეს ინსტრუმენტებია: ფაქტორების ფართო სპექტრის შეფასება, როგორიცაა გულისცემის სიხშირე, სუნთქვის სიხშირე, პასუხი სოციალურ რეპლიკებზე და კაპილარების ავსების დრო, რათა შეფასდეს სერიოზული დაავადების ალბათობა, რომელიც ურგენტულ თერაპიას საჭიროებს.
შესაძლო სეფსისი
სეფსისი დაავადების სპექტრია, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციის მიმართ მასპინძლის სისტემური და დისრეგულირებული პასუხი.[13]Singer M, Deutschman CS, Seymour CW, et al. The third international consensus definitions for sepsis and septic shock (Sepsis-3). JAMA. 2016 Feb 23;315(8):801-10.
https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2492881
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26903338?tool=bestpractice.com
გამოვლინება მერყეობს სუსტი, არასპეციფიკური სიმპტომებიდან (მაგ., შეუძლოდ ყოფნა ნორმალური ტემპერატურით) მძიმე სიმპტომებამდე, მულტიორგანული დისფუნქციის და სეპტიკური შოკის ნიშნებით. პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ცხელება ან ჰიპოთერმია, სუსტი კაპილარული ავსება, აჭრელებული ან მონაცრისფრო ფერის კანი, ციანოზი, ფსიქიკური მდგომარეობის მწვავე ცვლილება ან შარდის გამოყოფის შემცირება.[14]National Institute for Health and Care Excellence. Sepsis: recognition, diagnosis and early management. Mar 2024 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng51
სეფსისი და სეპტიკური შოკი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობებია.
სეფსისის რისკფაქტორებია: 1 წლამდე ასაკი, 75 წელზე უფროსი ასაკი, სისუსტე, დაქვეითებული იმუნიტეტი (ავადმყოფობის ან მედიკამენტებით გამოწვეული), ახლახან გადატანილი ქირურგიული ჩარევა ან სხვა ინვაზიური პროცედურები, კანის მთლიანობის ნებისიერი დარღვევა (მაგ., ჭრილობა, დამწვრობა), ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება, ჩადგმული ინტრავენური გადასხმის სისტემები ან კათეტერები და ორსულობა ან ბოლოდროინდელი ორსულობა.[14]National Institute for Health and Care Excellence. Sepsis: recognition, diagnosis and early management. Mar 2024 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng51
სეფსისის ადრეული ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის ადრეული დაწყება აუმჯობესებს შედეგებს.[14]National Institute for Health and Care Excellence. Sepsis: recognition, diagnosis and early management. Mar 2024 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng51
[15]Weiss SL, Peters MJ, Alhazzani W, et al. Surviving sepsis campaign international guidelines for the management of septic shock and sepsis-associated organ dysfunction in children. Intensive Care Med. 2020 Feb;46(suppl 1):10-67.
https://link.springer.com/article/10.1007/s00134-019-05878-6
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32030529?tool=bestpractice.com
[მტკიცებულების დონე A]9cd320ac-186d-4f1d-b885-2fe2f9b6a899guidelineCრა შედეგები მოაქვს ემპირიული ანტიმიკრობული მკურნალობის ადრეულ და გვიან დაწყებას მოზრდილებში სეფსისის ან მძიმე სეფსისის მქონე ან განვითარების რისკის ქვეშ?[14]National Institute for Health and Care Excellence. Sepsis: recognition, diagnosis and early management. Mar 2024 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng51
თუმცა, სეფსისის დიაგნოსტირება შესაძლებელია გართულდეს თუ სეფსი კლინიკურად ფარულად ან არასპეციფიურად მიმდინარეობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უმცირესი გამოვლენის დროსაც კი ეჭვი მივიტანოთ სეფსის არსებობაზე. ადრეული ამოცნობის წინაპირობაა სისტემატური იდენტიფიკაცია პაციენტისა, რომელთაც ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები აქვთ და ორგანოების დისფუნქციის გამო მდგომარეობის დამძიმების რისკის ქვეშ არიან. კრიტერიუმები სეფსისისა და სეპტიური შოკის იდენტიფიცირებისთვის ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში შემუშავებულია.[16]Daugaard JJ, Jensen JJ, Jacobsen CJ. [The importance of an empty pleural cavity in the treatment of pleural effusion]. [in dan]. Ugeskr Laeger. 1987 Jan 19;149(4):221-2. არსებობს რისკის სტრატიფიკაციის რამდენიმე სხვა მიდგომა. ყველა მათგანი ეყრდნობა სტრუქტურირებულ კლინიკურ შეფასებას და პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების აღრიცხვას.[14]National Institute for Health and Care Excellence. Sepsis: recognition, diagnosis and early management. Mar 2024 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng51
[16]Daugaard JJ, Jensen JJ, Jacobsen CJ. [The importance of an empty pleural cavity in the treatment of pleural effusion]. [in dan]. Ugeskr Laeger. 1987 Jan 19;149(4):221-2.[17]Royal College of Physicians. National Early Warning Score (NEWS) 2. Dec 2017 [internet publication].
https://www.rcplondon.ac.uk/projects/outputs/national-early-warning-score-news-2
[18]American College of Emergency Physicians (ACEP) Expert Panel on Sepsis. DART: an evidence-driven tool to guide the early recognition and treatment of sepsis and septic shock. [internet publication].
https://poctools.acep.org/POCTool/276ed0a9-f24d-45f1-8d0c-e908a2758e5a
[19]Academy of Medical Royal Colleges. Statement on the initial antimicrobial treatment of sepsis. May 2022 [internet publication].
https://www.aomrc.org.uk/wp-content/uploads/2022/05/Statement_on_the_initial_antimicrobial_treatment_of_sepsis_0522.pdf
მნიშვნელოვანია, ადგილობრივ გზამკვლევებში შეამოწმოთ თუ რა მიდგომას გირჩევთ თქვენი დაწესებულება. შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის ვადები უნდა განისაზღვროს ამ ადრეული შეფასების მიხედვით.[19]Academy of Medical Royal Colleges. Statement on the initial antimicrobial treatment of sepsis. May 2022 [internet publication].
https://www.aomrc.org.uk/wp-content/uploads/2022/05/Statement_on_the_initial_antimicrobial_treatment_of_sepsis_0522.pdf
"სეფსისის გადარჩენის" კამპანიის მკურნალობის გაიდლაინები შემუშავებულია და კვლავაც ყველაზე ფართოდ მიღებულ სტანდარტებად რჩება.[15]Weiss SL, Peters MJ, Alhazzani W, et al. Surviving sepsis campaign international guidelines for the management of septic shock and sepsis-associated organ dysfunction in children. Intensive Care Med. 2020 Feb;46(suppl 1):10-67.
https://link.springer.com/article/10.1007/s00134-019-05878-6
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32030529?tool=bestpractice.com
პირველ საათში:[15]Weiss SL, Peters MJ, Alhazzani W, et al. Surviving sepsis campaign international guidelines for the management of septic shock and sepsis-associated organ dysfunction in children. Intensive Care Med. 2020 Feb;46(suppl 1):10-67.
https://link.springer.com/article/10.1007/s00134-019-05878-6
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32030529?tool=bestpractice.com
ბავშვებში სეფსისის/სეპტიური შოკის მართვის ინსტიტუციური პროტოკოლების დაცვა; ეს აუმჯობესებს სამედიცინო დახმარების სიჩქარესა და საიმედოობას.
ანტიბიოტიკების ადმინისტრირებამდე ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის სისხლის აღება (იმ პირობით, რომ ეს არსებითად არ შეაფერხებს ანტიბიოტიკების მიღებას).
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება.
კრისტალოიდური სითხეების გადასხმა, რომლიც ტიტრირდება გულის წუთმოცულობის კლინიკური პარამეტრების მიხვედით და ჩერდება მოცულობით გადატვირთვის მტკიცებულების შემთხვევაში. გაეცანით ლოკალურ პროტოკოლებს.
რეჰიდრატაციის წარმართვისათვის გამოიყენეთ სისხლში ლაქტატის დონის ტენდენციები. თუ ბავშვის ჰიპოტენზია რეზისტენტულია რეჰიდრატაციის მიმართ, განიხილეთ ვაზოპრესორების გამოყენება.[15]Weiss SL, Peters MJ, Alhazzani W, et al. Surviving sepsis campaign international guidelines for the management of septic shock and sepsis-associated organ dysfunction in children. Intensive Care Med. 2020 Feb;46(suppl 1):10-67.
https://link.springer.com/article/10.1007/s00134-019-05878-6
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32030529?tool=bestpractice.com
უფრო დეტალური ინფორმაცია ბავშვებში სეფსისის თაობაზე, დიაგნოსტიკისა და გადაუდებელი მართვის ჩათვლით, იხილეთ სეფსისი ბავშვებში.
დიფერენციალური დიაგნოზები საჭიროებს სპეციფიურ გადაუდებელ მკურნალობას
ბავშვებში ცხელების დიფერენციული დიაგნოზების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. თუმცა, სპეციფიკური დიაგნოზი ხშირად შესაძლოა დაისვას დამატებითი კვლევების გამოყენებით. ზოგჯერ მკურნალობა უნდა დაიწყოს დასკვნითი დიაგნოზის დასმამდე. ეს განსაკუთრებით გამართლებულია იმ ბავშვებში, რომლებიც ავადმყოფურად გამოიყურებიან ან აქვთ ტოქსიკური ჰაბიტუსი.
რადგანაც ბავშვებში ცხელების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციებია, შესაძლოა საჭირო გახდეს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით (მაგ., მესამე თაობის ცეფალოსპორინებით, როგორიცაა ცეფტრიაქსონი) ემპირიული მკურნალობა, იდეალურ შემთხვევაში, სისხლის, შარდის და თავზურგტვინის სითხის კულტურების აღების შემდეგ იმ ბავშვებში, ვისთანაც საეჭვოა ბაქტერიული ინფექცის ასრებობა.
პრაქტიკოსი ექიმის კლინიკურ შეფასებასა და დამატებითი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლოა შემდგომში ეჭვი გაჩნდეს კონკრეტულ დიაგნოზზე. ზოგიერთი ამ დიაგნოზის შემთხვევაში ასევე უნდა დავიწყოთ სპეციფიკური ურგენტული მკურნალობა:
პნევმონია: დამატებით ჟანგბადის მიწოდება
სეპტიკური ართრიტი: სახსრებიდან დრენირება
ღვიძლის/თავის ტვინის აბსცესი: დრენაჟი
მენინგიტი: ანტიბიოტიკები კორტიკოსტეროიდებთან ერთად ან მის გარეშე
ტოქსიკური შოკის სინდრომი: ინფიცირებული ქსოვილის მოცილება
ფილტვის ტუბერკულოზი: იზოლაცია
დენგეს ჰემორაგიული ცხელება ან დენგეს შოკის სინდრომი: სითხის გადასხმა
კავასაკის დაავადება: ასპირინი და ინტრავენური იმუნოგლობულინი (კორონარული არტერიების ანევრიზმის რისკი)
ლეიკემია: ჰიდრატაცია, ინდუქციური თერაპია, ელექტროლიტური დარღვევების კორექცია, სისხლის პროდუქტების გადასხმა (თრომბოზის რისკი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, სისხლდენა)
თიროიდული კრიზი: ბეტა ბლოკერი, ანტითიროიდული მედიკამენტები, იოდის ნაერთი, გლუკოკორტიკოიდები, გამომწვევი მოვლენის მკურნალობა
სეროტონინის სინდრომი: სედაცია, დამხმარე მოვლა (განსაკუთრებით, ჰიპერთემიის კონტროლი)
სიმულაციური აშლილობები დელეგირებული სხვა პირზე(ადრე ცნობილი როგორც დელეგირებული მიუნჰაუზენის სინდრომი): სინდრომის მქონე მომვლელისგან პაციენტის იზოლირება
ქუნთრუშა: რეკომენდებულია ბავშვების ანტიბიოტიკებით დაუყოვნებელი მკურნალობა, შესაძლო გართულებების, მათ შორის ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკებით გამოწვეული გათულებების, შესამცირებლად და ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. საეჭვო დიაგნოზის შემთხვევაში, ანტიბიოტიკების დაწყებამდე აიღეთ ხახის ნაცხი.[20]UK Health Security Agency (UKHSA). Group A streptococcal infections: activity during the 2022 to 2023 season. Jun 2023 [internet publication].
https://www.gov.uk/government/publications/group-a-streptococcal-infections-activity-during-the-2022-to-2023-season
[21]Shulman ST, Bisno AL, Clegg HW, et al. Clinical practice guideline for the diagnosis and management of group A streptococcal pharyngitis: 2012 update by the Infectious Diseases Society of America. Clin Infect Dis. 2012 Nov 15;55(10):e86-102.
https://academic.oup.com/cid/article/55/10/e86/321183
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22965026?tool=bestpractice.com
[22]Committee on Infectious Diseases; American Academy of Pediatrics. Red book. 32nd ed. Elk Grove Village, IL: AAP; 2021.[23]Gerber MA, Baltimore RS, Eaton CB, et al. Prevention of rheumatic fever and diagnosis and treatment of acute Streptococcal pharyngitis: a scientific statement from the American Heart Association Rheumatic Fever, Endocarditis, and Kawasaki Disease Committee of the Council on Cardiovascular Disease in the Young, the Interdisciplinary Council on Functional Genomics and Translational Biology, and the Interdisciplinary Council on Quality of Care and Outcomes Research: endorsed by the American Academy of Pediatrics. Circulation. 2009 Mar 24;119(11):1541-51.
https://www.ahajournals.org/doi/10.1161/CIRCULATIONAHA.109.191959?url_ver=Z39.88-2003&rfr_id=ori:rid:crossref.org&rfr_dat=cr_pub%20%200pubmed
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19246689?tool=bestpractice.com
ზოგიერთ ქვეყანაში ხელმისაწვდომია A ჯგუფის სტრეპტოკოკის ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტი ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის კვლევა .[21]Shulman ST, Bisno AL, Clegg HW, et al. Clinical practice guideline for the diagnosis and management of group A streptococcal pharyngitis: 2012 update by the Infectious Diseases Society of America. Clin Infect Dis. 2012 Nov 15;55(10):e86-102.
https://academic.oup.com/cid/article/55/10/e86/321183
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22965026?tool=bestpractice.com
[22]Committee on Infectious Diseases; American Academy of Pediatrics. Red book. 32nd ed. Elk Grove Village, IL: AAP; 2021. მხოლოდ კლინიკურად დიაგნოსტირებული ქუნთრუშის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთერაპია უნდა ჩატარდეს ქვეყნის შიდა კლინიკური გაიდლაინების მიხედვით. გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს თანახმად, ინგლისში ქუნთრუშის და ინვაზიური GAS (iGAS) დაავადების შესახებ შეტყობინებები მოსალოდნელზე უფრო მაღალი იყო 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე, შეტყობინებების პიკი დაფიქსირდა 2022 წლის დეკემბერში.[20]UK Health Security Agency (UKHSA). Group A streptococcal infections: activity during the 2022 to 2023 season. Jun 2023 [internet publication].
https://www.gov.uk/government/publications/group-a-streptococcal-infections-activity-during-the-2022-to-2023-season
[24]UK Health Security Agency. UKHSA update on scarlet fever and invasive group A strep. May 2023 [internet publication].
https://www.gov.uk/government/news/ukhsa-update-on-scarlet-fever-and-invasive-group-a-strep-1
მას შემდეგ შეტყობინებების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ახლა შეესაბამება წლის კონკრეტული დროის მოსალოდნელ რაოდენობას.[20]UK Health Security Agency (UKHSA). Group A streptococcal infections: activity during the 2022 to 2023 season. Jun 2023 [internet publication].
https://www.gov.uk/government/publications/group-a-streptococcal-infections-activity-during-the-2022-to-2023-season
სხვა ქვეყნები, რომლებშიც ამავე პერიოდში ქუნთრუშასა და iGAS დაავადების გახშირებული სიხშირე დაფიქსირდა, მოიცავს საფრანგეთს, ირლანდიას, ნიდერლანდებს და შვედეთს. მატება განსაკუთრებით 2022 წლის მეორე ნახევარში შეინიშნებოდა.[25]World Health Organization. Increased incidence of scarlet fever and invasive Group A Streptococcus infection - multi-country. Dec 2022 [internet publication].
https://www.who.int/emergencies/disease-outbreak-news/item/2022-DON429
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების 90%-ზე მეტი უსიმპტომოა ან აქვთ მსუბუქი მიმდინარეობის ავადმყოფობა, დაფიქსირებულია საშუალო-მძიმე ფორმის შემთხვევებიც.[26]Liu W, Zhang Q, Chen J, et al. Detection of COVID-19 in children in early January 2020 in Wuhan, China. N Engl J Med. 2020 Apr 2;382(14):1370-1.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMc2003717
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32163697?tool=bestpractice.com
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, ბავშვებში, კლინიკურად მინიმალურად გამოხატული სიმპტომებისა ან სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, გულმკერდის ვიზუალიზაციურმა კვლევებმა შეიძლება პნევმონიის ნიშნები გამოვლინოს.[27]Xia W, Shao J, Guo Y, et al. Clinical and CT features in pediatric patients with COVID-19 infection: different points from adults. Pediatr Pulmonol. 2020 May;55(5):1169-74.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7168071
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32134205?tool=bestpractice.com
ხშირია სხვა რესპირატორული ვირუსებით კოინფექცია.
შესაძლო COVID-19-ის მქონე პაციენტები იზოლირებულები უნდა იყვნენ სხვა პაციენტებისგან. კონტაქტური და წვეთოვანი უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოთ სანამ პაციენტი უსიმპტომოა.
იხ კორონავირუსი 2019 (COVID-19).