ურგენტული საკითხები

იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის

შეაფასეთ პაციენტის მდგომარეობა სისტემატური მიდგომის გამოყენებით, შეაფასეთ სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, ცნობიერება და ექსპოზიციის (ABCDE) შეფასება.[21] დააკვირდით სასიცოცხლო ნიშნებს და უზრუნველყავით ინტრავენური წვდომა.

ჰიპოვოლემია უნდა გამოსწორდეს სითხეებით და/ან სისხლის პროდუქტებით, კლინიკური ჩვენების მიხედვით. O-negatiuri სისხლი შეიძლება მიეცეს მანამ, სანამ ჯვარედინი შესატყვისი სისხლი არ იქნება ხელმისაწვდომი.

პაციენტები მუცლის აორტის ანევრიზმით (AAA) ან აორტის დისექციათ საჭიროებენ სითხის განსაკუთრებით ფრთხილად მართვას. აგრესიული ინფუზიური თერაპია ოპერაციის წინ პაცინტებში მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომით დაკავშირებულია პერიოპერაციული სიკვდილობის მაღალ რისკთან, სისტოლური არტერიული წნევის დონის მიუხედავად.[22] ყველაზე დაბალი სისტოლური არტერიული წნევა <70 mmHg ასოცირდება უფრო მაღალ 30-დღიან სიკვდილთან შედარებით დაბალ სისტოლურ არტერიულ წნევასთან ≥70 mmHg, პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომის (AAAs) გამო ღია ან ენდოვასკულარული რეკონსტრუქცია (51% v. 34%, შესაბამისად).[23] როგორც წესი, სისტოლური არტერიული წნევა შენარჩუნებულია მმ ვწყ სვ[24]

რეპროდუქციული ასაკის ქალებში უნდა გაკეთდეს ორსულობის ტესტი საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოსარიცხად.[25]​ თუ არსებობს ეჭვი საშვილოსნოს გარე ორსულობაზე, საჭიროა სისხლის ჯგუფის და შეთავსებადობის სასწრაფო წესით დადგენა და გინეკოლოგის გადაუდებელი კონსულტაცია. საკვერცხის შემოგრეხვის დროს საჭიროა გინეკოლოგის გადაუდებელი კონსულტაცია, ვინაიდან რაც უფრო დიდი ხანი რჩება საკვრეცხე შემოგრეხილი, მით უფრო ნაკლებია მისი გადარჩენის შანსი.

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სასწრაფო უროლოგიური კონსულტაცია.

ყველა პაციენტთან რეკომენდებულია ჩატარდეს სისხლის სრული ანალიზი, შრატშიის ელექტროლიტების განსაზღვრა, კრეატინინი და შარდოვანა; დამატებითი ანალიზები უნდა ჩატარდეს კლინიკური სურათის შესაბამისად.

თუ ეს შესაძლებელია, შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევების წინ, გაიარეთ ქირურგიული კონსულტაცია. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ბევრ არასაჭირო გამოკვლევა და განსაზღვროთ ოპერაციული მკურნალობის საჭიროა.

ჰიპოვოლემიური შოკის ნიშნების მქონე პაციენტებს, დადგენილი ან სავარაუდო ჰემოპერიტონიუმით, საჭიროებენ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, შეზღუდული წინასაოპერაციო შეფასების პირობებში.

განიხილეთ ანტიფიბრინოლიზური საშუალებების მიცემა, როგორიცაა ტრანექსამის მჟავა, პაციენტებში ეჭვით სისხლდენაზე.[26]

.პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები რეკომენდირებულია პაციენტებისთვის შინაგანი ორგანოების პერფორაციით, დივერტიკულიტით, აპენდიციტით, მეზენტერული იშემიით ან მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომით. ამ პაციენტებს შეიძლება სწრაფად განუვითარდეთ სეფსისი. თუ შესაძლებელია, ანტიბიოტიკების დაწყებამდე უნდა იქნას აღებული სისხლის კულტურები და სხვა მიკრობიოლოგიური ნიმუშები.

განიხილეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ეპიგასტრიკული ტკივილის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თუ თან ახლავს ოფლიანობა.[27] ჩაატრეთ ეკგ და განსაზღვრეთ შრატში ტროპონინის დონე. დაუყოვნებლივ მიმართეთ კარდიოლოგს, თუ იქნება რაიმე გადახრა ნორმიდან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას