Videos

ნეკნთაშუა დრენაჟის ჩადგმა, სელდინგერის ტექნიკა: ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩავდგათ ნეკნთაშუა (გულმკერდის) დრენაჟი სელდინგერის ტექნიკით. ვიდეო გვიჩვენებს: როგორ ამოვიცნოთ უსაფრთხო ადგილი ჩასადგამად; გამოიყენეთ გზამკვლევი ნემსი, მიმმართველი მავთული, გამაგანიერებელი და ნეკნთაშუა დრენაჟი; როგორ დავადასტუროთ სადრენაჟო პოზიცია; და პროცედურის შემდგომი მოვლა.

საჭირო ხელსაწყოები

  • სტერილური ხელთათმანები

  • სტერილური ხალათი

  • თვალის დამცავი და ნიღაბი

  • სტერილური დოლბანდი

  • ულტრაბგერითი სკანერი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სითხის ასპირაციას აპირებთ

  • ანტისეპტიკი

  • 1% ლიდოკაინი ლოკალური საანესთეზიო საშუალება

  • შპრიცი და ნემსი ადგილობრივი ანესთეზიისთვის

  • შპრიცი და ნემსი მიმმართველი მავთულის ჩასადგმელად

  • სკალპელი

  • მიმმართველი მავთული

  • დილატატორ(ებ)ი

  • გულმკერდის ზონდი

  • დრენაჟის ფლაკონი წყლის ლუქით

  • აბრეშუმის ნაკერი ან სპეციალური ადგეზიური ნაჭერი გულმკერდის ზონდის დასაფიქსირებლად

  • ჭრილობის გადასახვევი მასალა.

უკუჩვენებები

დიდი დიამეტრის გულმკერდის ზონდის ჩადგმა ღია მეთოდით უფრო მიზანშეწონილია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ტრავმული პნევმოთორაქსი

  • ჰემოთორაქსი

  • ჩავარდნილი გულმკერდი

  • გულმკერდის არაინფიცირებული ჭრილობები.

მაღალი სიბლანტის სითხე ზონდის უფრო დიდ დიამეტრს მოითხოვს. კლინიცისტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დარწმუნდეს, რომ დიაგნოზი სწორია, რათა არ მოხდეს ზონდის ჩადგმა დიდ ბულაში ან დიაფრაგმის თიაქარში (რაც პნევმოთორაქსთან დიფერენციალურ დიაგნოსტიკას საჭიროებს).

დრენაჟის ჩადგმამდე დიაგნოსტიკური ვიზუალიზაცია შეიძლება დაგვეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში. მოქმედი ეროვნული გაიდლაინებით მკაცრად არის რეკომენდებული, რომ გულმკერდიდან სითხის ყველა დრენაჟი, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, ვიზუალური კონტროლის ქვეშ სრულდებოდეს (ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია).[98]

ერიდეთ გულმკერდის დრენაჟს, თუ იგი გადაუდებელი არ არის, ანტიკოაგულანტებზე მყოფ პაციენტებში, სანამ საერთაშორისო ნორმალიზაციის კოეფიციენტი 1,5-ზე დაბლა არ ჩამოვა.[98]

ჩვენებები

  • პნევმოთორაქსი: სპონტანური და იატროგენული თუ ჰაერის გაჟონვა ძლიერია, შეიძლება მაინც საჭირო იყოს დიდი დიამეტრის სადრენაჟო მილი[98]

  • თავისუფლად დენადი პლევრული გამონაჟონი[98]

  • ემპიემა.[98]

რისკის შეფასება

2008 წლის მაისში, ბრიტანეთის პაციენტთა უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (NPSA) გამოსცა სწრაფი რეაგირების ანგარიში, სახელწოდებით გულმკერდის დრენაჟის რისკები,[99] მნიშვნელოვანი გართულებები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მალთაშუა დრენაჟის ჩადგმასთან. NPSA-ს ანგარიშის თანახმად, რეკომენდებულია, რომ მალთაშუა დრენაჟი განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის ექიმმა, სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ.[99] NPSA-ს რეკომენდაციით კლინიცისტმა პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:[99]

  • რამდენად საჭიროა ამის გაკეთება?

  • რამდენად სასწრაფოა ამის გაკეთება: შეიძლება თუ არა მოცდა?

  • მაქვს თუ არა საკმარისი კომპეტენცია, რომ თამამდ ჩავატარო ეს პროცედურა?

  • არის თუ არა უფროსი პერსონალი ადგილზე?

  • ვიცნობ თუ არა ამ აპარატურას?

  • არის თუ არა ადგილზე ულტრაბგერითი კვლევის აპარატურა ჯეროვნად მომზადებული პერსონალით?

გართულებები

მალთაშუა დრენაჟის ჩადგმის შესაძლო გართულებებია:[100]

უშუალოდ ჩადგმასთან დაკავშირებული:

  • ტკივილი

  • ჩადგმა პლავრის რღუს გარეთ - კანქვეშ, ინტრააბდომინალურად

  • პარენქიმული ორგანოს გაჩხვლეტა - ღვიძლის, ელენთის, გულის, ფილტვის, საყლაპავის

  • მალთაშუა არტერიის გაჩხვლეტა

  • არასწორ მხარეს ჩადგმა

  • ქირურგიული ემფიზემა.

სადრენაჟო მილის პოზიციასთან დაკავშირებული:

  • ტკივილი

  • დრენაჟის წარუმატებლობა (გადანაცვლება/გადაგრეხვა/ბლოკირება)

  • ფილტვის გაშლის შემდგომი შეშუპება

  • ბრონქოპლევრული ფისტული ჩამოყალიბება

  • პნევმოთორაქსი.

ინფექციასთან დაკავშირებული:

  • ჭრილობის ინფექცია

  • ემპიემა.

ჰემოთორაქსი:

თუ მალთაშუა ზონდი შეყვანილია ჰემოთორაქსის გამო და ადგილი აქვს ძლიერ სისხლდენას, სისხლმდენი სისხლძარღვის გასაკონტროლებლად საჭირო იქნება თორაკოტომია. კლინიცისტმა უნდა გაითვალისწინოს თორაკოტომია, თუ ერთბაშად დაკარგულია 1500 მლ-ზე მეტი სისხლი ან თუ 2-დან 4 საათის განმავლობაში სისხლის კარგვა შეადგენს 200 მლ/სთ-ს.[101]

პნევმოთორაქსი:

თუ პნევმოთორაქსისი დროს ადგილი აქვს ჰაერის მასობრივ გაჟონვას დრენაჟიდან, ეჭვი უნდა ავიღოთ ბრონქის ძლიერ დაზიანებაზე, რა დროსაც ნაჩვენებია თორაკოტომია.

პლევრული გამონაჟონი:

დიდი პლევრული გამონაჟონის დრენაჟი უნდა გაკონტროლდეს ფილტვის გაშლის შემდგომი შეშუპების თავიდან ასაცილებლად. შეყვანიდან პირველ საათში უნდა დრენირდეს მაქსიმუმ 1,5 ლ; შემდეგ მოათავსეთ სამაგრი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, დრენირების ხელახლა დაწყებამდე.[98]

შემდგომი მოვლა

დრენაჟი უკავშირდება წყალქვეშა ლუქის სადრენაჟო სისტემას, რაც ხელს უშლის პლევრის ღრუში სითხის ან ჰაერის ხელახლა დაგროვებას.

გულმკერდის საკონტროლო რენტგენოგრაფია:

დანიშნეთ გულმკერდის რენტგენოგრაფია გულმკერდის ზონდის პოზიციის შესამოწმებლად, გართულებების გამოსარიცხად, როგორიცაა პნევმოთორაქსი ან ქირურგიული ემფიზემა, ასევე პროცედურის შედეგის შესამოწმებლად, დრენირებული სითხის მოცულობისა და პნევმოთორაქსის ალაგების თვალსაზრისით.[98]

მონიტორინგი:

დრენაჟის ჩადგმის შემდეგ ხელახა გასინჯეთ პაციენტი, შეამოწმეთ დრენაჟი და შემდეგ კარგად დააკვირდით. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ პაციენტი კლინიკურად სტაბილურია ან გაუმჯობესებულია, ხოლო დრენაჟი მუშაობს, ბუშტუკებს წარმოშობს (თუ ადგილი აქვს პნევმოთორაქსს) და ირხევა, რეგულარულად დააკვირდით მალთაშუა დრენაჟს და გააკეთეთ ჩანაწერები. ეს სიფრთხილის ზომებია:

  • ჭრილობაზე დაკვირვება

  • დრენირებული სითხის მოცულობა / ფერი

  • რყევის / ბუშტუკების წარმოქმნის ინტენსივობა

  • რუტინული მონიტორინგი, მათ შორის სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია.

ყოველდღიური შეფასება დოკუმენტურად უნდა დაფიქსირდეს, სასურველია გულმკერდის დრენაჟის სპეციალურ ბარათზე.[98] პაციენტი უნდა განთავსდეს პალატაში სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია გულმკერდის დრენაჟის მქონე პაციენტების მართვაში.

შესაძლო პრობლემები:

  • ბუშტუკების ხანგრძლივად წარმოქმნა: თუ წყალქვეშა ლუქის დრენაჟში ბუშტუკების წარმოქმნა გრძელდება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰაერის მუდმივ გაჟონვას.

  • სისხლის ან სითხის მუდმივი დრენირება

  • სისხლის ან სითხის დაგროვება: მიუთითებსმიმდინარე გულმკერდის შიდა პრობლემაზე

  • ბლოკადა: თუ გულმკერდის დრენაჟი შესუნთქვაზე არ ირხევა, ეს ნიშნავს, რომ ზონდი შეიძლება იყოს დაბლოკილი ან არასწორი მდებარეობა ჰქონდეს და შემოწმებას საჭიროებს. არასოდეს არ შიყვანოთ ზონდი უფრო ღრმად პლევრის ღრუში, თუ სტერილური ველი მოშორებულია, რადგან ეს ინფიცირების რისკს შეიცავს

  • თუ გულმკერდის ზონდის ამოღების შემდეგ პაციენტი ძნელად სუნთქავს, ნაჩვენებია გულმკერდის სასწრაფო რენტგენოგრაფია დრენაჟის თავდაპირველი მიზეზის რეციდივის გამოსარიცხად

  • არ აწიოთ დრენაჟი პაციენტის გულმკერდის დონეზე მაღლა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მილის შიგთავსის რეფლუქსი პლევრის ღრუში.

  • პნევმოთორაქსის მქონე პაციენტებში დრენაჟის ჩაკეტვა არ შეიძლება, თუ ამას სუნთქვის კონსულტანტი არ მოითხოვს. პლევრული გამონაჟონის შემთხვევაში სადრენაჟო მილი შეიძლება თავდაპირველად ჩაიკეტოს, თუ პლევრის ღრუში 1.5 ლ-ზე მეტი სითხეა, მაგრამ დრენაჟის საწყისი პერიოდის შემდეგ ეს, ჩვეულებრივ, საჭირო აღარ არის.

ამოღება:

ამოღების დრო დამოკიდებულია, პირველ რიგში, დრენაჟის ჩვენებაზე. გულმკერდის რენტგენოგრაფიით დადასტურებული ალაგება გადამწყვეტია დრენაჟის ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. პოსტოპერაციული დრენაჟის ამოღება შესაძლებელია 24-დან 48 საათის შემდეგ; თუმცა, პნევმოთორაქსის დროს დრენაჟი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს.

ამოღების დროს საჭიროა კოორდინირებულად სადრენაჟო მილის ამოღება და კანის დახურვა, ისე რომ ჰაერი პლევრის ღრუში ვერ შევიდეს.

გულმკერდის ზონდი მკვეთრი მოძრაობით უნდა ამოვიღოთ, სანამ პაციენტი ვალსალვას სინკს ასრულებს ან ამოსუნთქვის დროს, ხოლო ასისტენტმა მაშინვე უნდა დაადოს ნახვევი.[98] თუ დრენაჟის ჩადმის ადგილიდან სითხის (პლევრული გამონაჟონის დროს) დრენირება გრძელდება, შეიძლება საჭირო გახდეს ნაკერის დადება.

დრენაჟის ამოღების შემდეგ უნდა გაკეთდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, რათა დადასტურდეს, რომ დრენაჟის ამოღებისას გართულებებს ადგილი არ ჰქონია (მაგ. ჰაერის შეღწევას პლევრის ღრუში). პნევმოთორაქსის დროს გულმკერდის მილის ჩაკეტვა არ შეიძლება. არ არსებობს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ ამოღებამდე გულმკერდის სადრენაჟო მილის ჩაკეტვა ხელს უწყობდეს პროცედურის წარმატებას ან პნევმოთორაქსის რეციდივს გვაცილებდეს, თანაც ეს საშიშია. ბუშტუკოვანი დრენაჟი არასოდეს უნდა ჩაიკეტოს.[98]