დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
შეხორცებები
ანამნეზი
ანამნეზში მუცლის ან მენჯის ქირურგიული ოპერაცია; მუცლის ხანგამოშვებითი სპაზმური ტკივილი; გულისრევა და/ან ღებინება, ღებინება ფეკალიებით, ყაბზობა, გაზების არარსებობა, ანამნეზში მუცლის ღრუს ავთვისებიანი მდგომარეობა, მათ შორის საკვრეცხის ან ნაწლავის კიბო.
გასინჯვა
მაღალი ტონის (ჰიპერაქტიური) ნაწლავური ხმიანობა ბიძგებით, ან ნაწლავის ხმების არარსებობით; მუცლის შებერილობა, პალპაციით მუცლის მტკივნეულობა, მუცლის კუნთების უნებლიე დაჭიმულობა; პირექსია; ტაქიკარდია; პერკუსიით ტიმპანური ხმიანობა; მუცელზე ნაწიბურების არსებობა.
პირველი გამოკვლევა
- მუცლისა და მენჯის CT ორალური და ინტრავენური კონტრასტით:
შეიძლება გამოჩნდეს პროქსიმული ნაწლავის მარყუჟების გაფართოება და ობსტრუქციის ადგილის შემდეგ - დაჩუტული მარყუჟები
- მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის მარყუჟების გაფართოება
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
შეიძლება გამოვლინდეს თავისუფალი აირი დიაფრაგმის ქვეშ
მეტი - არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება იყოს ნორმალური; მეტაბოლური აციდოზი; მომატებული ლაქტატი
მეტი - FBC:
ლეიკოციტების (WBC) მომატებული რაოდენობა; შეიძლება იყოს ნორმალური ადრეული ობსტრუქციის დროს.
მეტი - სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
ობსტრუქციის ადრეულ სტადიზე პათოლოგია შეიძლება არ გამოვლინდეს; შეიძლება დაადასტუროს ჰიპოქლორემია და ჰიპოკალიემია; შარდოვანა და კრეატინინი შეიძლება იყოს მომატებული
მეტი - CRP:
შეიძლება მომატებული იყოს
- შრატის ლიპაზა ან ამილაზა:
ნორმის ფარგლებში
მეტი
ჩაჭედილი თიაქარი
ანამნეზი
ანამნეზში თიაქარი, მუცლის ხანგამოშვებითი სპაზმური ტკივილი; მტკივნეული გამობერილობა; გულისრევა, ღებინება, ნაწლავის ფუნქციის დაქვეითება ან არარსებობა; მეტეორიზმის არარსებობა; მუცლის შებერილობა
გასინჯვა
მაღალი ტონის (ჰიპერაქტიური) ნაწლავური ხმიანობა; მუცლის შებერილობა, პალპაციისას მუცლის მტკივნეულობა; მუცლის კედლის ან საზარდულის/ბარძაყის არის მტკივნეული შებერილობა; დეფანსი; ირიბი თიაქარი (უფრო ხშირად მარჯვენა, ვიდრე მარცხენა)
პირველი გამოკვლევა
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება იყოს ნორმალური; მეტაბოლური აციდოზი; მომატებული ლაქტატი
მეტი - FBC:
შეიძლება იყოს ნორმალური მოვლენა ობსტრუქციის ადრეულ სტადიაზე; ნაწლავის ინფარქტის განვითარებასთან ერთად ლეიკოციტების რაოდენობა იმატებს
მეტი - სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
შეიძლება იყოს ნორმალური ობსტრუქციის ადრეულ სტადიზე; შეიძლება დაადასტუროს ჰიპოქლორემია და ჰიპოკალიემია.
მეტი - CRP:
შეიძლება მომატებული იყოს
- შრატის ლიპაზა ან ამილაზა:
ნორმის ფარგლებში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის და მენჯის ღრუს კტ:
შეიძლება გამოჩნდეს პროქსიმული ნაწლავის მარყუჟების გაფართოება და ობსტრუქციის ადგილის შემდეგ - დაჩუტული მარყუჟები
მეტი - საზარდულის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
თავისუფალი სითხე თიაქრის პარკში; ნაწლავის კედელი გასქელებულია; სითხე თიაქარის ნაწლავის მარყუჟში; გაფართოებული ინტრააბდომინალური ნაწლავის მარყუჟები.
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
ქოლეცისტიტი
ანამნეზი
ქოლელითიაზის და ბილიარული კოლიკის ისტორია; ინტენსიური ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრანტის არეში, რომელიც ჭამის დროს ძლიერდება (განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღებისას); ტკივილი მარჯვენა ბეჭის არეში (ტკივილი ნაღვლის ბუშტიდა შშესაძლოა გადაეცეს მარჯვენა ბეჭში ან ბეჭთაშორის მიდამოში); ცხელება, გულისრევა და/ან ღებინება; უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში; რისკფაქტორებს მიეკუთვნება სიმსუქნე, 50 წელს ზევით ასაკი, ორსულობა, ესტროგენების მიღება, ანამნეზში ღვიძლის დაავადება, ციროზი და პანკრეატიტი
გასინჯვა
ცხელება, ტაქიკარდია, მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა, მერფის ნიშანი (მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა და პალპაციისას შესუნთქვის გაჩერება), პალპირებადი ნაღვლის ბუშტი, ადგილობრივი დეფანსი და სიყვითლე
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
შეიძლება ნახოთ მომატებული ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი და ამინოტრანსფერაზა
მეტი - CRP:
>30 მგ/ლ (>3 მგ/დლ)
მეტი - ზედა მარჯვენა კვადრანტის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ნაღვლოვანი კენჭები; ნაღვლის ბუშტის კედლის გასქელება (>4 მმ); პერიქოლეცისტური სითხე; შესაძლებელია აგრეთვე გამოჩნდეს მერფის ექოსკოპიური ნიშანი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ქოლესცინტიგრაფია (ჰეპატობილიური იმინოდიაცეტატით [HIDA] სკანირება):
ნაღვლის ბუშტი კონტრასტით არ ივსება; შეიძლება გამოჩნდეს გამავალი სანაღვლე სადინარი
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი - მუცლისა და მენჯის CT ან MRI:
ლუმენში მემბრანული სტრუქტურებით (ინტრალუმინალური ფლაპი ან ინტრალუმინალური მემბრანა), ნაღვლის ბუშტის გარშემო აბსცესით. შეიძლება გამოხატული იყოს ნაღვლის ბუშტის კედლის არათანაბარი გასქელება, ნაღვლის ბუშტის კედლის ცუდიკონტრასტული გაძლიერებით (გაწყვეტილი რგოლის ნიშანი), ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდილი სიმკვრივე ნაღვლის ბუშტის ირგვლივ, გაზი ნაღვლის ბუშტის სანათურში ან კედელში, მემბრანული სტრუქტურები სანათურის შიგნით (ინტრალუმინალური სარქველი ან ინტრალუმინალური მემბრანა), ნაღვლის ბუშტის გარშემო აბსცესით
მეტი
პერფორირებული კუჭის წყლული
ანამნეზი
განმეორებითი ტკივილი მუცლის ზედა არეში (დისპეფსია); გულისრევით, ღებინებით, მადის დაკარგვით, ტკივილი უარესდება საკვების მიღებისას; წონის კლება; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება; უეცრად დაწყებული ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა არეში, ცხელებით, გულისრევით, ღებინებით და პერიტონიული ნიშნებით; ტკივილი გადაეცემა მხრებში დიაფრაგმის გაღიზიანების გამო
გასინჯვა
ხშირად მიუთითებს ტკივილის ადგილს ("მითითების ნიშანი"); შემდეგ ტკივილი ვრცელდება მუცლის ზედა ნაწილში; ცხელება, პერიტონეული ნიშნები დეფანსით და უკუქცევითი ტკივილით
პირველი გამოკვლევა
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება იყოს ნორმალური; მეტაბოლური აციდოზი; მომატებული ლაქტატი
მეტი - სისხლის კულტურები:
შესაძლოა დადგინდეს ბაქტერიემია.
მეტი - FBC:
მიკროციტული ანემია; მომატებული ლეიკოციტების რაოდენობა
მეტი - სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
შეიძლება გამოვლინდეს კრეატინინის და შარდოვანას მომატება
მეტი - CRP:
როგორც წესი მომატებულია
- შრატის ლიპაზა ან ამილაზა:
ნორმის ფარგლებში
მეტი - მუცლის და მენჯის ღრუს კტ:
პნევმოპერიტონეუმი
მეტი - მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
თავისუფალი ჰაერი მუცლის ღრუში მუცლის რენდგენოგრამაზე ვერტიკალურ მდგომარეობაში.
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
შეიძლება გამოვლინდეს თავისუფალი აირი დიაფრაგმის ქვეშ
მეტი - Helicobacter pylori ტესტირება:
დადებითი შედეგი H pylori-ის არსებობის შემთხვევაში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიები წყალში ხსნადი კონტრასტით:
კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან კონტრასტის ექსტრავაზაცია
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ბიოფსიით:
შეიძლება აჩვენოს Helicobacter pylori კულტურაზე და / ან ავთვისებიანობა ჰისტოლოგიაზე
მეტი - შრატში გასტრინის დონე უზმოზე:
ჰიპერგასტრინემია ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
აპენდიციტი
ანამნეზი
უეცრად დაწყებული ძლიერი ტკივილი, ხშირად ჭიპის არეში, რომელიც მარჯვენა ქვედა კვადრანტში გადადის; გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ცხელება, დიარეა, უფრო ხშირია ბავშვებში და ახალგაზრდებში; ტკივილი შეიძლება აპენდიქსის გაგლეჯის შემდეგ შესუსტდეს
გასინჯვა
ცხელება, ტაქიკარდია, პაციენტი შეიძლება იწვეს მარჯვენა გვერდზე, ემბრიონის პოზაში, მოხრილი ფეხებით; ნაწლავური ხმაური არ აღინიშნება ან აღინიშნება მცირედ; ტკივილი ჩვეულებრივ იწყება ჭიპის არეში ან ეპიგასტრიუმში; ქვედა მარჯვენა კვადრანტში (მაკ ბერნეის წერტილში) აღინიშნება მტკივნეულობა და მუცლის კუნთების რიგიდულობა; დეფანსი და უკუცემითი ტკივილი; ფსოას ნიშანი (ტკივილი ქვედა მარჯვენა კვადრანტში მარჯვენა ფეხის გაშლის დროს. ტკივილი ვითარდება ხველებით ან ხტუნვით.
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი - ქვედა მარჯვენა კვადრანტის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
არაკომპრესიული აპენდიქსი ≥7 მმ-ის ანტეროპოსტერიორული დიამეტრით აპენდიკოლიტი; ექოგენური სუბმუკოზური შრის წყვეტა; სითხე ან მოცულობითი წარმონაქმნი პერიაპენდიკულარულ არეში
მეტი - მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია:
შესაძლოა გამოავლინოს პანკრეასის დიფუზური ან სეგმენტური გადიდება უსწორო კონტურით და პერიპანკრეასული ცხიმის ობლიტერაციით, ნეკროზით ან ფსევდოკისტებით
მეტი
საშვილოსნოს გარე ორსულობა
ანამნეზი
ვაგინალური სისხლდენა ძლიერი ტკივილით, ჩვეულებრივ მენჯის ერთ მხარეს; ამენორეა ან უმტკივნეულო ვაგინალური სისხლდენა; ანამნეზში ადრეული ორსულობა ან ბოლო მენსტრუალური ციკლის გამოტოვება; რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება საშვილოსნოს გარე ორსულობის, დანამატების ქირურგიის, მენჯის ანთებითი დაავადების, უშვილობის მკურნალობის და ორსულობა საშვილოსნოს შიდა ხელსაწყოთი ინ სიტუ
გასინჯვა
შეიძლება აღინიშნებოდეს სშვილოსნოს დანამატის პალპირებადი წარმონაქმნი მტკივნეულობით ან მის გარეშე; მუცლის დაჭიმულობა, დეფანსი და უკუცემითი ტკივილი ექტოპიური კერის გასკდომით, რის შედეგადაც ვითარდება ჰემოპერიტონეუმი, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია; ვაგინალური სისხლდენა სარკეებით გასინჯვის დროს
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია:
გამოვლინდება საშვილოსნოს გარე ორსულობა ან კომპლექსური მოცულობითი წარმონაქმნი
მეტი
მენჯის ანთებითი დაავადება
ანამნეზი
სქესობრივი აქტივობა, სქესობრივი აქტივობის ადრეულ ასაკში დაწყება მრავალი პარტნიორის არსებობით; გადატანილი ქლამიდიური ან გონორეული ინფექცია; ანამნეზში მენჯის ანთებითი დაავადების არსებობა; საშვილოსნოსშიდა ხელსაწყოს გამოყენება; ბოლო დროს დაწყებული ან შედარებით ხანმოკლე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან მენჯის არეში, რაც შესაძლოა დაიწყოს სქესობრივი კავშირის შემდეგ; ანომალიური ვაგინალური გამონადენი; ცხელება (არასპეციფიკური, მაგრამ მიმთითებელი)
გასინჯვა
მუცლის მტკივნეულობა; პათოლოგიური ვაგინალური გამონადენი; საშვილოსნოს ყელის და დანამატების მტკივნეულობა; ბიმანუალური პალპაციით შეიძლება გამოვლინდეს ტუბო-ოვარიული აბსცესი
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
მეტი - ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR)/CRP:
მოამტებულია
მეტი - ვაგინალური გამონადენის სველი პრეპარატი:
არსებობს პოლიმორფონუკლეარული უჯრედები
მეტი - ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი ან ვაგინალური სეკრეციის კულტურა:
შესაძლოა დაადასტუროს Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae ინფექცია
სხვა გამოკვლევები
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
მილის კედლის სისქე >5 მმ, მილის შიგნით არასრული ძგიდეები, სითხე დუგლასის ფოსოში და მილის განივკვეთზე დაკბილული ბორბლის სურათი; შეიძლება დაინახოს საშვილოსნოს დანამატებზე რთული წარმონაქმნები, რაც შეიძლება მიუთითებდეს ტუბო-საკვერცხის აბსცესზე.
მეტი
მწვავე პანკრეატიტი
ანამნეზი
მწვავე დასაწყისი, ძლიერი მუდმივი ტკივილი მუცლის შუა / ეპიგასტრიუმის არეში, ხშირად ირადიაციით ზურგში; გულისრევა, ღებინება; ანორექსია, ანამნეზში ბილიარული კოლიკა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმრება, სპეციფიკური მედიკამენტების გამოყენება (მაგ. სულფანილამიდების, ტეტრაციკლინის, ესტროგენების, კორტიკოსტეროიდების), ტრავმა ან ქირურგიული ოპერაცია
გასინჯვა
მუცლის მტკივნელობის სხვადასხვა ხარისხი, ჩვეულებრივ უფრო ძლიერია ეპიგასტრიუმის არეში; დეფანსი, მუცლის შებერილობა და ნაწლავური ხმიანობის შემცირება ან გაქრობა; კანის ექიმოზები ერთ ან ორივე ფერდქვეშა არეში (გრეი-ტურნერის ნიშანი/Grey-Turner's sign) და/ან ჭიპის არეში (კულენის ნიშანი/Cullen's sign)
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- შრატის კალციუმის დონე:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - შრატის ტრიგლიცერიდები:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შეიძლება გამოჩნდეს ასციტი, ნაღვლოვანი კენჭები, ნაღვლის საერთო სადინარის გაფართოება და გადიდებული პანკრეასი
მეტი - მუცლის ღრუს კტ სკანირება პერორალური და ი/ვ კონტრასტით:
შეიძლება გამოვლინდეს პანკრეასის ანთება, პერიპანკრეასული დაჭიმვა, კალციფიკატები ან სითხის დაგროვება; ადასტურებს ან გამორიცხავს ნაღვლოვან კენჭებს
მეტი - მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია:
შესაძლოა გამოვლინდეს კენჭები, პანკრეასის დიფუზური ან სეგმენტური გადიდება უწსორო კონტურებით და პერიპანკრეასული ცხიმის ობლიტერაცია, ნეკროზი ან პსევდოკისტები
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
მწვავე დივერტიკულიტი
ანამნეზი
მუდმივი ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა კვადრანტში; ცხელება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება და მუცლის შებერილობა (ილეუსით), პაციენტს ამანეზში შეიძლება აღენიშნებოდეს დივერტიკულიტი
გასინჯვა
ცხელება; მტკივნეულობა მუცლის მარცხენა ქვედა კვადრანტში; სისხლიანი განავალი; დიფუზური მტკივნეულობა პერიტონეული ნიშნებით (დეფანსი, უკუცემითი ტკივილი, მუცლის დაჭიმულობა) პერფორაციით ან აბსცესის გასკდომით
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ინტრავენური, პერორალური და რექტული კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს დივერტიკულები, პერიკოლონის ცხიმოვანი შრის ანთება, ნაწლავის კედლის გასქელება, თავისუფალი აირი მუცლის ღრუში, აბსცესი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ოყნა წყალში ხსნადი კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს დივერტიკულები და კონტრასტული ნივთიერების ექსტრავაზაცია აბსცესის ღრუში ან პერიტონეუმში
მეტი - მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შეიძლება გამოჩნდეს კოლინჯის ირგვლივ სითხის დაგროვება ან ნაწლავის კედლის ჰიპოექოგენური შესქელება
მეტი - ენდოსკოპიით:
შეიძლება გამოჩნდეს დივერტიკულის ანთება, აბსცესი და პერფორაცია
მეტი - ლაპაროსკოპია:
ნაწლავის პირდაპირი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა, როცა დიაგნოზი დაუზუსტებელია
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
წყლულოვანი კოლიტი
ანამნეზი
სისხლიანი და ლორწოვანი დიარეა და/ან შეუცვლელი სისხლი; ცხელება, მუცლის ტკივილი, წონის კლება და ზრდის შენელება; ზურგის და სახსრების ტკივილი და გაშეშება
გასინჯვა
მუცლის მტკივნეულობა; ცხელება; კანზე გამონაყარი; ეპისკლერიტი; სიფერმკრთალე; დადებითი გვაიაკური სინჯი ან შეუცვლელი სისხლი რექტული გასინჯვისას,
პირველი გამოკვლევა
- FBC:
სხვადასხვა ხარისხის ანემია, ლეიკოციტოზი ან თრომბოციტოზი
- სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი (მათ შორის ღვიძლის ფუნქციური სინჯები):
ჰიპოკალიემიური მეტაბოლური აციდოზი; მომატებული ნატრიუმი და შარდოვანა; მომატებული ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, ასპარტატამინოტრანსფერაზა და ალანინამინოტრანსფერაზა; ჰიპოალბუმინემია
- CRP და ედსი:
მოამტებულია
- განავლის ანალიზი:
უარყოფითი კულტურა, Clostridium difficile ტოქსინები A და B უარყოფითი; WBCs იმყოფება; ფეკალური კალპროტექტინის მომატება.
- მუცლის ღრუს უკონტრასტო რადიოგრაფია:
ილეუსის შედეგად დილატირებული მარყუჟები აირი-სითხის დონით; თავისუფალი აირი მიუთითებს პერფორაციაზე; ტოქსიკური მეგაკოლონის დროს განივი კოლინჯი დილატირებულია 6 მმ ან მეტით დიამეტრში
- კოლონოსკოპია / სიგმოიდოსკოპია:
სწორი ნაწლავის ჩართულობა, სისხლძარღვოვანი მარკირების დაკარგვა, დიფუზური ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანობა, ფისტულები (იშვიათია), ნორმალური ტერმინალური ილეუმი (ან ზომიერი რეტროგრადული ილეიტი პანკოლიტის დროს)
- ბიოფსიით:
უწყვეტი დისტალური დაავადება, მუცინის დეპლეცია, ბაზალური პლაზმოციტოზი, დიფუზური მუკოზური ატროფია, გრანულომების არარსებობა და ანალური ინტაქტურობა; მხოლოდ მუკოზური / სუბმუკოზური ჩართულობა
სხვა გამოკვლევები
- ბარიუმის ოყნა ორმაგი კონტრასტით:
შედეგები იცვლება ნაწლავის გრანულური აგებულებიდან დიფუზურ გაწყლულოვნებამდე, თითისებრი ანაბეჭდებით (მუკოზური შეშუპების გამო), ასევე ჩანს ნაწლავის დავიწროება და დამოკლება, რომლის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული
- სეროლოგიური მარკერები: პერინუკლეარული ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეული (pANCA):
შესაძლოა იყოს დადებითი
მეტი - მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს ნაწლავის გასქელება, ანთება, აბსცესი, ფისტულიზაცია, ობსტრუქცია; ბილიარული გაგანიერება მიუთითებს პირველად მასკლეროზებელ ქოლანგიტზე
მეტი - რადიონუკლიდური კვლევები:
დადებითი ანთების უბნები
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
კრონის დაავადება
ანამნეზი
კრონის დაავადების ოჯახური ანამნეზი; ტიპიური ასაკი 15-40-დან 60-80 წლამდე; ცხელება, მუცლის ტკივილი, გახანგრძლივებული ხანგამოშვებითი სისხლიანი ან უსისხლო დიარეა; დაღლილობა; ანალური გამონადენი და აბსცესი; წონის კლება; ბავშვებში ზრდის შეფერხება
გასინჯვა
მუცლის მტკივნეულობა ხშირად ჭიპის ირგვლივ ან მარჯვენა ქვედა კვადრანტში, თუ ანთება თეძოს ნაწლავის ტერმინალურ სეგმენტშია, აპენდიციტის მსგავსი სურათი; პერიანალური დაავადება ნაპრალებით, კანის პაპილომური ფისტულები, სინუსები და აბსცესები; აფტოზური წყლულები; დადებითი გვაიაკური სინჯი ან შეუცვლელი სისხლი რექტული გასინჯვისას
პირველი გამოკვლევა
- FBC:
უვეიტი, ეპისკლერიტი). სისხლის საერთო ანალიზი
- სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი:
ჰიპოალბუმინემია, ჰიპოქოლესტეროლემია, ჰიპოკალცემია
- CRP და ედსი:
მოამტებულია
- ანალიზი რკინის შემცველობაზე:
ნორმალურია ან შეიძლება იყოს ცვლილებები რკინის დეფიციტთან დაკავშირებით
მეტი - შრატში ვიტამინი B12:
შეიძლება იყოს ნორმალური ან დაბალი
- შრატში ფოლიუმის მჟავა:
შეიძლება იყოს ნორმალური ან დაბალი
- განავალის შეფასება:
ინფექციური ელემენტების არარსებობა მიკროსკოპით ან კულტურაზე; ფეკალური კალპროტექტინი შეიძლება იყოს მომატებული.
- აბდომინალური გამოსახულება:
წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის დილატაცია; კალციფიკაცია; საკროილიიტი; ინტრა აბდომინალური აბსცესები
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
გამოტოვებითი დაზიანება, ნაწლავის კედლის გასქელება, შემოსაზღვრული ანთებითი პროცესი, აბსცესი, ფისტულა
მეტი - იერსინია ენტეროკოლიტიკა სეროლოგია:
ნეგატიური
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის / მენჯის ღრუს მრტ:
გამოტოვებითი დაზიანება, ნაწლავის კედლის გასქელება, შემოსაზღვრული ანთებითი პროცესი, აბსცესი, ფისტულა
მეტი - მუცლის ღრუსა და მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფია:
ნაწლავის კედლის გასქელება, შემოსაზღვრული ანთება, აბსცესი; ტუბოოვარიალური აბსცესი
- კოლონოსკოპია:
აფთოზური წყლულები, ჰიპერემია, ედემა, ქვაფენილის მსგავსი შესახედაობა, გამოტოვებული დაზიანებები
მეტი - ქსოვილის ბიოფსია:
ნაწლავის ლორწოს ბიოფსიისას არის არაკაზეოზური გრანულომების ტრანსმურალური ჩართულობა.
- WBC სკანირება ტექნეციუმ-99-ით:
გაზრდილია ანთებითი სეგმენტების დაფარვა
მეტი - ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
აფთოზური წყლულები; ლორწოვანის ანთება
- უკაბელო კაფსულის ენდოსკოპია:
აფთოზური წყლულები, ჰიპერემია, ედემა, ქვაფენილის მსგავსი შესახედაობა, გამოტოვებული დაზიანებები
მეტი - ანტიგლიკანური ანტისხეულები:
პოზიტიური antisaccharomyces cerevisiae mannan antibodies (ASCA) და ნეგატიური პერინუკლეარული ნეიტროფილის ციტოპლაზმური ანტისხეულები (p-ANCA)
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
ქოლელითიაზი
ანამნეზი
მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ან ეპიგასტრული ტკივილი (>30 წთ ხანგრძლივობით) ზოგჯერ დაკავშირებულია საკვებთან
გასინჯვა
მტკივნეულობა მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტში ან ეპიგასტრიუმის არეში; სიყვითლე
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ERCP):
ERCP აჩვენებს ქვებს ნაღვლის ბუშტში ან ნაღვსადინარში
მეტი - მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (MRCP):
MRCP აჩვენებს ქვებს ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლსადინარში
მეტი - ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ნაღლოვანი კენჭები ნაღვლის ბუშტში ან სანაღვლე სადინარში
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
კუჭნაწლავის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნე
ანამნეზი
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და შებერილობა (განსაკუთრებით დისტალური ობსტრუქციის დროს); მეტეორიზმის და ნაწლავების ფუნქციის დაქვეითება ან არარსებობა; წონის კლება; შავი განავალი
გასინჯვა
შეიძლება ჰქონდეს პალპირებადი წარმონაქმნი, სიფერმკრთალე ან კახექსია; ობსტრუქციის არსებობისას მუცლის შებერილობა, ნაწლავის მაღალი ხმები (ჰიპერაქტიური) , ან ნაწლავის ხმების არარსებობა; მუცლის პალპაციის მტკივნეულობა, უნებლიე დაჭიმულობა; ტაქიკარდია.
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ცვალებადი დონის ანემია
- განავლის რაოდენობრივი იმუნოქიმიური ტესტი:
დადებითი
მეტი - თირკმლის ფუნქცია:
ნორმალური, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მენჯის შორსწასული დაავადება იწვევს შარდსადენის კომპრესიას
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ნორმალური, თუ ღვიძლში მეტასტაზები არ არის
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
ნორმალურია ან მეტასტაზური დაავადების სურათს იძლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ბიოფსიით:
შეიძლება გამოჩნდეს კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის წყლული, მოცულობითი წარმონაქმნი ან ლორწოვანი გარსის ცვლილებები და მივიღოთ ჰისტოლოგიური დასტური
- კოლონოსკოპია ბიოფსიით:
წყლულოვანი ეგზოფიტური მუკოზური დაზიანება, რომელმაც შეიძლება ნაწლავის სანათური დაავიწროვოს; ჰისტოლოგიური დადასტურება
- მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
დაბალი სიმკვრივის კერები სიმსივნის ირგვლივ ან შორეული მეტასტაზების ადგილას (მაგ. ღვიძლში); კოლინჯის კედლის გასქელება, ლიმფური კვანძების გადიდება, ღვიძლის მეტასტაზები, ასციტი, ფილტვის მეორადი დაზიანებები; მეზორექტული ფასციის ინვაზია
- CT კოლონოგრაფია:
სურათი მსგავსია ჩვეულებრივი კოლონოსკოპიით მიღებული სურათისა, წყლულოვაბი ეგზოფიტური მუკოზური დაზიანებებით, რომლებმაც შეიძლება ნაწლავის სანათური დაავიწროვოს
სხვა გამოკვლევები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა:
გამოავლენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სიმსივნის კლინიკური სიმსივნისა (T) და კვანძის (N) სტადიას
- ტრანსრექტული ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა:
განსაზღვრავს რექტალური სიმსივნეების კლინიკური (T) და კვანძოვან (N) სტადიას.
- კარცინოემბრიონული ანტიგენი:
მომატებულია კოლორექტული კიბოს დროს
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
მელორი-ვეისის სინდრომი
ანამნეზი
ღებინება და ხველა, რომელსაც ჰემატემეზისი მოყვება; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ეპიგასტრიუმში ან ზურგის არეში; მელენა; პრესინკოპე/სინკოპე; დისფაგია, ოდინოფაგია
გასინჯვა
პოსტურალური/ორთოსტატიკური ჰიპოტენზია; სიფერმკრთალე, ტაქიკარდია
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენოგრაფია დგომისას:
შეიძლება გამოჩნდეს თავისუფალი აირი
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
სისხლდენა, მიკრული თრომბი ან ფიბროზული გარსი ლორწოვანის გახლეჩის ადგილას, გასტროეზოფაგური შეერთებასთან ან მის ახლოს
მეტი
სხვა გამოკვლევები
დიაბეტური კეტოაციდოზი
ანამნეზი
არაადეკვატური ან არასათანადო ინსულინოთერაპია, ინფექცია (პნევმონია და საშარდე გზების ინფექციები ყველაზე გავრცელებულია), მიოკარდიუმის ინფარქტი; ანორექსია, გულისრევა, ღებინება, პოლიურია, წყურვილი; მუცლის ტკივილი; ცხელება; თავბრუსხვევა, სისუსტე, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება
გასინჯვა
აცეტონის სუნი პირში; ღრმა, გაძნელებული, ქოშინით სუნთქვა (კუსმაულის სუნთქვა); ჰიპოვოლემიის ნიშნები (ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, კაპილარების სუსტი ავსება, ჩავარდნილი თვალები); მუცლის მტკივნეულობა; მენტალური სტატუსის ცვლილება
პირველი გამოკვლევა
- გლუკოზა პლაზმაში:
მოამტებულია
- შრატის ელექტროლიტები და შარდოვანა:
ნატრიუმის დონე ჩვეულებრივ დაბალია, კალიუმის მაღალი, ქლორიდის დაბალი, მაგნიუმის დაბალი, კალციუმის დაბალი, ფოსფატის ნორმალური ან მომატებული, შარდოვანას მომატებული, კრეატინინის მომატებული
- არტერიული სისხლის აირები:
pH ვარირებს 7.00-დან 7.30-მდე დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) დროს; არტერიული ბიკარბონატის დონე იცვლება <10 მმოლიდან/ლიტრზე (<10 მექ/ლ) მძიმე DKA-ს დროს >15 მმოლამდე/ლიტრზე (>15 მექ/ლ) მსუბუქი DKA-ს დროს
- შარდის საერთო ანალიზი:
დადებითია გლუკოზაზე და კეტონებზე; ინფექციის დროს დადებითია ლეიკოციტებზე და ნიტრიტებზე
- შრატში კეტონები:
მოამტებულია
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
მეტი
სხვა გამოკვლევები
ოპიოიდების მოხსნა
ანამნეზი
ანამნეზში ნარკოტიკების გამოყენება / ბოროტად გამოყენება; ცხელება, შემცივნება, გულისრევა, ღებინება; მუცლის სპაზმური ტკივილი; ნაწლავის მოქმედების ცვლილება; ოფლიანობა, ტრემორი, კონფუზია, აგზნებადობა, შფოთვა, კუნთების ტკივილი, გაძლიერებული სალივაცია, თვალის გუგების გაფართოება
გასინჯვა
მუცლის დიფუზური ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა; მუცელი ჩვეულებრივ შებერილი არ არის; თვალის გუგების გაფართოება, კონფუზია, მომატებული ოფლიანობა, გაძლიერებული სალივაცია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- მუცლის/მენჯის კტ სკანირება:
შეიძლება გამოავლინოს ინტრააბდომინალური წყარო
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
გასტროენტერიტი
ანამნეზი
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის სპაზმური ტკივილი; ანამნეზში მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებთან კონტაქტი; საეჭვო წყლის ან საკვების მიღება; ბოლო ხანს მოგზაურობა ცუდი სანიტარული პირობების ადგილებში.
გასინჯვა
დეჰიდრატაცია; ტაქიკარდია; რბილი მუცელი შებერილობის გარეშე; მუცლის დიფუზური მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
- შრატის ელექტროლიტები და შარდოვანა:
ცვალებადია, შეიძლება აჩვენოს დეჰიდრატაციის სურათი
- განავალი მოწმდება კულტურაზე, კვერცხებსა და პარაზიტებზე:
შესაძლებელია ინფექციური აგენტის დადგენა
მეტი
ინფექციური კოლიტი
ანამნეზი
ცხელება, შემცივნება, გულისრევა, დიარეა (შეიძლება იყოს სისხლიანი), მუცლის ტკივილი; მუცლის შებერილობა, შეუძლოდ ყოფნა და მადის დაკარგვა; ბოლო დროის ანამნეზში შეიძლება აღინიშნებოდეს მოგზაურობა, ლოკალური ეპიდემიური აფეთქება ან ახლო კონტაქტი მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებთან, ანტიბიოტიკების მიღება ან ჰოსპიტალიზაცია; სუსტი იმუნიტეტი
გასინჯვა
პირექსია, მუცლის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა; ცვალებადი ნიშნები მსუბუქი დეჰიდრატაციიდან ჰიპოვოლემიურ შოკამდე / სეპტიკურ შოკამდე (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია); პერიტონიტი; შესაძლებელია მუცლის შებერილობა
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება და/ან ანემია
- შრატის ელექტროლიტები და შარდოვანა:
ცვალებადია, შეიძლება აჩვენოს დეჰიდრატაციის სურათი
- განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:
შესაძლებელია ინფექციური აგენტის დადგენა
სხვა გამოკვლევები
- განავლის იმუნოლოგიური ანალიზი Clostridium difficile-ს A და B ტოქსინებზე:
შესაძლოა იყოს დადებითი
მეტი - განავლის ანალიზი კვერცხებზე / პარაზიტებზე:
შესაძლოა იყოს დადებითი
მეტი - ციტომეგალოვირუსული ანტიგენის ანალიზი:
შესაძლოა იყოს დადებითი
მეტი - მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
შეიძლება გამოჩნდეს ნაწლავის გაგანიერება
- მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით:
შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის გასქელებული და ანთებითი სეგმენტები, ან მთელი ნაწლავის დაზიანება; შეიძლება გამოვლინდეს პნევმატოზი ან ლოკალიზებული პერფორაცია ან, მძიმე შემთხვევებში, პერფორაცია ფლეგმონით/აბსცესით
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
ნამგლისებრუჯრედოვანი კრიზი
ანამნეზი
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის ისტორია; სხეულის დიფუზური ტკივილი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, ძვლების ტკივილს, გულმკერდის ტკივილს; ასევე შეიძლება ჰქონდეს დაღლილობა, ცხელება, სიყვითლე, ტაქიკარდია, ჩამორჩენა ზრდაში და სქესობრივი მომწიფების შეფერხება; კანის წყლულები.
გასინჯვა
მუცლის მწვავე დიფუზური ტკივილი და პალპაციით მომატებული მგრძნობელობა; პაციენტი ნებისმიერ მდგომარეობაში დისკომფორტს გრძნობს; მუცელი ჩვეულებრივ შებერილი არ არის, ცხელება
პირველი გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი, რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა:
ანემიის გარკვეული ხარისხი გვხვდება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტების უმეტესობაში; ლეიკოციტოზი ხშირია მწვავე ტკივილის კრიზების დროს.
- პერიფერიული სისხლის ნაცხში:
ბირთვიანი ერითროციტები, ნამგლისებრი უჯრედები და ჰოუელ-ჯოლის სხეულები
- შარდოვანა და კრეატინინი:
ნორმალური ან მომატებული
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ცვალებადი
მეტი - ბაქტერიული კულტურები:
პათოგენის დეტექცია
მეტი - მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შეიძლება გამოვლინდეს გადიდებული ელენთა ან ნაღვლის ბუშტის კენჭების არსებობა; ჰეპატომეგალია.
მეტი - მუცლის/მენჯის კტ სკანირება:
შეიძლება გამოვლინდეს გადიდებული ელენთა ან ნაღვლის ბუშტის კენჭების არსებობა; ღვიძლის ან თირკმლის ინფარქტი
მეტი
ენდომეტრიოზი
ანამნეზი
დისმენორეა; ციკლური ტკივილი მუცლის/მენჯის/ზურგის ქვედა ნაწილში, ხშირად მენსტრუაციამდე 1-2 კვირით ადრე და მენსტრუაციის დროს; ტკივილი დეფეკაციის დროს (დისჰეზია); დისპარეუნია; სუბფებრილიტეტი; საშარდე გზების ან ნაწლავის ობსტრუქცია; დეპრესია
გასინჯვა
დისკომფორტი და გავა-საშვილოსნოს იოგის კვანძოვანება ბიმანუალური/რექტოვაგინალური გასინჯვისას; პალპაციით მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობა; მოგვიანებით სტადიებზე ფიქსირებული უკან გადახრილი საშვილოსნო; მოცულობითი წარმონაქმნი მენჯის ღრუში (საკვერცხის ენდომეტრიომები)
პირველი გამოკვლევა
- ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შეიძლება გამოვლინდეს საკვერცხის ენდომეტრიომა (ჰომოგენური, დაბალი ექოგენობის) ან მენჯის ღრმა ენდომეტრიოზის ნიშნები, როგორიცაა გავა-საშვილოსნოს იოგის ჩართულობა (ჰიპოექოგენური ხაზოვანი გასქელება)
მეტი
სხვა გამოკვლევები
- დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია:
ენდომეტრიული ჩანართების პირდაპირი ვიზუალიზაცია და ბიოფსიის შედეგების ჰისტოლოგიური დადასტურება
მეტი - რექტული ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ჰიპოექოგენური კვანძი ან წარმონაქმნი
მეტი - მენჯის ღრუს მრტ:
გავა-საშვილოსნოს იოგის ჰიპოინტენსიური, არათანაბარი გასქელება ან მოცულობითი წარმონაქმნი; საშვილოსნოსა და სწორ/სიგმოიდურ ნაწლავს შორის არსებული ცხომოვანი შრის ჩანაცვლება ქსოვილოვანი მასით
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა
ანამნეზი
ანამნეზში სათესლე ჯირკვლის ხანგამოშვებითი ტკივილი; უეცრად დაწყებული ტკივილი სათესლე ჯირკვალში, გულისრევით და ღებინებით; ბოქვენის შეშუპება/შესიება/შეწითლება; ხშირად აღინიშნება მუცლის ტკივილი
გასინჯვა
სათესლე ჯირკვლის ძლიერი ტკივილი და მგრძნობელობა დაზიანებულ მხარეს; შეიძლება იყოს შესიებული; დაზიანებული სათესლე ჯირკვალი უფრო მაღლაა განლაგებული, ვიდრე ჯანმრთელი, ხშირად ჰორიზონტალურ პოზიციაში; კრემასტერული რეფლექსი არ არსებობს ან დაქვეითებულია
პირველი გამოკვლევა
- სათესლე პარკის ქირურგიული გამოკვლევა:
სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა
მეტი - ნაცრისფერი სკალის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
სითხის და მორევის ნიშნის არსებობა (სათესლე ბაგირაკის დახვეული შესახედაობა შემოგრეხვისგან, ვინაიდან ულტრაბგერითი ზონდი სკანირებას ახორციელებს ქვემოთ სათესლე ბაგირაკის პერპენდიკულარულად)
- FBC:
ნორმის ფარგლებში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ენერგეტიკული დოპლეროსონოგრაფია:
დაზიანებულ სათესლე ჯირკვალში სისხლის ნაკადის არარსებობა ან შემცირება; ნაკადის სიჩქარის შემცირება ინტრატესტიკულარულ არტერიებში, რეზისტიული ინდექსების მომატება ინტრატესტიკულარულ არტერიებში
- ფერადი ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით:
დაზიანებულ სათესლე ჯირკვალში სისხლის ნაკადის არარსებობა ან შემცირება; ნაკადის სიჩქარის შემცირება ინტრატესტიკულარულ არტერიებში, რეზისტიული ინდექსების მომატება ინტრატესტიკულარულ არტერიებში
მეტი - სპექტრალური დოპლეროგრაფია:
არაჰომოგენური და/ან ასიმეტრიული სისხლძარღვოვანი პერფუზია დაუზიანებელ სათესლე ჯირკვალთან შედარებით
- სცინტიგრაფია:
დაზიანებულ სათესლე ჯირკვალში რადიოაქტიური ტექნეციუმ 99მ-ის დაბალი შეთვისება სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის მქონე პაციენტებში
მეტი
თირკმლის ქვები
ანამნეზი
ანამნეზში თირკმლის კენჭები; შეიძლება იყოს უსიმპტომო ან აღინიშნებოდეს ძლიერი ტკივილი ფერდქვეშა არეში ირადიაციით ბოქვენში; სხვა სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, ძლიერი ოფლიანობა, ჰემატურია; შარდვის გახშირება/შარდვის გაძლიერებული მოთხოვნილება; ცხელ პირობებში მუშაობა (მაგ. მზარეულები, შემდუღებლები); ოჯახური ანამნეზში კენჭები
გასინჯვა
ხშირად აღინიშნება ჭარბი წონა; მუცელი რბილია; ტკივილი შეიძლება ძლიერი იყოს, არ აძლევდეს მოსახერხებელი პოზის პოვნის საშუალებას; ნეკნ-ხერხემლის კუთხის/ფერდქვეშა არის პალპაცია/პერკუსია მტკივნეულია; უროსეფსისის შემთვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, პირექსია
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
ტესტი დადებითია ლეიკოციტებზე, ნიტრატებზე, სისხლზე; მიკროსკოპული ანალიზი დადებითია ლეიკოციტებზე, ერითროციტებზე ან ბაქტერიებზე; შეიძლება სურათი ნორმალური იყოს
მეტი - FBC:
ლეიკოციტების რაოდენობა ნორმალურია ან მომატებული
მეტი - სისხლის შრატის ელექტროლიტები, შარდოვანა და კრეატინინი:
ნორმალური ან პათოლოგიური
მეტი - შარდმჟავას დონე:
ნორმალური ან მომატებული
მეტი - მუცლის/მენჯის ღრუს უკონტრასტო სპირალური კტ (კენჭის პროტოკოლი):
კალციფიკაცია აღინიშნება თირკმლის შემკრებ სისტემაში ან შარდსადენში
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
საშარდე გზების კალციფიკაცია
- აღმავალი ურეთროგრაფია:
გამოვლინდება კალციფიკატები ან ავსების დეფექტები საშარდე ტრაქტში
- ინტრავენური პიელოგრამა:
საშარდე ტრაქტში აღინიშნება კალციფიკატები ან ავსების დეფექტები, როცა კონტრასტი თირკმლიდან შარდსადენში გადადის
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
პიელონეფრიტი
ანამნეზი
ოჯახურ ანამნეზში თირკმლის კენჭები; ანამნეზში საშარდე ტრაქტის ინფექცია, სტრესით განპირობებული შეუკავებლობა ან ხშირი სქესობრივი აქტი; ცხელება, შემცივნება; დიზურია, ხშირი შარდვა, მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება; ტკივილი ფერდის არეში; გულისრევა, ღებინება, დიაფორეზი, ჰემატურია
გასინჯვა
პირექსია; სახის შეწითლება; ფერდქვეშა არის ტკივილი და/ან ნეკნ-ხერხემლის კუთხის მტკივნეულობა პალპაციის/პერკუსიის დროს
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
პიურია (>10 ლეიკოციტი მხედველობის ველში[HPF]), ერითროციტები ≥5/მხედველობის ველში, ლეიკოციტური ესთერაზა, ნიტრიტები, ლეიკოციტური ცილინდრები, პროტეინურია 20 გ/ლ-მდე (2 გ/დლ)
- გრამის წესით შეღებვა:
ტიპურად გრამ-უარყოფითი ჩხირები; ნაკლებად დამახასიათებლია გრამ-დადებითი კოკები
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
დადებითი
- FBC:
ლეიკოციტოზი
- CRP:
მოამტებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სისხლის კულტურები:
შესაძლოა იყოს დადებითი
მეტი - მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
თირკმლის პარენქიმული პერფუზიის ცვლილება; კონტრასტის ექსკრეციის ცვლილება; პერინეფრული სითხე; არა თირკმლის დაავადება; შეიძლება გამოჩნდეს აბსცესური წარმონაქმნი
მეტი - თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
უხეში სრუქტურული ცვლილებები; ჰიდრონეფროზი, კენჭები, სითხეების პერირენალური შეგროვება
მეტი - 99mTc-dimercaptosuccinic მჟავის სცინტიგრაფია:
თირკმლის ქერქოვანი შრის ანთება და დანაწიბურება; რენული ფუნქციის არათანაბარი გადანაწილება თირკმლებს შორის
მეტი - მაგნიტურ რეზონანსული კვლევა(MRI):
ურინოგენიტალური სისტემის სტრუქტურული ანომალიები (ანტენატალური); თირკმლის ანთება ან მოცულობითი წარმონაქმნები; თირკმლის ანომალური სისხლძარღვოვანი სისტემა; საშარდე ობსტრუქცია
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
იშვიათია
ვოლვულუსი
ანამნეზი
მუცლის სტაბილური ტკივილი, რომელსაც შეიძლება კოლიკისმაგვარი ხასიათი ჰქონდეს და მცირე დისკომფორტიდან აუტანელ ტკივილამდე ვარირებს (ძლიერი გაუჩერებელი ტკივილი ნაწლავის განგრენაზე მიუთითებს); ანამნეზში მუცლის ქირურგია, მუცლის ან საზარდულის თიაქარი; გულისრევა და ღებინება შეიძლება არ აღინიშნებოდეს სიგმოიდური კოლინჯის გაუვალობის მქონე პაციენტებში (უფრო ხშირია ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში); ტკივილი ჭიპის ან ჰიპოგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა (დამოკიდებულია ობსტრუქციის ხარისხსა და ლოკაციაზე)
გასინჯვა
ხშირად მუცლის დიფუზური შებერილობა და მტკივნეულობა; სუსტი ნაწლავური ხმიანობა ან მისი არარსებობა, ხისტი მუცელი, დეფანსი, მტკივნეულობა ზეწოლის უეცარი მოხსნისას, ცხელება, ან ჰემატოქეზია
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია; ნაწლავის მარყუჟები დილატირებული; ჰაერის-სითხის დონეები; მუცელში თავისუფალი ჰაერი პერფორაციისას
მეტი - არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება იყოს ნორმალური; მეტაბოლური აციდოზი; მომატებული ლაქტატი
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
შეიძლება გამოვლინდეს თავისუფალი აირი დიაფრაგმის ქვეშ
მეტი - FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
მეტი - სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
შეიძლება იყოს ნორმალური ადრეული ობსტრუქციის დროს; შეიძლება დაადასტუროს ჰიპოქლორემია და ჰიპოკალიემია; შარდოვანა და კრეატინინი შეიძლება იყოს მომატებული
მეტი - CRP:
შეიძლება მომატებული იყოს
რეტროპერიტონეალური ჰემორაგია.
ანამნეზი
სიმპტომები შეიძლება იყოს ბუნდოვანი; საზარდულის, მუცლის ქვედა ნაწილის ან ზურგის ტკივილი; რისკის ფაქტორების ისტორია (მაგ. ანტიკოაგულაციის ბოლო გამოყენება, ტრანსფემორული კათეტერიზაციის ბოლო ისტორია, მშობიარობის ასაკის ქალებში ბოლოდროინდელი სამეანო პროცედურა, ავთვისებიანი სიმსივნე, მენჯის ან ხერხემლის მოტეხილობები)
გასინჯვა
არასპეციფიკური მონაცემები, მათ შორის აუხსნელი ტაქიკარდია; მუცლის, ზურგის ან ქვედა კვადრატის დიფუზური ტკივილი, მუცლის შებერილობა; შეიძლება იყოს გვერდის სისხლნაჟღენთი; გვერდზე პალპირებადი წარმონაქმნი; ოფლიანობა, დიაფორეზი, თუ მძიმეა; ღრმა ჰიპოტენზია ცნობიერების დონის დაქვეითებით შოკი არსებობისას.
პირველი გამოკვლევა
- ძირითადი გამოკვლევები(სისხლის საერთო ანალიზი, შრატში ელექტროლიტები, სისხლში გლუკოზა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, კოაგულოგრამა, სისხლის ჯგუფი და რეზუსი):
დაბალი ჰემოგლობინი; INR შეიძლება, მომატებული იყოს
- ელექტროკარდიოგრამა:
ნორმალური, ან ტაქიკარდია
- მუცლის და მენჯის კტ:
შეიძლება ჰემატომა გამოჩნდეს
მეტი - მუცლის და მენჯის CT ანგიოგრაფია:
შეიძლება, აქტიური სისხლდენის ადგილი გამოავლინოს, თუ სისხლდენა არ შეწყვეტილა
მეტი
სხვა გამოკვლევები
ვირუსული ჰეპატიტი
ანამნეზი
პერინატალური ექსპოზიცია, ოჯახურ ანამნეზში B ჰეპატიტის ინფექცია, სისხლის გადასხმა, მაღალი რისკის აქტივობები (მაგ: მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი, ჰომოსექსუალი მამაკაცები, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები); ტკივილი მარჯვენა ზედა კვოდრანტში; ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მიალგია/ართრალგია; გულისრევა, ღებინება; სიყვითლე
გასინჯვა
მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა; ჰეპატოსპლენომეგალია; სიყვითლე; ასციტი; მაკულოპაპულური ან ურტიკარული გამონაყარი
პირველი გამოკვლევა
ნაწლავის ინვაგინაცია
ანამნეზი
უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში; კლასიკურად ვლინდება ძლიერი, კოლიკისმაგვარი ტკივილით, რომელიც ლეთარგიასთან მონაცვლეობს; შეიძლება ასევე ბუნდოვანი მუცლისმიერი ჩივილები ახასიათებდეს; ძლიერი, კოლიკისმაგვარი ტკივილი; ბავშვი შეიძლება ვერ წყნარდებოდეს; ღებინება
გასინჯვა
ფარული ან აშკარა სისხლი, არეული ალუბლისფერ ლორწოსთან, მუცლის მტიკვნეულობა და პალპირებადი წარმონაქმნი
პირველი გამოკვლევა
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ტუბულარული წარმონაქმნი გრძივ ხედში; სამიზნე კერა განივ ხედში
მეტი - აირის ან წყლის ოყნა:
ავსების დეფექტი ან კონტრასტის კუპირება თავში, ვინაიდან მიემართება ინვაგინაციის ადგილისკენ.
მეტი - FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
მეტი - სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
შეიძლება იყოს ნორმალური ადრეული ობსტრუქციის დროს; შეიძლება დაადასტუროს ჰიპოქლორემია და ჰიპოკალიემია; შარდოვანა და კრეატინინი შეიძლება იყოს მომატებული
მეტი - CRP:
შეიძლება მომატებული იყოს
სხვა გამოკვლევები
- მუცლის და მენჯის ღრუს კტ:
სამიზნე კერა: ინტრალუმინარული რბილი ქსოვილის მკვრივი წარმონაქმნი ექსცენტრულად განთავსებული ცხიმოვანი ზონით; თირკმლის მსგავსი წარმონაქმნი: მაღალი ატენუაცია პერიფერიულად და დაბალი ატენუაცია ცენტრალურად; ძეხვის ფორმის წარმონაქმნი: დაბალი და მაღალი ატენუაციის მონაცვლე ზონები, რომლებიც გამოხატავს მჭიდროდ განლაგებულ ნაწლავის კედელს, ჯორჯლის ცხიმს და/ან ნაწლავის სითხეს და აირს
მეტი
თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორირებული წყლული
ანამნეზი
მწვავედ დაწყებული ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა; უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში; ანამნეზში მელენა ან მკვეთრი წითელი ფერის სისხლი სწორ ნაწლავში, ეპიზოდური ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც საკვების მიღებისას სუსტდება; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება; შეიძლება აღინიშნებოდეს ლატენტური პერიოდი სიმპტომების შემსუბუქებით, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება და შემდეგ ვითარდება პერიტონიტი ცხელებით, გულისრევით, ღებინებით და პერიტონიული ნიშნებით; ტკივილი გადაეცემა მხრებში დიაფრაგმის გაღიზიანების გამო
გასინჯვა
ტაქიკარდია, ცხელება, მტკივნეულობა ეპიგასტრიუმის არეში, მუცლის დაჭიმულობა, დეფანსი, უკუცემითი ტკივილი და ფარული ან აშკარა სისხლი განავალში
პირველი გამოკვლევა
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება იყოს ნორმალური; მეტაბოლური აციდოზი; მომატებული ლაქტატი
მეტი - სისხლის კულტურები:
შესაძლოა დადგინდეს ბაქტერიემია.
მეტი - FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
მეტი - სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
შეიძლება გამოვლინდეს კრეატინინის და შარდოვანას მომატება
მეტი - CRP:
როგორც წესი მომატებულია
- შრატის ლიპაზა ან ამილაზა:
ნორმის ფარგლებში
მეტი - მუცლის და მენჯის ღრუს კტ:
პნევმოპერიტონეუმი
მეტი - მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
თავისუფალი ჰაერი მუცლის ღრუში მუცლის რენდგენოგრამაზე ვერტიკალურ მდგომარეობაში.
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
შეიძლება გამოვლინდეს თავისუფალი აირი დიაფრაგმის ქვეშ
მეტი - Helicobacter pylori ტესტირება:
დადებითი შედეგი H pylori-ის არსებობის შემთხვევაში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიები წყალში ხსნადი კონტრასტით:
კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან კონტრასტის ექსტრავაზაცია
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ბიოფსიით:
წყლულის ვიზუალიზაცია; ჰისტოლოგიური დადასტურება
საკვერცხის კისტის გასკდომა
ანამნეზი
ხშირად ვითარდება ნორმალური მენსტრუალური ციკლის მე-20 - 26-ე დღეს; ხშირად ვითარდება სქესობრივი კავშირის, ვარჯიშის ან მენჯის ღრუს გასინჯვის შემდეგ; იწყება უეცრად, ტკივილით მუცლის ქვედა არეში, ტკივილი შეიძლება ლატერალიზებული იყოს მარჯვნივ ან მარცხნივ; მსუბუქი ვაგინალური სისხლდენა; პოსტურალური თავბრუსხვევა ძლიერი ჰემორაგიის შემთხვევაში (დაკავშირებულია ყვითელი სხეულის ცისტის გასკდომასთან, განსაკუთრებით ანტიკოაგულანტებზე მყოფ ან სისხლდენებით გამოვლენილი პათოლოგიის მქონე პაციენტებში)
გასინჯვა
მსუბუქი ვაგინალური სისხლდენა; სასიცოცხლო ნიშნები ჩვეულებრივ ნორმალურია, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს სუბფებრილური ცხელება; ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან ან ანტიკოაგულანტების გამოყენებასთან, შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია / ჰიპოტენზია; ჰემოპერიტონეუმის შემთხვევაში სახეზეა პერიტონიტის ნიშნები
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
საკვერცხის შემოგრეხვა
ანამნეზი
უეცრად დაწყებული ტკივილი ცალმხრივად, ძლიერი ტკივილი მუცლის ღრუში, რომელიც ხან სუსტდება, ხან ძლიერდება, დანამატის მოცულობითი წარმონაქმნი ანამნეზში
გასინჯვა
ძლიერი მტკივნეულობა ცალმხრივად, დანამატის არეში; მოცულობითი წარმონაქმნი დანამატში, რომელიც ხშირად პალპირებადია, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მუცლის დაჭიმულობა, დეფანსი და უკუცემითი ტკივილი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
მუცლის აორტის განშრევება
ანამნეზი
ძლიერი, მწვავე ან გაგლეჯის მსგავსი ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში, ტკივილი განიცდის ირადიაციას კისერში ან ზურგში, ანამნეზში ჰიპერტენზია, მარფანის და ელერს-დანლოს სინდრომის ან სხვა კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადებების მომატებული რისკი, უმტკივნეულო განშრევება იშვიათია
გასინჯვა
ჰიპერტენზია დისტალური განშრევების დროს; შესუსტებული პულსაცია ქვედა კიდურებში, სენსორული ან მოტორული ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ან გარდამავალი პარაპლეგია); იშემია, ხოლო თუ ჩართულია მეზენტერიული არტერიები - ნაწლავური იშემია მუცლის დაჭიმულობით, დეფანსით და უკუცემითი ტკივილით
პირველი გამოკვლევა
- შრატის შარდოვანა და ელექტროლიტები:
შარდოვანას დონის მომატება
მეტი - მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
აორტის კედლის კალციფიკაცია შეესაბამება მუცლის აორტის ანევრიზმის სურათს; ფსოას ჩრდილის დაკარგვა გაგლეჯის დროს
მეტი - გულმკერდის და მუცლის CT ანგიოგრაფია:
აჩვენებს აორტის ორ სანათურს, რომლებიც ერთმანეთისგან შიდა მანჟეტით არის გამოყოფილი, ან კონტრასტით სხვადასხვა დონის დაჩრდილვას
- გულმკერდის და მუცლის მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია:
აჩვენებს აორტის ორ სანათურს, რომლებიც ერთმანეთისგან შიდა მანჟეტით არის გამოყოფილი; სისხლძარღვის ტოტის ჩართულობას; აორტის რეგურგიტაციას
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
აჩვენებს გაფართოებული აორტის სილუეტს; გაფართოებულ შუასაყარს
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კონტრასტული ანგიოგრაფია:
აჩვენებს აორტის ორ სანათურს, რომლებიც ერთმანეთისგან შიდა მანჟეტით არის გამოყოფილი; სისხლძარღვის ტოტის ჩართულობას; აორტის რეგურგიტაციას
მეტი
აორტის ანევრიზმის გაგლეჯა
ანამნეზი
ძლიერი მუცლის ტკივილი ირადიაციით ზურგში, ფერდქვეშა არეში, ბოქვენში ან ფეხებში; პოზის შეცვლა პაციენტს შვებას არ გვრის; ანამნეზში ანევრიზმა, ქვედა კიდურების გაფერმკრთალება და ტკივილი იშემიის გამო
გასინჯვა
ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, მუცლის პულსირებადი წარმონაქმნი, გულისრევა, ღებინება, ქვედა კიდურებში პულსაციის დაქვეითება, ტკივილი ზურგში ან ქვედა კიდურებში, გონების დაკარგვა ან კონფუზია, კიდურების დაბუჟება ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, იშემია და ბადისებრი ლივედო
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
აორტის ანევრიზმა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- გულ-მკერდის და მუცელის კტ სკანირება ინტრავენური კონტრასტით:
აორტის ანევრიზმა, კონტრასტის ექსტრავაზაცია
მეტი
მწვავე მეზენტერული იშემია და ინფარქტი
ანამნეზი
ასაკი > 50 წელი; მუდმივი ტკივილი ჭიპის არეში ირადიაციის გარეშე; ბოლოდროინდელ ანამნეზში მუცლის ტკივილი საკვების მიღების შემდეგ; ანამნეზში წინაგულების ფიბრილაცია, კორონარული არტერიების დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის შეგუბებითი უკმარისობა, მელენა ან მკვეთრი წითელი სისხლი სწორი ნაწლავიდან, ვაზო-აქტიური მედიკამენტების მიღება; რისკფაქტორებს მიეკუთვნება მოწევა, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია და დიაბეტი
გასინჯვა
თავდაპირველად ტკივილი კლინიკური ნიშნების დისპროპორციულია, ძლიერი ტკივილის მიუხედავად მუცელი რბილი და უმტკივნეულოა, რასაც მოჰყვება მუცლის დაჭიმულობა, დეფანსი და უკუცემითი ტკივილი, ნაწლავის ნეკროზით და პერფორაციით, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ცხელება, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს CT:
სისხლძარღვების თრომბოზი; ნაწლავის კედლის გასქელება; ნაწლავის კედლის პათოლოგიური გაძლიერება; პნევმატოზი ან მეზენტერიული ვენური აირები
მეტი - მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:
შეიძლება დაინახოს ნაწლავის გაფართოებული მარყუჟები; ჰაერის სითხის დონე; ნაწლავის კედლის გასქელება; მსხვილი ან წვრილი ნაწლავის უფორმო მარყუჟები; პნევმატოზი; სისხლძარღვთა გაზი
მეტი - გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
შეიძლება გამოვლინდეს თავისუფალი აირი დიაფრაგმის ქვეშ
მეტი - FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
მეტი - შრატის ლაქტატი:
მოამტებულია
მეტი - არტერიული სისხლის აირები (ABG):
მეტაბოლური აციდოზი
- სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
ურემია, მომატებული კრეატინინი.
სხვა გამოკვლევები
- მეზენტერიული ანგიოგრაფია:
არტერიული ან ვენური ობსტრუქცია
მეტი
მიოკარდიუმის ინფარქტი
ანამნეზი
ეპიგასტრიული ტკივილი, დიაფორეზი, ქოშინი, გულისრევა, ღებინება; შეიძლება იყოს რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ათეროსკლეროზი, დიაბეტი, მოწევა, ჰიპერტენზია, სიმსუქნე, დისლიპიდემია; ატიპიური სიმპტომები უფრო ხშირია ქალებში, ხანდაზმულებში და დიაბეტით დაავადებულებში
გასინჯვა
ხშირად ნორმალური; შეიძლება იყოს ტაქიკარდია, ბრადიკარდია, ჰიპოტონია, გულის მესამე ან მეოთხე ტონის მოსმენა, მეორე ტონის პარადოქსული გაყოფა.
პირველი გამოკვლევა
- ელექტროკარდიოგრამა:
ST-T ტალღის ცვლილებები ან იშემიური ცვლილებები
- გულის ტროპონინები:
ნორმის >99 პერცენტილი
სხვა გამოკვლევები
მეკელის დივერტიკულიტი
ანამნეზი
უეცრად დაწყებული ძლიერი მუცლის ტკივილი, რომელიც ხშირად ჭიპის არეში იწყება და შემდეგ მარჯვენა ქვედა კვადრანტში გადაინაცვლებს; გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ცხელება, დიარეა
გასინჯვა
ცხელება, ტაქიკარდია, პაციენტი შეიძლება იწვეს მარჯვენა გვერდზე, ემბრიონის პოზაში, მოხრილი ფეხებით; ნაწლავური ხმაური არ აღინიშნება ან აღინიშნება მცირედ; ტკივილი ჩვეულებრივ იწყება ჭიპის არეში ან ეპიგასტრიუმში; ქვედა მარჯვენა კვადრანტში (მაკ ბერნეის წერტილში) აღინიშნება მტკივნეულობა და მუცლის კუნთების რიგიდულობა; დეფანსი და უკუცემითი ტკივილი; ფსოას ნიშანი (ტკივილი ქვედა მარჯვენა კვადრანტში და მარჯვენა ფეხის გაშლა)
პირველი გამოკვლევა
- FBC:
დაბალი ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი; ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით
- სკანირება ტექნეციუმ-99მ პერტექნეტატით ("მერკელის სკანირება"):
ექტოპიური ფოკუსი "ცხელ კერაზე"; დივერტიკულის გაძლიერება
სხვა გამოკვლევები
- მუცლის ღრუს უკონტრასტო რენტგენოგრამა:
ნაწლავის გაგანიერებული მარყუჟები აირ-სითხის დონით და მცირე ოდენობის დისტალური აირებით ნაწლავის ობსტრუქციაზე მიუთითებს; თავისუფალი აირი ვერტიკალურ პოზიციაში პერფორაციაზე მიანიშნებს; სიმკვრივე მუცლის მარჯვენა მხარეს ნაწლავის ინვაგინაციაზე მიუთითებს
- მუცლის და მენჯის ღრუს კტ სკანირება:
დახურული, სითხით ან აირით სავსე სტრუქტურა დისტალური ილეუსის გაგრძელებაზე
- მუცლის ღრუს ულტრაბგერა:
ტუბულარული წარმონაქმნი გრძივ ხედებში და "დონატის" ან სამიზნის შესახედაობა განივ ხედებში ინვაგინაციაზე მიუთითებს
ღვიძლის აბსცესი
ანამნეზი
ბილიარული ტრაქტის პათოლოგიები; ასაკი >50 წელი; ავთვისებიანი პროცესი; შაქრიანი დიაბეტი; ანამნეზში ინტერვენციული ბილიარული ან ჰეპატოლოგიური პროცედურები; მოგზაურობა ამებიაზის ენდემურ კერებში; ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, ცხელება, შემცივნება, ანორექსია და შეუძლოდ ყოფნა; გულისრევა და ღებინება; ხველა, ჰაერის უკმარისობა, შეიძლება ბოლო ხანებში გადატანილი ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ან ბილიარული დაავადების ეპიზოდი, როგორიცაა აპენდიციტი, დივერტიკულიტი ან ქოლანგიტი
გასინჯვა
ცხელება; ჰეპატომეგალია; წონის კლება; ჰაერის უკმარისობა; სიყვითლე; პლევრული გამონაჟონი მარჯვენა ქვედა არეში; დაავადების მძიმე ფორმით გამოწვეული შოკის ნიშნები; იშვიათად ასციტი
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტოზი, ნეიტროფილების რაოდენობის მომატება, ანემია
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
მომატებული ტუტე ფოსფატაზა, ზომიერად მომატებული ამინოტრანსფერაზები და ბილირუბინი, ჰიპოალბუმინემია
- სისხლის კულტურა:
პიოგენური: შეიძლება დადებითი იყოს გამომწვევი ბაქტერიული ორგანიზმების მიმართ; სოკოვანი: შეიძლება დადებითი იყოს კანდიდას სახეობებზე
- პროთრომბინის დრო/აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო:
როგორც წესი ნორმალურია
- CRP:
შეიძლება მომატებული იყოს
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
პლევრული გამონაჟონის შემთხვევაში: ნეკნ-დიაფრაგმის კუთხეების გაბლაგვება
- ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
გამოავლენს ცვალებადი ექოგენობის კერას
- მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით:
გამოავლენს დაბალი სიმკვრივის ღვიძლის კერებს; კერებში აირის არსებობა მაღალი ალბათობით პიოგენურ აბსცესზე მიუთითებს
მეტი - განავალში Entamoeba histolytica-ს ანტიგენის ტესტი:
დადებითია ამებიაზის დროს
- აბსცესის სითხის შეღებვა გრამით და კულტურის დათესვა:
პიოგენური: შეიძლება დადებითი იყოს გამომწვევი ბაქტერიული ორგანიზმების მიმართ; სოკოვანი: შეიძლება დადებითი იყოს კანდიდას სახეობებზე
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) ან ასპირაციული აბსცესის სითხის რეალურ დროში რაოდენობრივი PCR:
ამებური დნმ-ის ექსტრაპოლაცია
სხვა გამოკვლევები
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
მუცლის წელის კუნთების(Psoas)-აბსცესი
ანამნეზი
ცხელება, შემცივნება, გულისრევა, ღებინება, ფერდქვეშა არის ან მუცლის ქვედა ნაწილის / ბოქვენის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა; ახლად დაწყებული კოჭლობა
გასინჯვა
მსუბუქი პირექსია, კანკალი, ფერდქვეშა არის ან მუცლის მტკივნეულობა; ბარძაყის მოხრითი დეფორმაცია; ტკივილი ბარძაყის აქტიური მოხრის და პასიური გაშლის დროს
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
- CRP:
მოამტებულია
- მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
აბსცესის ვიზუალიზაცია
სხვა გამოკვლევები
- მუცლის/მენჯის ღრუს ულტრავგერითი გამოკვლევა:
აბსცესის ვიზუალიზაცია
- მუცლის / მენჯის ღრუს მრტ:
აბსცესის ვიზუალიზაცია
- აბსცესის ასპირაცია, გრამით შეღებვა და კულტურის დათესვა:
შესაძლებელია გამომწვევი ორგანიზმის კულტურის მიღება
ტუბერკულოზი
ანამნეზი
მამაკაცი, შავი ან ესპანური ეთნიკური წარმომავლობის; დიფუზური ტკივილი მუცელში , ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში
გასინჯვა
ცხელება, კახექსია, მუცლის შებერილობა, მუცლის მასა, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
კონსოლიდაცია, ინფილტრატები ფილტვში, შუასაყრის ან ჰილარული ლიმფადენოპათია, ზედა ზონის ფიბროზი
მეტი - ნახველის მჟავაგამძლე ბაცილის ნაცხი და კულტურა:
მჟავაგამძლე ბაცილების არსებობა (Ziehl-Neelsen stain) ნიმუშში
მეტი - მჟავაგამძლე ბაცილებზე ნაცხის კვლევა და ფილტვგარე ბიოფსიური ნიმუშის ბაქტერიოლოგია:
დადებითი
მეტი - ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები (NAAT):
დადებითი, M tuberculosis-სთვის
მეტი
სხვა გამოკვლევები
- შარდის ლატერალური ნაკადის ლიპოარაბინომანანის (LF-LAM) ანალიზი:
დადებითი
მეტი
საყლაპავის პერფორაცია (ბურჰავეს სინდრომი)
ანამნეზი
ანამნეზში ღებინება, რასაც მოსდევს ტკივილი გულმკერდის არეში; ბოლო დროს გადატანილი ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ან გულმკერდის/კისრის ტრავმა; ტკივილი კისერში, გულმკერდში, ეპიგასტრიუმში ან ზურგის ზედა ნაწილში; დისფაგია; რესპირატორული დისტრესი; ცხელება, ტაქიკარდია
გასინჯვა
აუსკულტაციით შუასაყარში ჭრაჭუნის ხმიანობა; კისრის ან გულმკერდის კანქვეშა ემფიზემა; შესუსტებული სუნთქვა (ჩვეულებრივ მარცხენა მხარეს); ტაქიპნოე და სუნთქვის დარღვევა
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
- გულმკერდის რენტგენოგრაფია დგომისას:
შეიძლება გამოჩნდეს შუასაყრის ემფიზემა, კანქვეშა ემფიზემა, პლევრული ექსუდატი ტიპიურად მარცხენა მხარეს
ფიც-ჰიუ-კურტისის სინდრომი
ანამნეზი
ვითარდება ქალებში მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების ანამნეზით; მუცლის ძლიერი ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრანტში, შესაძლოა გადაეცემოდეს მარჯვენა მხარში და ძლიერდებოდეს ხველების, ცემინების ან მოძრაობის დროს; ცხელება, შემცივნება; თავის ტკივილები; შეუძლოდ ყოფნა; სლოკინი; ღამის ოფლიანობა, გულისრევა და ღებინება
გასინჯვა
პალპაციით მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა; მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობა, ტკივილი საშვილოსნოს ყელის გაღიზიანებისას, დანამატების მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტის ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ნაღვლოვანი კენჭები
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს ღვიძლის კაფსულის გაძლიერება
- ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი ან ვაგინალური სეკრეციის კულტურა:
შეიძლება იყოს კულტურა Neisseria gonorrhoeae ან Chlamydia trachomatis
სხვა გამოკვლევები
- დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია შეხორცებების დაშლით და პერიტონეული კულტურების დათესვით:
შესაძლოა გამოვლინდეს პერიტონიტი ღვიძლის ზედაპირზე და მეზობელ პერიტონიალურ ზედაპირზე; შეხორცებების ლიზისმა შესაძლოა მოგვცეს ქრონიკული სიმპტომების შემსუბუქება; შესაძლოა ამოითესოს Neisseria gonorrhoeae ან Chlamydia trachomatis კულტურა
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
იშემიური კოლიტი
ანამნეზი
ცხელება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და სისხლიანი განავალი; ანამნეზში სისხლძარღვთა დაავადება, მუცლის აორტის ანევრიზმის ბოლო დროს გაკეთებული რეკონსტრუქციული ოპერაცია, სეფსისი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან წინაგულების ფიბრილაცია
გასინჯვა
მუცლის ტკივილი დიფუზურად ან ლოკალურად, დაზიანებული ნაწლავის არეში, მცირე შებერილობით ან მის გარეშე
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
- შრატის ლაქტატი:
მომატებულია ქსოვილოვანი ჰიპოქსიის შემთხვევაში
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის გასქელებული და ანთებითი სეგმენტები; პნევმატოზი ან აირი ჯორჯლის ვენებში იშემიაზე მიუთითებს
- კოლონოსკოპია:
ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის ლორწოვანი გარსი ჰემორაგიული კერებით
სხვა გამოკვლევები
- ობსტრუქციის სერიები:
პნევმატოზი ან აირი ჯორჯლის ან კარის ვენაში, თუმცა ეს იშემიური კოლიტის არასპეციფიკური ნიშანია
- მუცლის ღრუს მრტ კონტრასტით:
შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის გასქელებული და ანთებითი სეგმენტები; პნევმატოზი ან აირი ჯორჯლის ვენებში იშემიაზე მიუთითებს
- დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია:
შეიძლება გამოჩნდეს იშემია კედლის მთელ სისქეზე; თუ იშემია მხოლოდ ლორწოვანი გარსით არის შემოსაზღვრული, ის არ გამოჩნდება
ელენთის არტერიის ანევრიზმის გასკდომა
ანამნეზი
ქალებში, მათ შორის ორსულებში; მუცლის მწვავე ტკივილი, რომელიც შეიძლება დაიწყოს ეპიგასტრიუმში ან მარცხენა ზედა კვადრანტში და შემდეგ დიფუზურად გავრცელდეს; ზოგჯერ გამოიხატება გასტროინტესტინური სისხლდენით; თავბრუსხვევა, სისუსტე, კოლაფსი
გასინჯვა
ჰიპოვოლემიური შოკი; სიფერმკრთალე; მუცლის შებერილობა და მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
- მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
იძლევა ანევრიზმის და ჰემორაგიის ვიზუალიზაციის შესაძლებლობას
მეტი
სხვა გამოკვლევები
ბად-კიარის სინდრომი
ანამნეზი
ქალებში, სიცოცხლის მესამე ან მეოთხე დეკადაზე; კონტრაცეპტიული აბების მიღება, ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი; ანამნეზში მიელოპროლიფერაციული დაავადებები და/ან ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობები; ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტში, ანამნეზში ღვიძლის უკმარისობა / ციროზი, ვარიკოზული სისხლდენა, ასციტი
გასინჯვა
ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში; ჰეპატოსპლენომეგალია; სიყვითლე; ტორსის ვენური კოლატერალები; გონების, ინტელექტუალური ფუნქციის, ქცევის და ნეიროკუნთოვანი მოშლილობები (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია)
პირველი გამოკვლევა
- ფერადი ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით:
ღვიძლის და ღრუ ვენების თრომბოზული ცვლილებები, სტენოზი, ფიბროზული ზონარი ან სისხლძარღვების არასაკმარისი რეკანალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მრტ იმპულსური რიგითობით:
თრომბი, კომპრესია და/ან სტენოზი ქვედა ღრუ ვენის (IVC) ან ღვიძლის ვენების მთელ სიგრძეზე; ღვიძლის პარენქიმის ნეკროზი და კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზია; ჩანს სხვა კეროვანი დაზიანებები
მეტი - მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია სამფაზიანი კონტრასტით:
ღვიძლის ვენების და/ან ქვედა ღრუ ვენის ოკლუზია; ღვიძლის პარენქიმის ნეკროზული უბნები; ჩანს სხვა კეროვანი დაზიანებები
- ღვიძლის ვენოგრაფია:
ობობას ქსელის სურათი
მეტი
ელენთის ინფარქტი
ანამნეზი
შეიძლება იყოს უსიმპტომო ან ახასიათებდეს ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა კვადრანტში, გულისრევა, ღებინება, ცხელება, შემცივნება; შეიძლება განვითარდეს გულმკერდის პლევრიტული ტკივილი ან ტკივილი მარცხენა მხარში
გასინჯვა
მტკივნეულობა მარცხენა ზედა კვადრანტში
პირველი გამოკვლევა
- მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
ინფარქტის ვიზუალიზაცია
სხვა გამოკვლევები
- მუცლის/მენჯის მრტ ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
ინფარქტის ვიზუალიზაცია
მუცლის კედლის ჰემატომა
ანამნეზი
ვითარდება სპონტანურად ან ტრავმის, ვარჯიშის, ხველების ან პროცედურის შედეგად; მუცლის მწვავე ტკივილი ცხელებით, გულისრევით, ღებინებით; შეიძლება გაჩნდეს მოცულობითი წარმონაქმნი ან ნატეხისებრი ეარმონაქმნი
გასინჯვა
ჰიპოვოლემიის ნიშნები ჰიპოტენზიით და ტაქიკარდიით; მუცლის ლოკალიზებული ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა არაპულსირებადი წარმონაქმნით, რომელიც მყარი და მტკივნეულია; წარმონაქმნი შეიძლება არ ისინჯებოდეს, რაც ჰემატომის ლოკაციასა და სიღრმეზეა დამოკიდებული
პირველი გამოკვლევა
- მუცლის კედლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ჰემატომის ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
ჰემატომის ვიზუალიზაცია
მეტი - FBC:
ნორმალური ან დაბალი ჰემოგლობინი
- კოაგულოგრამა:
ნორმალური ან პათოლოგიური
ურემია
ანამნეზი
კონფუზია, დაქვეითებული მენტალური სტატუსი; ოლიგურია; ტაქიკარდია; სიფერმკრთალე; დაღლილობა; მუცლის დიფუზური ტკივილი; წყურვილი; ღამით გაძლიერებული შარდვა
გასინჯვა
მუცლის დიფუზური ტკივილი, დაქვეითებული კანის ტურგორი, დაბალი სისხლის წნევა
პირველი გამოკვლევა
- კრეატინინის კლირენსი:
შემცირებულია, ჩვეულებრივ <10 მლ/წთ
- გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე:
შემცირებულია
- სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
პათოლოგიურია
- შარდის საერთო ანალიზი:
პათოლოგიურია
სხვა გამოკვლევები
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს მწვავე მუცლის სხვა მიზეზი
ადისონური კრიზი
ანამნეზი
წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ანორექსია, მარილის ლტოლვა, დაღლილობა, პოსტურალური თავბრუსხვევა, სინკოპე, დაბნეულობა
გასინჯვა
კანისა და ლორწოვანის ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოტენზია, პირექსია და მუცლის ტკივილი და/ან დაც
პირველი გამოკვლევა
- კორტიზოლის რანდომული დონე:
დაქვეითებული
- ადრენოკორტიკოტროფიული ჰორმონის (ACTH) სტიმულაციის ტესტი:
კორტიზოლის დონის შეზღუდული მატება ACTH სტიმულაციის საპასუხოდ
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს თირკმელზედა ჯირკვლების გადიდება, ჰემორაგია, ინფილტრაციული დაავადება ან ატროფია; შეიძლება გამოირიცხოს მუცლის ტკივილისა და ჰიპოტენზიის სხვა მიზეზები
- სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
ხშირად პათოლოგიურია, ტიპიურად ვლინდება ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია და ჰიპერკალიემია
სხვა გამოკვლევები
ჰიპერკალცემია
ანამნეზი
ძვლის ტკივილი; დეპრესია; დაღლილობა; კონფუზია; გულისრევა, მადის გაქრობა; ყაბზობა; ტკივილი მუცელში ან ფერდქვეშა არეში; პოლიურია, პოლიდიფსია
გასინჯვა
არასპეციფიკური ნიშნები; მუცლის ტკივილი, ჰიპერრეფლექსია, ენის ფასციკულაციები, პალპაციით ძვლის მტკივნეულობა; ჰიპერტენზია და ბრადიკარდია
პირველი გამოკვლევა
- შესწორებული და იონიზებული კალციუმი:
მოამტებულია
- 12-განხრიანი ეკგ:
ტიპიურად მოკლე QT ინტერვალი და გაფართოებული T კბილები
- პარათიროიდული ჰორმონი შრატში:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შეიძლება ჰიპერპარათირეოზზე მიუთითებდეს
- კისრის ბირთვული სკანირება:
შეიძლება ჰიპერპარათირეოზზე მიუთითებდეს
- კისრის მრტ:
შეიძლება ჰიპერპარათირეოზზე მიუთითებდეს
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება მწვავე მუცლის სხვა მიზეზი გამოავლინოს
მწვავე წყვეტილი პორფირია (AIP)
ანამნეზი
ოჯახური ანამნეზში მწვავე პორფირია, უპირატესად ქალებში, კვებითი ცვლილებები (მაგ. შიმშილი, დიეტა), ინტერკურენტული დაავადება და მედიკამენტური ან ჰორმონალური საშუალებები, რომლებიც მწვავე ხანგამოშვებითი პორფირიის (AIP) შეტევებს იწვევს; ხანგამოშვებითი ძლიერი მწვავე მუცლის ტკივილი, რომელიც დღეების განმავლობაში გრძელდება, ფიზიკალური ნიშნების დისპროპორციულია, ხშირად ვითარდება ეპიგასტრიუმში და აქვს კოლიკის ხასიათი; გულისრევა, ღებინება; ფსიქიატრიული სიმპტომები (მცირე ცვლილებები ქცევაში, უძილობა, დეპრესია, აგზნებადობა და კონფუზია); ქვედა კიდურების სისუსტე; ყაბზობა; გართულებული შარდვა და დიზურია
გასინჯვა
ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მომატებული მგრძნობელობა, შებერილობა; ცხელება, ტაქიკარდია და ჰიპერტენზია; მუქი ან წითელი შარდი; ცნს ნიშნები, როგორიცაა გულყრები, მენტალური სტატუსის ცვლილება, ქერქისმიერი სიბრმავე და კომა; სისუსტე, რომელიც ქვედა კიდურებში იწყება და ზევით ვრცელდება
პირველი გამოკვლევა
- შარდის პორფობილინოგენი (PBG):
მომატებულია; მოწითალო შეფერილობის
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ობსტრუქციის სერიები:
შეიძლება გამოჩნდეს ილეუსი
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება მწვავე მუცლის სხვა მიზეზი გამოავლინოს
ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ანამნეზი
ძირითადად აღინიშნება ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების წარმოშობის ადამიანებში, განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნების, თურქეთის და სომხეთის; <20 წლის ასაკი; მამრობით სქესი; პოზიტიური ოჯახური ანამნეზი; ეპიზოდური მწვავე ცხელება და ტკივილი სხვადასხვა ადგილას, ყველაზე ხშირად მუცელში; ტკივილი ასევე შეიძლება განვითარდეს გულმკერდში, სახსრებში, კუნთებსა და კანში; ნაწლავების შეცვლილი მოქმედება (ჩვეულებრივ შეკრულობა)
გასინჯვა
ცხელება, ტაქიპნოე, მუცლის მწვავე ტკივილი რიგიდულობით, უკუცემითი ტკივილი
პირველი გამოკვლევა
- FBC:
ლეიკოციტოზი ± თრომბოციტოზი
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
მოამტებულია
- CRP:
მოამტებულია
- შრატის ფიბრინოგენი:
მოამტებულია
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
იშვიათდ: მომატებული ალანინ ამინოტრანსფერაზა და ასპარტატ ამინოტრანსფერაზა
- შარდის საერთო ანალიზი:
პროტეინურია; ჰემატურია მიუთითებს ინფექციაზე ან ვასკულიტზე
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
სეროზიტი; შეიძლება აჩვენოს სითხე და/ან ანთება
სხვა გამოკვლევები
- გენეტიკური კვლევა:
დადებითია მუტაციაზე
- ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
ტიფლიტი (ნეიტროპენიული ენტეროკოლიტი)
ანამნეზი
ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების ოჯახური ანამნეზი და/ან ქიმიოთერაპიის ან სხვა იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღება; ცხელება, მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ქვედა კვადრანტში; გულისრევა, ღებინება, დიარეა (ზოგჯერ სისხლიანი)
გასინჯვა
პირექსია; ჰიპოვოლემია დეჰიდრატაციის შედეგად; გამოხატული მუცლის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა; შეიძლება განვითარდეს სეპტიკური შოკი; პერიტონიტი
პირველი გამოკვლევა
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს ბრმა ნაწლავის დილატაცია/შებერილობა და ანთება; შესაძლოა გამოავლინოს პნევმატოზი, ლოკალიზებული პერფორაცია ან აბსცესური წარმონაქმნი
მეტი - ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა:
ნეიტროპენია
- სისხლის კულტურები:
შესაძლებელია გამომწვევი ორგანიზმის კულტურის მიღება
- განავლის კულტურა (მათ შორის Clostridium difficile-ს ტოქსინი):
შესაძლებელია გამომწვევი ორგანიზმის კულტურის მიღება
სხვა გამოკვლევები
- მუცლის ულტრაბგერითი გამოკვლევით:
შეიძლება გამოჩნდეს შებერილი ბრმა ნაწლავი; თავისუფალი სითხე
- ობსტრუქციის სერიები:
ჩვეულებრივ არასპეციფიკურია; შეიძლება გამოავლინოს შებერილი ბრმა ნაწლავი და თითის ანაბეჭსდებისმაგვარი ჩანაჭდევები ამ პნევმატოზი
- დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია:
პათოლოგიის პირდაპირი ვიზუალიზაცია
მეტი - ორსულობის ტესტი:
ნეგატიური
მეტი
რადიაციული ენტერიტი
ანამნეზი
ანამნეზში ახლო ან შორეულ წარსულში სხივური მკურნალობა; მწვავე რადიაციული ენტერიტი იწვევს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეას, ანორექსიას, დიარეას/თხევად განავალს; ქრონიკული რადიაციული ენტერიტი, სტრიქტურების შემთხვევაში იწვევს ობსტრუქციის სიმპტომებს (შებერილობა, გულისრევა, ღებინება, სუსტი მეტეორიზმი), ხოლო ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში - მალაბსორბციის სიმპტომებს (შებერილობა, სპაზმური ტკივილები, მეტეორიზმი, ჭარბი განავალი, დიარეა, წონის კლება); ნაწლავის წყლულების შემთხვევაში ვითარდება გასტროინტესტინური სისხლდენა
გასინჯვა
მუცლის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა შებერილობის გარეშე მწვავე ენტერიტის დროს, სისხლი ან ლორწო სწორ ნაწლავში; ობსტრუქციის ნიშნებს მიეკუთვნება შებერილობა, მტკივნეულობა და დეფანსი, ტიმპანიზმი, "წკარუნის" ნაწლავური ხმიანობა, დეჰიდრატაცია; მუცლის შებერილობა, მუცლის მსუბუქი მტკივნეულობა; სტეატორეა, წონის კლება მალაბსორბციასთან ერთად
პირველი გამოკვლევა
- მუცლის/მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ინტრავენური და პერორალური კონტრასტით:
შეიძლება გამოავლინოს ნაწლავის დაზიანებული სეგმენტების გასქელება და ანთება
სხვა გამოკვლევები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის რენტგენი წვრილი ნაწლავების დათვალიერების მიზნით:
აჩვენებს რადიაციული დაზიანების გავრცელებას; ნაწლავის სტრიქტურებს; ფისტულების წარმოქმნას; ნაწლავის კედლის გასქელებას
- ენტეროკლიზისი:
აჩვენებს რადიაციული დაზიანების გავრცელებას; ნაწლავის სტრიქტურებს; ფისტულების წარმოქმნას; ნაწლავის კედლის გასქელებას
მეტი - ენდოსკოპიით:
ჩანს ლორწოვანი გარსის მთლიანობა
მეტი
მძიმე მეტალებით მოწამვლა
ანამნეზი
ანამნეზში შესაბამისი სამედიცინო/საცხოვრებელი/პროფესიული გარემოს ზეგავლენა; გულისრევა, უწყვეტი ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი
გასინჯვა
ანემია, დეჰიდრატაცია, ნევროლოგიური მონაცენები, მუცლის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა; ენცეფალოპათია, კარდიომიოპათია, არითმიები, მწვავე ტუბულარული ნეკროზი და მეტაბოლური აციდოზი
პირველი გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ნაცხი:
ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი დაქვეითებულია; ნაცხი არის ნორმოქრომული და ნორმოციტული ან ჰიპოქრომული და მიკროციტული
- შრატის ელექტროლიტები და შარდოვანა:
შეიძლება იყოს ნორმალური ან არეული
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
ნორმალური ან მომატებული
- შარდის საერთო ანალიზი:
მძიმე მეტალების მომატებული შემცველობა
- ტყვიის დონე ვენურ სისხლში:
მომატებულია ტყვიის ზეგავლენის შემთხვევაში
სხვა გამოკვლევები
ობობას ნაკბენი
ანამნეზი
შესაძლო ობობას ნაკბენი (მაგ. ობობა "შავი ქვრივი"); ცხელება, შემცივნება, გულისრევა, ღებინება და მუცლის ძლიერი მწვავე დიფუზური ტკივილი
გასინჯვა
მუცლის დიფუზური ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა; მუცლის კუნთების რიგიდობა; პროფუზული ოფლიანობა; ტაქიკარდია
პირველი გამოკვლევა
- კლინიკური დიაგნოზი:
დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზსა და გამოკვლევას
სხვა გამოკვლევები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას