Videos
გაკერვის ტექნიკის ანიმაციური დემონსტრაცია
ვლინდება წყვეტილი ნაკერები, ვერტიკალურ ლეიბის ნაკერები, ჰორიზონტალურ ლეიბის ნაკერები, უწყვეტი კანქვეშა ნაკერები და უწყვეტი ნაკერები.
საჭირო ხელსაწყოები
სტერილური ხელთათმანები
კანის მომზადება სტერილური ანტისეპტიკური ხსნარით (პოვიდონ-იოდი ან ქლორჰექსიდინი)
სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი
ქირურგიული ნაჭერი
ქირურგიული ტამპონები, დოლბანდი
სტერილური შპრიც(ებ)ი და ნემს(ებ)ი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება
ნაკერის მასალები
ნემსის დამჭერი
ქირურგიული პინცეტი
მომჭერი
მაკრატელი
სკალპელი
ჭრილობის გადასახვევი მასალა.
უკუჩვენებები
ზოგადად, გაკერვისთვის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, თუმცა დაყოვნებული გაკერვა შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს დაბინძურებული ჭრილობის შემთხვევაში ან ტრავმის მიღებიდან დიდი დროის გასვლისას.
კვანძოვანი ნაკერი - თუ ის კანის დასახურად გამოიყენება, კვანძოვანი ნაკერი უნდა დაიდოს მხოლოდ მაშინ, როცა ჭრილობის კიდეები მცირედ დაჭიმულია. თუ ქსოვილი უფრო ძლიერ დაჭიმულია, საჭიროა დამატებითი ძალა, რისთვისაც დერმაზე უნდა დაიდოს უფრო ღრმა გამწოვი ნაკერები. მას შემდეგ, რაც თქვენ ამ მეთოდით შეკრავთ ჭრილობას, კანის დასახურად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვანძოვანი ნაკერი.
ვერტიკალური "ლეიბისმაგვარი" ნაკერი - მარტივ კვანძოვან ნაკერთან შედარებით ვერტიკალური "ლეიბისმაგვარი" ნაკერი უფრო ძლიერია და ნაკლები ალბათობით მოქაჩავს ჭრილობის კიდეებს ან გამოიწვევს მათ იშემიას. თუმცა, თუ აღინიშნა ზედმეტი დაჭიმვა, შეიძლება მაინც განვითარდეს კანის კიდეების ნეკროზი, ამიტომ საჭირო გახდება სხვა ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა ღრმა გამწოვი ნაკერი და/ან კანის კიდის მოკვეთა. არჩევანი კლინიკური გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ დარწმუნებული არ ხართ, მოითხოვეთ დახმარება.
ჰორიზონტალური "ლეიბისმაგვარი" ნაკერი - თავი აარიდეთ ესთეტიკურად მნიშვნელოვან ადგილებში. გამოიყენება გარკვეული დაჭიმულობის მქონე ჭრილობებისთვის, თუმცა ზედმეტი დაჭიმვის შემთხვევაში, შეიძლება მაინც განვითარდეს კანის კიდეების ნეკროზი, ამიტომ საჭირო გახდება სხვა ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა ღრმა გამწოვი ნაკერი და/ან კანის კიდის მოკვეთა. არჩევანი კლინიკური გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ დარწმუნებული არ ხართ, მოითხოვეთ დახმარება.
უწყვეტი კანქვეშა ნაკერი - უწყვეტი კანქვეშა ნაკერი არ არის რეკომენდებული ტრავმული ჭრილობებისთვის, როცა კანის კიდეები უსწორმასწოროა, არათანაბარი სიგრძისაა ან დაფლეთილი და ტრავმისგან დაზიანებულია. ის არ არის რეკომენდებული ჭრილობის ინფიცირების მნიშვნელოვანი რისკის (მაგალითად, ჭრილობის დაბინძურების) არსებობისას, რადგან უწყვეტი ძაფი ნიშნავს, რომ ინფექცია ჭრილობის სრულ გახსნას გამოიწვევს.
უწყვეტი ნაკერი - არ გამოიყენოთ კანის დასახურად (გამოიყენება შემაერთებელი ქსოვილის დასახურად) ან ჭრილობის დაინფიცირების ნებისმიერი რისკის არსებობისას.
ჩვენებები
კანის ან სხვა ქსოვილების ფუნქციური მთლიანობის აღდგენა
დანაწიბურების შემცირება
სისხლდენის კონტროლი.
კვანძოვანი ნაკერი:
ნაჩვენებია მარტივი ჭრილობის დასახურად, როცა ჭრილობის კიდეები მცირედ დაჭიმულია. საოპერაციოში ეს ნაკერი ასევე გამოიყენება უფრო ღრმა ქსოვილების, როგორიცაა კუნთოვანი ფენის, მეზენტერიული შრის და ფასციების გასაერთიანებლად. თუ ქსოვილი უფრო ძლიერ დაჭიმულია, საჭიროა დამატებითი ძალა, რისთვისაც დერმაზე უნდა დაიდოს უფრო ღრმა გამწოვი ნაკერები. მას შემდეგ, რაც თქვენ ამ მეთოდით შეკრავთ ჭრილობას, კანის დასახურად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვანძოვანი ნაკერი.
ვერტიკალური "ლეიბისმაგვარი" ნაკერი:
ნაჩვენებია ჭრილობების, მათ შორის ტრავმის შედეგად დაბინძურებული ჭრილობების მარტივი დახურვისთვის. ის განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა კანის კიდეების დასაახლოებლად ჭრილობისთვის მეტი დაჭიმვაა საჭირო ან თხელი კანისთვის, სადაც ეს ტექნიკა კანი კიდის გამოყვანაში გვეხმარება. საოპერაციოში ეს მეთოდი ასევე გამოიყენება ხელით გაკერილი ნაწლავური ანასტომოზებისთვის. მარტივ კვანძოვან ნაკერთან შედარებით, ვერტიკალური "ლეიბისმაგვარი" ნაკერი უფრო ძლიერია და ნაკლები ალბათობით მოქაჩავს ჭრილობის კიდეებს ან გამოიწვევს მათ იშემიას.
ჰორიზონტალური "ლეიბისმაგვარი" ნაკერი:
ჰორიზონტალური "ლეიბისმაგვარი" ნაკერი განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა ჭრილობა დაჭიმულია, აგრეთვე ისეთ უბნებში, რომლებიც ესთეტიკურად შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს ტექნიკა ანაწილებს კვანძებს შორის დაჭიმვას და იძლევა კანის კიდის გამოყვანის საშუალებას, რაც ხელს უწყობს შეხორცებას.
უწყვეტი კანქვეშა ნაკერი:
უწყვეტი კანქვეშა ნაკერი გამოიყენება სწორი, სუფთა ჭრილობისთვის, რომელიც შეიძლება დაიხუროს დაჭიმვის გარეშე. ის უმეტესად გამოიყენება საოპერაციო ჭრილობებისთვის, როცა დაბინძურება არ აღინიშნება. მისი სწორად დადებისას აღინიშნება ძალიან კარგი კოსმეტიკური ეფექტი, ვინაიდან შენარჩუნებულია კანის მთლიანობა და ჭრილობა შეუმჩნევლად იმალება კანში.
უწყვეტი ნაკერი:
უწყვეტი ნაკერი ჩვეულებრივ, შემაერთებელი ქსოვილის გასაკერად გამოიყენება. ის სწრაფად სრულდება, მარტივია და თანაბრად ანაწილებს დაჭიმვას. უწყვეტი ნაკერის გამოყენების მაგალითებია თეთრი ხაზის დახურვა ლაპარატომიის შემდეგ ან გარე ირიბი აპონევროზის დახურვა თიაქარის ოპერაციის ან ღია აპენდექტომიის დროს. ნაზი სისხლძარღვოვანი ანასტომიზები ასევე უწყევტი ნაკერის გამოყენებით იდება.
გართულებები
ინფექციები
ჰემატომა
ჭრილობის გახსნა
დანაწიბურება.
შემდგომი მოვლა
ნაკერის მოხსნა:
არაგამწოვი ნაკერი უნდა მოიხსნას:
სახესა და სკალპზე - 5 დღეში
კიდურებზე - 7-10 დღეში
ტორსსა და ზურგზე - 10-14 დღეში.
როცა აღინიშნება დამატებით დაჭიმვა შესიების ან კანის დაკარგვის გამო, "ლეიბისმაგვარი" ნაკერები უნდა დარჩეს უფრო დიდხანს, ადეკვატური შეხორცების განვითარებამდე.