დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
საშარდე გზების ინფექცია
ანამნეზი
გულისრევა, ღებინება, დიზურია, ხშირი შარდვა, მუცლის ან წელის ტკივილი, შარდის შეუკავებლობა ბოლო დროს, სიცხე 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ანამნეზში გადატანილი საშარდე გზების ინფექციები, არაშავკანიანთა ეთნიკური ჯგუფი
გასინჯვა
ავადმყოფური ჰაბიტუსი, ბოქვენზედა ან ფერდის მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- შარდის ტესტი მარკერ-ზოლით:
დადებითი ლეიკოციტურ ესტერაზასა ან ნიტრიტებზე
მეტი - შარდის მიკროსკოპია:
≥5 ლეიკოციტი /მხ.არეში ან ნებისმიერი ბაქტერია
მეტი - შარდის გაფართოებული ანალიზი:
≥10 ლეიკოციტი/მმ³ ან ნებისმიერი ბაქტერია გრამის წესით შეღებვისას
მეტი - შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
>100,000 კოლონიის წარმომქმნელი ერთეული(CFU)/მლ შარდის შუა ულუფის სინჯიდან; >10,000 CFU/მლ კათეტერიზაციით მიღებული სინჯიდან; >1000 CFU/მლ ბოქვენზედა ასპირაციით მიღებული სინჯიდან
სხვა გამოკვლევები
- პროკალციტონინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი
პნევმონია
ანამნეზი
ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, მუცლის ტკივილი
გასინჯვა
რესპირატორული დისტრესი (რეტრაქცია, ხმაურიანი სუნთქვა, ნესტოების ბერვა), შესუსტებული სუნთქვა, ტაქიპნოე, ხიხინი
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
ინფილტრატები (კეროვანი ან დიფუზური)
მეტი
სხვა გამოკვლევები
- პროკალციტონინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ანამნეზი
ძირითადად უსიმპტომოა ან ვლინდება მსუბუქი სიმპტომები: ხანმოკლე ან სწრაფად კუპირებადი ცხელება, მსუბუქი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის დახშობა, რინორეა; ბავშვებში შეიძლება შეგვხვდეს საშუალო-მძიმე ფორმის ავადმყოფობა
გასინჯვა
ცხელება და სურდოს სიმპტომები; შეიძლება აღინიშნებოდეს ინსპირატორული ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა პნევმონიის ან სუნთქვის დარღვევის/რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში. სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით.
პირველი გამოკვლევა
- უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) რეალურ დროში:
დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV) რნმ-ზე.
მეტი
სხვა გამოკვლევები
შუა ყურის მწვავე ოტიტი
ანამნეზი
ცხელება, ტკივილი, ჩახლეჩილი ხმა, ყურსუკანა სივრცის შეშუპება მასტოიდის შემთხვევაში, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დიარეა, გაღიზიანება ჩვილებში, მადის დაქვეითება
გასინჯვა
გამობერილი, ერითემატოზული ან შემღვრეული დაფის აპკი
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
ტონზილიტი
ანამნეზი
ყელის ტკივილი, მტკივნეული ყლაპვა, თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ხველა, რინორეა
გასინჯვა
ტონზილების ერითემა და გადიდება, და გადიდებული მგრძნობიარე კისრის ლიმფადენოპათია; შეიძლება იყოს ჩირქოვანი ექსუდატი, განსაკუთრებით თუ გამომწვევი A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგიური ტესტირება სტრეპტოკოკებზე:
დადებითად ითვლება, თუ ანტისხეულების ტიტრი ოთხჯერ გაიზარდა
მეტი
სინუსიტი
ანამნეზი
რინორეა, ცხვირის დახშობა, ხველა (ხშირად უარესდება ღამით); თუ სიმპტომები გრძელდება >10-14 დღის განმავლობაში, ეს მიანიშნებს ბაქტერიულ (განსხვავებით ვირუსულისგან) ეტიოლოგიაზე
გასინჯვა
ცხვირის დრენაჟი, ხველა, ტკივილი სინუსის არეში, პერიორბიტული შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- სინუსების რენტგენი:
სინუსის დაჩრდილვა, ლორწოვანი გარსის გასქელება, სითხის დონე
მეტი - სინუსების CT:
სინუსის დაჩრდილვა, ლორწოვანი გარსის გასქელება, სითხის დონე
მეტი - სინუსის ასპირაცია:
სინუსის კულტურები დადებითი, ყველაზე ხშირად, Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae (არატიპირებადი), Moraxella catarrhalis
მეტი
მენინგიტი
ანამნეზი
გაღიზიანებადობა, ლეთარგია, გულყრები (კეროვანი გულყრები ზრდის ჰერპესული მენინგოენცეფალიტის განვითარების შესაძლებლობას), ცუდი კვება, პარადოქსული გაღიზიანებადობა (ბავშვი უფრო მეტად ტირის ხელში აყვანისას), გულისრევა ან ღებინება, თავის ტკივილი, კისრის ტკივილი, ფოტოფობია, წელის ტკივილი
გასინჯვა
პირექსია (ან ჰიპოთერმია), ყიფლიბანდის გამობერილობა, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, მენინგიზმი, კერნიგის და/ან ბრუნძინსკის ნიშნები შესაძლოა იყოს დადებითი, თუმცა ჩვილებში კეროვანი ნევროლოგიური დარღვევის დროს ხშირად არ გვხვდება
პირველი გამოკვლევა
- თავზურგტვინის სითხის უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი:
>22 ლეიკოციტები/მიკროლიტრი ჩვილებში; >7 ლეიკოციტები/მიკროლიტრი უფროსი ასაკის ბავშვებში
მეტი - თავზურგტვინის სითხის გრამის წესით შეღებვა და კულტურა:
გამოავლენს პათოგენს
მეტი - თავზურგტვინის სითხის ცილა და გლუკოზა:
თავზურგტვინის სითხეში ცილა ≥80 მგ/დლ; თავზურგტვინის სითხეში გლუკოზა შრატის გლუკოზის 50%-ზე ნაკლებია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- პროკალციტონინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი
ბაქტერიემია (ფარული)
ანამნეზი
ცხელება შეიძლება იყოს ერთადერთი სიმპტომი; შეუძლოდ ყოფნა
გასინჯვა
ცხელების გარდა, გასინჯვის შედეგები შეიძლება ნორმალური იყოს; მნიშვნელოვანია სეფსისის შესაძლო ნიშნების (მაგ., ტაქიკარდიის, სუნთქვის სიხშირის მომატების, ქცევის ცვლილების, დაგვიანებული კაპილარული ავსების, გამონაყრის) შეფასება
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- პროკალციტონინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი
სეფსისი
ანამნეზი
ლოკალიზებული ინფექციის სიმპტომები, არასპეციფიკური სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან შემცივნებას, თავბრუსხვევას, გულისრევას და ღებინებას, კუნთების ტკივილს, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნებას; შეიძლება იყოს რისკ-ფაქტორების ანამნეზი მაგ., იმუნოსუპრესია, ორსულობა ან პოსტნატალური პერიოდი, სისუსტე, ბოლოდროინდელი ქირურგიული ოპერაცია ან ინვაზიური პროცედურები, ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენება ან კანის მთლიანობის დარღვევა
გასინჯვა
ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ცხელება (>38℃) ან ჰიპოთერმია (<36℃), გახანგრძლივებული კაპილარული ავსება, აჭრელებული ან ფერფლისფერი კანი, ციანოზი, სატურაციის დაქვეითება, მენტალური სტატუსის ახალი ცვლილება, შარდის გამოყოფის შემცირება
პირველი გამოკვლევა
- სისხლის კულტურა:
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
მეტი - შრატის ლაქტატი:
შეიძლება მომატებული იყოს; დონეები >2 მმოლი/ლ (>18 მგ/დლ) დაკავშირებულია უარყოფით პროგნოზთან; >4 მმოლი/ლ (>36 მგ/დლ) დონეებამდე მომატების შემთხვევაში პროგნოზი კიდევ უფრო ცუდია
მეტი - სისხლის საერთო ანალიზი:
ლეიკოციტების რაოდენობა >12×10^9/ლ (12,000/მიკროლიტრზე) (ლეიკოციტოზი); ლეიკოციტების რაოდენობა <4×10^9/ლ (4000/მიკროლიტრზე) (ლეიკოპენია); ან ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა >10% მოუმწიფებელი ფორმებით; თრომბოციტების დაბალი დონე
მეტი - C- რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
- სისხლში შარდოვანა და შრატში ელექტროლიტები:
შრატის ელექტროლიტები შეიძლება სცილდებოდეს ნორმის ფარგლებს; სისხლში შარდოვანა შეიძლება მომატებული იყოს
- სისხლის შრატის კრეატინინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
შეიძლება აჩვენოს მომატებული ბილირუბინი, ალანინ ამინოტრანსფერაზა, ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა და გამა გლუტამილტრანსპეპტიდაზა
მეტი - კოაგულოგრამა:
შესაძლოა იყოს ანომალიური
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება, განვითარდეს აციდოზი, ჰიპერკაპნია, ანიონების სიჭარბე, მეტაბოლური აციდოზი
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის რენტგენი:
შესაძლოა აჩვენოს კონსოლიდაცია; ავლენს ცენტრალური ვენური კათეტერის და ტრაქეის მილის პოზიციას
- შარდის მიკროსკოპული კვლევა და კულტურა:
შესაძლოა გამოვლინდეს ნიტრიტები, ცილები, ან სისხლი; ლეიკოციტოზი; ბაქტერიოლოგიური კვლევით ითესება მიკროორგანიზმები
- ნახველის დათესვა:
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
- ხერხემლის პუნქცია:
შესაძლებელია ლეიკოციტების რაოდენობის მატება, მიკროსკოპულად მიკროორგანიზმების გამოვლენა და დადებითი ბაქტერიოლოგია
მეტი
სეპტიური ართრიტი
ანამნეზი
გაღიზიანება, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, სისუსტე, სიმძიმის აწევის უუნარობა
გასინჯვა
სახსრების შეშუპება, სიწითლე, ტკივილი მოძრაობისას
პირველი გამოკვლევა
ოსტეომიელიტი
ანამნეზი
გაღიზიანება, ტკივილი, კიდურების მოძრაობზე უარის თქმა, სისუსტე
გასინჯვა
კიდურების ტკივილი, ერითემა
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- კიდურის MRI:
ძვლის და რბილი ქსოვილის დაზიანება
მეტი
კატის ნაკაწრის დაავადება
ანამნეზი
კატებთან (განსაკუთრებით, კნუტებთან) კონტაქტი, ცხელება, მხედველობის დაბინდვა, კონფუზია, ართრალგია, მიალგია
გასინჯვა
კანის დაზიანება ინოკულაციის ადგილზე, რეგიონული ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია, კონიუნქტივიტი, ყურისწინა ლიმფადენოპათია, რეტინიტი, ენცეფალოპათია
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგია:
დადებითია Bartonella henselae-ზე
მეტი
ვირუსული სინდრომები
ანამნეზი
შეციება, თავის ტკივილი, რინორეა, ყელის ტკივილი, ხველა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მიალგია, გამონაყარი
გასინჯვა
არასპეციფიკური გამონაყარის გარდა, ზოგადად ნორმაშია
პირველი გამოკვლევა
- ვირუსების უმეტესი ნაწილისთვის საწყისი ანალიზი არ ტარდება:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
ინფექციური მონონუკლეოზი
ანამნეზი
ყელის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, სიყვითლე, მიალგია
გასინჯვა
გამონაყარი, სიყვითლე, გენერალიზებული (ძირითადად, კისრის უკანა ნაწილის) ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, პერიორბიტული შეშუპება, პეტექია სასაზე
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ეპშტეინ-ბარის ანტისხეულები:
დადებითი
მეტი
ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ინფექცია
ანამნეზი
დაღლილობა, ფარინგიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, თავის ტკივილი
გასინჯვა
ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგია:
IgG და IgM-ის არსებობა მიანიშნებს მწვავე ინფექციაზე
სხვა გამოკვლევები
- ვირუსული კულტურა:
ციტომეგალოვირუსის იზოლაცია
მეტი
მალარიის ინფექცია
ანამნეზი
ცხელება დღეგამოშვებით (ან ყოველ მესამე დღეს Plasmodium malariae-ის დროს), შემცივნება, თავის ტკივილი, მიალგია, ხველა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ანამნეზში საზღვარგარეთ მოგზაურობა ახლო წარსულში
გასინჯვა
მაღალი პირექსია, სპლენომეგალია, კონფუზია
პირველი გამოკვლევა
- პერიფერიული სისხლის ნაცხში:
ხილული პარაზიტემია მიკროსკოპიით
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგია:
დადებითი
მეტი
ლაიმის დაავადება
ანამნეზი
თავის ტკივილი, მიალგია, დაღლილობა, ართრალგია, კისრის კუნთების გაშეშება, ანამნეზში ტკიპის ნაკბენი
გასინჯვა
მიგრირებადი ერითემა, მენინგიზმი, კარდიტის ან მიოპერიკარდიტის ნიშნები, რადიკულონეიროპათია, სახის ნერვის დამბლა
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სეროლოგიური ანალიზი:
დადებითი Borrelia burgdorferi-ზე
მეტი
ტუბერკულოზი
ანამნეზი
ღამის ცხელება, ოფლიანობა, ხველა, ჰემოფთიზი, ცუდი მადა, წონის კლება, თავის ტკივილი, ანამნეზში საზღვარგარეთ მოგზაურობა ახლო წარსულში ან დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის პათოლოგიური ხმიანობა; ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, გულყრები, კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები; ჰეპატომეგალიის, სპლენომეგალია მძიმე შემთხვევებში; ართრიტი
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
ჰილარული ლიმფადენოპათია, ატელექტაზი, კონსოლიდაცია, პლევრული გამონაჟონი
მეტი - ნახველის, კუჭის ასპირატის ან ბრონქოალვეოლური ლავაჟის ნაცხი მჟავაგამძლე ბაცილებზე და ბაქტერიოლოგია:
ნიმუშში მჟავაგამძლე ბაქტერიების არსებობა (ცილ-ნელსენის წესით შეღებვით)
მეტი - მჟავაგამძლე ბაცილებზე ნაცხის კვლევა და ფილტვგარე ბიოფსიური ნიმუშის ბაქტერიოლოგია:
დადებითი
მეტი - ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები (NAAT):
დადებითი, M tuberculosis-სთვის
მეტი
სხვა გამოკვლევები
- შარდის ლატერალური ნაკადის ლიპოარაბინომანანის (LF-LAM) ანალიზი:
დადებითი
მეტი
კავასაკის დაავადება
ანამნეზი
ცხელება, ართრალგია, მუცლის ტკივილი, გაღიზიანებადობა
გასინჯვა
ცვლილებები კიდურებში (ხელის- და ფეხისგულების მწვავე ერითემა, ან ხელის მტევნების და ფეხის ტერფების შეშუპება; ფრჩხილის გარშემო კანის აქერცვლა); პოლიმორფული ეგზანთემა; თვალის კაკლის ბილატერალური ჰიპერემია ექსუდატის გარეშე; ცვლილებები ტუჩებსა ან პირის ღრუში (ერითემა, დახეთქილი ტუჩები, "მარწყვისებრი" ენა, პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის დიფუზური ჰიპერემია); კისრის ლიმფადენოპათია (>1.5 სმ დიამეტრით), ჩვეულებრივ, უნულატერალური
პირველი გამოკვლევა
- FBC:
სისხლის ლეიკოციტების რაოდენობა >15,000/მიკროლიტრი, ანემია, თრომბოციტოზი (თრომბოციტები 500,000/მიკროლიტრიდან >1,000,000/მიკროლიტრამდე)
მეტი - ედსი/C რეაქტიული ცილა (ESR/CRP):
ერითროციტების დალექვის სიჩქარე >40 მმ/სთ; C-რეაქტიული ცილა >285.7 ნანომოლი/ლ (>3.0 მგ/დლ ან 30 მგ/ლ)
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
მომატებული AST, ALT, გამა-GT (გამა-გლუტამილტრანსფერაზა)
მეტი - შარდის ანალიზი:
ზომიერიდან საშუალომდე ფორმის სტერილური პიურია
მეტი - ექოკარდიოგრაფია:
კორონარული არტერიების ანევრიზმა, მიოკარდიუმის დისფუნქცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
იუვენილური იდიოპათური ართრიტი (JIA)
ანამნეზი
ტკივილი 1 ან მეტ სახსარში, რაც გრძელდება ≥6 კვირაზე (ოლიგოარტიკულარული ართრიტი მოცავს ≤4 სახსარს, პოლიარტიკულარული დაავადება მოიცავს ≥5 სახსარს); სუბფებრილური ცხელება ჩვეულებრივ, უფრო მეტი ხანგრძლივობით (მაგ., 2 კვირა); დილის შებოჭილობა; მიალგია
გასინჯვა
სახსრების შეშუპება, სახსრის ტემპერატურის მომატება, ტკივილი; იუვენილური იდიოპათური ართრიტის განსაზღვრული ქვეტიპი უპირატესად დიდ სახსრებს აზიანებს, ირიდოციკლიტი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
სისტემური წითელი მგლურა
ანამნეზი
პეპლისებრი გამონაყარი, ართრალგია, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულყრები, სინათლისადმი მგრძნობელობა, ფსიქოზი
გასინჯვა
წონის კლება, ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია, ართრიტი, კრანიული ნერვის ანომალიები, პეპლისებრი გამონაყარი, დისკოიდური გამონაყარი, პირის ღრუს წყლული, ართრიტი, სეროზიტი (პლევრიტი ან პერიკარდიტი)
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
რევმატიული ცხელება
ანამნეზი
გახანგრძლივებული ცხელება, ანამნეზში ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, გამონაყარი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისპნოე, უნებლიე მოძრაობები
გასინჯვა
ართრიტი (ჩვეულებრივ, მიგრირებადი და დიდი სახსრების დაზიანებით), კანქვეშა კვანძები (როგორც წესი, მკვრივი და უმტკივნეულო), შემოფარგლული ერითემა (ხანმოკლე ვარდისფერი გამონაყარი, ახასიათებს სხეულის პროქსიმული ნაწილის, ხელების და ფეხების დაზიანება), შუილი, პერიკარდიუმის ხახუნი, სიდენჰამის ქორეა
პირველი გამოკვლევა
- სწრაფი სტრეპტოკოკული ანტიგენის ტესტი ან ხახის ნაცხის კულტურა:
დადებითი პასუხი სწრაფ ტესტზე ან კულტურის შედეგად A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების ზრდა
მეტი - სტრეპტოკოკული ანტისხეულების ტიტრი:
მომატებული ან მატებადი სერიული გაზომვებისას
მეტი - ედსი/C რეაქტიული ცილა (ESR/CRP):
მოამტებულია
- ელექტროკარდიოგრამა:
პროლონგირებული PR ინტერვალი, გულის ბლოკადა
- გულმკერდის რენტგენი:
კარდიომეგალია
სხვა გამოკვლევები
- ექოკარდიოგრაფიამ:
კარდიტისა და სარქვლის დეფექტების ნიშნები
კრონის დაავადება
ანამნეზი
გულისრევა, ღებინება, დიარეა (ზოგჯერ სისხლნარევი), მუცლის ტკივილი, წონის კლება, ართრალგია
გასინჯვა
სიფერმკრთალე, მუცლის შებერილობა და ტკივილი, ართრიტი, ანუსის დაზიანება და პირის ღრუს დაზიანებები, კვანძოვანი ერითემა, უვეიტი
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ანემია, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მომატება ან დაქვეითება
მეტი - ალბუმინის დონე შრატში:
<30 გრ/ლ (<3.0 გრ/დლ)
მეტი - ედსი/C რეაქტიული ცილა (ESR/CRP):
მოამტებულია
- მუცლის რენტგენოგრაფია:
ნაწლავების ობსტრუქცია, პნევმოპერიტონეუმი, ტოქსიკური მეგაკოლონი
- სრული მეტაბოლური პანელი:
მომატებული ღვიძლის ფერმენტები
სხვა გამოკვლევები
- ენდოსკოპია და ბიოფსია:
ანთებითი დაზიანებები წვრილ ან მსხვილ ნაწლავში
მეტი
წყლულოვანი კოლიტი
ანამნეზი
გულისრევა, ღებინება, დიარეა (ზოგჯერ სისხლნარევი), მუცლის ტკივილი, წონის კლება, სახსრების ტკივილი
გასინჯვა
სიფერმკრთალე, მუცლის შებერილობა და ტკივილი, გამონაყარი კანზე, ართრიტი, ანუსის დაზიანების გარეშე
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ანემია, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მომატება ან შემცირება
მეტი - ალბუმინის დონე შრატში:
<30 გრ/ლ (<3.0 გრ/დლ)
მეტი - ედსი/C რეაქტიული ცილა (ESR/CRP):
მოამტებულია
მეტი - მუცლის რენტგენოგრაფია:
ნაწლავების ობსტრუქცია, პნევმოპერიტონეუმი, ტოქსიკური მეგაკოლონი
- სრული მეტაბოლური პანელი:
მომატებული ღვიძლის ფერმენტები
სხვა გამოკვლევები
- ენდოსკოპიით:
ანთებითი დაზიანებები ჩვეულებრივ, შემოსაზღვრავს მსხვილი და სწორი ნაწლავების ლორწოვანი გარსს
ლეიკემია
ანამნეზი
წონის კლება, ცუდი მადა, პეტექია, შეუძლოდ ყოფნა, სიფერმკრთალე, ძვლის ტკივილი, სისხლჩაქცევის ადვილად განვითარებისადმი მიდრეკილება, თავის ტკივილი[9]
გასინჯვა
პეტექია ან პურპურა, სათესლეების ტკივილი, ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:
სისხლის ლეიკოციტების პათოლოგიურად დაბალი ან მაღალი რაოდენობა, ანემია, თრომბოციტოპენია; ანომალიური უჯრედები პერიფერული სისხლის ნაცხში
- გულმკერდის რენტგენი:
წარმონაქმნები შუასაყარში
- ლაქტატდეჰიდროგენაზის:
მოამტებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ძვლის ტვინის ბიოფსია:
ავთვისებიანი უჯრედები
არაჰოჯკინის ლიმფომა
ანამნეზი
ღამის ოფლიანობა, ცუდი მადა, წონის კლება, დისპნოე, ხველა, გენერალიზებული ქავილი
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, წარმონაქმნები ყბის ან თვალბუდის არეში
პირველი გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:
სისხლის ლეიკოციტების პათოლოგიურად დაბალი ან მაღალი რაოდენობა, ანემია, თრომბოციტოპენია; ანომალიური უჯრედები პერიფერული სისხლის ნაცხში
- გულმკერდის რენტგენი:
წარმონაქმნები შუასაყარში
- ლაქტატდეჰიდროგენაზის:
მოამტებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ძვლის ტვინის/ლინფური კვანძის ბიოფსია:
ავთვისებიანი უჯრედები
მედიკამენტთან დაკავშირებული ცხელება
ანამნეზი
ანამნეზში მედიკამენტების და/ან დოზირების ცვლილება, გულყრები, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება
გასინჯვა
ტაქიკარდია; ტაქიპნოე; ჰიპერტენზია; მიდრიაზი; ცხელი, ჰიპერემიული, მშრალი კანი (მაგ., ანტიქოლინერგული საშუალებები); დიაფორეზი (მაგ. კოკაინი, ამფეტამინები)
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
ვაქცინაზე რეაქცია
ანამნეზი
ანამნეზში ვაქცინაციები, ტკივილი ინექციის ადგილზე, აგზნება, ქავილი, ღებინება, თავის ტკივილი
გასინჯვა
ინექციის ადგილის ჰიპერმგრძნობელობა, შეშუპება, ლოკალური გამკვრივება; ურტიკარიული გამონაყარი; მიალგია; ვაზოდილატაცია
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
ქუნთრუშა
ანამნეზი
ქუნთრუშასებრი გამონაყარი, ცხელება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი, კანის ან რბილი ქსოვილების ინფექცია იმპეტიგოს ჩათვლით, ქირურგიული ჭრილობის ინფექცია, ხველის ან სხვა ვირუსული სიმპტომების არარსებობა; ქუნთრუშასებრი გამონაყარი შეიძლება გამოვლინდეს ფარინგიტის სიმპტომებამდე ან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით 5 წლამდე ბავშვებში
გასინჯვა
ქუნთრუშასებრი გამონაყარი: დიფუზური, წვრილ პაპულარული (ზუმფარას ქაღალდის მსგავსი), ერითემატოზული გამონაყარი, რომელიც ზეწოლით უფერულდება, განსაკუთრებით გამოხატულია სახსრების მომხრელ ნაოჭებში სადაც წარმოქმნიან წითელ ზოლებს, ეგრეთ წოდებულ პასტიას ხაზებს, ორმხრივად გაწითლებულ "ალისფერი" ლოყების ფონზე წრიული პერორალური სიფერმკთალე, მუქი ფერის კანის მქონე პაციენტებში შეიძლება გავდეს მზის დამწვრობას; ანთებითი ენა თეთრი ნადებითა და წამოწეული დვრილებით („მარწყვის ენა“); ტონზილოფარინგეალური ანთება, კეროვანი ტონზილოფარინგეალური ექსუდატები, პეტექიები სასაზე, მგრძნობიარე და გადიდებული კისრის წინა ლიმფური კვანძები; კანის აქერცვლა მოგვიანებით ეტაპზე (სქუნთრუშასებრი გამონაყარიდან 3-4 დღეში); პიოდერმია
სხვა გამოკვლევები
- GAS-ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:
GAS დადებითი
მეტი
იშვიათია
ტიფი (ენტერული ცხელება)
ანამნეზი
შეუძლოდ ყოფნა, ღებინება, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ხველა, ანამნეზში ახლახან საზღვარგარეთ მოგზაურობა, კონტაქტი დაბინძურებულ საკვებ პროდუქტებთან (ძირითადად შინაური ფრინველის ხორცი და კვერცხი)
გასინჯვა
ბრადიკარდია, როზეოლები მუცლის არეში (დამახასიათებელია მაკულოპაპულური გამონაყარი ტანზე და მუცლის არეში), ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ძვლის ტვინის კულტურა:
S typhi-ის (ან S paratyphi) დადებითი ზრდა
მეტი
ენდოკარდიტი
ანამნეზი
ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, სიმპტომები სეპტიკური ემბოლიის გამო (მაგ., ინსულტი)
გასინჯვა
გულის შუილი, ჯეინუეის წყლულები (უმტკივნეულო მაკულოპაპულური დაზიანებები ხელის- და ფეხის გულებზე), ოსლერის კვანძები (მტკივნეული კვანძები თითის წვერებზე), როთის ლაქები (ბადურის ჰემორაგიული დაზიანებები)
პირველი გამოკვლევა
- სისხლის კულტურა:
ბაქტერიების ზრდა (უფრო ხშირად Staphylococcus aureus, Enterococcus, Streptococcus bovis, Streptococcus viridans), HACEK (Haemophilus სახეობები, Actinobacillus actinomycetemcomitans, Cardiobacterium hominis, Eikenella corrodens, Kingella სახეობები) ორგანიზმები
მეტი - ექოკარდიოგრაფიამ:
ვეგეტაციების დეტექცია, სარქვლოვანი დისფუნქცია, პერივალვულარული გაფართოება.
სხვა გამოკვლევები
ღვიძლის აბსცესი
ანამნეზი
შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა, ღებინება, სიყვითლე, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, ტკივილი გულმკერდის არეში (შესაძლოა შეგვეშალოს ქვედა სასუნთქი გზების ინფექციაში), ცუდი მადა
გასინჯვა
სიყვითლე, ჰეპატომეგალია, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, წარმონაქმნი ღვიძლში, წონის კლება
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
თავის ტვისნის აბსცესი
ანამნეზი
გაღიზიანება, ლეთარგია, გულყრები, ცუდი კვება, პარადოქსული გაღიზიანება (უფრო მეტად ტირის ხელში აყვანისას), გულისრევა ან ღებინება, თავის ტკივილი
გასინჯვა
პირექსია ან ჰიპოთერმია, კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები, ყიფლიბანდის გამობერილობა, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომი
ანამნეზი
მაღალი სიცხე, კონფუზია, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, დიარეა, ღებინება, რესპირატორული დისტრესი, ახლახან გადატანილი/ამჟამად არსებული ჩუტყვავილა
გასინჯვა
ჰიპოტენზია (16 წლამდე ასაკის ბავშვებში < ასაკობრივი ნორმის მე-5 პერცენტილზე ), პნევმონიის, სიყვითლის, პრერენული უკმარისობის, კოაგულოპათიით გამოწვეული სისხლდენის ნიშნები, გენერალიზებული გამონაყარი, რომელიც შესაძლოა აიქერცლოს, რბილი ქსოვილის ნეკროზი ნეკროზული ფასციიტის ჩათვლით, მიოზიტი ან განგრენა
პირველი გამოკვლევა
- სისხლის შრატის კრეატინინი:
მომატებულია ≥2 ჯერ ასაკობრივი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით
მეტი - თრომბოციტების რაოდენობა:
<100,000/მიკროლიტრზე
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ასაკობრივ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით მომატებული 2-ჯერ და მეტად (ასპარტატამინოტრანსფერაზა, ალანინამინოტრანსფერაზა, ბილირუბინი)
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
ფილტვის დიფუზიური ინფილტრატები
მეტი - სისხლის, თავზურგტვინის სითხის ან ასპირატის კულტურა:
A ჯგუფის სტრეპტოკოკების იზოლირება
მეტი
სხვა გამოკვლევები
სტაფილოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომი
ანამნეზი
მაღალი სიცხე, კონფუზია, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, დიარეა, ღებინება, მძიმე ფორმის მიალგია, დეზორიენტაცია ან ცნობიერების ცვლილება, მენსტრუაცია და ტამპონის გამოყენება, კიდურის დისტალური დაზიანება, განსაკუთრებით, პარონიქია ან დამწვრობა
გასინჯვა
ჰიპოტენზია (16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის <ასაკობრივი ნორმის მე-5 პერცენტილზე); დიასტოლური არტერიული წნევის ორთოსტატიული ვარდნა ≥15 მმ ვწყ. სვ.), ორთოსტატიული სინკოპე ან თავბრუსხვევა, დიფუზური მაკულური ერითროდერმა აქერცვლით, დაავადების დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, განსაკუთრებით, ხელის და ფეხის გულების დაზიანებით; ლორწოვანი გარსის (ვაგინალური, პირ-ხახის ან კონიუქტივის) ჰიპერემია
პირველი გამოკვლევა
- კრეატინკინაზის:
2-ჯერ აღემატება ნორმის ზღვარს
- სისხლში შარდოვანას აზოტი ან შრატის კრეატინინი:
2-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს
- თრომბოციტების რაოდენობა:
<100,000/მიკროლიტრზე
- სისხლის, ხახის ან თავზურგტვინის სითხის კულტურა:
პათოგენის ზრდის გარეშე
მეტი
სხვა გამოკვლევები
ტულარემია
ანამნეზი
წყლულოვან-ჯირკვლოვანი ფორმა: ლიმფადენოპათია კანის ცვლილებებით (პაპულა ან ინოკულაციის ადგილზე კანის დაზიანების წყლულიდან ფუფხამდე განვითარება ) ან მის გარეშე, ყელის ტკივლი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ხველა, ქოშინი; ტიფოიდური ფორმა: ცხელება, კანის ან ლიმფური კვანძების დაზიანების გარეშე; შემცივნება, თავის ტკივილი, ანორექსია, მიალგია
გასინჯვა
ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია, კონიუქტივიტი, კანის დაზიანება, ექსუდაციური ფარინგიტი, მუცლის მომატებული მგრძნობელობა, ხიხინი
პირველი გამოკვლევა
- აგლუტინაცია სინჯარში:
მომატებული ტიტრი >1:160 ან მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის შრატში ტიტრის ოთხმაგი მატება
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ბიოლოგიური სითხეების კულტურა:
დადებითი Francisella tularensis-ზე
მეტი
ბრუცელოზი
ანამნეზი
შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, დეპრესია, მოგზაურობა ახლო წარსულში, ექსპოზიცია ცხოველებთან კონტაქტით ან ცხოველურ პროდუქტებით (განსაკუთრებით, არაპასტერიზებული ყველით), ლეთარგია, ორთოპედული ჩივილები, სათესლეების ტკივილი, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ართრალგია, წონის კლება
გასინჯვა
მტკივნეული შეგრძნება სათესლეების ან მუცლის არეში, ჰეპატოსპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- შრატის აგლუტინაცია:
დადებითი ტიტრი >1:160
- ELISA:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სისხლის კულტურა:
დადებითი ზრდა
მეტი
ლეპტოსპიროზი
ანამნეზი
ექსპოზიცია გარემო წყაროებიდან (მაგ., ცხოველურ ნარჩენებით, დაბინძურებულ ნიადაგით ან წყალით), მიალგია, კანკალი, თავის ტკივილი, ხველა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი
გასინჯვა
კონიუნქტივის ჰიპერემია, უვეიტი, ჰემორაგიის ნიშანები, ჰეპატოსპლენომეგალია, კუნთების მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- სისხლის, თავზურგტვინის სითხის ან შარდის კულტურა:
დადებითია ლეპტოსპირას ზრდაზე
მეტი - ELISA:
დადებითი ლეპტოსპირაზე
სხვა გამოკვლევები
- მიკროსკოპული აგლუტინაციის ტესტი:
დადებითი ლეპტოსპირაზე
მეტი
ენცეფალიტი
ანამნეზი
თავის ტკივილი, გულყრები, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება
გასინჯვა
არასპეციფიკური გამონაყარი, კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები, მენინგიზმი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
მიოკარდიტი
ანამნეზი
რინორეა, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის ფრიალი, ქოშინი, ორთოპნოე, სინკოპე, დაღლილობა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მიალგია, ცუდი კვება; ანამნეზში ენდემურ რეგიონებში მოგზაურობა - შესაძლოა მიანიშნებდეს კონკრეტულ ინფექციურ ეტიოლოგიაზე; ანამნეზში აუტოიმუნური დაავადება ან ტოქსიკურ ნივთიერებებსა ან მედიკამენტებთან ექსპოზიცია
გასინჯვა
ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ხიხინი, ამობერილი კისრის ვენები, S3 გალოპის რითმი, S3 და S4 გალოპის რითმი, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა, შუილი, პერიფერული ჰიპოპერფუზია, სინუსური ტაქიკარდია, წინაგულოვანი და პარკუჭოვანი არითმია, ჰეპატომეგალია, მგრძნობელობის ცვლილება
პირველი გამოკვლევა
- ელექტროკარდიოგრამა:
ყველაზე ხშირად აჩვენებს სინუსურ ტაქიკარდიას ან ST-სეგმენტის და T-ტალღის არასპეციფიკური პათოლოგიას; დაბალი ვოლტაჟი; ელექტრული ღერძის გადახრა
- ექოკარდიოგრაფიამ:
მარცხენა პარკუჭის გლობალური და რეგიონული კუმშვადი ფუნქციის პათოლოგია და დილატაცია, სარქვლოვანი რეგურგიტაცია, დაქვეითებული განდევნის/შეკუმშვის ფრაქცია, პარკუჭის ჰიპერტროფია, გულის ბლოკადა
- ენდომიოკარდიული ბიოფსია (EMB):
მიოკარდიუმის უჯრედული ინფილტრატების ჰისტოპათოლოგიური ნიშნები ± მიოკარდიუმის ნეკროზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექცია
ანამნეზი
ახალშობილები: მშობიარობის პროცესში დედის ცხელება, გამოხატულია სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში, 3 გამოვლინება (დისემინირებული დაავადება, ცნს-ის დაზიანება, კანის/თვალების/ლორწოვანი გარსის დაზიანება), ახალშობილთა უმრავლესობას აქვს გამოვლინებები კანზე, როგორიცაა, დაჯგუფებული ვეზიკულები, ლეთარგია და ცუდი მადა დისემინირებულ დაავადებასთან ან ცნს-ის დაზიანებასთან ერთად; უფროსი ასაკის ბავშვები: შეიძლება ჰქონდეთ ენცეფალიტი შეცვლილ ფსიქიკურ მდგომარეობასთან ერთად, პიროვნული ცვლილებები, გულყრები (ძირითადად, კეროვანი)
გასინჯვა
ახალშობილები: ცხელება ან არასტაბილური ტემპერატურა ჰიპოთერმიით, ვეზიკულები კანზე/თვალებზე/პირზე, რესპირატორული დისტრესი და სიყვითლე დისემინირებულ დაავადებასთან ერთად, ნევროლოგიური ნიშნები ცნს-ის დაზიანებით; უფროსი ასაკის ბავშვები: კეროვანი ნევროლოგიური მონაცემები ენცეფალიტთან ერთად
პირველი გამოკვლევა
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექცია
ანამნეზი
პერინატალური დაინფიცირება: პირველადი მწვავე ინფექცია ზოგადად უსიმპტომოა; მოზარდები: პირველადი მწვავე ინფექცია ვლინდება ცხელებით, დაღლილობით და შეუძლოდ ყოფნით
გასინჯვა
პირველადი მწვავე ინფექცია მოზარდებში: ცხელება, ადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია, გამონაყარი
ტოქსოპლაზმოზი
ანამნეზი
შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, კონფუზია, ართრალგია, იმუნოკომპრომისული პაციენტი, ექსპოზიცია კატის განავალთან
გასინჯვა
ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, გულყრები, კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები, კისრის ან ლავიწზედა ლიმფადენოპათია (განსაკუთრებით, ბილატერალური, სიმეტრიული, უმტკივნეულო)
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგიური ანალიზი:
დადებითი IgG და IgM ანტისხეულები
მეტი
სხვა გამოკვლევები
კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელება
ანამნეზი
თავის ტკივილი, კონფუზია, შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა, ღებინება, მიალგია, მუცლის ტკივილი, დიარეა, ანამნეზში ტკიპის ნაკბენი
გასინჯვა
გამონაყარი (ჩვეულებრივ, პეტექიურია და მოიცავს ხელის- და ფეხისგულებს, მაგრამ შესაძლოა იყოს მხოლოდ მაკულოპაპულური), კონიუნქტივიტი, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, ლიმფადენოპათია, პერიფერული შეშუპება, ჰეპატომეგალია
პირველი გამოკვლევა
- სეროლოგია:
დადებითი რიკეტსიული ანტისხეულების დეტექციისთვის
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კანის ბიოფსია:
რიკეტსია დაფიქსირდა ქსოვილოვანი ნიმუშების იმუნოჰისტოქიმიური კვლევის დროს
მეტი
სარკოიდოზი
ანამნეზი
ხველა, დაღლილობა, ართრალგია, მსტვინავი სუნთქვა, ფოტოფობია, ჰიპერემიული თვალები, ბუნდოვანი მხედველობა, წონის კლება, თავისტკივილი
გასინჯვა
წონის კლება, ლიმფადენოპათია, კვანძოვანი ერითემა, უვეიტი
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
ჰილარული ლიმფადენოპათია
სხვა გამოკვლევები
- კანის ან ლიმფური კვანძის ბიოფსია:
არაკაზეოზური ეპითელოიდური გრანულომა
ჰოჯკინის ლიმფომა
ანამნეზი
ღამის ოფლიანობა, ცუდი მადა, წონის კლება, დისპნოე, ხველა, გენერალიზებული ქავილი
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:
სისხლის ლეიკოციტების პათოლოგიურად დაბალი ან მაღალი რაოდენობა, ანემია, თრომბოციტოპენია; ანომალიური უჯრედები პერიფერული სისხლის ნაცხში
- გულმკერდის რენტგენი:
წარმონაქმნები შუასაყარში
- ლაქტატდეჰიდროგენაზის:
მოამტებულია
მეტი - ქსოვილის ბიოფსია:
ავთვისებიანი უჯრედები
სხვა გამოკვლევები
თიროიდული კრიზი
ანამნეზი
წონის კლება, ტრემორი, გულის ფრიალი, დიარეა, დიაფორეზი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება
გასინჯვა
ტაქიკარდია, ანამნეზში წონის პერცენტილების კლება, რომელიც თირეოტოქსიკოზზე მიანიშნებს, ტრემორი, ჩიყვი, ფარისებრ ჯირკვალზე ხელის დადებით ხმიანობა, აგზნება, ჰიპერრეფლექსია, სტუპორი, ჰეპატომეგალია
პირველი გამოკვლევა
- TSH:
შემცირებულია
- T4:
მნიშვნელოვნად გაზრდილია
სხვა გამოკვლევები
სეროტონინის სინდრომი
ანამნეზი
ანამნეზში გარკვეული მედიკამენტისა და მედიკამენტთა კომბინაციის (მაგ., სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორები, მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სხვ.) მიღება; კანკალი, ოფლიანობა, უნებლიე მოძრაობები, აგზნება/დელირიუმი, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა
გასინჯვა
ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, გუგების გაფართოება, ტრემორი, ჰიპერრეფლექსია, კლონუსი, კუნთების რიგიდობა, ოკულარული ან ინდუცირებადი კლონუსი, აგზნება, დიაფორეზი, ჰიპერაქტიული ნაწლავების ხმიანობა, შოკი
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
შრატისმიერი დაავადება/შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია
ანამნეზი
ანამნეზში ექსპოზიცია ისეთი შრატით (შრატისმიერი დაავადება), როგორიცაა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჩხრიალა გველისებრნის ანტიდოტი; 1-3 კვირის შემდეგ დაწყება ისეთი პრეპარატების ზემოქმედებიდან, როგორიცაა პენიცილინები, ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლი, რომელიც იწვევს რეციდივს განმეორებითი გამოყენებისას (შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია); გამონაყარი, სახსრების ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ქავილი
გასინჯვა
პოლიართრიტი, ურტიკარია
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
გამოგონილი ცხელება
ანამნეზი
უფროსი ასაკის ბავშვები/მოზარდები; შეუსაბამო ანამნეზი/სიმპტომები, ფსიქოსოციალური ანამნეზი; სოციალური იზოლაცია[95]
გასინჯვა
გასინჯვის შედეგები ნორმალური; ინდიფერენტული განწყობა
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
სიმულაციური აშლილობები დელეგირებული სხვა პირზე(ადრე ცნობილი როგორც დელეგირებული მიუნჰაუზენის სინდრომი)
ანამნეზი
მცირეწლოვანი ბავშვები; შეუსაბამო ანამნეზი/სიმპტომები, ფსიქოსოციალური ანამნეზი, ანამნეზში ბავშვისადმი უხეში მოპყრობა ან მისი მცდელობა
გასინჯვა
შეიძლება იყოს ნორმალური; შესაძლოა ჰქონდეს ფიზიკური ძალადობის ნიშნები (სისხლჩაქცევები, სისხლჩაქცევა ბადურაში, მოტეხილობები)
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
მაღალ ტემპერატურასთან/სიცხესთან დაკავშირებული დაავადება
ანამნეზი
ცხელი ამინდის ზემოქმედება, შეუძლოდ ყოფნა, კონფუზია, კუნთების სპაზმური ტკივილი, წყურვილი, შარდის გამოყოფის შემცირება, გულყრები
გასინჯვა
ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ღებინება, დიარეა, დეჰიდრაცია, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, ჰიპოტენზია; ცხელი, მშრალი კანი (ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის)
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ჰემოკონცენტრაცია, თრომბოციტოპენია
- თირკმლის ფუნქციური სინჯი:
თირკმლის უკმარისობა
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ტრანსამინაზების მომატება
- კრეატინკინაზის:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
ბავშვთა ავტონომიური (ვეგეტატიური) დარღვევები
ანამნეზი
სხეულის მომატებული ან დაქვეითებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სინკოპე, კვებითი პრობლემები, მხედველობის პრობლემა, განმეორებითი ღებინება, ჰიპერ- ან ჰიპოჰიდროზი, ცრემლის არარსებობა, დიარეა, ზრდის შეფერხება, შეფერხებული განვითარება, აშკენაზი ებრაელი მშობლები, ანამნეზში ასპირაცია ან ღებინება, მომატებული ან შემცირებული ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა, თვითდაზიანება
გასინჯვა
ჰიპერტენზია/ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ცრემლის არარსებობა, პათოლოგიური რეფლექსები, ანიზოკორია, რესპირატორული დისფუნქცია
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- გენეტიკური კვლევა:
დადებითი ცნობილ მუტაციაზე
მეტი
დენგეს ცხელება
ანამნეზი
ბოლო 2 კვირის მანძილზე ცხოვრება ან მოგზაურობა დენგეს ენდემურ რეგიონებში; მძიმე ფორმის დაავადება უფრო ხშირია 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში; მიალგია, ართრალგია, თავის ტკივილი (მუდმივი, ფრონტალურად); ძლიერი რეტროორბიტული ტკივილი თვალის კაკლის მოძრაობის ან მასზე ზეწოლისას; დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს უფრო ხშირი სიმპტომებია ლეთარგია, მოუსვენრობა/შფოთვა, გულმკერდის პლევრიტული ტკივილი, დისპნოე
გასინჯვა
ცხელება, კანის სიწითლე/გამონაყარი სახეზე, კისერსა და გულმკერდზე; დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს გასინჯვით მიღებული ხშირი ნიშნებია: პეტექია, პურპურა, ლახტის დადებითი ტესტი, ეპისტაქსისი, ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლიანი პირღებინება, მელენა, სისხლდენა ვენის პუნქციის ადგილიდან, ჰეპატომეგალია, მუცლის შებერილობა, ხველა; დენგეს შოკის სინდრომის დროს აღინიშნება ცირკულატორული კოლაფსის ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მომატებული ჰემატოკრიტი
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ჩვეულებრივ მომატებულია, განსაკუთრებით ალანინ- და ასპარტატამინოტრანსფერაზა
- ალბუმინის დონე შრატში:
<35გ/ლ (<3.5 გ/დლ)
მეტი - სეროლოგია:
დადებითი
მეტი - უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (RT-PCR):
დადებითი
მეტი - არასტრუქტურული ცილა 1 (NS1)-ის დეტექცია:
დადებითი
მეტი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას