Videos

ნეკნთაშუა დრენაჟის ჩადგმა, ღია ტექნიკა: ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩასვათ ნეკნთაშუა (გულმკერდის) დრენაჟი ღია ტექნიკით. ვიდეო გვიჩვენებს: მილის შერჩევა, როგორ ამოვიცნოთ დრენაჟის ჩადგმის ადგილი, როგორ გავაკეთოთ სწორი ჭრილობა, როგორ ჩავდგათ ნეკნთაშუა დრენაჟი, როგორ დავიცვათ დრენაჟის უსაფრთხოება, და პროცედურის შემდგომი მოვლა.

საჭირო ხელსაწყოები

  • სტერილური ხელთათმანები

  • სტერილური ხალათი

  • თვალის დამცავი და ნიღაბი

  • სტერილური დოლბანდი

  • ულტრაბგერითი სკანერი, რომელიც მიმართულებას მიანიჭებს სადრენაჟო მილს სითხის ასპირაციის დროს, თუ ადგილი არა აქვს გადაუდებელ მდგომარეობას[102] [103]

  • ანტისეპტიკი

  • 1% ლიდოკაინი ლოკალური საანესთეზიო საშუალება

  • შპრიცი და ნემსი ადგილობრივი ანესთეზიისთვის

  • სკალპელი

  • არტერიული მომჭერი

  • გულმკერდის ზონდი

  • დრენაჟის ფლაკონი წყლის ლუქით

  • აბრეშუმის ნაკერი გულმკერდის ზონდის პოზიციის დასაფიქსირებლად

  • ჭრილობის გადასახვევი მასალა.

უკუჩვენებები

შედარებით უკუჩვენებას წარმოადგენს დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის არარსებობა.

  • ვიზუალიზაცია დაგვეხმარება კლინიკური დიაგნოზის სისწორის დადასტურებაში, ასევე გვაჩვენებს, რომ სადრენაჟო მილი შემთხვევით არ შეგვიყვანია დიდ ბულაში ან დიაფრაგმის თიაქარში.

  • როდესაც გულმკერდის ღრუში დგება დრენაჟი არაურგენტული მიზნებით, გულმკერდის რენტგენი, ულტრაბგერითი ან კომპიუტერული ტომოგრაფია დაგეხმარებათ სწორი პოზიციონირების უზრუნველსაყოფად.[102] [104] [103]

ჩვენებები

  • გულმკერდის ტრავმული დაზიანება, რომელმაც გამოიწვია პნევმოთორაქსი, ჰემოთორაქსი, გულმკერდის პათოლოგიური მოძრაობა ან გულმკერდის მწოვარე ჭრილობა / ღია პნევმოთორაქსი.

  • სქელი, ბლანტი სითხის დრენაჟი.

  • არჩევანი დიდი დიამეტრის (ღია მეთოდი) და მცირე დიამეტრის (სელდინგერის მეთოდი) მალთაშუა ზონდებს შორის კლინიკურ სცენარზეა დამოკიდებული.

გართულებები

დიდი დიამეტრის მალთაშუა დრენაჟის შეყვანასთან დაკავშირებული გართულებებია:

  • სისხლდენა.

  • ნეკნთაშუა სისხლძარღვოვან-ნერვული კონის შემთხვევითი დაზიანება, რაც სისხლდენით შეიძლება გართულდეს. დაზიანების შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მალთაშორისი სისხლძარღვების უეცარი ძლიერი სისხლდენა.

  • არსწორი პოზიცია.

  • მუცლის ან გულმკერდის ღრუს ორგანოების იატროგენული დაზიანება სადრენაჟო მილის არასწორი პოზიციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით არასწორი ტექნიკის გამოყენების შედეგად. დრენაჟის არასწორი პოზიცია პრობლემას ვერ გამოასწორებს და მისი შეცვლა იქნება საჭირო.

  • ტკივილი.

  • დრენაჟის არაეფექტურობა.

  • ინფიცირებასთან.

  • ბრონქოპლევრული ფისტულა.

არ გამოიყენოთ წარმმართველის სახით და პლევრის ღრუში მილის შესაყვანად ტროაკარი, რომელიც გულმკერდის ზონდებთან ერთ კომპლექტშია ხოლმე მოთავსებული, რადგან ამ დროს არსებობს შიდა სტრუქტურების დაზიანების რისკი.

შემდგომი მოვლა

დოკუმენტურად დააფიქსირეთ პროცედურა ჩანაწერებში, ასევე დრენაჟის სიღრმე და პროცედურის დროს წარმოქმნილი ყველა გართულება.

დანიშნეთ გულმკერდის რენტგენოგრაფია გულმკერდის ზონდის პოზიციის შესამოწმებლად და გართულებების გამოსარიცხად,როგორიცაა პნევმოთორაქსი ან ქირურგიული ემფიზემა.[103] რენტგენოგრაფია გვაჩვენებს პროცედურის შედეგს დრენირებული სითხის მოცულობისა და პნევმოთორაქსის ალაგების სახით.

დრენაჟის ჩადგმის შემდეგ ხელახმა გასინჯეთ პაციენტი და შეამოწმეთ დრენაჟი. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ პაციენტი კლინიკურად სტაბილურია (ან გაუმჯობესებისკენ მიდის), ხოლო დრენაჟი მუშაობს, ბუშტუკებს წარმოშობს და ირხევა, დაიწყეთ რეგულარული ჩანაწერების გაკეთება. ჩანაწერებში მითითებული უნდა იყოს:

  • ჭრილობაზე დაკვირვება

  • დრენირებული სითხის მოცულობა / ფერი

  • რყევის / ბუშტუკების წარმოქმნის ინტენსივობა

  • პაციენტის რუტინული გასინჯვა, მათ შორის სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია

  • გულმკერდის განმეორებითი რენტგენოგრაფია - შეიძლება საჭირო გახდეს მიმდინარეობის შესაფასებლად.

ყოველდღიურად დააკვირდით პაციენტს და დოკუმენტურად დააფიქსირეთ მონაცემები, სასურველია სპეციალურ ბარათში. პაციენტი უნდა განთავსდეს პალატაში სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია გულმკერდის დრენაჟის მქონე პაციენტების მართვაში.

შესაძლო პრობლემები მოიცავს შემდეგს:

  • ბუშტუკების ხანგრძლივად წარმოქმნა: თუ წყალქვეშა ლუქის დრენაჟში ბუშტუკების წარმოქმნა გრძელდება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰაერის მუდმივ გაჟონვას.

  • სისხლის ან სითხის მუდმივი დრენაჟი: დიდი მოცულობის სითხის ან სისხლის მუდმივი დაგროვება მიუთითებს მიმდინარე გულმკერდის შიდა პრობლემაზე.

  • ბლოკადა: თუ გულმკერდის დრენაჟი შესუნთქვაზე არ ირხევა, ეს ნიშნავს, რომ ზონდი შეიძლება იყოს დაბლოკილი ან არასწორი მდებარეობა ჰქონდეს და შემოწმებას საჭიროებს. არასოდეს არ შიყვანოთ ზონდი უფრო ღრმად პლევრის ღრუში, თუ სტერილური ველი მოშორებულია, რადგან ეს ინფიცირების რისკს შეიცავს

  • არ აწიოთ დრენაჟი პაციენტის გულმკერდის დონეზე მაღლა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მილის შიგთავსის რეფლუქსი პლევრის ღრუში.

  • პნევმოთორაქსის მქონე პაციენტებში დრენაჟის ჩაკეტვა არ შეიძლება, თუ ამას სუნთქვის კონსულტანტი არ მოითხოვს.[103] პლევრული გამონაჟონის შემთხვევაში სადრენაჟო მილი შეიძლება თავდაპირველად ჩაიკეტოს, თუ პლევრის ღრუში 1.5 ლ-ზე მეტი სითხეა, მაგრამ დრენაჟის საწყისი პერიოდის შემდეგ ეს, ჩვეულებრივ, საჭირო აღარ არის.